კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვახო ბიჭიკაშვილის ანეკდოტები

– მიხო, როგორ ხარ, ჯო?
–  ცუდად.
–  რატომ?
–  მგონი, მარო მღალატობს.
–  ეს საიდანღა მაიფიქრე ახლა?
–  რა და, წუხელისა სახლში არ ყოფილა. რომ ვკითხე, სად იყავ-მეთქი, მიპასუხა, ნათელასთანო.
–  მერე ღალატი რა შუაშია?
– შუაში კი არა თავშია! ღამე ნათელასთან მე ვიყავი...
***
ტრანსპორტში უშნო გარეგნობის ქალი ზის. წინ, უცნობი მამაკაცი დაჯდა და ქალს გაუღიმა. ქალმა ირონიულად შეხედა და უთხრა:
–  იცით, რა? ყველა ქალი არ იყიდება!
–  ვიცი, ქალბატონო, ზოგიერთს დაკარგული აქვს სასაქონლო სახე.

ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები
ძმაკაცი შეხვდა ძმაკაცს ქუჩაში:
– აბა, როგორ ხარ? ხვალისთვის რა გეგმები გაქვს?
– შვილმა მთხოვა და ქალაქგარეთ უნდა გავიდეთ, ჰაერის გველები გავუშვათ ცაში.  და შენ?
– მეც, დაახლოებით იგივე... აეროპორტში მივდივარ, სიდედრს ვაცილებ.
***
– რა ქენი, ბიჭო, შეაგინე?
– ჰო, ერთ ადგილას გავგზავნე.
– მერე, გზაც მიგესწავლებინა, თორემ ეგ ისეთი ინტელიგენტია, ვერ მიაგნებს და უკან დაბრუნდება.
***
– რატომ თქვი უარი სამსახურზე?
– უფროსი არ მომეწონა. გამოხედვაც კი უცენზურო ჰქონდა.
***
– ძვირფასო, რომელი კაბა ჩავიცვა, ეს თუ ის?
ქმარი გაზეთს კითხულობს და თავაუწევლად უპასუხა:
– მგონი, ორივე ნორმალურია.
– მე ნორმალური კი არა, მინდა, გადასარევად გამოვიყურებოდე.
– მაშინ, ორივე ჩაიცვი.
***
– აუ, იცი, გოგა პიდარასტი ყოფილა!
– რა, ფული გესესხა და არ გიბრუნებს?
– არა, ტო, კარგი გაგებით.
***
ახალგაზრდა ქალი ტაქსის აჩერებს:
– გლდანის ბოლოში გამიყვანთ?
– 10 ლარი.
– მე გირჩევთ, ნატურით გადამახდევინოთ.
– არა, გენაცვალე! 5 ლარად, ნაღდად ვერ წავალ.
***
– ასეთ მოხუც მამაკაცს ცოლად როგორ მიყვები?
– ბავშვობიდან მიყვარს ანტიკვარები.
***
ნეკნი როგორ ჩაიმტვრიე?
– საწოლში ცოლს ვუთხარი: ნინი, საყვარელო, გადმოტრიალდი-მეთქი, გადმოტრიალდა და...
– ეუფ, რა ცოლი გყოლია. სულ ასეა?
– არა, მარტო მაშინ, როცა სახელი მეშლება.

скачать dle 11.3