კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

რას არ ამბობენ მამაკაცები . . .



ამბობენ,  მამაკაცები არასდროს მიდიან იმ ქალებისგან, ვისთანაც თავს კარგად გრძნობენო. მაგრამ, იცით, რა უნდა გააკეთოთ, რომ  საყვარელმა მამაკაცმა თავი კარგად იგრძნოს თქვენს გვერდით?..  აუცილებლად  წაიკითხეთ ყურადღებით.
1.  მამაკაცების უმეტესობა მშვენივრად ართმევს თავს საყოფაცხოვრებო საქმეებს: რეცხვას, საჭმლის გაკეთებას და მტვრის გადაწმენდას. ამიტომ, თუ ქალი მათ სახლის საქმეებში დაეხმარება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათგან უპატივცემულობას აიტანენ... ნუ დააყვედრებთ იმას, რომ სახლში რაღაცას აკეთებთ.
2.  მამაკაცებს კი არ ეშინიათ ძლიერი ქალების, უბრალოდ, არ მოსწონთ, როცა ისინი თავზე ახვევენ ამ სიძლიერეს.
3. ხანდახან მამაკაცი უინიციატივო ეჩვენება ქალს და არ ფიქრობს, რომ შეიძლება, მამაკაცს, უბრალოდ, არ მოეწონა ის. არ უნდა ამის დაჯერება.
4. გოგონა, რომელიც მიმტანს, ან მომსახურე პერსონალს ცუდად ელაპარაკება, მამაკაცებში იმედგაცრუებას იწვევს.
.5 მამაკაცებმა ზოგჯერ ზუსტად იციან, რა სურთ, თუმცა ქალებს ამის  ჯერ დაჯერება, მერე კი აღიარება უჭირთ.
6. ზოგიერთი მამაკაცისთვის სიმსუქნე სულაც არ არის მინუსი, ზოგიერთ შემთხვევაში კი, პირიქით, პლუსადაც კი მიიჩნევს. ამიტომ, ვიდრე დიეტებით თავს დაიტანჯავთ, გაარკვიეთ, რა სურს თქვენს გვერდით მყოფ მამაკაცს.
7.  ყველა მამაკაცს უყვარს ისეთი მიუწვდომელი ქალი, რომელიც მისთვის ადრე თუ გვიან მისაწვდომია. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია.
8. თუ მამაკაცს ქალი მიჰყავს პაემანზე, ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. ისევე, როგორც არაფერს ნიშნავს, ღიმილი, მსუბუქი ფლირტი და ხუმრობები. ქალბატონებიც ხომ იქცევიან ასე?.. შორსმიმავალ გეგმებს ნუ დააწყობთ.
9. მამაკაცებიც ქალების მსგავსად, ხშირად იცინიან  ნაძალადევად  და მოსაჩვენებლად, იმისთვის, რომ დაძაბულობა არ გამოიწვიონ გარკვეულ სიტუაციაში. ნუ მოსთხოვთ, ყოველთვის ბუნებრივი იყოს.
10.  დაბოლოს, მამაკაცები მშვენივრად ამჩნევენ, გასაპარს ფეხებს, სუნს პირიდან ან შესაღებ თმას. უბრალოდ, ხშირად ამ ფაქტს  ხმამაღლა არ ამბობენ მაშინ, როდესაც ძალიან გატაცებულნი არიან.

იდეალური ქალი . . .

ყველა მამაკაცი ოცნებობს სექსუალურ, მომხიბვლელ,   ყურადღებიან პარტნიორზე, მაგრამ საინტერესოა, რა კრიტერიუმებით აფასებენ ისინი ქალს?  რაში ხედავენ მის სექსუალურობას, მომხიბვლელობას?
ოცნებობენ  ქალ-მეგობარზე, მომავალი შვილების იდეალურ დედაზე, საკუთარი დედის მსგავს მზრუნველ ქალზე,  თუ უბრალოდ, უნაკლო გარეგნობის მქონე კეკლუც მანდილოსანზე?
გამოკითხვა  რომ   ჩაატაროთ მამაკაცებში,  რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფიზიკური სილამაზე პირველ ადგილზე არ დასახელდება.  მამაკაცებს  ბევრი საინტერესო მოსაზრება აქვთ,  რომელთა ცოდნაც ბევრს დააინტერესებს და  გამოგადგებათ კიდეც.
მამაკაცების უმრავლესობის აზრით:
1. ქალი პირველ ნაბიჯს არ უნდა დგამდეს. იდეალურმა ქალმა მამაკაცის გასაცნობად ინიციატივა არ უნდა გამოიჩინოს, რადგან მამაკაცი ქვეცნობიერად მონადირეა და თვითონ ოცნებობს ქალის მონადირებაზე.
2. იდეალურმა ქალმა უნდა იცოდეს როგორ მოუაროს თავს, ჰქონდეს საკუთარი სტილი, იყოს ხალისიანი, შეეძლოს ტკბობა თუნდაც პატარ-პატარა, ცხოვრებისეული სიკეთეებით, როგორიცაა: პარკში გასეირნება, მზიანი დღე, ან თუნდაც, გემრიელი დესერტი.
3. იდეალური ქალი   მთელი  ცხოვრების მიზნად არ უნდა ისახავდეს საქმროს ძებნას. თავის ცხოვრებას არ უნდა აფასებდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად სარფიანად გათხოვდება. არ უნდა ელოდოს არაჩვეულებრივ, იდეალურ პრინცს ცხოვრების დასაწყებად და ზემოდან არ უნდა უყურებდეს ჩვეულებრივ, „მოკვდავ“ მამაკაცებს.
4. იდეალურ ქალს უნდა შეეძლოს, მამაკაცს ამაღლებულად აგრძნობინოს თავი: იცინოს მის ხუმრობებზე, ეუბნებოდეს კომპლიმენტებს და ბრწყინავდეს მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში.
5. ქალი არ უნდა ეძალებოდეს მამაკაცს, რადგან ის ვერ იტანს დაძალებას და თავისუფლების შეზღუდვას. არ ღირს დღეში რამდენჯერმე დარეკვა და უცოდველი კითხვის დასმა: „სად ხარ?”. კაცისთვის  მომავალ თანაცხოვრებაზე შეკითხვებიც გამაღიზიანებელია – არ სიამოვნებს ანგარიშების ჩაბარება და გაწერილი გეგმის მიხედვით მოქმედება.
6. ქალი უნდა იყოს სექსუალური, მაგრამ ზედმეტობების გარეშე.
7. ნამდვილი ქალი არ უნდა ითმენდეს უმსგავსო საქციელს. მამაკაცები ისეთ ქალს აფასებენ, რომელმაც საკუთარი თავის ფასი იცის. თუ ის შეძლებს, მამაკაცს ჩხუბისა და დაძალების გარეშე აგრძნობინოს, რომ მისი ღალატი მიუღებელია, მამაკაცი მეტად დააფასებს ამ ქალს. ის პატივს უნდა სცემდეს გარკვეულ პრინციპებს.
8. საოცნებო ქალი ყურადღებიანი უნდა იყოს, მაგრამ ზომიერად. ის უნდა ავლენდეს ყურადღების გამომხატველ ნიუანსებს, რაც მამაკაცს აგრძნობინებს, რამდენად მნიშვნელოვანია ის მისთვის. უნდა ახსოვდეს რა უყვარს მის მამაკაცს (საყვარელი კერძი, მუსიკა, თუ სხვა რამე), რა სჭირდება, რას ვერ იტანს და რა აწუხებს.
9. ნამდვილ ქალს უნდა შეეძლოს, აირჩიოს ღირსეული მამაკაცი – სერიოზული და საიმედო, რომელსაც შეუძლია, მასთან პატიოსანი და გულწრფელი იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ერთნაირი დამოკიდებულება ფულთან მიმართებაში. სანამ მფლანგველ ადამიანს დაუკავშირებ ცხოვრებას, კარგად დაფიქრება ჯობია.
10. ქალი იდუმალი, გამოუცნობი, ყოველთვის საინტერესო და დამაინტრიგებელი უნდა იყოს. მისი ხასიათისა  და გარეგნობის ცვლილება იზიდავს და აღაგზნებს მამაკაცს. 
11. დაბოლოს, იდეალურ ქალს შეუძლია, ნამდვილი სიყვარულით უყვარდეს.

скачать dle 11.3