კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვაჭრობა თურქულად

ანუ მივებაროთ ერდოღანს

 მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტი თავის რუს კოლეგას დაუტკბა და არათუ ფიცვერცხლს გაუსინჯეს გემო, ლამის ერთმანეთზე დაქორწინდნენ, ისეთმა სიყვარულმა ამოფეთქა მათ შორის: ასე განსაჯეთ, თვით „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობის განახლებაზეც კი მოილაპარაკეს.
მოგვიანებით კი, ანუ, რაც გაირკვა, რომ თურქი და რუსი სისხლისმიერი ძმები არიან, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახმელეთო ოპერაციაც წამოიწყო სირიის ტერიტორიაზე და, ამის პარალელურად, საგრძნობლად შეასუსტეს ქურთების პოზიციები (სირიელი ქურთების დასუსტება კი იმიტომაა თურქეთის ინტერესი, რომ ირიბად აღკვეთოს თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქურთების მხრიდან ავტონომიის  მოთხოვნა).
და თუმცა ამ ამბავს, ერთი შეხედვით, რუსეთის მხარდაჭერის სუნი ასდის, სავარაუდოდ, მთლად მასეც ვერ იქნება საქმე. ვერ იქნება, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, თურქეთს აშშ-ის თანხმობის გარეშე ემოქმედა, იმ მარტივი მიზეზით, რომ „უნატოოდ“ თურქეთს ირანი და რფ ცოცხლად შეახრამუნებენ.
ასეა თუ ისე, ერთ-ერთი თურქული გამოცემა (Haberturk) იტყობინება, რომ ევროკავშირი და თურქეთი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე შეთანხმებულან. და ის ოქტომბრის დასაწყისიდან უნდა ამოქმედდეს. იმის გათვალისწინებით, რომ დანარჩენი თურქული მედია დუმს, რთული სათქმელია, ზემოხსენებული გამოცემის ინფორმაცია ინფოა თუ დეზა.
ოღონდ, ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარაა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი დასავლეთთან ვაჭრობს და მას შემდეგ, რაც სანაქებო ბიჭის როლის შესრულება, სავარაუდოდ, მოსწყინდა (ან კი როგორ არ მოსწყინდებოდა, რაც ევროკავშირის კართან აყურყუტეს?!).
როგორც უნდა იყოს, ცხადია, არც ჩვენს პოლიტიკოსებს აწყენდათ, მიბარებოდნენ ბ-ნ ერდოღანს (ვაჭრობას მაინც ისწავლიდნენ), რადგან ისიც ცხადია, რომ ფრიად არაპროდუქტიულია ყველაფერზე თავის ქნევა (კონტუზიანივით), გინდა პარტნიორი იყოს, გინდა – სტრატეგიული პარტნიორი და გნებათ, თვით სულზე უტკბესი სტრატეგიული პარტნიორი. იმ მარტივი ლოგიკით, რომ მონები – საბოლოოდ – მაინც არავის ეპიტნავება, არც ძმობაში, არც – ყმობაში. –

скачать dle 11.3