კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 მამის ძმაკაცის სიყვარულის გამო, ოჯახმა ჩემზე უარი თქვა
ვისაც ერთხელ მაინც მთელი გულით ჰყვარებია, დამეთანხმება, რომ ეს გრძნობა ყველაზე უცნაური და ამოუცნობი ფენომენია, მას ვერც მეცნიერება ხსნის და ვერც თვითონ, სხვაზე შეყვარებული ადამიანი. ამ დროს ხვდები, რომ მართლა არაფერ შუაშია ასაკი და გარეგნობა. არაფერი განაღვლებს, გარდა იმისა, რომ ერთად იყოთ. ყველაფერი მხოლოდ მისთვის გინდა და ყველაფერს სხვანაირად აკეთებ, რადგან მთელი გულით გიყვარს. ამას ხშირად ცრემლიც ბევრი მოჰყვება, ტკივილიც და იმედგაცრუებაც, მაგრამ ის მომენტი, როცა გრძნობ, რომ გიყვარს, ალბათ, ამად ღირს. არცერთი ჭკუათმყოფელი ამ შეგრძნებაზე უარს არ იტყვის, თუნდაც იცოდეს, რამდენი ტკივილი ელის წინ მის გამო. ჩემი სიყვარულის ისტორია საკმაოდ უცნაურია, შესალოა, ბევრისთვის გაკიცხვის საგანი, მაგრამ მე ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ. მხოლოდ ის მანაღვლებს, რომ ოჯახმა უარი თქვა და ჩემი დანახვაც კი არ უნდათ. საქმე იმაშია, რომ მამაჩემის ძმაკაცს გავყევი ცოლად. ის ჩემზე ზუსტად 24 წლით უფროსია, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობაში არ შეიმჩნევა. პირიქით, ძალიან კარგად ვგრძნობთ ერთად თავს. მესმის, რასაც მე ვამბობ და როგორც ვმსჯელობ, ძირითადად, ასეთი მიდგომა ამ საკითხისადმი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აცინებს ხოლმე. იყო პერიოდი, როცა არც მე მჯეროდა სიყვარულის. ვფიქრობდი, ეს არის მიჩვევა ბედნიერებასთან, როცა ორი ადამიანი იდეალურად უგებს ერთმანეთს და დაშორება უჭირთ, რადგან ფიქრობენ, ასეთ ურთიერთობას ვეღარავისთან ააწყობენ-მეთქი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სულ სხვა რამ ყოფილა სინამდვილე. სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე, ამას ვერც მე ვხვდებოდი. არ ვიცი, რა ხდება ამ დროს გონებაში, მაგრამ მთელ შენს ემოციებს, აზრებსა და გულს ერთი პიროვნება იპყრობს – თუნდაც ასაკით შენზე ბევრად დიდი. თუმცა, ბევრი რამით ეს ლამაზი გრძნობა, ავადმყოფობას ჰგავს და თანაც, ძნელად განსაკურნებელს, ეს აშკარაა... ამიტომ, სიყვარულით დაავადებულებს მივმართავ, რაც ამ გრძნობაში დადებითია, ის შეისრუტეთ, მისი მავნე თვისებები კი, ეცადეთ, უკანა პლანზე გადასწიოთ. იმედი მაქვს, ჩემი ოჯახი ოდესმე მაპატიებს... ანდა რა მაქვს საპატიებელი. უბრალოდ, მიხვდებიან, რომ ბედნიერება ასაკს არ ექვემდებარება და ამას სიყვარულისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
ანკა, 22 წლის.

скачать dle 11.3