კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა ურთიერთობა აქვს მაკო კვიტაიშვილს ბუკა პეტრიაშვილთან და რატომ არ სთხოვს ის დახმარებას დედას

23 წლის მაკო კვიტაიშვილი საზოგადოებამ კონკურსებიდან გაიცნო – ჯერ იყო „ჯეოსტარი“, შემდეგ „ახალი ხმა“. ის თავისი ორიგინალური ჩაცმულობითა და  განსხვავებული სტილით, აშკარად გამოირჩეოდა. დიდი ხანია, მაკო არსად გამოჩენილა და როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზიც აქვს. მაკო, ჟურნალისტის, ეკა მიშველაძის ქალიშვილია. რა ურთიერთობა აქვს მას დედის ქმართან, ბუკა პეტრიაშვილთან; რატომ გადაწყვიტა საკუთარი ბრენდის გაკეთება და რატომ არ ჩქარობს გათხოვებას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
მაკო კვიტაიშვილი: საზოგადოებამ კონკურსებიდან გამიცნო. ჩემი კარიერის დასაწყისი „ჯეოსტარი“ იყო, მაშინ 17 წლის ვიყავი. ამ კონკურსზე წარუმატებლობა გახდა იმის მიზეზი, რომ მეფიქრა, სასიმღერო კარიერას თავს დავანებებ-მეთქი, მაგრამ, ეს ზუსტად რამდენიმე დღე გაგრძელდა. მერე მივხვდი, რომ სცენა მიყვარს და ფარ-ხმალი არ უნდა დამეყარა... კიდევ მეცადა ბედი. „ახალი ხმის“ კონკურსი რომ გამოაცხადეს, იქაც მივედი. ამ პროექტიდან გამიცნო ფართო საზოგადოებამ როგორც მომღერალი. სწორედ, „ახალი ხმა“ აღმოჩნდა ჩემი კარიერის დასაწყისი და ბიძგი იმისა, რომ დღემდე წინ მივდივარ.
– დღეს, არსად ჩანხარ. გავიგე თითქოს სცენას, დიზაინერის პროფესიით მუშაობა არჩიე. ასეა?
– როგორ არ ვჩანვარ, მაგრამ ვიწრო საზოგადოებაში (იცინის). მე ჩემი ადგილი ვიპოვე, ჩამოვყალიბდი და თავს კარგად ვგრძნობ. ვმღერი ჯგუფ „ფრენდლი მოსკიტოში“ და ხშირად გვიწვევენ დახურულ ივენთებზე, კლუბებში. ვუკრავთ და ვმღერით ისეთ ადგილებში, სადაც ალტერნატიული მუსიკა მოსწონთ.  ალბათ, იმიტომ არ ისმის მაკო კვიტაიშვილის სახელი ასე ხმამაღლა, რომ სოლო გამოსვლა არ მაქვს, ჯგუფთან ერთად გამოვდივარ. მირჩევნია, ნელ-ნელა მივაღწიო მიზანს. ჯგუფის წევრები და მე ერთი ოჯახი ვართ და არ მინდა, ცალკე ჟღერდეს ჩემი სახელი. ისიც მიფიქრია, უცხოეთში წავიდე და იქ გავაგრძელო სასიმღერო კარიერა. არც ნულიდან ცხოვრების დაწყება გამიჭირდება, მაგრამ ჯგუფს ვერ ვტოვებ. იმედია, მოვა დრო და ერთად წავალთ. ზოგადად, იმის შანსი მაქვს, რომ ყველაფერი მქონდეს, მაგრამ მინდა, ჩემი შრომით მივაღწიო მიზანს. ამაში სხვების გავლენა და დახმარება არ გამოვიყენო. რაც შეეხება დიზაინს, ჩემი პროფესიაა და ვაპირებ ბრენდის გაკეთებას. ახალ კოლექციაზე ვმუშაობ და იმედია, ცოტა ხანში ნახევარი თბილისი ჩემი  ფეხსაცლით ივლის (იცინის). ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უფრო მეტმა ხალხმა გამიცნოს, ვიდრე დღეს მიცნობს.  ცოტა ზარმაცი ვარ, მაგრამ მიზანდასახული და ყოველთვის ვაღწევ მიზანს. რაც ჩაფიქრებული მაქვს, აუცილებლად გამომივა. ამისთვის ბევრს ვიშრომებ.
– ესე იგი, ახლო მომავალში საკუთარი ბიზნესი გექნება. ამაში დედა თუ გეხმარება?
–  მინდა, ცხოვრებაში ყველაფერს ჩემით მივაღწიო და არც ამ ბიზნესში ჩავრევ დედას. თუმცა, თუ დახმარება დამჭირდა, რასაკვირველია, დედა გვერდში დამიდგება. მე და ჩემი მეგობარი ვგეგმავთ ამ ბრენდის გაკეთებას. გემოვნება ორივეს გვაქვს და იმედია, გაგვიმართლებს. სხვათა შორის, ახლა ცოტა დაიხვეწა  ჩაცმის სტილი და ბევრმა ისწავლა თავისი გემოვნების გამოყენება. მახსოვს, როცა თმა ავიპარსე, ჯაჭვები ჩამოვიკიდე  და ისე გავედი ქუჩაში, ყველა მე მიყურებდა. ეს მაშინ ახალი სტილი იყო. არასდროს მინდოდა, სხვას დავმსგავსებოდი, არც განსხვავებულობას ვეძებდი. უბრალოდ, ის ვიყავი, რაც მინდოდა, ვყოფილიყავი. არ დამავიწყდება, მე, დედა და ჩემი და მივდიოდით ქუჩაში. „ტიპმა“ გაგვაჩერა და ფოტოების გადაღება დამიწყო. ეკას გავხედე და ვკითხე: ნეტავ, რატომ დაინტერესდა ეს „ტიპი“ ჩემით-მეთქი. ეკამ კიდევ მიპასუხა: იმიტომ, რომ გიჟივით გაცვიაო (იცინის).
– ზოგადად, ეკა ერევა შენს ცხოვრებაში?
– ეკა ჩემთვის არა მარტო დედა, არამედ ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ნაკლებად ერევა. რჩევებს ერთმანეთს ხშირად ვეკითხებით.
– ვიცი, შეყვარებული გყავს. უცნაური ჩაცმის სტილის გამო, შენიშვნა არ მოუცია?
– არა, ასეთი „გოიმი“ შეყვარებული არასდროს მეყოლება (იცინის). ლუკა იოსელიანი  და მე უკვე ოთხი წელია, ერთად ვართ, თუმცა არ ვჩქარობთ ამ ურთიერთობის დაკანონებას. მისმა სიყვარულმა ძალიან შემცვალა და სხვა ადამიანად ჩამოვყალიბდი. მე და ლუკა ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, კარგად ვგრძნობთ ერთად თავს და იმედია, მომავალში ერთად ცხოვრებასაც გადავწყვეტთ. რაც შეეხება ლუკას მხრიდან ჩაცმულობაზე შენიშვნებს, მე არ ვიხდი და არც შიშველი ვპოზირებ. გახდით კარიერას ვერ ავიწყობ. არ ვფიქრობ, რომ ოჯახის შექმნა ლუკასთან ამ ეტაპზე, სწორი გადაწყვეტილება იქნება. ასე რომ, ჯერ ჩემი გათხოვება ადრეა  (იცინის).
– როცა ეკა მიშველაძემ და ბუკა პერტიაშვილმა გადაწყვიტეს ერთად ცხოვრება, ამის შესახებ შენ იცოდი?
– კი, როგორ არა. სხვათა შორის, ბუკას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ტელევიზიით რომ ვხედავდი და მის შესახებ მიყვებოდნენ, სიმპათიები მქონდა. რომ გავიგე, ჩვენი ოჯახის წევრი ხდებოდა,  ძალიან გამიხარდა. დედას და ბუკას ძალიან უყვართ ერთმანეთი. ბუკამ ჩვენს ოჯახში სიხალისე შემოიტანა. სასწაული ადამიანია. ეკას და ბუკას ურთიერთობას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ასეთი სიყვარული მეც მინდა-მეთქი (იცინის). ხშირად დედასთვის არ მითქვამს და ბუკასთვის გამინდია საიდუმლო. მართვის მოწმობა ავიღე და ეკას გამოვართვი მანქანა. მოკლედ, ეკამ დამირეკა, ბუკაა სახლში და მას დაუტოვე გასაღებიო. მივიყვანე მანქანა სახლში, დავაყენე და უკან რომ დავბრუნდი, გამახსენდა, „რუჩნოი“ ჩაწეული დამრჩა. ვიფიქრე, ეკა მომკლავს-მეთქი და სასწრაფოდ დავურეკე ბუკას. გაეცინა, რა პრობლემაა, რა მოხდა, მეც კი დამრჩენია „რუჩნოი“ ამოწეული, არ ინერვიულო, ახლავე ჩავალ და ამოვწევო. ბუკა ჩემი მეგობარია და ვამბობ ხოლმე, ეს ადამიანი რომ არ იყო ამდენ ხანს ჩვენს ოჯახში, ნეტავ, როგორ ვცხოვრობდით-მეთქი (იცინის).
– როგორც დიზაინერი, ბუკას და ეკას ხშირად აძლევ შენიშვნებს?
– ბუკასთვის შენიშვნა არ მიმიცია, ეკა კი ხშირად თავად მეკითხება რჩევებს. არადა, მიკვირს, ეკას კარგი გემოვნება აქვს და რაში სჭირდება ჩემი რჩევა-მეთქი (იცინის)...
– ბუკას ქალიშვილი, სალომე ახლახან გათხოვდა. თუ იყავი მის ქორწილში და ზოგადად, რა ურთიერთობა გაქვს მის შვილებთან?
– არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს ბუკას შვილებთან და სალომეს ქორწილშიც არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. მამის მხრიდან ორი და მყავს, ბუკას მხრიდან – სამი. ამას პლუს ჩემი უფროსი და, წარმოიდგინეთ, რამხელა ოჯახი ვართ (იცინის). ხშირად ვიკრიბებით ეკასთან და ბუკასთნ სახლში. სალომეს ქორწილში მეც შევიტანე წვლილი. მუსიკალურ ნაწილში მთხოვა რჩევა და ძალიან გამიხარდა, რომ მე მენდო.
– ეკაც და ბუკაც საკმაოდ ცნობილი ადამიანები არიან. მათი სახელი თუ გამოგიყენებია?
– არასდროს! მიყვარს, როცა, ეკა მიშველაძის შვილობას აფიშირებას უკეთებენ, მაგრამ დედის სახელი არსად არასდროს გამომიყენებია. ფიზიკურადაც ძალიან ვგავარ დედას და ამას ბევრი აღნიშნავს. მომწონს ეკა მიშველაძის შვილობა, მაგრამ მე, ჩემი ადგილი მაქვს ცხოვრებაში და ამას ვერავინ წამართმევს. არ დამავიწყდება, ტელეფონი რეკავს, აიღო ეკამ და უსმენს: გამარჯობა, მე ჟურნალისტი ვარ და ინტერვიუ მინდაო. ეკამ ხმა დაიბოხა და უპასუხა, იცით, არ მცალიაო. იქიდან ხმა: უკაცრავად, თქვენ მაკო არ ხართ? მე მაკოსთან მინდა ინტერვიუო... ეკას სახე შეეცვალა, ცრემლები მოადგა (იცინის). იყო მომენტები, როცა ეკა მიშველაძე იყო მაკო კვიტაიშვილის დედა და არა მე მისი შვილი. მიხარია, რომ მამაჩემსა და ეკას ცივილიზებული ურთიერთობა აქვთ. მამას, ბუკასთანაც კარგი ურთიერთობა აქვს.
– სამსახურში, პრეზიდენტის რეზიდენციაში არ აკითხავ დედას?
– სხვათა შორის, არ ვყოფილვარ პრეზიდენტის რეზიდენციაში და ძალიან მაინტერესებს იქ რა ხდება (იცინის). დედას კი ვაკითხავ, მაგრამ შიგნით არ შევსულვარ. გამიმართლა, რომ მაგარი ოჯახი მაქვს, ამას ადრე ვერ ვგრძნობდი. ბუკა რომ დაჭრეს, ეკამ პირველად მე დამირეკა და წარმოიდგინეთ, მე მივასწარი დედას საავადმყოფოში. დედა ასეთი უბედური არ მინახავს. ბუკას დაჭრის დროს ვიგრძენი, რა შიშია, როცა ოჯახის წევრს საფრთხე ემუქრება და უჭირს. ბუკას ხასიათმა გადაგვატანინა ეს ტრაგედია. ის გვამხნევებდა.
 – არასდროს გიფიქრია პოლიტიკაში წასვლა?
– ჩემს ფეხს პოლიტიკაში ვერ ნახვათ. ვინც გვყავს ოჯახში პოლიტიკოსი, ისიც გვეყოფა (იცინის).

скачать dle 11.3