კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიტაცეს ბანკის მანქანიდან მილიონი მანეთი თბილისი-ქუთაისის ტრასაზე

ძარცვა
1977 წლის 30 დეკემბერი იყო. თბილისი-ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალზე ცენტრალური ბანკის „ერაზი“ მისრიალებდა. წინა სალონში მძღოლი და მთავარი ინკასატორი ისხდნენ; საბარგულში კი – ოთხი გამცილებელი, რომლებიც „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულები. ფურგონში ფულით სავსე ოთხი ტომარა ეწყო და თითოეულში 250-250 ათასი საბჭოთა მანეთი იყო. ეს თანხა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი.
დილის 7 საათი იყო. ტრასაზე ბნელოდა და მანქანები კანტი-კუნტად მოძრაობდნენ. არც „გაის“ ინსპექტორები ჩანდნენ.
– ნოდარ, ამ ტრაილერს გაასწარი, თორემ, ასე მგონია, მთას ვასკდებით, – უთხრა მძღოლს ინკასატორმა ჯონი მამრაძემ.
როგორც კი „ერაზის“ მძღოლმა მანევრი დაიწყო, ტრაილერმა  მას გასწრების საშუალება არ მისცა. პარალელურად კი, ამ უზარმაზარი მანქანის საბარგული ავტომატურად გაიღო. იქიდან ოთხმა ნიღბიანმა ავტომატები მიუშვირა სალონს. მეხუთე ნიღბიანმა კი უზარმაზარი, განათებული ტრანსფარანტი დაანახვა მძღოლს, რომელზეც ეწერა: „ბაგაჟნიკში ამოდი, თორემ ცეცხლს გაგიხსნით და აგაფეთქებთ“. ტრაილერიდან ფოლადის პლატფორმა ავტომატურად დაეშვა და „ერაზი“ მასზე შედგა. შემდეგ პლატოფრმამ ბანკის მანქანა საბარგულში შეიტანა და უზარმაზარი კარიც დაიხურა. მძარცველებმა ჯერ ავტომატები დააწყვეს და ნიღბები მოიხსნეს, შემდეგ აირწინაღები გაიკეთეს, მანქანაში გაზი გაუშვეს და „ერაზის“ მგზავრები დააძინეს...
ექსპერტიზის დასკვნა
უზარმაზარი ტრაილერი გორის მისადგომებთან აღმოაჩინეს. მანქანა გზის მარცხენა მხარეს იდგა. სალონში გაძარცვული ბანკის „ერაზი“ იყო მოთავსებული და ტრაილერის მოძრავ პლატფორმაზე ექვს ადამიანს ეძინა.
1977 წლის 30 დეკემბერს, საღამოს 16 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელსაც პოდპოლკოვნიკი ჯემალ იაშვილი უძღვებოდა. მან „ერაზის“ ეკიპაჟი დაკითხა. მძღოლმა და მთავარმა ინკასატორმა დეტალურად აუწერეს იაშვილს, რაც ნახეს. ტრაილერი ექსპერტებმა დეტალურად შეამოწმეს და დაასკვნეს, რომ მოძრავი პლატფორმა და მექანიკური კარი მძლავრი ჰიდრავლიკური მოწყობილობებით იმართებოდა, რომელიც საბარგულის შიგნით იყო დამონტაჟებული. მოწყობილობა მოსკოვის მეორე მექანიკურ ქარხანაში იყო დამზადებული. საქართველოში ეს წნეხი ყველა დიდ საწარმოს ჰქონდა. ექსპერტებმა თქვეს, რომ ამ მოწყობილობის დამონტაჟება მხოლოდ გამოცდილ ინჟინერს შეეძლო. საინტერესო იყო თავად ტრაილერის ისტორიაც, რომელიც ქალაქ როსტოვის ¹1 ავტოპარკს ეკუთვნოდა და მისი მძღოლი როსტოვის მკვიდრი, 41 წლის ვიქტორ კანტაუროვი იყო. ის საქალაქთაშორისო რეისებზე მუშაობდა და საბუთების მიხედვით, 1977 წლის 16 დეკემბერს ერევანში გაემგზავრა. იქიდან როსტოვში ტუფის ქვები უნდა ჩაეტანა ერთ-ერთი სამშენებლო ტრესტისთვის. მძღოლი 31 დეკემბერს უნდა დაბრუნებულიყო როსტოვში. კანტაუროვი 1 იანვარს აღმოაჩინეს მცხეთის ტრასაზე. ის მანქანის გაჩერებას ცდილობდა და მილიციას განუცხადა: „მახსოვს, დიდი დრო გავატარე სარდაფში, მაგრამ სად, არ ვიციო...“ მას არც ბნელი სარდაფიდან გათავისუფლების ეპიზოდი ახსოვდა და ვერც პიროვნებებს ასახელებდა, ამიტომ ის დააკავეს და თბილისში ჩამოიყვანეს.
ინჟინრის ჩვენება
მილიონი მანეთის ძარცვის საქმე ადგილიდან არ იძროდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში საბჭოთა კავშირის ყველა ცნობილი მაძებარი იყო ჩართული, შედეგი ნულს უტოლდებოდა.
როგორც ხშირად ასეთ შემთხვევებში ხდება, დანაშაულის გახსნას ბოროტმოქმედთა ელემენტარულმა წინდაუხედაობამ შეუწყო ხელი. ძარცვიდან ხუთი თვის შემდეგ ქალაქ სვერდლოვსკის რესტორან „ურალის“ დირექტორმა სერგეი ლივანოვმა ადგილობრივ მილიციაში ორი ცალი ასმანეთიანის კუპიურა მიიტანა და უფროსს უთხრა:
– აი, ჩაიბარეთ და გადაამოწმეთ. შეიძლება, გაგიმართლოთ კიდეც ამ ტკიცინებმა.
საქმე ის იყო, რომ ნაძარცვი ფულის ნაწილი ახლად დაბეჭდილი ასმანეთიანებისგან შედგებოდა. მილიციას მათი ნომრები ჩაწერილი ჰქონდა და მთელი საბჭოეთის მასშტაბით იყო დაგზავნილი. ადგილობრივი სავაჭრო და კვების ობიექტების დირექტორები კი – გაფრთხილებულები იყვნენ, ყველა ტკიცინა ასმანეთიანი მილიციაში მიეტანათ გადასამოწმებლად. მოგვიანებით გაირკვა, რომ მილიციამ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით 5 მილიარდის ღირებულების ასმანეთიანი კუპიურები გადაამოწმა ხუთი თვის განმავლობაში და მხოლოდ ორი მათგანის ნომერი დაემთხვა.
1978 წლის 31 მაისს სვერდლოვსკის მილიციამ 43 წლის როსტოველი სამხედრო ინჟინერი, პოდპოლკოვნიკი ივანე იოსებიძე დააკავა. ის დაკითხეს და აღიარა, რომ ექვს თანამზრახველთან ერთად, 1977 წლის 30 დეკემბერს ბანკის „ერაზის“ ძარცვა ჩაიდინა. მანვე თქვა, რომ ტრაილერის მექნიკა თავიდან ბოლომდე მისი დამონტაჟებული იყო. შემსრულებლები კი როსტოვის მოტომსროლელთა პოლკის სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. პოდპოლკოვნიკის ჩვენებაში ვკითხულობთ: „ეს საქმე ჩემი ცოლის მამიდაშვილმა, აკაკი ჩიტაიამ მომცა, რომელიც ბანკის საინკასაციო სამსახურში მუშაობს და „ერაზის“ ზუსტი მარშრუტი მისგან შევიტყვე. მძღოლი კანტაუროვი კი ჩემი როსტოველი მეზობელია. ის მცხეთასთან გავაბრუეთ და ერთ-ერთი კერძო სახლის სარდაფში გვყავდა გამომწყვდეული...“ გაირკვა ისიც, რომ მექანიკური მოწყობილობები როსტოვის „როსტელმაშიდან“ იყო მოპარული.
დანაშაულებრივი დაჯგუფება 2 ივნისს აიყვანეს, გაასამართლეს და 15-15 წლით ციხეში ჩასვეს. მათ გატაცებული მილიონიდან მხოლოდ 200 მანეთის დახარჯვა მოასწრეს.

скачать dle 11.3