კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიცნო ერთმანეთი მომავალმა ცოლ-ქმარმა, ავტოავარიის დროს

ერთხელ, ჩემი რძლის დას ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ მაღაზიაში ვახლდი ტანსაცმლის საყიდლად. შოპინგი რომ დავასრულეთ, ლიკა კვლავ მიუჯდა ახალთახალ „ბეემვეს“ და შეუბერა... ერთ-ერთ გზაჯვარადინზე „წაილიხაჩა“, წითელზე გაძვრა, „ნიკოლოზის დროინდელ“ „აუდს“ დაეჯახა და ოდნავ დააზიანა... დაზარალებული მძღოლი, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი აღმოჩნდა. ის მანქანიდან გადმოხტა და ერთი ამბავი აგვიტეხა. ან ორასი დოლარი გადამიხადეთ, ან უფრო ძვირს დაგიჯენთო, – გვემუქრებოდა „აუდის“ მძღოლი... მე კანკალმა ამიტანა და ენა ჩამივარდა. ლიკა კი იქით მიაწვა – საორასდოლარო აქ არაფერია და თუ გინდა, ორმოცდაათი ლარი გამომართვი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხახამშრალი დარჩებიო.
დაზარალებული არ ჩერდებოდა... ლიკამ მობილური „გააძრო“. მოშორებით დადგა და ვიღაცას ელაპარაკა. შემდეგ კვლავ მოგვიახლოვდა და დაზარალებულს უთხრა:
– ახლა გიჩვენებენ სეირს. ცოტაც მოიცადე და „გალავარეზები“ მოვლენ, ცხვირ-პირს დაგიმტვრევენო...
ლიკას სიტყვებმა კიდევ უფრო გააცოფა ათლეტი და ჩვენი „ბეემვესკენ“ წაიწია – უნდა დავლეწოო. ამ დროს მისმა დრანდულეტმა ტელეფონმა დარეკა, რომელიც მანქანაზე მეტი „ინვალიდი“ იყო და ყველა სიკეთესთან ერთად, მხოლოდ მაღალ ხმაზე მუშაობდა. დაზარალებულმა რომ ნომერს დახედა, ერთბაშად დამშვიდდა და უპასუხა:
– გისენთ, ბატონო პოლკოვნიკო.
მართალია, მე და ლიკა ორიოდე მეტრის მოშორებით ვიდექით, მაგრამ იმ ტელეფონს იმხელა ხმა ჰქონდა, ყველაფერი სიტყვა-სიტყვით გავიგონეთ. დამრეკმა დაზარალებულს უთხრა:
– ძოძიაშვილო, ამწუთას ჩემმა ძმისშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ვიღაც დედამოტ...ს მისი ახალთახალი „ბეემვესთვის“, რომელიც დაბადების დღეზე ვუყიდე, „სვეტაფორთან“ დაურტყამს, თანაც ორას დოლარს სთხოვს და ორ გოგოს „ეკაჩავება“. ახლავე გავარდი იქ, ყველაფერი „გააიასნე“ და თუ საჭირო გახდა, იმ ნაბოზარს წამოსცხე კიდეცო... შემდეგ პოლკოვნიკმა შემთხვევის ადგილი დაასახელა და ტელეფონი გათიშა.
ძოძიაშვილი სიმწრისგან გაფითრდა და ტელეფონი ასფალტზე დაანარცხა. შემდეგ „აუდში“ ჩაჯდა და ის-ის იყო, უნდა წასულიყო, რომ ლიკა მასთან მივიდა და მოუბოდიშა.
ლიკას პოლკოვნიკი ბიძა პოლიციის უფროსი იყო ერთ-ერთ რაიონში და ძოძიაშვილი კი – მისი ოპერი. დღესდღეობით კი, ძოძიაშვილი პოლკოვნიკის სიძე და ლიკას ქმარია.

скачать dle 11.3