კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად დაკბინა ბაბეტამ პრეზიდენტი და გაატარა თუ არა მან ღამე სასტუმროში ილო ბეროშვილთან ერთად

ბოლო დროს გახმაურებულ ქართულ სერიალ „ჰეროკრატიას“ უკვე მოჰყვა საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება. ფილმი ეძღვნება „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიან მმართველობას და გადაღებულია რეალურ ამბებზე. ფილმში შესულ ყველა გმირს ჰყავს რეალური პროტოტიპი, მათ შორის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელზეც აქამდე ლეგენდებს ჭორის დონეზე ვისმენდით. რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ  ისინი ფილმში გააცოცხლა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სერიალში შესულია მიხეილ სააკაშვილის ასევე ლეგენდარული მასაჟისტის, დოქტორ დოთის ისტორია, რომლის ჩამოყვანა ქვეყნის ხელისუფლებას თავის დროზე კოლოსალური თანხა დაუჯდა. დოქტორ დოთს ამ ფილმში ბაბეტა აცოცხლებს და მისი სამსახიობო კარიერა სწორედ პრეზიდენტის პირადი მასაჟისტობით დაიწყო. დაკბენილ პრეზიდენტზე სასაუბროდ ბაბეტას დავუკავშირდით და ასევე, შევეცადეთ, გაგვერკვია გასულ კვირას სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ილო ბეროშვილსა და ბაბეტას სასტუმროში გატარებული ღამის სკანდალურ დეტალებს ეხებოდა.
– შენ შესახებ მომიყევი, რა ხდება შენს ცხოვრებაში ახალი და საინტერესო?
– სერიოზულად ვემზადები სამსახიობო კარიერისთვის. უკვე ვითამაშე გოგა ხაინდრავას ფილმში, რომელიც მალე იქნება ეკრანებზე. ამასობაში, სხვა შემოთავაზებებიც მაქვს და გარდა მოცეკვავისა, სამსახიობო კარიერითაც დავინტერესდი.
– იმ გახმაურებულ სერიალ „ჰეროკრატიაზეა“ საუბარი?
– დიახ. ვთამაშობ მიშა სააკაშვილის პირადი მასაჟისტის როლს. მაინც ვერ ავცდი ინტიმურ თემატიკას. თუმცა, ფილმში ინტიმური სცენები არ არის, უბრალოდ, საკმაოდ თამამი კოსტიუმი მაცვია და პრეზიდენტს ვუკეთებ მასაჟს.
– ეს ის მასაჟისტია – დოქტორი დოთი, რომელსაც კოლოსალური თანხა გადაუხადეს?
– დიახ. იმ მასაჟისტზეა საუბარი. ადრე პატარ-პატარა სკეტჩებში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ კინოში ეს ჩემი დებიუტია.
– როგორ მოხვდი ამ როლზე?
– ჩემს მეგობარს გავყევი ქასთინგზე. გადამიღეს ფოტოები და ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, დამიკავშირდნენ და როლზე დამამტკიცეს. ქობულეთიდან სპეციალურად ამ გადაღებებისთვის ჩამოვედი, რომელიც ორ დღეს გაგრძელდა.
– ამ სცენის სიუჟეტი რა არის, კბენ მიშა სააკაშვილს?
– კი. ვუკბინე. როგორ და რას დაამონტაჟებენ, არ ვიცი, მაგრამ კბენის სცენა ნამდვილად იყო და სავარაუდოდ, ამას არ ამოიღებდნენ.
– როგორ მოირგე დოქტორ დოთის როლი, მოგეწონა პრეზიდენტისთვის მასაჟის კეთება და კბენა?
– ვფიქრობ, კარგად გამომივიდა. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ მსახიობობის ნიჭი მქონდა. მაგრამ, აქამდე არ მომეცა ამ ნიჭის გამოვლენის საშუალება. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ცეკვის მეტი არაფერი შემიძლია. არადა, მინდა, ტანგიანი მოცეკვავის გარდა, ჩვეულებრივ ადამიანს ხედავდნენ. თუმცა, ჩვენთან ცეკვის სახეობის გარჩევაც კი უჭირს ხალხს.
– თუ საიდუმლო არ არის, ჰონორარი რამდენი გადაგიხადეს? მართალია, იმდენს ვერ აიღებდი, რაც რეალურ დოქტორ დოთს გადაუხადეს, მაგრამ მაინც...
– ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტი გადამიხადეს, ვიდრე ველოდი და ამისთვისაც მადლობელი ვარ. გარდა ამისა, ამ ფილმში მონაწილეობის შემდეგ, სხვა შემოთავაზებებიც გაჩნდა და მადლობა პროდიუსერებს, რომ ეს შანსი მომცეს. 
– რაც შეეხება შენი და ილო ბეროშვილის სკანდალს, რა მოხდა სინამდვილეში?
– არ ვიცი, საიდან მოიტანეს, რომ რაღაც სასტუმროში ვიყავით მე და ილო? მსგავსი არაფერი მომხდარა და მგონი, სრული უფლება მაქვს, ამ ამბის გამავრცელებელს ვუჩივლო.
– ისე, ახლო მეგობრები ხართ?
– არა. ჩვეულებრივ, კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს. სადმე, გადაღებებზე თუ შევხვდებით ერთმანეთს.
– მსგავსი ჭორების ობიექტი ხშირად ხარ. ბოლო პერიოდში სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების მიზეზად შენ გასახელებდნენ. ამ ჭორში თუ იყო სიმართლის მარცვალი?
– არანაირად. მე არავინ დამიშორებია და არც არავის ვუსურვებ ასეთ რამეს. ნამდვილად არ ვარ ოჯახის დამანგრეველი. პირიქით, ხელს თუ შევუწყობ წყვილებს და რაღაცით დავეხმარები, თორემ დანგრევაზე ლაპარაკი ზედმეტია. თავად მყავს მეგობარი ბიჭი და ძალიან კარგად მესმის ეს მდგომარეობა.
– შენი მეგობარი ბიჭი ვინ არის, რა სფეროში მუშაობს და არ ეჭვიანობს, ასეთი ეპატაჟური და ცნობილი გოგო რომ ხარ? მით უმეტეს, ცოტა ხნის წინ სააკაშვილის პირადი მასაჟისტიც კი იყავი.
– დამწყები დიჯეია და საკმაოდ კარგად გამოსდის ეს საქმე. ჩემი თამამი მოქმედებების გამო, რა თქმა უნდა, ხშირად გვიჩხუბია. საერთოდ, არ არის. ეგრეთ წოდებული „გრუზინული ზამაშკების ტიპი“, მაგრამ, როცა სიყვარული და გრძნობებია, იქ ეჭვიანობაც აუცილებლად არის.
– შენი და ილო ბეროშვილის ამბავი თუ გაიგო და რა რექაცია ჰქონდა?
– რა უნდა გაეგო, რაც არ ყოფილა. მე უარვყოფ მაგ ჭორს და შესაბამისად, თუ ამ სიცრუეს გაიგებს, პრობლემა ტყუილუბრალოდ შემექმნება. მე ბეროშვილის ტელეფონის ნომერიც კი არ მაქვს და შესაბამისად, მასთან არანაირი ახლო ურთიერთობა არ მაქვს. უბრალოდ, თუ სადმე შემთხვევით გადავიკვეთებით, მაშინ ვნახულობ, თორემ ისე, ახლოს არ ვიცნობ.

скачать dle 11.3