კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გაკეთებას შეჰპირდა დიჯეი რემბოსა და ანა კობახიძეს ბერა ქორწილში

ლევან მდინარაძეს, იგივე დიჯეი რემბოს სახელი ყოველთვის კარგ მუსიკასთან, ივენთთან და მშვენიერ გართობასთან ასოცირდება. ცხელი ბათუმური ენერგიული ზაფხული კი უკვე რამდენიმე წელია, მის გარეშე წარმოუდგენელია. რემბოს თავისი ივენთკომპანიაც აქვს და ბევრ სხვადასხვა პროექტზე მუშაობს, სადაც კარგი გართობა მაინც ნომერ პირველია. რაც მთავარია, რემბო ამჟამად თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ივენთით, საკუთარი ქორწილით არის დაკავებული. მისი რჩეული კი მშვენიერი ანა კობახიძეა.
რემბო: ბავშვობიდან მიყვარდა ივენთების კეთება, ცეკვა-სიმღერაც, ორგანიზატორობაც, ექსკურსიების, ღონისძიებების დაგეგმვაც. 2004 წელს მაღლივში კლუბის, დიჯეების ქირაობა ახალი ხილი იყო, მაგრამ მაინც ვაკეთებდი. პირველი ღონისძიებები ყოველთვის წამგებიანია, მაგრამ წაგება-წაგებაში ვისწავლე, როგორ გააკეთო მოგება ისე, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს. პირველი ივენთი მწარედ მახსოვს, მაგრამ მესამე-მეოთხე ივენთები უკვე მომგებიანი იყო. 2011 წლიდან ავიღე კლუბების მენეჯმენტი. ცოტა-ცოტა ფულს ყოველთვის ვშოულობდი, მაგრამ ბევრჯერ ფულს არ მიხდიდნენ, ბევრჯერ „გადავუგდივარ“. მერე ერთი წელი დამდევნენ იმაზე, რომ გამეკეთებინა „სექტორი 26-ის“ პიარი და მარკეტინგი. მანამდეც ყველამ იცოდა „სექტორი 26“, მაგრამ შარშან და წელს განსაკუთრებით მეტი სტუმარი ეწვია. ბევრი საინტერესო არტისტი ჩამოვიყვანეთ. ქართული ბენდებიც მყავდა, რადგან ყოველთვის ვცდილობ, ქართველები ვამუშაო, ქართველებს ვაშოვნინო ფული.
– მომიყევი, როგორ გაიცანი ანა?
– დიდი ხანია, ერთად ვართ, მაგრამ ზაფხულში უკვე გადავწყვიტეთ, ერთად გვეცხოვრა. როგორი დაკავებულიც უნდა ვიყო, მისთვის ყოველთვის მრჩება დრო. მაგრამ, ხანდახან ჩემს საქმეებზე მიმყავს და მეცოდება, რომ უწევს  ჩემს რიტმს აჰყვეს.
ანა კობახიძე: მთელი ზაფხული ამის გრაფიკით მომიწია ცხოვრება. ძალიან რთული იყო ღამეების თენება. ერთდროულად იმდენ საქმეს აკეთებს, რაღაცეებში ვეხმარებოდი – სარეკლამო სამსახურში ვმუშაობდი და დაბეჭდვის მხარეს ვუგვარებდი. რეკლამის დიზაინი და ასეთი დეტალები ვიცი და ვეხმარებოდი.
რემბო: დიდი ხანია სულ ვმუშაობ. უცხოეთში რომ წავსულიყავი და დამესვენა, ეს ვერასდროს წარმომედგინა. მხოლოდ ანასთან ვისვენებ.
ანა: დასვენება ჩემთან ერთად უკვე წარმოიდგინა. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, შარშანწინ დაიწყო, ახალ წელს. გოგონები ივენთზე წავედით და ესეც იქ იყო. ჩემი დაქალი იცნობდა და გამაცნო.
რემბო: გავიცანი, ჩავრთე მუსიკა და რატომღაც ანასთან ვიცეკვე. თურმე ვიდეოს გვიღებდნენ. დაგვიდეს „ფეისბუქზე“, სოციალურ ქსელში დავმეგობრდით და მაშინვე დაიწყო გაყიდვები. თებერვალში მომწერა – არ გინდა, ბანერი გაგიკეთოო, არ მინდა-მეთქი, აგრესიულად ვიყავი განწყობილი, როგორც იმათ მიმართ, სექტანტები რომ არიან და რაღაცეებს რომ „გტენიან“... მაგრამ, ბოლოს მაინც ყველაფერი გამაკეთებინა. ხომ ხვდები, რა კარგი გაყიდვების მენეჯერია, მეც კი ამაგდო. ყველაფერი მომყიდა და მათ შორის, საკუთარი თავიც.
ანა: იმ პერიოდში გაყიდვების სამსახურში დავიწყე მუშაობა და რომ დავინახე, ივენთკომპანია გააკეთა, მაშინვე შევთავაზე რაღაცეების ყიდვა. მაშინ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. უკვე რომ ფიქრობდა, რაღაც ეთქვა, მე ვუთხარი უარი და თავი დამანება. კი მსიამოვნებდა მასთან საუბარი, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა ვერ წარმომედგინა, ცოტა შემეშინდა. ესეც არ მაწუხებდა და მეც მშვიდად ვიყავი. არ ვარ ისეთი, რაღაცას რომ ნანობს და მაინც მისწერს. მაგრამ, ამან არ მოისვენა და რაღაცის დაბეჭვდა მთხოვა. მე ხომ მივხვდი, რაში იყო საქმე და კიდევ „შევტენე“ რაღაცეები. შემომიჩნდა, შემომიჩნდა და...
რემბო: გასულ წელს კი მოხვდა ჩემს ტერიტორიაზე.
ანა: როგორც კი მის ტერიტორიაზე მოვხვდი, მას მერე არ მომასვენა. ვითომ ცუდად გახდა და აბა, რას ვიზამდი, ისეთი ოხერი ბიჭია...
რემბო: რაღაცეებში გამოვცადე და ყველა გამოცდა ჩააბარა.
ანა: მის სფეროში ისეთი გოგონები ტრიალებენ... მე ხომ ვიდექი მის გვერდით, არც ეს აინტერესებდათ – უნდოდათ, სცენაზე ასვლა, მასთან მისვლა...
რემბო: ბეჭედს რომ დაანახვებ და მაინც არ აინტერესებთ...
ანა: ზაფხულში მარტო რომ წასულიყო და მე იქ არ ვყოფილიყავი, უფრო ვიეჭვიანებდი. ოღონდ ამაზე კი არა, იმაზე, რა სიტუაციაა. მე რომ იქ ვარ, ისეთებს აკეთებენ და იქ რომ არ ვიქნები, წარმომიდგენია, რას გააკეთებენ. მოკლედ, წინა ზაფხულში თავბრუ დამახვია, არ მადუნებდა, ინტენსიური ყურადღება მოდიოდა მისი მხრიდან. დაბადების დღეზე სიურპრიზი გამიკეთა. თუმცა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც სერიოზული, ჩამოყალიბებული და მიზანმიმართულია.
– როდის მიხვედით ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებამდე?
– ჯერ ეს მივიდა... ახალ წელს ოჯახში მივედი მასთან, შემდეგ ჩემთანაც მოვიდა, ოჯახებმა ერთმანეთი გაიცნეს. ერთ დღეს ვიღაცის ქორწილი იყო, მოსაწვევებს მაბეჭდინებდა. მითხრა: ფლორისტი უნდა ვნახოთ, შენც წამოდიო. წავედით ერთ-ერთ კაფეში. პანტომიმის მსახიობიც იყო, რაღაცეებს აკეთებდა. ვიდეობს იღებდნენ, ვითომ კლიპისთვის. მერე ვითომ ფლორისტთან ვაჭრობდნენ, ჩხუბი დაიწყეს, ცოტა დავიძაბე. მიმი ჯერ ამასთან მივიდა, მერე ჩემთვის უნდა ეკოცნა ხელზე. ამან უთხრა: ჩემი გოგოა, თავი დაანებეო. მაშინ, მუხლზე დაუჩოქე და შენ ეამბორე ხელზეო. ესეც იმას აკეთებდა, რასაც მიმი. მეგონა, ამაიმუნებდა და უცბად ბეჭედიც გამიკეთა.
რემბო: სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ძალიან ვნერვიულობდი. პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთული ყოფილა. ისეთი ცუდი აზრები მაწუხებდა, მეგონა, ნევროზი მქონდა, ექიმთან მივედი.
ანა: მანამდე ცოტა არეული იყო. მერე კი  ხელი რომ მთხოვა, მე დამეწყო ეს მომენტი. ბედნიერი ხარ, გიხარია... მაგრამ, რომ გავიაზრე, ცოტა ავნერვიულდი, თუმცა მერე დავმშვიდდი.
– საინტერესოა, როგორი იქნება თქვენი ქორწილი.
რემბო: ოქტომბერში გვაქვს ქორწილი ფუნიკულიორზე. ორიგინალური ქორწილი გვექნება. სულ მომდის იდეები, მერე კი ბრაზდება... მაგრამ, ვითომ ჩემი კლიენტია და რამდენიმე ვარიანტს ვაჩვენებ, რომელიც მოსწონს, მერე ისე ვიწყებთ მუშაობას. ბევრი სიურპრიზი იქნება. ორივეს გვიყვარს ცეკვა და ბევრი დადგმა იქნება. ჩვენი ხარჯებითა და გემოვნებით ვაკეთებთ ყველაფერს. ჩვენი დღეა და გვინდა, ყველა სტუმარი კმაყოფილი დარჩეს. დიჯეი არ ვიქნები, მაგრამ უკვე შერჩეული მყავს დიჯეები და დავუწერ: რა რის მერე უნდა იყოს, როგორ უნდა გადავიდეს. ყველას მინდა ვურჩიო, ქორწილზე ეკონომია არასდროს გააკეთონ. ახალ ცხოვრებას მდიდრულად, გრანდიოზულად უნდა შეეგებო – მე ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ, ანა – არა. მაგრამ თანახმაა.
– გავიგე, ბერა უნდა იყოს შენი მეჯვარე. მართალია?
– ბერა მეჯვარე არა, მაგრამ საპატიო სტუმარი იქნება. შემომთავაზა, ვიმღერებო. მეგობრებიდან ერთ-ერთმა პირველმა ბერამ  გაიცნო ანა როგორც ჩემი საცოლე. ზაფხულშიც სულ კითხულობდა, ძალიან ყურადღებიანია.
ანა: თავიდან სხვანაირი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ ძალიან ყურადღებიანია გოგოსთან მიმართებაში. არ ავიწყდება, გზა დაგითმოს, სულ მკითხულობდა, ძალიან ზრდილობიანია.
– ვინ იქნება კიდევ საპატიო სტუმარი?
რემბო: ბევრი საპატიო სტუმარი მეყოლება, ახლანდელი და ყოფილი მინისტრები. ბევრ პოლიტიკოსს მანამდე ვიცნობდი, სანამ პოლიტიკაში წავიდოდნენ ან პოლიტიკაში გავიცანი და მერე წამოვიდნენ პოლიტიკიდან. არ ჩამოვთვლი ახლა მათ სახელებს, ბევრნი იქნებიან, თან, პოლიტიკური თვალსაზრისით შერეული კონტინგენტი. მინდა დებატები არ იყოს და მიკროფონი არ ჩაუვარდეს ვინმეს ხელში. პოლიტიკას დატოვებენ გარეთ და ყველა „იგულავებს“ ჩვენს ქორწილში.

скачать dle 11.3