კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ინაშვილი
გვარის ფუძეა სახელი ინა.
გიორგი ინაშვილი მოიხსენიება 1711 წელს, ბერუკა აბრამიშვილის მიერ დომენტი ბენიათიშვილისადმი მიცემულ ნასყიდობის წიგნში.
ვარდისუბნელმა დიმიტრი ინაშვილმა 1818 წელს თანასოფლელ სოლომონ კედელაშვილს მიათხოვა ქალიშვილი – სოფა.
1874 წლის აღწერით, სოფელ შავსაყდარში მოიხსენიებიან პეტრე, დიმიტრი, გიორგი, ლაზარე და მიხეილ ინაშვილები.
საქართველოში 1 013 ინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 467, დუშეთში – 133, სიღნაღში –  128. არიან სხვაგანაც.
ჯალალაშვილი-ჯალალი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯალალი, რომელიც არაბული წარმოშობისაა და ქართულად სახელს, დიდებას, ძლიერებას ნიშნავს.
1843 წლიდან ჯალალაშვილები კოდაში ცხოვრობენ.
ამავე ძირისაა გვარები: ჯალალი და ჯამარიშვილი.
საქართველოში 110 ჯალალაშვილი ცხოვრობს.
ქემერტელიძე
ზოგიერთი გვარის წარმოშობა სადაურობაზე მიგვანიშნებს. ქემერტელიძის წარმოშობაც დასახლებულ პუნქტს უკავშირდება. კერძოდ, სოფელი ქემერტი ცხინვალის რაიონში მდებარეობს.
სამწუხაროდ, ამ გვარის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება ისტორიულ წყაროებსა და საბუთებში.
საქართველოში 333 ქემერტელიძე ცხოვრობს:. საჩხერეში – 225, ჭიათურაში – 48, თბილისში – 42. არიან სხვაგანაც.
გეტაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი გეტა.
სოფელ მუხათში არის სახინჯარი გეტაანი.
გადმოცემის მიხედვით, გეტაშვილი და ცეცხლაძე მონათესავე გვარებია.
პეტრე გეტაშვილი, მისი მეუღლე და შვილები მოიხსენიებიან სოფელ დიდ ენაგეთში, 1823 წელს.
საქართველოში 26 გეტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 24, კასპში – 2.
გოგბერაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგიბერი.
მოსე გოგბერაშვილი 1843 წლის აღწერაში მოიხსენიება სოფელ თონეთში.
საქართველოში 900 გოგბერაშვილი ცხოვრობს: თერჯოლაში – 329, ზესტაფონში – 236, თბილისში – 114. არიან სხვაგანაც.
დავითულიანი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დავითი, რომელიც ძველი ებრაული სიტყვაა და ქართულად საყვარელს ნიშნავს.
დავითულიანებში არსებობს გადმოცემა, თითქოს მათი გვარი დავით ულუს სახელს უკავშირდება, თუმცა ეს მოსაზრება არ მტკიცდება. გვარი წარმომდგარია დავითის კნინობითი ფორმიდან – დავითულა.
1527-1558 წლების საბუთებში მოიხსენიება უბისში მცხოვრები ვინმე დავითულიანი.
ზემო ქართლის სადროშოს მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევრის აღწერის დავთარში მოიხსენიება ტკოცაში მცხოვრები სახასო მსახური დავითულიანი ბართლომე. მას ერთი კომლი მსახური და ხუთი მოლაშქრე ვაჟი ჰყავდა.
საქართველოში 1 201 დავითულიანი ცხოვრობს: თბილისში – 297, ქუთაისში – 222, ცაგერში – 198. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3