კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი

კითხვა: წონაში დაკლების მიზნით, ხშირად მიწევს შიმშილი. ახლა მირჩიეს, უარი ვთქვა საუზმეზე. რამდენად მიზანშეწონილია ასე დაკლება და თუ აისახება ეს ჩემს სხეულის მასაზე?
პასუხი:  ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ადამიანები წონაში დაკლების მიზნით უშვებენ, შიმშილია. ჯერ ერთი, შიმშილი არ მოიტანს შედეგს და მეორე, ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. მეორე შეცდომაა – საუზმეზე უარის თქმა. იმისთვის, რომ დილის შიმშილი იგრძნოთ, საჭიროა ღამით მხოლოდ მსუბუქი საკვები მიირთვათ. ამასთანავე, ძილის წინ მსუბუქად ივარჯიშოთ. დილას აუცილებლად მოიმატებს მადა და ეს ჯანმრთელობაზეც და წონაზეც აისახება.
კითხვა: გამიგია, რომ არასწორ პირობებში შენახული სახის კრემები ალერგიას იწვევს. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს და იქნებ მირჩიოთ, რა პირობებში შევინახო სახის კრემები? პირადად მე, მაცივარში ვინახავ.
პასუხი: არასწორად შენახული კრემის გამოყენებამ შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მის სწორად შენახვას. ყველაზე ცუდი ადგილი კრემისთვის სააბაზანო ოთახია: ტემპერატურისა და ტენიანობის ცვალებადობა ცუდად მოქმედებს სახისა და ტანის მოვლის ყველა საშუალებაზე. კრემის შენახვა მაცივარშიც არაა რეკომენდებული. თუკი ოთახში 30 გრადუს სითბოზე მეტია, კრემს, რომელიც განკუთვნილია პრობლემური სახის კანისთვის, მჭიდროდ უნდა დაახუროთ თავსახური, რადგან ამ კრემის შემადგენელი კომპონენტები ჰაერზე სწრაფად იშლება. ანტიასაკობრივი კრემი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ჟანგბადთან კონტაქტისას სწრაფად იშლება, ამიტომ ასეთი კრემები უნდა შეინახოთ სქელკედლებიან ფლაკონებში. არ შეიძლება კრემის მოთავსება მზეზე ან მისი გაყინვა. ყველაზე დიდხანს მკვებავი და დამატენიანებელი კრემი ინახება. არაა რეკომენდებული ამ კრემის ფლაკონიდან თითით ამოღება, კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ სპეციალურ კოვზს. ასეთ შემთხვევაში კრემში არ მოხვდება ოფლი ან ხელზე არსებული სხვა მიკრონაწილაკები. დახურულ მდგომარეობაში მისი შენახვა სამ წლამდე შეიძლება, ღია მდგომარეობაში – ექვსი თვიდან ერთ წლამდე.
კითხვა: მაქვს პრობლემური კანი. მეგობარმა მირჩია, რომ მუწუკებზე წავისვა კბილის პასტა და მალე მომირჩება. რამდენად სწორი და ეფექტურია მუწუკის მოსაშორებლად კბილის პასტის გამოყენება?
პასუხი: კბილის პასტას აქვს კანის ცხიმის შეწოვის უნარი. ამიტომ, პასტის მუწუკზე დადების შემდეგ მუწუკის მოცულობა მცირდება. პასტა თეთრი ფერის უნდა იყოს, ის ძილის წინ უნდა დაიდოთ პრობლემურ ზონაზე. გაითვალისწინეთ, რომ ზოგს კბილის პასტაზე ალერგია აქვს, ამიტომ აკნესთან ბრძოლის საუკეთესო გამოსავალი პროფესიონალური საშუალებების გამოყენებაა.
კითხვა: ხშირად ვიწმენდ სახის კანს და ვიბან ცივი წყლით. ახლახან გავიგე, რომ ეს აზიანებს სახის კანს. თუ ეს მართალია, რა სიხშირითაა ამ პროცედურის ჩატარება უსაფრთხო?
პასუხი:  კანის გაწმენდა დღეში ორჯერ: დილითა და საღამოს, ძილის წინ არის საჭირო; ამასთან, მხოლოდ თქვენი ტიპის კანისთვის შესაბამისი საშუალებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს კანზე, არასაკმარისი წყლის მიღებაა. დღეში დაახლოებით ორ ლიტრამდე წყალი უნდა დალიოთ. წყალი სხეულიდან ტოქსინებს დევნის. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ჩაი, ყავა და სხვა წვენები ვერ ჩაანაცვლებს წყალს. კანზე ცუდად მოქმედებს მზის სხივები, მოწევა, კოფეინისა და შაქრის დიდი რაოდენობით მიღება. ასევე, საზიანოა ცხელი წყლის ზემოქმედება კანზე: ამან შესაძლოა გამოიწვიოს კანის გამოშრობა, ან პირიქით, მისი გაცხიმიანება. ამიტომ, გამოიყენეთ თბილი ან გრილი წყალი.

скачать dle 11.3