კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დატვირთვა აქვს კონკრეტულ თითზე გაკეთებულ ბეჭედს და რომელი ლითონი გრძნობს ადამიანის განწყობას

სამკაულებს რომ უდიდესი ენერგია აქვს, ეს ცნობილია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ შესაძლოა, სწორედ სამკაულის ენერგიამ მოახდინოს ისეთი ზეგავლენა ადამიანზე, კერძოდ კი, მფლობელის აურაზე, რომ მთლიანად შეცვალოს მისი ცხოვრება. ამიტომ, სამკაულების ტარებას დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. ასევე, როგორც მინეროლოგ-ეზოთერიკოსი, ბატონი ვაჟა ამბობს, დიდი მნიშვნელობა აქვს ხელოსნის განწყობას, რომელიც ფოლადს ან ძვირფას ქვას ფორმას აძლევს. მუშაობის პროცესში მას შეუძლია, ქვაზე ზემოქმედების მოხდენა. ამიტომ, უმჯობესია, უპირატესობა ქარხნული წესით დამუშავებულ ძვირფას ქვებს მიანიჭოთ. ის გაცილებით უსაფრთხოა.

ვაჟა: სამკაულებს ადამიანის ცხოვრებაში დიდი როლი აკისრია. მათი არასწორად ტარება ძალიან სახიფათოა. მაგალითად, მცირე კრისტალიან ანუ გამჭვირვალე ქვებს თუ თვლებს, გაცილებით სუსტი აურა აქვთ. სწორედ ამიტომ, ორგანიზმზე მათი ენერგეტიკული ზემოქმედება უმნიშვნელოა. გაუმჭვირვალე ქვა კი, იოლად ემორჩილება მის მფლობელს. მოერიდეთ ისეთ ქვებს, რომელსაც შავი ლაქები აქვს, რადგან მას ბოროტ ქვებს უწოდებენ. ოქროში ან პლატინაში ჩასმული გაუმჭვირვალე ქვა შედარებით საშიშია. ის ასეთ ბუდეში ხშირად „კვდება“. თუმცა, გააჩნია, რამდენად მგრძნობიარეა ადამიანი კონკრეტული ქვის მიმართ. ლითონის ძლიერი ენერგია ქვას საშუალებას არ აძლევს, საკუთარი თვისებები გამოამჟღავნოს და ნელ-ნელა კვდება.
– გამიგია, რომ ალმასი ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერი ქვაა და ის  ადამიანს უბედურებისგან იცავს. რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება სიმართლეს?
– დიახ, ალმასი ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი ქვაა. ის თავის მფლობელს უბედურებისა და წარუმატებლობისგან იცავს. ალმასი ადამიანს ძლიერ ენერგიას ანიჭებს, უძლიერებს აურას და სასიცოცხლო ძალას ჰმატებს. ვინც ალმასის ქვას ატარებს, დაზღვეულია ფიზიკური ტრავმებისგან. ამ ქვის სამკაულები ძლიერი ხასიათისა და მებრძოლი სულის ადამიანებმა უნდა ატარონ. არ არის სასურველი, ისეთი ქვის ტარება, რომელიც უბედურ ადამიანს ეკუთვნოდა. ალმასის აურა უარყოფით ემოციას და ინფორმაციას იღებს მფლობელისგან, მას ინახავს და შემდეგ უბედურებისა და ავადმყოფობის მიზეზი ხდება. ასეთ ალმასს დაწყევლილს უწოდებენ. სხვათა შორის, ზურმუხტის ქვას ალმასივით ძლიერი აურა აქვს, მაგრამ მასთან შედარებით, გაცილებით უსაფრთხოა. ის კეთილთა მფარველია. ზურმუხტის ქვას სუფთა ველი აქვს და შეუძლია, სხვისი მავნე ზემოქმედებაც ადვილად მიიღოს. ამიტომ, ნურავის ათხოვებთ ამ ქვის სამკაულს. ფირუზიც ძალიან ძლიერი ქვაა, თანაც მგრძნობიარე აურა აქვს. ამიტომ, მას ხშირად მაგები ჯადოს გასაკეთებლად იყენებენ. ვინც ფირუზის სამკაულს ატარებს, ენერგიულია, კონტაქტური, მაგრამ ხშირად არასასურველ ზეგავლენას ახდენს რომანტიკულ ადამიანებზე.
– მართალია, რომ სასიყვარულო-რომანტიკული თვალსაზრისით, გარკვეულ ქვების ტარებას სიკეთე მოაქვს?
– ასეთია, ლალის ქვა. ის სასიცოცხლო ენერგიის წყაროა. ვინც მას ატარებს, მეტად შრომისუნარიანია. ასევე, ეს ქვა აღვივებს ადამიანებში ეროტიკულ, სასიყვარულო და რომანტიკულ გრძნობებს. ლალი, აძლიერებს პატივმოყვარეობისა და საზოგადოებაში თვითდამკვიდრების უნარს, დადებითად მოქმედებს სისხლძარღვთა და გულის დაავადებებზე. თუ უგუნებოდ და სტრესულ სიტუაციაში ხართ, მაშინ მარგალიტს მოერიდეთ. მარგალიტი უნდა ატარონ სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელმა ადამიანებმა. უმჯობესია, ვარდისფერი, წყვილი მარგალიტი, მაგრამ თუ მელანქოლიური, რომანტიკული ბუნება გაქვთ, მაშინ თეთრი მარგალიტის სამკაული ჯობია.
– გამიგია, რომ იმას, თუ რომელ თითზე ატარებ ბეჭედს, გარკვეული დატვირთვა აქვს და ის ადამიანის ბედ-იღბალზეც ახდენს ზეგავლენას. ამაზე რას გვეტყვით?
– ბეჭედი არათითზე, მარტო იმის მანიშნებელი არ არის, რომ ადამიანი დაოჯახებულია. ძველ ეგვიპტეში სჯეროდათ, რომ ამ თითზე გადის სიყვარულის არტერია და უკავშირდება გულს, ამიტომ ეგვიპტელები ქორწინების ბეჭედს იმზადებდნენ სხვადასხვა ლითონისგან, შუშისა და კერამიკისგან. საჩვენებელ თითზე ბეჭედი  სიამაყის, ძალაუფლებისა და ძლიერი ხასიათის ნიშანია. ბეჭედი მარჯვენა ხელზე მეტყველებს სწორად მოაზროვნე ადამიანზე, მარცხენა ხელზე კი ძალაუფლების მანიასა და ისტერიკულ ხასიათზე. ბეჭედი შუა თითზე, ხაზს უსვამს ადამიანის ფაქიზ და მდიდარ ბუნებას. ბეჭედი სწორედ შუა თითზე ეკეთა მერლინ მონროს. ცერა თითზე გაკეთებული ბეჭედი ხაზს უსვამს, რომ მისი მფლობელის მთავარი მიზანია, ყველგან და ყველაფერში დაიცვას საკუთარი პოზიციები ნებისმიერი ხერხით, უპირველესად კი – სექსუალურობაში. ბერძნები და რომაელები ხელის დიდ თითს ფალოსის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ და მასზე ბეჭედს იკეთებდნენ სექსუალური ძალის დასაცავად. ბეჭედი ნეკა თითზე კი, გამოკვეთავს ადამიანის  შემოქმედებით ნიჭიერებას.
– მართალია, რომ ოქროზე მეტად, ადამიანის ბედზე ვერცხლი ახდენს გავლენას და ის მისტიკური, სხვა განზომილებიდან წამოსული ენერგიებით გვავსებს?
– ვერცხლი, ოდითგანვე მიჩნეული იყო მისტიკური, სხვა განზომილებიდან წამოსულ ენერგიების დამჭერ ლითონად. კერძოდ, ის შესანიშნავად იჭერს უცხო ენერგეტიკას და მისი გავლენა ადამიანზე ძლიერია. ასევე, ვერცხლს ხანგრძლივად შეუძლია, შეინახოს მფლობელის ენერგეტიკული ინფორმაცია. ამ ლითონის ტარება ღრმად ემოციური ადამიანებისთვისაა მისაღები. არ არის სასურველი, ვერცხლის სამკაული პრაგმატულმა, ზედმეტად რაციონალურმა ადამიანებმა ატარონ. ვერცხლი ვერ იტანს, ასევე, პედანტებსა და ბიუროკრატებს. ვერცხლის სამკაულს ნეგატიური ემოციური აურის განმუხტვის ძალა აქვს. ის შესანიშნავად გრძნობს მფლობელის განწყობას. ადამიანებს მკაცრი პრინციპებით, სასტიკი ხასიათითა და ზედმეტად სწორხაზოვანი აზროვნებით ვერცხლის სამკაული ხშირად „გაურბის” – ის მათ ეკარგება. ვერცხლს ახასიათებს მფლობელთან ძლიერი, ემოციური კავშირის დამყარება. ამიტომ, სიფრთხილით მოეკიდეთ იმ ვერცხლის ნივთებს, რომელიც მემკვიდრეობით გერგოთ. მათში აუცილებლად იქნება გარკვეული ინფორმაცია, რომელიც გარდაცვლილის ცხოვრებას შეეხება. ვერცხლს აქვს უნარი, ნებისმიერი ქვა „გააკეთილშობილოს”. ამიტომ, სასურველია, ძვირფასი ქვები ვერცხლში ატაროთ. ვერცხლის სამკაულის ტარება ადამიანში სულიერების დონის მატებას, ინტუიციური შესაძლებლობების გაზრდას უწყობს ხელს. მისი გავლენით ადამიანი გაცილებით თანამგრძნობი, მეოცნებე და შემოქმედებითი ხდება.  გაითვალისწინეთ, რომ ვერცხლის სამკაული შესანიშნავად ბლოკავს ჩვენკენ მომართულ ნებისმიერ ნეგატიურ ენერგეტიკას. გვიცავს ავი თვალისა და შავი მაგიის ზემოქმედებისგან.

скачать dle 11.3