კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

ვისთვის გადაიქცა პრინცად რომან დოლიძე და რატომ მალავს ის სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში მეუღლის ვინაობასა და გარეგნობას

„მიყვარს და მაინტერესებს ქართული ტრადიციები, ის რისთვისც ჩვენი წინაპრები თავს დებდნენ, რისთვისაც ცხოვრობდნენ ჩვენი მამა-პაპანი. მცხეთაში ძველი ქართული ხანჯალი ვნახე, ხელში რომ დავიჭირე, გამაჟრიალა – ის ხომ ოდესღაც ვიღაც ქართველს ეჭირა, რომელიც თავისი იდეისთვის სულს ლევდა. ყველაფერი მაინტერესებს ჩვენს ისტორიაში – ის გზა, რომელიც გავიარეთ; უფრო მეტად მინდა სიღრმეებში ჩასვლა და რაც მთავარია, ძალიან მინდა, ერთი წვეთით მაინც ვგავდე ჩვენს წინაპრებს,“ – ეს სიტყვები წარმატებულ სპორტსმენს, მწვრთნელს, რომან დოლიძეს ეკუთვნის, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, საქართველოს სახელით ასპარეზობს და არაერთი ჯილდოსა თუ მედლის მფლობელია. ის გრეპლინგში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი და ასევე, უკრაინის მრავალგზის ჩემპიონია, ამასთანავე, ძალიან წარმატებული მწვრთნელიცაა. ცოტა ხნის წინ რომანი დაქორწინდა. მე მას კიდევ ერთხელ ვულოცავ დაოჯახებას და დიდ ბედნიერებას ვუსურვებ.
რომან დოლიძე: ჩემი მეუღლე უკრაინელია, მაგრამ უკვე ჩემს გვარზეა – დოლიძეა. დიდი ხანია, ვიცნობ, დაახლოებით 13-14 წლის რომ იყო, იქიდან. ანსამბლის სოლისტი იყო. მღეროდა, ცეკვავდა და ასეთ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე ხშირად ვხვდებოდი. სულ ჩემ თვალწინ ტრიალებდა. სხვადასხვა კონკურსშიც მონაწილეობდა, მოდელიც იყო, რაღაც გადაღებებიც ჰქონდა, მოგებული აქვს „მინი-მის უკრაინა“, „მინი-მის მსოფლიო“. მაგრამ, მას შემდეგ, რაც მე გამოვჩნდი მის ცხოვრებაში, ვთხოვე,  ეს ყველაფერი დაემთავრებინა. ახლა ამ ყველაფრისგან შორს არის, ხანდახან მღერის შინაურებისთვის. სამედიცინოზე ჩააბარა.
– როდის გაგიჩნდა მის მიმართ გრძნობა?
– 16-17 წლის რომ გახდა. ახლა 18 წლის არის. მივდიოდი მასთან ოჯახში. მშობლებმაც იცოდნენ, სერიოზული ურთიერთობა რომ გვქონდა. თუმცა, ქართულ სტილში. ყველამ იცოდა, რომ საცოლე და საქმრო ვიყავით. დედამისი მიყვებოდა: პატარა რომ იყო, სოციალურ ქსელში გნახა, მეგობრობა გამოგიგზავნა და რომ დაუმეგობრდი, ჩემთან გამოიქცა, მახარაო. დაბადების დღეს თუ მივულოცავდი ინტერნეტით, თურმე მაშინაც გარბოდა დედასთან და ანახვებდა. მერე ჩვენი ურთიერთობა ისე განვითარდა, ყველამ იცოდა, რომ ბოლოს ერთად ვიქნებოდით. მას უყვარს ყველაფერი ქართული. ძალიან უყვარს საქართველო და მეუბნება: სწავლას რომ დავამთავრებ, მინდა, საქართველოში ვიცხოვროო. გვარის მიღებაზეც არ იყო წინააღმდეგი – ჯერ გათხოვილიც არ იყო და ამბობდა: დოლიძე ვარო.
–  ქორწილი ბათუმში გადაიხადე...
– ბევრი სტუმარი გვყავდა ამერიკიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან – ჩემი მოსწავლეები, მწვრთნელები. კაბა ძალიან არაორდინარული ეცვა, ხელით ნამუშევარი. ქორწილის დღეს ვნახე სახლში, წამოსაყვანად რომ მივედი, ძალიან ლამაზი იყო. მაკიაჟმა ცოტა ქართული შტრიხები შეჰმატა. ქორწილში ორი სიმღერა იმღერა: ერთი მე მომიძღვნა, მეორე – მშობლებს, მეორე დღეს კი – „საქართველოო ლამაზო“. ცოტას ვნერვიულობდი, რადგან ჩემთან მანამდე არასდროს უმღერია. კარგად იმღერა, არ მოველოდი, თბილი ემოციები აღმიძრა. ჩემმა მოსწავლეებმა საოცარი სიტყვები მითხრეს, ამაღელვებელი იყო. ორდღიანი ქორწილი გვქონდა და მერე ყაზბეგში წავედით. მინდოდა, ძველი, საინტერესო ადგილები მოგვევლო. შემდეგ მცხეთაში წავედით. რუსულენოვანი გიდი ავიყვანეთ, რომ მისთვის ყველაფერი მოეყოლა. ჩემი მეუღლე ყოველთვის ბედნიერი და კმაყოფილია, როდესაც ჩემ გვერდით არის.
–  მგონი, შენ მისთვის პრინცი ხარ.
– ადრე მეუბნებოდა: ჩემთვის პრინცივით ხარო.
– სოციალურ ქსელში დადე ფოტოები, სადაც შენი მეუღლის სახე კარგად არ ჩანს და ისიც მითხარი: მინდა, იცოდნენ, რომ ცოლი მოვიყვანე, მაგრამ ვინ მოვიყვანე, ამის გახმოვანება არ არის საჭიროო. რატომ ასაიდუმლოებ ამ ყველაფერს?
– არ ვასაიდუმლოებ, უბრალოდ, არ მინდა, ჩემი პირადი ცხოვრება საჯაროდ იყოს გამოტანილი. ისედაც ჩემ შესახებ ბევრი რამ არის ინტერნეტში. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, მხოლოდ ჩემთვის იყოს, ჩემს ხელში. ისიც თანახმაა – ყველაფერს ხვდება, ნორმალურად რეაგირებს. კომპრომისზე მოდის, იცის, რა უნდა. რთული ხასიათი მაქვს, სპორტმენი ვარ, მაქსიმალისტი, ახალგაზრდა მწვრთნელი. ლიდერობის მომენტი ღვივის ჩემში. მინდა, ყველაფრის მმართველი ვიყო, მაქსიმალურად კარგად გავაკეთო. კარგია, რომ ისეთი მეუღლე შემხვდა, ამ ყველაფერს იგებს. ხანდახან ბევრს ვვარჯიშობ, რთული დღეები მაქვს და თუ ზედმეტი მომივა, ამას ჩუმად მიიღებს ხოლმე, როგორც დიდი, დაღვინებული ქალი. მერე, მეც ვხვდები, რომ ასე არ უნდა მექნა.
– როგორც ვიცი, შენს კარიერაშიც  ბევრი წარმატებაა.
– ჩვენი კლუბი ოდესაში ძალიან წარმატებულია. თუკი ვინმე სპორტსმენი ჩამოდის ოდესაში, ჩვენთან კლუბში მოდის სავარჯიშოდ. ასე მოვიდა ამერიკიდან ერთი, რაღაც ტურნირისთვის მოვამზადე და შემდეგ მე დამპატიჟეს ამერიკაში. იქ თვე-ნახევარი ვავარჯიშებდი. ამასთანავე, ამერიკის პირველობაზე მივიღე მონაწილეობა, მაგრამ იქ რომ გავსულიყავი, ფლორიდის ჩემპიონატი უნდა მომეგო და მოვიგე. შემდეგ დამპატიჟეს კომერციულ ტურნირზე, რომელიც, ასევე მოვიგე და ბოლოს ამერიკის ღია ჩემპიონატშიც გავიმარჯვე, სადაც ქამარი გადმომცეს. თუ კლუბური ჩემპიონატები არ არის, სადაც ჩემი კლუბის სახელით ვმონაწილეობ, საქართველოს სახელით გამოვდივარ. სამწუხაროდ, საქართველოში გრეპლინგს ყურადღებას არ აქცევენ და როცა მჭირდება, ქართული ფორმა ან ნაკრების ფორმა, საქართველოდან მისი მიღება შეუძლებელია. ახლა მინდა, მონაწილეობა მივიღეო აბუ-დაბიში – აბუ-დაბის პრინცის მიერ დაარსებულ ჩემპიონატზე, რომლის საპრიზო ფონდი მილიონი დოლარია. როგორც ოლიმპიადა, ისეთი ჩემპიონატია სპორტსმენის კარიერისთვის. მასში მხოლოდ კონტინენტების ჩემპიონები მონაწილეობენ. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონიც ვარ, მაგრამ, იმ საკვალიფიკაციო ჩემპიონატების, რომლითაც უნდა მოვხვდე ამ ტურნირზე, ჩემპიონი არ ვარ. წელს ვემზადები ამისთვის.

скачать dle 11.3