კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ გამოუვალ მდგომარეობაში?
პასუხი: უპირველეს ყოვლისა, დადექით ლოცვად და სთხოვეთ უფალს, გაპოვნინოთ გამოსავალი. ასევე, იკითხეთ წმიდა წერილი და წმიდა მამათა წიგნები – მასში ხშირად მიგვითითებენ გამოსავალზე სხვადასხვა გამოუვალი მდგომარეობიდან. გარდა ამისა, წადით აღსარებაზე და სთხოვეთ მღვდელს რჩევა.
კითხვა: როგორ აფასებს ეკლესია უკანონოდ შობილ შვილებს?
პასუხი: მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არ არსებობს უკანონოდ და კანონიერად შობილი ბავშვი. ყოველი ადამიანი ფასდება მისი ზნეობრივი ღირსებით, ცხოვრების წესითა და სულიერებით. ამიტომ, ეკლესიისთვის ყველანი ერთნი ვართ.
კითხვა: როგორ უნდა შეუთავსოს ქრისტიანმა სიმდაბლე და საკუთარი თავის შეფასება?
პასუხი: სიმდაბლე გამოიხატება ადამიანის მიერ საკუთარი ნაკლის დანახვასა და სხვათა ღირსებების, მიღწევების შემჩნევის უნარში. საკუთარი ნაკლის დანახვა აუცილებელია ნებისმიერ საქმეში წარმატებისთვის.
კითხვა: როდესაც ოჯახში უთანხმოება დაისადგურებს, არ არის ურთიერთგაგება, როგორ მოვიქცეთ სიმშვიდის დასამყარებლად?
პასუხი: როდესაც ოჯახი არ იქმნება ღვთის სიყვარულით და ოჯახის შექმნის მიზანი არ არის მარადიულ ცხოვრებაზე ფიქრი და ზრუნვა, როგორც წესი, ასეთი ოჯახი მოკლებულია სიმშვიდეს. ამიტომ, ოჯახის წევრებმა უნდა იცხოვრონ ქრისტიანულად, ეკლესიური ცხოვრებით, უნდა მიიღონ მონაწილეობა საღვთო საიდუმლოებებში, თქვან აღსარება, მოინანიონ ცოდვები და სიმშვიდეს მოიპოვებენ როგორც სულში, ასევე ოჯახში.
კითხვა: მინდა, რომ ჩემს შვილს რამდენიმე ნათლია ჰყავდეს. ეკლესიურად არის თუ არა განსაზღვრული ნათლიების რაოდენობა?
პასუხი: უპირველესად, გაითვალისწინეთ, რომ ნათლიობა არა მხოლოდ ოჯახების დანათესავება, არამედ ნათლიის უდიდესი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა ნათლულის წინაშე. ნათლიამ მუდმივად უნდა იზრუნოს ნათლულის სულიერ ცხოვრებაზე. ამ მოვალეობის შესრულება ერთ ადამიანსაც შეუძლია, თუმცა შეგიძლიათ, ბავშვი რამდენიმესაც მოანათვლინოთ. ეცადეთ, აქაც, ისევე როგორც ნებისმიერ საქმეში, ზომიერება დაიცვათ.

скачать dle 11.3