კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეხმარება სიმსივნით დაავადებულებს ტკივილისა და დეპრესიის მოხსნაში „კამელინი“ და რა დადებით ზეგავლენას ახდენს ის ადამიანის იმუნურ სისტემაზე

„თბილისელების“ დახმარებით, ჩვენს მკითხველს არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია ნატურალური თაფლისგან დამზადებული, ქართული პრეპარატის – „კამელინის“ ამპულების, კაფსულების, მალამოს, სანთლებისა და სპრეის შესახებ. ამ პრეპარატის შექმნის ისტორია, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში დაიწყო, ცნობილი ქირურგისა და მეცნიერის – ბენედიქტე (ძაგული) მაღლაკელიძის თაოსნობით სწორედ იმ დროს, როცა არ არსებობდა ეფექტური საშუალება სხვადასხვა ბაქტერიული და სიმსივნური დაავადების სამკურნალოდ. ამ დროიდან დაიწყო პრეპარატის ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების ხანგრძლივი პერიოდი.  დღეს კი მიმდინარეობს „კამელინის“ თვისებების ახლებური კვლევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინფორმაცია „კამელინის“ სამკურნალო თვისებების შესახებ, დიდი ხანია, საქართველოს ფარგლებს გასცდა და დღეს უკვე არაერთი ქვეყნიდან ჩამოდის დელეგაცია, რომელსაც სურს, საკუთარ ქვეყანაში „კამელინის“ დარეგისტრირება და შეტანა.
 პრეპარატი „კამელინი“ აძლიერებს იმუნურ სისტემას, თრგუნავს სიმსივნის უჯრედებს და აფერხებს მათ გამრავლებას. პრეპარატ „კამელინით“ ჯერ კიდევ მაშინ იკურნებოდნენ, როდესაც ის ასეთი პოპულარული არ იყო, რასაც უამრავი მადლობის წერილი ადასტურებს. განკურნებული პაციენტები თუ მათი ოჯახის წევრები წერენ „კამელინის“ უნიკალური თვისებების შესახებ და მის ავტორს დიდ მადლობას უხდიან გამოგონებისთვის. ერთ-ერთ პაციენტს ჰქონდა სწორი ნაწლავის სიმსივნე. გაუკეთეს ოპერაცია. ძალიან მძიმედ იყო. მან მხოლოდ „კამელინით“ განაგრძო მკურნალობა და ხუთი კურსის შემდეგ გამოკეთდა: შეჩერდა სიმსივნური წარმონაქმნის ზრდა, გაქრა მეტასტაზები და პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. რამდენიმე ავადმყოფმა, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, დაიწყეს „კამელინით“ მკურნალობა და სიცოცხლე გაუხანგრძლივდათ. ფაქტია, რომ „კამელინის“ გამოყენებით ადამიანებს უხანგრძლივდებათ სიცოცხლე და უუმჯობესდებათ ჯანმრთელობის ხარისხი. ერთ პაცინეტს ფილტვის სიმსივნე ჰქონდა. ისრაელშიც იყო, მოსკოვშიც... ყველგან უთხრეს, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ექვსი თვეა. მან სამი წელი იცოცხლა და, რა თქმა უნდა‚ მკურნალობდა „კამელინით“. თან‚ აქტიურად ცხოვრობდა, ტკივილი არ ჰქონია, მხოლოდ ბოლო ერთი თვე იწვა. მაგალითად‚ ერთი პაციენტი 15 წლის განმავლობაში მკურნალობდა ჯერ უშვილობის გამო, შემდეგ წყლული გაუჩნდა, რომელიც არ შეხორცდა, მერე მედიკამენეტური ინტოქსიკაციაც დაემართა. ბოლოს ყველანაირ მკურნალობას დაანება თავი, „კამელინის“ გამოყენებაზე გადავიდა და, როგორც თავად თქვა, პირველი კურსის ჩატარების შემდეგ, მოეხსნა ინტოქსიკაცია, ექვსი კურსის ბოლოს კი წყლული შეუხორცდა. ეს მისი ექიმისთვისაც ძალიან საინტერესო და გასაოცარი ფაქტი იყო. ხშირია ისეთი პაციენტების რაოდენობა, რომლებიც „კამელინით“ მკურნალობენ ვაგინალურ ინფექციებს. ასევე‚ არაერთი პაციენტია, ვინც ბაქტერიულ-ვირუსული ვაგინიტების დროს, ჭარბი გამონადენისა და ქავილისას მოდიან და იწყებენ მკურნალობას სანთლებით. ზოგს‚ პარალელურად‚ ნემსიც სჭირდება და შემდეგ უკვე თავს ძალიან კარგად გრძნობენ. „კამელინი“‚ ასევე‚ ძალიან კარგად მოქმედებს გახანგრძლივებული ბრონქიტების დროს, როდესაც თითქმის ამოწურულია ანტიბიოტიკოთერაპია. 
 დღეს ონკოლოგების გარკვეული ნაწილი უკვე ღიად  საუბრობს  „კამელინ მ 1-ისა“ და „კამელინ მ 2-ის“ გამოყენებით მიღებულ იმ შედეგებზე, რაც მიღწეულია სხვადასხვა სიმსივნის, უმძიმესი დიაგნოზის მქონე პაციენტებში. შედეგი ასეთია: ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ნარკოტიკული საშუალებების შემცირება, რიგ შემთხვევებში, დროებით მოხსნა, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება, მადისა და ენერგიის მატება, დეპრესიული ფონის მოხსნა, მეტასტაზური სიმსივნის რეგრესი. განსაცვიფრებელი შედეგი იყო 55 წლის ქალბატონის შემთხვევაში, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობდა წლების განმავლობაში და სწორედ იქ დაუსვეს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი – მეორე სტადიიდან მესამეში გარდამავალი ავთვისებიანი სიმსივნე. გაიკეთა ოპერაცია და განაგრძო მკურნალობა – გაიკეთა ქიმიოთერაპია. 5 წლის განმავლობაში ყოველ 6 თვეში ერთხელ იკეთებდა ანალიზებს. არ ჰქონდა მაინცდამაინც კარგი პასუხები. ისევ ცუდად იყო, აწუხებდა გაუსაძლისი ტკივილები. ერთ დღესაც მას საქართველოდან ახლობლები დაუკავშირდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია „კამელინის“ შესახებ. თბილისში ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, გაუგზავნეს პრეპარატი და მან დაიწყო „კამელინის“ კაფსულების სმა, ასევე, სანთლების გაკეთება. სულ მკურნალობის ოთხი კურსი ჩაიტარა და როგორც თავად ამბობს, თავს ძალიან კარგად გრძნობს, არ აწუხებს ტკივილები. რაც მთავარია,  ჩაიტარა გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ სრულიად ჯანმრთელია. ის მთელი მკურნალობის განმავლობაში მხოლოდ „კამელინს“ იღებდა. ამიტომაც დღემდე ამ პრეპარატისა და მათი შემქმნელების მადლიერია.
ნათია (32 წლის): ჩემს დეიდას ცოტა ხნის წინ დაუსვეს კუჭის სიმსივნის დიაგნოზი. მაშინვე დაიწყო მედიკამენტებით მკურნალობა, მაგრამ, არცთუ ისე კარგი შედეგი იყო. დიდი ხანია, თქვენი ჟურნალის მკითხველი ვარ, „კამელინის“ შესახებაც არაერთი სტატია მქონდა წაკითხული. ამიტომ, როგორც კი შევიტყვე დეიდას მდგომარეობა, მაშინვე „კამელინი“ გამახსენდა. მის მწარმოებელთან გავიარე კონსულტაცია, დეიდასაც ვკითხე და მისი თანხმობის შემდეგ, გავუგზავნე პრეპარატი. მაშინვე დაიწყო მკურნალობა, ჯერჯერობით შედეგი არის: აღარ აწუხებს ტკივილები, ენერგიულიც გახდა, ძალაც დაუბრუნდა, გამოჯანმრთელების იმედი გაუჩნდა. „კამელინით“ მკურნალობის შეწყვეტას არ აპირებს.
P.S. ვისაც გაქვთ „კამელინთან“ დაკავშირებული კითხვები ან გსურთ, კონსულტაცია და დამატებითი ინფორმაციის მიღება ქართული წარმოების პრეპარატთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, დარეკოთ ტელეფონის  ნომრებზე: 2 -98-62-25 (ოფისი), 599-33-10-89;  599-23-03-33;  2-98-57-78;  2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87; 597-76-97-40.
მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა ¹49.

скачать dle 11.3