კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უბედურება მოუტანა ორახელაშვილების სიძეობამ ევგენი მიქელაძეს

დიდი ქართველი დირიჟორის, ევგენი მიქელაძისა და მისი მშვენიერი მეუღლის ტრაგედია ერთმა შემთხვევამ განაპირობა: 30-იანი წლების რეპრესიების შემოქმედმა ლავრენტი ბერიამ ერთ დღეს ქუჩაში საქართველოს სსრ ცკ-ს პირველი მდივნის, მამია ორახელაშვილის ულამაზესი ქალიშვილი – ქეთუსია დაინახა. ქალების მოყვარულმა ლავრენტიმ მძღოლს მანქანის გაჩერება უბრძანა. თუმცა, საუბრის წამოწყებაც ვერ მოასწრო, რომ საიდანღაც ქეთუსიას დედა – მარიამ ორახელაშვილი გამოჩნდა და ქალიშვილს მიახალა, ამ გომბეშოსთან როგორ ლაპარაკობო. მაშინ ლავრენტი პავლეს ძე იქაურობას უსიტყვოდ გაეცალა, თუმცა… (წყარო: funtime.ge)  ეს ამბავი მალე მივიწყებას მიეცა. 19 წლის ქეთევან ორახელაშვილმა უნიჭიერესი დირიჟორი, პირველი ქართული სიმფონიური ორკესტრის დამაარსებელი, ევგენი მიქელაძე  გაიცნო. თავდავიწყებით შეუყვარდა და მალე ცოლადაც გაჰყვა. წყვილს ქალ-ვაჟი თინათინი და ვახტანგი შეეძინა. თუმცა, მათ ბედნიერებას დიდი დრო არ ეწერა…  ბერიამ, რომელსაც  ძველი წყენის გამო შურისძიების საშუალება მიეცა, ქეთევანის მშობლები – მამია და მარიამ ორახელაშვილები სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრა. მარიამს, რომელმაც წლების წინ ბერიას შეურაცხყოფა გაბედა, განსაკუთრებული სისასტიკით მოექცნენ: მკერდი მოჰკვეთეს და ჭრილობაზე მარილი დააყარეს. საბოლოოდ, ცოლ-ქმარს წამებით ამოხადეს სული. ამის შემდეგ კი ევგენი მიქელაძისა და მისი მშვენიერი მეუღლის დრო დადგა. ლავრენტი ბერიას უყვარდა ოპერა და არცერთ პრემიერას არ აკლდებოდა. მოსწონდა ევგენი მიქელაძის შემოქმედებაც, თუმცა დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ამის უპირველესი მიზეზი კი ის იყო, რომ ევგენი მიქელაძე ორახელაშვილების სიძე გახდა. ამასთან, დირიჟორი ავტორიტეტებს არ აღიარებდა და ოპერის თეატრში შესული ნებისმიერი ჩინის პირი მისთვის მხოლოდ და მხოლოდ მსმენელი იყო. ერთხელ რეპეტიციაზე დასასწრებად მისულ ლავრენტი ბერიას ევგენი მიქელაძემ დარბაზი დაატოვებინა, სიტყვებით: „თუ შეიძლება, უცხო პირები ნუ შემოდიან.“ ბერია, ისევე როგორც ქეთუსიასთან  შეხვედრისას, კვლავ უსიტყვოდ გაეცალა იქაურობას, თუმცა… 1937 წლის 4 ნოემბერს „ლატავრას“ გენერალური რეპეტიცის შემდეგ, ევგენი მიქელაძე თბილისის ოპერის თეატრიდან აიყვანეს. უშიშროების საგამოძიებო საქმეში ვკითხულობთ „ერ. გორდელაძისგან მიღებული დავალების შესრულების მიზნით, ბრალდებული მიქელაძე მავნებლურ მუშაობას ეწეოდა ფალიაშვილის სახელობის თეატრში, რაც გამოიხატებოდა თეატრის მუშაობის დეზორგანიზებაში, ინტრიგებისა და კინკლაობის მოწყობაში თანამშრომლებს შორის და დადგმების მიმართ კრიზისული ვითარების შექმნაში, თეატრის  სამხატვრო გეგმის ჩაშლაში“. მაშინ უნიჭიერესი მუსიკოსი 35 წლის იყო…ალექსი  მაჭავარიანი იხსენებს: „მისი დებიუტი თბილისში, სტელას ბაღში გაიმართა.  იმ ზაფხულს საშინლად ცხელოდა თბილისში. მთელი დღის განმავლობაში სახლში ვიყავი, იატაკზე მქონდა გაშლილი ზეწარი და  ვკოტრიალობდი.... მთელი დღე თავისუფალი ვიყავი, არსად მეჩქარებოდა, მაგრამ მაინც ვერაფერს ვახერხებდი. საღამო რომ მოახლოვდა, მაშინღა მივხვდი ჩემი ნერვიულობისა და მღელვარების საფუძველს. იმ საღამოს სადირიჟორო პულტთან პირველად უნდა მენახა ევგენი მიქელაძე. ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსი, რომელმაც ის-ის იყო დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორიის სადირიჟორო განყოფილების სრული კურსი გაუკის ხელმძღვანელობით და იმ საღამოს პირველად უნდა ეჩვენებინა თბილისის საზოგადოებისათვის – რა ვაჟკაცია, რა შვილია, რა მუსიკოსია. ქართველი დირიჟორები მაშინ ძალზე ცოტანი იყვნენ – ივანე ფალიაშვილი, გველესიანი. აი, მხოლოდ ამ ორი გვარით ამოიწურებოდა მთელი სია ქართველი დირიჟორებისა და, ბუნებრივია, მიქელაძის გამოჩენას მღელვარებით ხვდებოდა ქართველი საზოგადოება. ყველას აინტერესებდა, როგორ დაიმორჩილებდა და წაიყვანდა ორკესტრს, როგორ გაიჟღერებდა ნაწარმოები. თუმცა, იგი ადრე თვალითაც არ მენახა, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ კონცერტი ჩემს საოცრად ახლობელ ადამიანს უნდა გაემართა. ამიტომაც ვღელავდი, მჯეროდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანის მოწმე უნდა გავმხდარვიყავ. ინტუიტურად ვენდობოდი ჩემს წინათგრძნობას. როგორც იქნა მოაღწია საღამომ. ჩავიცვი თეთრი პერანგი, გავიკეთე ახალი ჰალსტუხი და გავეშურე კონცერტზე. „სტელა” – ასე ეწოდებოდა იმ წლებში პატარა ბაღს, სადაც საზაფხულო საკონცერტო ესტრადა იყო. იქ იმართებოდა საზაფხულო სიმფონიური კონცერტები… კონცერტის დაწყებამდე 20-25 წუთით ადრე, ბაღი უკვე სავსე იყო ხალხით… დაიწყო კონცერტი. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, სცენაზე ფრაკებში გამოწყობილი მუსიკოსები, შთაგონებული სახეებით დასხდნენ თავ-თავიანთ ადგილებზე. აი, გამოჩნდა ახალგაზრდა დირიჟორიც. მოხდენილი ჭაბუკი, ცისფერთვალება, ვაჟკაცური აღნაგობის და ლამაზი სახით, სპორტული სიმსუბუქით შედგა სადირიჟორო ამაღლებულ სადგომზე. თავაზიანად მიესალმა მსმენელს, სიმფონიურ ორკესტრს და სწრაფი მოძრაობით ასწია ხელი. დარბაზი გაინაბა... ინტუიციის ძალით შევიგრძენი ევგენი მიქელაძეში დიდი ხელოვანი, დიდი მუსიკოსი და დირიჟორი, რომელმაც გახსნა საზღვარი ეროვნული კარჩაკეტილობისა. გადალახა ერთგვარი კონსერვატიზმი, რომლის ზეგავლენით, ნებსით თუ უნებლიედ, საქართველოში ჩაისახა ახალი ტენდენციები ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებაში. ეს იყო ახალი ყური, ახალი გაგება, ახალი გააზრება, რომელიც უფრო ახლოს აღმოჩნდა დროსთან, მის მოთხოვნებთან. კონცერტი დამთავრდა, მაგრამ ზეიმი არ დამთავრებულა… დაუმთავრებელი იყო მილოცვები, სიხარულის ცრემლები. ულოცავდა ნაცნობი და უცნობი, დიდი და პატარა. მე არ მივსულვარ მასთან, მხოლოდ ვიდექი საარტისტო ოთახის კართან, კუთხეში… ასევე, კუთხეში ვიდექი, ოღონდ უკვე მის კაბინეტში, როდესაც ჟენია მიქელაძე დააპატიმრეს, მოსკოვში საქართველოს დეკადაზე ტრიუმფალური წარმატების შემდგომ. ეს მოხდა ჩემ თვალწინ. 1937 წელი. საქართველოში მძვინვარებს დაჭერები. დასდევდნენ ძირითადად ინტელიგენციას, მწერლებს, პოეტებს, ხელოვნების წარმომადგენლებს. ყველას, ვისაც არ მიიჩნევდნენ სანდო „ელემენტად”. ყოველ დილას გვესმოდა ახალ-ახალი გვარები, სამსხვერპლოზე შესაწირად გამზადებული… 
იმ საღამოს ვიმყოფებოდი ოპერისა და ბალეტის თეატრში ზაქარია ფალიაშვილის „ლატავრას” გენერალურ რეპეტიციაზე, რომელსაც ახალგაზრდა შალვა აზმაიფარაშვილი დირიჟორობდა. წარმოდგენის შემდეგ, თეატრის მთავარი დირიჟორის, ევგენი მიქელაძის კაბინეტში გაიმართა მსჯელობა „ლატავრას” დადგმის ავკარგიანობაზე. კრებას ევგენი უძღვებოდა. უეცრად გაიღო კარი და საკმარისად ხმამაღლა მოახსენეს:
– თქვენ გთხოვენ, ევგენი სიმონის ძევ!
– მოითმინონ, – დარბაისლურად უპასუხა ევგენიმ.
ცოტა ხნის შემდეგ კარი კვლავ გაიღო. ამჯერად უკვე „ჩეკას“ ფორმიანმა „მწვანექუდამ” შემოიხედა და წამოიძახა:
– ევგენი სიმონის ძე, გთხოვთ გამობრძანდეთ.
მე იქვე კართან, კუთხეში ვიჯექი.
ევგენი გაფითრდა, როგორც ჩანს, მიხვდა, რისთვის „შეაწუხეს” ღამის თორმეტ საათზე. წამოდგა ზანტად და გაემართა კარისკენ. კრებაზე დამსწრენი გაინაბნენ, ბუზის გაფრენაც კი ისმოდა. როგორც კი კარის ზღურბლი დატოვა  ევგენი მიქელაძემ, გაღებული კარის ფარდიდან მოვკარი თვალი, როგორ სწვდა ჩეკისტი „შრომის წითელი დროშის ორდენს“ და ჩამოჰგლიჯა პიჯაკის ბორტიდან.
ელვის სისწრაფით მიიხურა კარი… მიქელაძის ადგილი დაიკავა შალვა აზმაიფარაშვილმა, რომელმაც თამამად და ყველასთვის მოულოდნელად, ხალისიანად წარმოთქვა: ამხანაგებო, განვაგრძოთ მუშაობა, ხალხის მტერს ასე მოუხდება!
ამან გამაოგნა… მივხვდი იმასაც, რომ ბალეტზე ოცნება უკვე ზედმეტია.”
ევგენი მიქელაძის აღსასრულის შესახებ, საშინელი გადმოცემები არსებობს. მას თვალები დასთხარეს. თვალებდათხრილი მუსიკოსის დაკითხვას ლავრენტი ბერიაც ესწრებოდა. დაბრმავებული დირიჟორისთვის უკითხავს: „კიდევ ამბობ, რომ ხალხის მტერი არ ხარ? მიქელაძეს უპასუხია: ლავრენტი პავლეს ძევ, არასოდეს  ვყოფილვარ ქვეყნის და ხალხის მტერი. – საიდან იცი, რომ ლავრენტი ბერია ვარ, გაიკვირვა მეორე ქართველმა. – კარგი სმენა მაქვს და ხმაზე გიცანით“, – უპასუხა მიქელაძემ. ამ სიტყვებზე, ბერიას, მისთვის რკინის ჯოხები გაუყრია ყურებში.

скачать dle 11.3