კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო მოკლეს ყიფშიძეზე 45 წლის მამაკაცი

5 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს ხუთ საათზე, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. 45 წლის რამაზ მჭედლიშვილი  იმ ავტოსახელოსნოში მოკლეს, სადაც მუშაობდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, ზესტაფონში დააკავეს. ბრალდებული 25 წლის კ. ლაშქარაშვილია, რომელიც ერთხელ უკვე ნასამართლევია. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი შელაპარაკება გახდა. კლიენტმა რამაზ მჭედლიშვილისგან ურიგოდ გაშვება მოითხოვა, რამაზმა კი მას რიგის დაცვისკენ მოუწოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
კახა მჭედლიშვილი: 15 წელია, რამაზთან ვძმაკაცობ. ოჯახებით ვმეგობრობდით და წლების განმავლობაში ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მასზე მხოლოდ კარგს თუ გაიგებთ.
– შეგიძლიათ მისი მკვლელობის დღე გაიხსენოთ?
– 5 სექტემბერს, საღამოს ხუთის ნახევარზე მივედი რამაზთან და მითხრა: სად იყავი,  ნახევარი საათის წინ, აქ ისეთი ცირკი იყო, უნდა გენახაო და მომიყვა. მის გერდით „ჟეშტიანშჩიკთან“ ორი ახალგზარდა ბიჭი მისულა. შეკამათებულან და ჩხუბი, ცემა დაუწყიათ. თანამშრომელი იყო და ბუნებრივია, რამაზი დასახმარებლად მისულა. უნდოდა, გაეშველებინა, მაგრამ იმათ უთქვამთ: შენ საერთოდ ვინ ხარ, წადი, შენი დედაცო. რამაზი თავმოყვარე იყო და როგორ აპატიებდა ასეთ რამეს.  როგორც ჩანს, დაურტყამს. ამ დროს იმათ დანები გაუხსნიათ. დანის დანახვაზე რამაზი გაქცეულა, იქვე რაღაც რკინის ნაჭერი დაუნახავს, აუღია და იმით დამუქრებია. ბიჭები შეშინებულები გაქცეულან, მაგრამ დამუქრებიან: 15 წუთში დავბრუნდებითო. რამაზმა ამ ამბის მოყოლა რომ დაამთავრა, მე „ჟეშტიანშჩიკთან“ მივედი და ვკითხე, მართლა ასე იყო-მეთქი. მანაც იგივე მიამბო. ამ საუბარში ვიყავით, რომ, უცებ მანქანა გაჩერდა, მაგრამ არავინ გადმოსულა. პირდაპირ მანქანიდან დაუშვეს ავტომატით ტყვიები და რამაზი დაჭრეს. ჭრილობა გულის ცოტა ქვემოთ ჰქონდა, მაგრამ ტყვიამ  ისეთი დაზიანებები მიაყენა, კაცი 15 წუთში მოგვიკვდა.
– ანუ, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რამაზს კლიენტმა რიგის დაკავების მოწოდების შემდეგ ესროლა, არასწორია?
– არა, არა... ეგ აბსურდია. სინამდვილეში, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოგიყევით და ეს მე საკუთარი თვალით ვნახე. სხვა ხელოსნებთანაც რომ მიხვიდე, ზუსტად იგივეს გეტყვიან. ლაშქარაშვილია ის ნაძირალა, ვინც რამაზი მოკლა. „კაპოტი“ ჰქონია ძალიან დაზიანებული და ხელოსანს „აწვებოდა“, გამიკეთეო. ხელოსანს უთქვამს 30-40 ლარი ღირს ახალი კაპოტი, წადი, მომიტანე და გაგიკეთებო. არა, შენ რის ხელოსანი ხარ, ჩქარა მოხსენი ან მოიტა ჩაქუჩი, მე გავასწორებო, – უთქვამს და ჩხუბზე გადასულა. არაადეკვატური ტიპი იყო.
– წეღან თქვით, ორნი იყვნენო.
– კი, ორნი მისულან და ორივე მოკვლაზე იყო გადასული. რამაზი ისეთი თავმოყვარე და ვაჟკაცი იყო, ნაცნობს არავის დააჩაგვრინებდა. მობრუნებულებმა რამდენჯერმე გაისროლეს, მაგრამ რამაზს ერთი ტყვია მოხვდა და ისე დაუზიანა სასიცოცხლო ორგანოები, კაცი უცებ მოკვდა. ეტყობა, არტერია დაუზიანდა და სისხლისგან დაიცალა. მით უმეტეს, რომ საავადმყოფო იქვე იყო. 5 წუთში მივიყვანეთ, მაშინ ჯერ კიდევ გონზე იყო, მაგრამ 15 წუთში დავკარგეთ. ტყვია რომ მოხვდა და დაბლა დაეცა თქვა: მომკლეს ამ არაკაცებმაო. ჩემ გვერდით, ორ მეტრში დაეცა ეს მთასავით კაცი.  დამნაშავეები მაშინვე მიიმალნენ. ჩემი მანქანით გამოვეკიდე, მაგრამ ვეღარ ვიპოვე. ყველამ მითხრა, არ დაგვინახავს ეგეთი მანქანაო. შემდეგ ისე მოხდა, პოლიციელები რომ ამ მანქანის ძებნაში იყვნენ, მძღოლი თავის ფეხით მისულა და ყველაფერი უთქვამს მათთვის. მერე სამართალდამცველებმა მობილურის სიგნალით დაადგინეს, რომ დამნაშავეები ზესტაფონში მოძრაობდნენ სამარშრუტო ტაქსით და ორივე დააკავეს.
– ანუ, მანქანის მძღოლი არ იყო „მათიანი“?
– არა. ეს, ეტყობა, მათი უნბელი იყო. როგორც თვითონ ამბობს, ამათ გაუჩერებიათ და უთქვამთ, პროფილაქტიკაში ნაწილი გვაქვს ჩასატანიო. სინამდვილეში, ავტომატი დებიათ პარკში. რომ მოვიდნენ, მაშინვე სროლა ატეხეს. ერთ მომენტში, მეც მოვკარი თვალი, რომ მძღოლმა დააწევინა ლულა.
– მკვლელის შესახებ იცით რამე?
– სულ 24-25 წლის არის და ეგ ნაძირალა ორი წლის წინაც ყოფილა ნასამართლევი ადამიანის დაჭრისა და იარაღის ტარებისთვის, მაგრამ გამოუშვიათ. მის 15 წლის ძმას ახალ წელს მეზობელი გამოუყვანია და 40 ჭრილობა მიუყენებია, მოუკლავს კაცი. ახლა ის 15 წლის ნაბიჭვარიც ციხეში ზის. ფაქტია, არანორმალურები არიან. აბა, რომელი ნორმალური კაცი მოიქცევა მათსავით. დედ-მამა ჰყოლიათ, რომლებსაც გამუდმებით შავ დღეში აგდებენო, – თქვეს.
– რამაზი მანამდე თუ იცნობდა ამ ბიჭებს?
– არ იცნობდნენ, თორემ მაგ ნაძირლებს რომ რამაზ მჭედლიშვილის ადამიანობა სცოდნოდათ, არაფერი მოხდებოდა. 15 წლის განმავლობაში ამ კაცთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა, საოცარი ადამიანი იყო – მეგობარი და თავის საქმის პროფესიონალი. მანქანაზე პრობლემა რომ მქონდა, მივუყვანდი, უტყუარ დიაგნოზს დაუსვამდა და თხუთმეთ წუთში ყველაფერს გამიკეთებდა. ავტოკომპიუტერის სპეციალისტი იყო, ყიფშიძეზე მუშაობდა და მანქანები ზეპირად იცოდა. ქუჩაში რომ გაგფუჭებოდა რამე, ტელეფონიდან კარნახით გაგაკეთებინებდა მანქანას. მთელი თბილისი იცნობდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის მეგობრები ვიყავით, მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, შემთხვევით გავიგე მისი გვარი და გადავირიე. აქამდე როგორ არ ვიცოდი, თუ ჩემი მოგვარე იყავი-მეთქი?!. იცით, როგორი ადამიანი იყო? ვერ წარმოიდგენთ, რამდენი მანქანა გაუშვია ისე, რომ ფული არ გამოურთმევია. ვეუბნებოდი: რამაზ, ცოტა მაინც გამოართვი, სახლში ხომ უნდა მიიტანო-მეთქი. მაგრამ არ იყო „ფულისტი“ –  ხელოსნები რომ არიან ხოლმე. მე ძმა არ მყავს და რამაზი მყავდა საკუთარი ძმასავით. დილით და საღამოს რომ არ მენახა, არ არსებობდა. ზღვაზე ერთად დავდიოდით საყვინთაოდ, ახლაც გონიოში ვისვენებდით.
– დიახ, თქვეს, რომ წყალქვეშა მონადირე იყოო.
– რამაზი მონადირე და პროფესიონალი სნაიპერი იყო. ძვირფასი თოფები ჰქონდა, მაგრამ ერთ დღეს რომ ჩავაყვინთვინე და წყალქვეშ ვანადირე თოფით, ისე მოეწონა, მთლიანად წყალქვეშა ნადირობაზე გადაერთო. შუაღამისას შეეძლო, თბილისის ზღვაზე ასულიყო და სამი-ოთხი საათი ენადირა.
– მითხარით, მის ოჯახსაც კარგად ვიცნობო.
– კი, მეუღლე და სამი შვილი დარჩა. უფროსი გოგონა სტუდენტია. შეყვარებული ჰყავდა და დღე-დღეზე ქორწილი უნდა ჰქონოდათ. ბიჭი ფეხბურთელია და მომავალ წელს აბარებდა ეგეც და კიდევ უმცროსი გოგო.
ზურაბ შარია: ჩვენ წყალქვეშა სამყარომ დაგვაახლოვა. მყვინთავებს განსხვავებული ძმობა გვაქვს, რადგან, ფაქტობრივად, ერთმანეთს სიცოცხლეს ვანდობთ. ადრე ვაკეში, „ლეჩკომბინატის” ტერიტორიაზე მუშაობდა. ძალიან გამჭრიახი ტვინის პატრონი იყო. ამიტომაც არის მისი მადლიერი ამდენი ხალხი. ჭკვიანი იყო, მაღალი ინტელექტით და კარგ, მცოდნე ხელოსნად ითვლებოდა. მერე კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე გადავიდა ყიფშიძეზე. ისეთი მეგობრობა გვქონდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე „აკვა ჯორჯიას“ სერიებშიც მყავდა რამდენიმეჯერ მთავარ გმირად. წყალქვეშ ჩემი თოფით ნადირობდა. იდეალური მსროლელი იყო. მის ძმასაც კარგად ვიცნობ, ერთად მუშაობდნენ. სულ მოღიმარი სახე ჰქონდა და მისგან ყოველთვის სიკეთე მოდიოდა. უკონფლიქტო კაცი გახლდათ. საოცრად ყურადღებიანი, თუ რამე გაგიჭირდებოდა, ტყავიდან გამოძვრებოდა და დაგეხმარებოდა. უყურადღებოდ არაფრით დაგტოვებდა. ოჯახისთვის გიჟდებოდა. სამი შვილი დარჩა. ახლა ერთ-ერთის ქორწილისთვის ემზადებოდნენ და ეს ტრაგედია მოხდა. თუმცა მკვლელობის რა ვერსიასაც ავრცელებენ ტელევიზიით, ეს სიმართლეს არ შეეფერება არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას.

скачать dle 11.3