კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ასნეულებს დაავადებული მოძღვარი საკუთარ მრევლს და რატომ არიან დღეს სასულიერო პირები განმოსილები

თანამედროვე ადამიანებს ძალიან ბევრი რამის შიში აქვთ, თუმცა მთავარი – ღვთის შიში ავიწყდებათ. რატომ უჩნდებათ მსგავსი შიშები ადამიანებს და რა ორი ყველაზე გავრცელებული ცოდვა აქვთ თანამედროვე ქრისტიანებს, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი): 

– „ღმერთმა დაგლოცოს, შეინახე მარხვა, მარხვის შემდეგ გაზიარებ, ოთხშაბათი-პარასკევის გარდა, შეგიძლია ჭამო რძის ნაწარმი, სიწმიდეს მირონი ჩამოსდის, ამა და ამ ეკლესიაში ხატებს მირონი მოსდის, წავიდეთ მოვილოცოთ, მომლოცველობაზე წავიდეთ შამფურითა და ღვინით“ – აი, სულ ეს არის ჩვენი ქრისტიანობა და სახე თანამედროვე ქრისტიანებისა. რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და მთავარი. ის, რაც გვაკლია თანამედროვე ქრისტიანებს, სულიერმა პირმა არა მხოლოდ მრევლში უნდა დაინახოს, არამედ უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში. თუ მოძღვარია დასნეულებული, ბუნებრივია, მრევლიც დასნეულებული იქნება. ამიტომაც სასულიერო პირი, რომ არ იყოს ბრმა წინამძღვარი და თავის მრევლთან ერთად არ ჩავარდეს ორმოში, ამისთვის საჭიროა, კარგად იცოდეს და იაზრებდეს იმას, რასაც ქადაგებს. როგორ ხდებოდნენ წარმართები და ვინ იყვნენ ქრისტიანები? ჯვრები ეკეთათ? – არა, რამე განსაკუთრებული ატრიბუტი ჰქონდათ ჩაცმულობაში? არაფერი. ნახეთ, ერთმანეთი როგორ უყვართ – ამას აფიქსირებდნენ წარმართები ქრისტიანებში. ამას ვერ დააფიქსირებ დღეს თანამადეროვე ქრისტიანებში და ზოგადად, ვერც პატარა მრევლში. ყოველთვის მოიკითხეთ თქვენი ოჯახის წევრები, ახლობლები, ნათესავები. ნუ დაელოდებით იმას, რომ გარდაიცვალოს და სამძიმარზე მიხვიდეთ, ან რომ გათხოვდება, შვილი ეყოლება – მერე შეიტყოთ ამის შესახებ. ამით იწყება ქრისტიანობა.
– რა არის თანამედროვე ქრისტიანების დამახასიათებელი პირველი ნიშანი?
– პირველი, ეს არის მცირედმორწმუნეობა.  როგორც კი ოჯახში, ან სამსახურში შეგვექმნება პრობლემა მაშინვე დაეჭვებულები, შეშინებულები ხან იქით მივეხეთქებით, ხან – აქეთ. რომ ვეკითხები ადამიანებს: რატომ არ დადიხართ ეკლესიაში, მპასუხობენ: პრობლემები მქონდა. როცა პრობლემები მქონდა, არ დავდიოდი და ვერ დავდიოდიო. ასეთ დროს უფრო გინდა ღმერთი, რადგან ჩვენს ღმერთს ჰქვია: ცხებული, მხსნელი, მესია, მაცხოვარი. მცირედმორწმუნეობა შობს უმეცრებას. ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ სწამს, სინამდვილეში, სწორად არ სწამს. როცა ძალიან ცხელა, ადამიანი თავს აძლევს უფლებას, დაისვენოს, რის უფლებაც, რა თქმა უნდა, აქვს და ეს აუცილებელიც არის. ის ვარდება დავიწყების ცოდვაში, ავიწყდება ვინმე. ხშირად სასულიერო პირებს ავიწყდებათ ვინ არიან, ფოტოებს დებენ სოციალურ ქსელში: მეც ხომ ადამიანი ვარ. რა თქმა უნდა, ადამიანი ხარ, უნდა წახვიდე სტადიონზეც, შვილებიც უნდა გაასეირნო, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, ვინ ხარ. ვინმეს უნახავს მოციქულები, ან პატრიარქი, წმიდა მამები განმოსილები, ან ისეთ მდგომარეობაში, რომ დასჭირვებოდათ იმის თქმა: მერე რა, მეც ხომ ადამიანი ვარ და რა მოხდაო. ადამიანი კი ხარ, მაგრამ უნდა გახსოვდეს, ვინ ხარ: ჯერ ხარ ქრისტიანი, შემდეგ ღვთისმსახური, მრევლი და მერე – ჩვეულებრივი მოკვდავი. როცა მაცხოვარი მეორედ მოვა, ეტყვი: რომ მცხელოდა, რა მექნა; მაპატიე თუ შემრცხვა ზღვაზე რომ ვიყავი; სტადიონზე რომ ვიყავი. თუ შეგრცხვა, მაშინ რატომ მიდიოდი? არ უნდა დაგავიწყდეს, ვინ ხარ და ისე დაისვენო, ისე მოიქცე, ისე გიყვარდეს მოყვასი, ოჯახის წევრები, რომ შენს მღვდლობას არანაირი ბიწი არ მიადგეს. წმიდა მამები ამბობენ: დავიწყება, ეს ნიშნავს, რომ არ ვიცი, რა არის ქრისტიანობა. მავიწყდება და ვცხოვრობ ისე, ვინც არ იცის რა არის ქრისტიანობის არსი და მიზანი. ასეთი ადამიანები დღეს ძალიან ბევრნი არიან. ახსოვთ, რომ ქრისტიანები არიან, მაგრამ ურწმუნოებითა და წარმართებივით ცხოვრობენ. რატომ მომრავლდა ამდენი სექტა, ამდენი ათეისტი და ანტითეისტი. ეს ყველაფერი ქართველი მართლმადიდებლების ბრალია. ჩვენ რომ ვიყოთ კარგი მართლმადიდებელი ქრისტიანები, როგორც სერაფიმ საროველი ამბობს: ჩვენ გარშემო ათასები ცხონდებიან. მაგრამ უმეტესობა ქრისტიანებისა ნათელმხილველებისა და მჩხიბავების წინასწარმეტყველებით ცხოვრობს, შეშინებულები არიან.
– ადამიანების გარკვეული ნაწილი მუდმივად ელოდება სასწაულებს, განსაკუთრებით, როცა საქმე მეორედ მოსვლას ეხება.
– იქნება განსაკუთრებული მოვლენები და მამამთავარი სასწაულებისა იქნება ანტიქრისტე, რომელიც ძალიან ბევრ სასწაულს მოახდენს. თანდათანობით ხდება საზოგადოების შემზადება  იმისთვის, რომ ბევრი სასწაული უნდა მოხდეს. იმის მაგივრად, რომ ჭეშმარიტებაში გაერკვას საზოგადოება, პირიქით, ანტიჭეშმარიტებითა და ანტირელიგიური საკითხებით არიან დაინტერესებულები. სახარებაში კარგად წერია, რომ, სადაც არ იყო შიში, იქ დაეცა მათ შიში. არაფერია საშიში და ადამიანს ეშინია. ყველაფრის შიში არსებობს, გარდა ღვთის შიშისა. ვინც ღვთის შიშით ცხოვრობს, მას ვერაფერი შეაშინებს. იმდენად გავრცელდა მცირედმორწმუნეობა და უმეცრება, რომ დღეს სამარცხვინო მდგომარეობამდე მივედით. ხშირად, როცა რაღაც მოვლენები ხდება, იქ მიდიან სასულიერო პირები, ასხურებენ წმიდა წყალას, მაგრამ რამდენიც უნდა ასხურო, ლიტანიობა რამდენჯერაც უნდა ჩაატარო, ადამიანს არაფერი ეშველება, თუ მას მიმღებლობა არ აქვს. მაცხოვარიც ქადაგებდა, კურნავდა, მაგრამ ვინც იღებდა, ის იკურნებდა, ვინც არა – არ იკურნებოდა. ადამიანი თავისი სარწმუნოებისამებრ იღებს ყველაფერს. როცა ადამიანი არ არის ღმერთთან, ის ავტომატურად არის ბოროტ სულთან. ბოროტ ძალას თავისი სახარება აქვს, თავისი სწავლება, ბიბლია, თავისი წმიდა მამები ჰყავთ – ტელევიზორი ჩართეთ და ნახავთ. გვამზადებენ ანტიქრისტეს მოსასვლელად ცრუ წინასწარმეტყველები, ცრუ მქადაგებლები. პირველ საუკუნეში, როცა ვინმე იტყოდა, ქრისტიანი ვარო, ძელზე კიდებდნენ, ნავთს ასხამდენენ და ღამე ცეცხლს უკიდებდნენ. ცეცხლმოკიდებული ქრისტიანის სხეული კი ანათებდა. ძალიან  მეეჭვება, რომ დღეს ვინმე თავისი ცხოვრებით ანათებდეს. მეორე მდგომარეობა: ეს არის უდებები, სიზარმაცე, რომელიც განსაკუთრებით სიცხეში იჩენს თავს. ყველაფერი ვიცი, მახსოვს, მაგრამ მეზარება გაკეთება და ისე ვცხოვრობ, როგორც წარმართი. დავიწყება და უდებება – ეს არის ცოდვები, რომლის დაფიქსირებაც შეგვიძლია საკუთარ თავში. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პოლიტიკოსები თავიანთი პოლიტიკით არიან დაკავებულები, უამრავი თანხა იხარჯება იმაში, რომ გავიდნენ და მივიდნენ შტურვალთან და გემი, რომელიც იძირება, ბოლომდე ჩაძირონ; კაიუტებიდან ამოზიდონ ის ოქრო-ვერცხლი, რომელიც დარჩენილია, რომ საკუთარ სახლებში შეზიდონ. სასულიერო პირებიც განმოსილები არიან, სადღაც ერთობიან და ავიწყდებათ, სასულიერო პირები რომ არიან. დარჩა უბრალო მრევლი, პირველი ფენა, ვისზეც დგას ეკლესია. ყველა დიდი განსაცდელი სწორედ მრევლზე მოდიოდა, რადგან მას დასაკარგი არაფერი აქვს. სასულიერო პირს შეიძლება, ხარისხი აჰყარონ, სხვა ეკლესიაში გადაიყვანონ, მრევლს კი სულის გარდა, დასაკარგი არაფერი აქვს. ამიტომაც, ყოველთვის მრევლი იდგა ჭეშმარიტების საჯარადოზე.

скачать dle 11.3