კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და რატომ დააწინაურა 11 სექტემბრის ტერაქტზე პასუხისმგებელი სამხედროები

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ, ევროპარლამენტის წევრმა, ჯულიო კიეზამ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით საკუთარი გამოძიება ჩაატარა და შოკისმომგვრელ დასკვნამდე მივიდა. კერძოდ კი, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი თავად მთავრობის მიერ იყო ინსპირირებული. ბინ ლადენი და „ალქაიდა“ კი, მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი ბუტაფორიებია, რომლებიც მტრის ხატისთვის სჭირდებოდათ ამერიკულ სპეცსამსახურებს, რათა საკუთარი შავ-ბნელი საქმეები გაემართლებინათ.
ფრენკ დე მონტინი (უმაღლესი დონის ექსპერტი, „ტყუპების“ ერთ-ერთი დამპროექტებელი): : კურიოზული და არარეალურია პენტაგონზე შეტევა. ჯერ ერთი, პენტაგონში განლაგებული 86 ვიდეოკამერიდან არცერთს არ დაუფიქსირებია შენობაზე „ბოინგის” შეჯახება და მხოლოდ აფეთქების კადრები ჩანს. მეორე კურიოზი კი ისაა, რომ სამგზავრო თვითმფრინავს, რომელსაც 38 (19-19) მეტრი სიგანის ფრთები აქვს, მხოლოდ 5 მეტრის დიამეტრის ნახვრეტი აქვს დატოვებული პენტაგონის შენობაზე.. სასაცილოა ხომ? ამერიკული მთავრობის ექსპერტები პენტაგონის შემთხვევას იმით ხსნიან, რომ თვითმფრინავს ფრთები დაჯახებამდე მოსძვრა.  შემთხვევის ადგილზე კი, ძრავა და  სხვა დეტალები იმიტომ არ აღმოჩნდა, რომ ისინი „მტვრად იქცა...“ მტვრად კი იმიტომ იქცა, რომ სამგზავრო თვითმფრინავი დიდი სისწრაფით მიფრინავდა... ყველაფერი ზემოთქმული რომ აბსურდია, იმით დასტურდება, რომ საათში 800 კილომეტრით მოძრავი ავიალაინერი მტვრად ვერ იქცეოდა – ეს ერთი. მეტსაც გეტყვით, ოფიციოზის დასკვნით, „ბოინგმა“ 6 მეტრის სიმაღლეზე 40 კილომეტრი იფრინა, რაც ასევე მტკნარი სიცრუეა. დიდი ვარაუდით, პენტაგონის შენობას რაკეტა მოარტყეს და თქვეს,  თითქოს მას თვითმფრინავი დაეჯახაო.
როდესაც გენერალმა არნოლდმა თავის ერთ-ერთ მფრინავს პენტაგონის საჰაერო დაზვერვა დაავალა, პოლიციამ შენობას შემოუარა და მოახსენა, რომ საჰაერო შეტევას ადგილი არ ჰქონდა.
ამხელა თვითმფრინავი, რომელიც საათში 800 კილომეტრის სიჩქარით მიფრინავდა 270 გრადუსით ვერ შემოტრიალდებოდა ასეთ დაბალ სიმაღლეზე, რომ პენტაგონს შესკდომოდა. ეს იმდენად რთული მანევრია, რომ გამოცდილ მფრინავსაც კი 20 ცდა დასჭირდებოდა საამისოდ, თანაც დიდ სიმაღლეზე. როდესაც ინსტრუქტორს უთხრეს, რომ თვითმფრინავს ტერორისტი ხანი ხანჯუნი მართავდა, მან თქვა, რომ ის ამას ვერ შესძლებდა. ეს იგივეა, საშობაო ინდაურის დაჭრა გასწავლონ და შემდეგ გულის ოპერაციის გაკეთება მოგთხოვონო.
დავუშვათ, ფრენის უცოდინარმა ტერორისტმა მოახერხა „ბოინგის“ მართვა. ისმება კითხვა: როგორ შესძლო მან მსოფლიოში ყველაზე დაცული საჰაერო სივრცის დარღვევა?
პენტაგონს და თეთრ სახლს ვერცერთი თვითმფრინავი ვერ მიუახლოვდება შეუმჩნევლად. ეს შეუძლებელია. ვაშინგტონის თავზე საჰაერო სივრცეს რადიოლოკაციის გამოყოფილი არხი აქვს და ხდება სწრაფი რეაგირება. ეს დახურული სივრცეა ისეთი მგრძნობიარე ხელსაწყოებით, რომ ვერცერთი თვითმფრინავი შეუმჩნევლად ვერ გასცდება. მფრინავი ობიექტის ამოცნობის ზონა კოლუმბიის (ვაშინგტონის) ოლქზე 80 კილომეტრია, შემდეგი თავდაცვის ზღუდე – 27 კილომეტრი.  მესამე ზონა კი 5-კილომეტრიანია, კაპიტოლიუმის ირგვლივ. ამ სივრცეს ვერავინ გადალახავს იქ განლაგებული ობიექტების განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო. ეს მიწა არავისია. იქ ვერავინ შეაღწევს. იქვე, 16 კილომეტრში ენდრიუსის სამხედრო ბაზაა, სადაც მუდმივად „ეფ-16“ მორიგეობს და 134-ე საავიაციო პოლკის ჰაერში აწევას წამები სჭირდება. 11 სექტემბერს კი, ეს მხოლოდ მაშინ მოხდა, როცა პენტაგონის შენობას რაღაც ობიექტი დაეჯახა... ამიტომ, პენტაგონს არა სამგზავრო „ბოინგი“, არამედ სამხედრო თვითმფრინავი მიუახლოვდა, რადგან მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავებს აქვთ უფლება, პენტაგონს მიუახლოვდნენ. შენობასთან მიახლოებულმა სამხედრო თვითმფრინავმა გამოსაცნობი სიგნალი გადასცა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას და ის ამიტომ არ ჩამოაგდეს. „ბოინგს“ კი აუცილებლად ჩამოაგდებდნენ.
ამერიკა უსაფრთხოებაზე წელიწადში 892 მილიარდ დოლარს ხარჯავს და ნუთუ შესაძლებელი იყო, მასზე ასეთი იერიში მიეტანათ?
თუ ეს ტერაქტი მთავრობის მოწყობილი არ იყო, მაშინ რატომ არ ასწიეს ჰაერში გამანადგურებლები მას მერე, გაირკვა, რომ ტერორისტებმა სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს?
რობინ გორდონი (ბოსტონის ფრენის ცენტრი): საგულისხმო ფაქტია, რომ იმ დროს, როცა ამერიკაზე ტერორისტული შეტევა განხორციელდა, იმის ნაცვლად, რომ თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი თავის პოსტზე, ანუ საკომანდო პუნქტზე ყოფილიყო, ამ დროს პენტაგონის შენობასთან, დაშავებული სამხედროს გადაყვანაში ეხმარებოდა სამხედროებს. ანუ, თავდაცვის ასეთი ძვირად ღირებული სისტემა ერთბაშად მოიშალა და ეს დასაჯერებელია?..
ვექსტერ გრიფინ ტარპლო (მწერალი, ექსპერტი): „ეფბეერი“ გვიმტკიცებს, რომ თითქოს ოთხი გატაცებული „ბოინგი“ 19-მა ტერორისტმა ჩაიგდო ხელში. თუმცა, ამის დამამტკიცებელ საბუთებს ვერ წარმოადგენენ. ეს კი იმას ნიშნავს, მსგავსი რამ არ მომხდარა, სხვა რამეში იყო საქმე, რასაც არ აკონკრეტებენ.
ოფიციალური ვერსიით, 9 საათსა და 37 წუთზე „რეისი 77“ „ამერიკან ეირლაინსი“ დაეჯახა პენტაგონის შენობას.
რას უიტემბერგი (მფრინავი): ავიაკატასტროფას ბევრჯერ შევსწრებივარ და არასდროს მინახავს, რომ შემთხვევის ადგილზე თვითმფრინავის ნამსხვრევები არ ყოფილიყო. პენტაგონთან კი ეს არ ყოფილა. შასი და ძრავა არ ნადგურდება, რადგან მაღალი გამძლეობის ფოლადისგანაა ჩამოსხმული. შეუძლებელია, თვითმფრინავი ისე გააქრო, რომ ეს დეტალები აორთქლდეს. 38-მეტრიანი ფრთების მქონე თვითმფრინავი კი 5 მეტრის დიამეტრის ხვრელში ვერ გაძვრებოდა.
დარიო ფო (ექსპერტი. ნობელის პრემიის ლაურეატი):  შეუძლებელია, ფრთები და ძრავა აორთქლებულიყო. ჩვენ გვიმტკიცებენ, თითქოს ფუზელაჟი გადარჩა, რომელმაც პენტაგონის შენობა გაანგრია (5-მეტრიანი ხვრელი) და შენობის ეზოში შევარდა. თუკი ტიტანისგან დამზადებული ძრავა აორთქლდა, რომელიც 3286,85 გრადუსზე დნება, ფუზელაჟი როგორ გადარჩა? უკიდურეს შემთხვევაში, პენტაგონის კედელი ორ ადგილზე უნდა გაენგრია ძრავებს. იქ კი მხოლოდ ერთი ნახვრეტია და თანაც, როგორც ამტკიცებენ, ფუზელაჟის მიერ განგრეული.
რას უიტენბერგი (მფრინავი): „არ არსებობს იმისი ნიშანიც კი, რომ პენტაგონს თვითმფრინავი შეეჯახა, როგორც ეს ტყუპების ჩრდილოეთ კოშკს ეტყობოდა. მას მართლა დაეჯახა „ბოინგი“. იქ იმის ამოცნობაც კი შეიძლება, რომ თვითმფრინავი 25-გრადუსიანი კუთხით მიფრინავდა. პენტაგონში მსგავსი რამ არ ჩანს.
ექსპერტების მტკიცებით, 39-მეტრიანმა „ბოინგმა“, სანამ ხვრელში შევარდებოდა, ჭრიჭინასავით დაკეცა ფრთები.
ალბერტ სტაბლბინი (სადაზღვევო სამმართველოს ყოფილი უფროსი ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში): მე სამხედრო-ტექნიკურ განყოფილებაში ვმუშაობდი და ვიდეოგამოსახულებების ინტერპრეტაციით ვიყავი დაკავებული, ანუ ფოტოების მიხედვით, საბჭოთა საბრძოლო ტექნიკის ნახაზებს ვადგენდი. პენტაგონზე თავდასხმის შედეგად წარმოქმნილ ხვრელებს რომ უზარმაზარ „ბოინგს“ ვადარებ, ვამბობ, რომ თვითმფრინავი იქ ვერ შეეტეოდა. მაშ, რა დაეჯახა პენტაგონს და სად წავიდა ის? ბოინგი მას არ დაჯახებია.
ბარბარა ხონგრი (ჟურნალისტი): პენტაგონზე თავდასხმის დილას გენერალმა არნოლდმა ერთ-ერთ მფრინავს უბრძანა, რომ პენტაგონისთვის შემოეფრინა და გაერკვია, რა მოხდა იქ. პილოტმა დავალება შეასრულა და არნოლდს მოახსენა, რომ არანაირი სამხილები არ უნახავს, რაც კი თვითმფრინავის დაჯახებაზე მიუთითებდა.
თუ პენტაგონს 86 კამერიდან გადაღებული კადრები ჰქონდა, მაშინ რატომ არ გამოაქვეყნეს, რომ თვითმფრინავის შეჯახება დაედასტურებინათ?
„ეფბეერის“ გამომძიებლებმა 86 კამერის ფირები ამოიღეს, მაგრამ მათ ჩვენებაზე უარს აცხადებდნენ, 2006 წელს კი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოთხი ვიდეორგოლი. სამმა ვერაფერი აჩვენა, ერთზე კი ჩანს, რომ შენობის კედელი ფეთქდება, თუმცა რით, შეუძლებელია, გაარჩიო.
რას უიტენბერგი (მფრინავი): რეაქტიულ თვითმფრინავს თეთრი კვამლი არ გამოსდის. კადრებზე კი ჩანს, ანუ რაღაც საფრენი აპარატიდან  ეს კვამლი გამოდის. ამ კადრებით ძნელია, გაიგო, რა აპარატია ეს. თუმცა, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს საფრენი აპარატი „ბოინგ 757“ არაა.... სამხედროები ამბობენ, „ბოინგი“ იმიტომ არ ჩანს კადრზე, რომ ის ძალიან სწრაფად მიფრინავსო.
რობინ გორდონი (ბოსტონის ფრენის ცენტრი): ამ გამოძიებაში ჩართულ ადამიანს არ უთქვამს, რომ ეს  „ამერიკან ეარლაინზის“ 77-ე რეისი იყო. ყველანი ამბობდნენ: ჩვენ ასე ვფიქრობთო...
რას უიტენბერგი (მფრინავი): დისპეტჩერ დანიელ ლაბრაიდს არ შეეძლო, სცოდნოდა, თუ რომელი ობიექტი უახლოვდებოდა მას, რადგან  მხოლოდ ერთი, პირველადი რადარი მუშაობდა. მეორე, მეორადი რადარი კი გამორთული იყო. მიზანი რომ გაარჩიო, ორმხრივი კავშირია საჭირო – დისპეტჩერსა და მფრინავს შორის. მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი ობიექტის (თვითმფრინავის) იდენტიფიცირება. პენტაგონის შემთხვევაში კი, ასეთი რამ არ ყოფილა. თუ დისპეტჩერს დავუჯერებთ, რომ „რეისი 77“ 36 წუთის განმავლობაში არ ჩანდა რადარზე, გამოდის, ის ან ჰაერში აღარ იყო, ან ძალიან დაბლა დაფრინავდა და რადარი ვერ იჭერდა. გაუგებარია, როგორ დაკარგეს თვითმფრინავი 36 წუთის განმავლობაში. სხვა ახსნა ჩვენ არ გვაქვს.
გორ ვიდალი (მწერალი): მე რომ 11 სექტემბრის ტერაქტების საგამოძიებო კომისიის წევრი ვიყო, დავინტერესდებოდი, თუ რატომ არ აწიეს ჰაერში სამხედრო თვითმფრინავები მას მერე, როგორც კი ოთხი „ბოინგის“ გატაცების ამბავი გაირკვა?
რობერტ ბოუმანი (მფრინავი): როდესაც სამი შტატგარეშე სიტუაციიდან ერთ-ერთი მაინც დგება – თვითმფრინავი კურსს სცდება, კარგავს მიწასთან კავშირს, ან მისი რადიოსალოკაციო სიგნალი არ ფუნქციონირებს, მაშინ ეს თვითმფრინავი უნდა ჩამოაგდონ. ასეთი რამ კი 11 სექტემბერს არ მოხდა. თუმცა, იმ დღეს ეს, სამივე შტატგარეშე შემთხვევა მოხდა, მაგრამ გატაცებული „ბოინგები“ შტატგარეშე რეჟიმში 20 წუთიდან 90 წუთამდე იმყოფებოდნენ... რატომ არ ჩამოაგდეს გატაცებული „ბოინგები?“ მით უმეტეს, რომ სამხედრო თვითმფრინავების სისწრაფე ბევრჯერ აღემატება „ბოინგის“ სისწრაფეს. თანაც, ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთში 16 ავიაბაზაა განლაგებული და ბოინგების მოხელთება ადვილი იყო.
ოფიციალური ვერსიით, ჰაერსაწინააღმდეგო ხელმძღვანელობამ ძალიან გვიან მიიღო ინფორმაცია „ბოინგების“ გატაცებაზე.
ის, რომ ამერიკის საჰაერო სააგენტო არაკომპეტენტურია, როგორც ამას ოფიციოზი აცხადებდა, ტყუილია. არსებობს ინსტრუქცია, რომელიც ყოველთვის სრულდება და როდესაც დისპეტჩერმა შეამჩნია, რომ „რეისმა 77-მა“ კურსიდან გადაუხვია, ხოლო მისმა რადიოსალოკაციო სისტემამ ფუნქციონირება შეწყვიტა, მას ყავის სმა კი არ დაუწყია, ეს ინფორმაცია სამხედროებს აუწყა.
ჯონ დაჯი (ექსპერტი): 11 სექტემბრამდე ამერიკის შეერთებული შტატების ცაში 67-ჯერ შეიქმნა შტატგარეშე სიტუაცია და ყოველთვის დროულად ხერხდებოდა მათზე რეაგირება. ამას 6-10 წუთი სჭირდება. ბევრი ასე ამართლებს ხელისუფლების უმოქმედობას და ამბობს: – ჩამოგდების ბრძანება პრეზიდენტს უნდა გაეცაო. თუმცა, ამისი აუცილებლობა არ იყო, რადგან თვითმფრინავის პილოტს თავადვე შეუძლია ობიექტის ჩამოგდება, თუკი ხედავს, რომ ამას სიტუაცია მოითხოვს. არსებობს ამის შესაბამისი ინსტრუქცია, რომელსაც პრეზიდენტის ბრძანება არ სჭირდება.
გორ ვიდალი (მწერალი): შტატგარეშე სიტუაციაში სამხედრო ბრძანების ლოდინი არაა საჭირო. არსებობს თანამდებობრივი ინსტრუქცია და ის უნდა შესრულდეს. ნებისმიერმა მფრინავმა-გამანადგურებელმა იცის, როგორ მოიქცეს, თუ მას სხვა ბრძანებას (არჩამოგდების) არ მისცემენ. 1970 წლამდე ჩვენ დაუყოვნებლივ ჰაერში ვწევდით თვითმფრინავებს. შემდეგ კი სამოქალაქო თვითმფრინავების გატაცება დაიწყო და ასეთ შემთხვევაში, მყისიერ რეაგირებას არ ვახორციელებდით. ეს იმიტომ, გამტაცებლებს არ სცოდნოდათ, რომ მათ კუდზე ვასხედით. ხელისუფლება არ ჩქარობდა გამანადგურებლების ჰაერში აწევას და სამხედრო თვითმფრინავები ოდნავ მოშორებით მიჰყვებოდნენ გატაცებულ ლაინერებს. შემდეგ გაჩნდა მეორე ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც, საჭირო იყო პენტაგონის ნებართვა, რომ ჰაერში სამხედრო თვითმფრინავები გაეშვათ. ამ ინსტრუქციების მოქმედების ვადა 2001 წლის 1 ივნისს, ტერაქტამდე 3 თვით ადრე ამოიწურა. 2001 წლის 1 ივნისს რამსველდმა და პენტაგონის მაღალჩინოსნებმა მიიღეს გადაწყვეტილება,  მხოლოდ ერთი ინსტრუქცია დაეტოვებინათ სამოქმედოდ, ანუ, თვითმფრინავის აფრენაზე საჭირო იყო პენტაგონის ნებართვა (მისი ინსტრუქცია). კვლავ ორივე ინსტრუქციის მოქმედება რომ დაეტოვებინათ, გატაცებული „ბოინგები“ თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევდნენ. მაგრამ, როდესაც პენტაგონში დარეკეს, რომ შტატგარეშე სიტუაცია ხდებოდა, იქ ტელეფონებს არ პასუხობდნენ. ეს იგივეა, რომ სახანძროში დარეკო, ხანძარიაო. მეხანძრეები კი ხანძრის ჩასაქრობად ქალაქის მერს სთხოვდნენ ნებართვას.
ტერაქტის მერე, პენტაგონში კვლავ შეცვალეს ინსტრუქცია და 12 სექტემბრიდან ისევ პირველი ინსტრუქცია მოქმედებს, რომლის ძალითაც თვითმფრინავები შტატგარეშე სიტუაციის დროს კვლავ დაუყოვნებლივ უნდა აიჭრან ჰაერში.
ჯულიო კიეზა: როდესაც იაპონელებმა პირლ-ხარბორზე ამერიკული ფლოტი გაანადგურეს, არაერთი მაღალჩინოსანი გადადგა. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ კი, სამი მთავარი სამხედრო ფიგურა, რომლებიც უსაფრთხოებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი, ჩინითაც დააწინაურეს და თანამდებობითაც. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სავარაუდოდ, ისინიც მონაწილეობდნენ ამ შეთქმულებაში. დაწინაურებული ჩარლზ ლაიდინგი, დევით უერლი-უმცროსი და რიჩარდ მაიერსი დღესაც ცოცხლები არიან და მათი მონათხრობი, ალბათ, მრავალ ფაქტს მოჰფენს ნათელს. თუმცა, ისინი დუმილს ინარჩუნებენ... 11 სექტემბრის ტერაქტამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში 67-ჯერ გამოცხადდა განგაში და ყველა შემთხვევას რეაგირება მოჰყვა. 11 სექტემბერს კი, ერთი თვითმფრინავიც არ აწეულა ჰაერში, რათა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტი, პენტაგონის შენობა გადაერჩინათ... ეს შემთხვევით მოხდა? შემთხვევითობა აქ გამორიცხულია... ხოლო თუ რა მოხდა სინამდვილეში 2001 წლის 11 სექტემბერს, ამ კითხვაზე, ალბათ, მაშინ გაეცემა პასუხი, როცა ამერიკული სპეცსამსახურების საიდუმლო არქივები გასაჯაროვდება.

скачать dle 11.3