კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე ნუცა ბუზალაძემ და სად დაიწყო მისი სასიყვარულო ფლირტი

ბოლო პერიოდში, მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ სტილი რადიკალურად შეიცვალა – სექსუალური და ქალური იმიჯი მოირგო. როგორც თავად ამბობს, ამის სათანადო მიზეზი აქვს. ნუცა, სულ რამდენიმე დღეა, რაც საქართველოდან წავიდა და უცხოეთში კარიერის აწყობას აპირებს. რომელ ქვეყანაში გაემგზავრა ის, რატომ თქვა უარი თურქულ ფილმში მთავარი როლის შესრულებაზე და არის თუ არა შეყვარებული, ამაზე თავად გვესაუბრება.
– ნუცა, ბოლო დროს, საკმაოდ შეიცვალე გარეგნობა – სექსუალური და ქალური  იმიჯი მოირგე. რას უკავშირდება ეს ცვლილება?
– ბავშვი ვიყავი, საზოგადოებამ სცენიდან რომ გამიცნო, ახლა კი გავიზარდე. უკვე 19 წლის ვარ და ჩემი ქალურად და სექსუალურად ჩაცმა, ამიტომაცაა თვალშისაცემი. მართალია,  იმიჯი შევივალე, მაგრამ ვერ ვღალატობ სპორტულ სტილს. ჯერ არ ვარ ბოლომდე ჩამოყალიბებული, მაგრამ ნელ-ნელა ვიზრდები და ვიხვეწები (იცინის). მინდა, უფრო უკეთესად გამოვიყურებოდე, კარგ ფორმაში ვიყო. ამიტომ, ყოველდღიურად ვვარჯიშობ და დიეტასაც ხშირდ ვიცავ. სხვათა შორის, ათი კილო მქონდა მომატებული და შვიდი დავიკელი. ხუთი-ექვსი კილოც მალე უნდა დავიკლო და ფორმაში ჩავდგე. თუმცა, არ მინდა, შიმშილით დავიკლო. მირჩევნია, ჯანსაღი ცხოვრების წესით მოვიკლო. თორემ, რამდენჯერაც ვიშიმშილე და სწრაფად დავიკელი, მერე ორმაგად მოვიმატე.
– 19 წლის გოგონები, ძირითადად, სპორტულად – ჯინსებსა და კედებში გამოწყობილები დადიან, შენთვის ქალური სტილის მორგება ჯერ ადრე ხომ არ არის?
– არასდროს ვუღალატებ სპორტულ სტილს, ისე მიყვარს. მაგრამ, ხშირად მიწევს საღამოს შეხვედრებზე წასვლა და ამიტომ, იქ ქალურად და სექსუალურად უნდა მეცვას. პირიქით, მეგობრები ხშირად მეხუმრებიან, 16 წლის თინეიჯერის ასაკიდან ვერ გამოხვედიო (იცინის). მოკლედ, გააჩნია სად მივდივარ და იმის მიხედვით ვიცვამ. კვირაში ორჯერ-სამჯერ მიწევს გამოსასველელი კაბების ჩაცმა. დანარჩენ დღეებში კი სპორტულად დავდივარ.
– მინდოდა, თავად გეღიარებინა, მაგრამ არ ამბობ. ამიტომ, პირდაპირ გკითხავ – შენი იმიჯის ცვლილება პირად ცხოვრებაში სიახლეს უკავშირდება? შეყვარებული გყავს და გვიმალავ?
– (იცინის). არა, არ ვარ შეყვარებული, თუმცა, ეს ზაფხული ნამდვილად იყო ფლირტითა და რომანტიკული შეხვედრებით გამორჩეული. ახლა, ეს ფლირტი, მგონი, ნელ-ნელა სერიოზულ სახეს იღებს და ჯერ გაურკვევლობაში ვარ (იცინის). რაც შეეხება დიეტებს, ვიღაცის გამო არასდროს დავიკლებ წონაში. ამას ჩემი თავისთვის ვაკეთებ. ანუ, თუ წონაში ვიკლებ და კარგად გამოვიყურები, ეს სხვისთვის არ ხდება. უბრალოდ, მინდა, ჩემი თავი მე მომწონდეს. დიეტა ისეთი სტრესია, არცერთი მამაკაცის გამო არ ღირს მისი გადატანა (იცინის). თუ კარგია, მათ გადაიტანონ ჩვენ გამო ასეთი სტრესი და დაიკლონ! ზაფხულის პირველი თვე ვიყავი ქემერში დასასვენებლად და ისე გავსუქდი, დედაჩემი კიოდა (იცინის). ვეღარაფერს ვირგებდი და ისეთ დეპრესიაში ვიყავი, ფაქტობრივად, დანარჩენი ორი თვე ზაფხული აღარ მქონია. სარკესთან რომ დავდექი, ჩავიცვი ერთი, არ მომიხდა, ჩავიცვი მეორე და ვერ ჩავეტიე, იმ დღიდან დავიწყე ვარჯიში. მოკლედ, დეპრესია ასე დავამარცხე. სხვათა შორის, არ ვარ დეპრესიული, მაგრამ მომატებულმა ათმა კილომ დეპრესიაში ჩამაგდო. კოშმარული დღეები გადავიტანე, ოღონდ სერიოზულად. აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. კონტროლი დავკარგე საკუთრ თავზე და ამას არავის ვურჩევ. მერე დავიწყე დიეტები, ვარჯიში და ჩავდექი ფორმაში. დავიკელი და ხასიათზეც მოვედი (იცინის). ამას გარდა, ქემერიდან რომ მოვფრინავდი, ისეთ ტურბულენტურ ზონაში მოვხვდი, თვითმფრინავმა ჭრაჭუნი დაიწყო. ვიფიქრე, ჩემი ცხოვრება აქ დასრულდა-მეთქი. ჩემმა 19 წლის ცხოვრებამ კადრებად ამიარ-ჩამიარა თვალწინ, მაგრამ მერე გამახსენდა, რაც მაწერია შუბლზე, არ ამცდება და ზედმეტად რატომ ვინერვიულო-მეთქი. გავირჭვე ყურსასმენები და დავიწყე მუსიკის მოსმენა (იცინის). ახლა ვყვები ხალისით, თორემ ისეთი შიში ვჭამე, თუ ოდესმე კიდევ ჩავჯებოდი თვითმფრინავში, არ მეგონა. არადა, მიყვარს ფრენა და ხშირად მიწევს კიდეც. ამიტომ, დავძლიე ეს შიში, სხვა გზა არ მქონდა.
– ესე იგი, ბედისწერის გჯერა და ძლიერი ბუნების გოგოც ხარ. მოდი, ზაფხულს მივუბრუნდეთ. როგორც მივხვდი, ფლირტი, რომელზეც მესაუბრე და მგონი, სერიოზულ გრძნობაშიც გადადის, თურქეთში დაიწყო. ასეა?
– ფლირტი თბილისში დაიწყო და გაგრძელდა. მაგრამ, როგორც გითხარით, ჯერ გაურკვევლობაში ვარ. გავერკვევი თუ არა გრძნობებში, აუცილებლად მოგიყვებით. ფაქტია, ზაფხულში დაწყებული ფლირტი, შემოდგომაზეც გრძელდება და ჩემს ცვალებად ხასიათს თუ გავითვალისწინებთ, როგორ დასრულდება, არ ვიცი (იცინის).
– მახსოვს, უცხოეთში გინდოდა სწავლის გაგრძელება. თუმცა, ეს ვერ მოახერხე. ახლა სად ხარ და რატომ გადაწყვიტე საქართველოდან გამგზავრება?
– ადრე სხვანაირად ვუყურებდი რაღაც-რაღაცეებს, ახლა კი, რაც გავიზარდე, რადიკალურად შევიცვალე აზროვნება. უფრო რეალისტი გავხდი. თუ ადრე ამერიკაში მინდოდა წასვლა, ახლა მივხვდი, რომ თურქეთი უფრო მისაღებია ჩემთვის. ამიტომ, აქ ვარჩიე წამოსვლა და მინდა, სწავლა აქ გავაგრძელო. ჯერ ვემზადები და მომავალში გამოცდებს ჩავაბარებ სტამბულის კონსერვატორიაში. ასე რომ, სტამბულში მომიწევს გადმოსვლა და აქ სწავლა, თან, კარიერის აწყობა. ახლა, ჩემი ახალი სინგლი უნდა ჩავწერო სტუდიაში და მერე კლიპიც გადავიღო. ეს სიმღერა დამიწერა რუმინეთში მოღვაწე კომპოზიტორმა. საკმაოდ ცნობილია მისი სიმღერები. სხვათა შორის, ჩემმა თურქმა პროდიუსერმა მითხრა, რომ ჩემი სინგლი, არა მხოლოდ თურქეთის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაცაა გათვლილი.
– ნუცა, ვიცი, ერთ-ერთ თურქულ ფილმში მთავარი როლი შემოგთავაზეს. რატომ თქვი უარი?
– იმიტომ ვთქვი უარი, რომ, რა კომპენსაციაც შემომთავაზეს, მე არ მაწყობდა. როცა მთავარ როლს თამაშობ, დიდი პასუხისმგებლობაა – დღე და ღამე გადაღებებია. იმ თანხის გამო კი, რაც მათ შემომთავაზეს, ნამდვილად არ მიღირდა, ორი თვე ასე მუშაობა. თან, სცენარის ტექსტი თურქული იყო და ამისთვისაც არ ვიყავი მზად. თუმცა, გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ ძალიან მინდა თურქულ სერიალში გადაღება. თუ მსგავსი შემოთავაზება იქნება, უარს ნამდვილად არ ვიტყვი.
– ესე იგი, შესაძლოა, თურქულ სერიალში გნახოთ?
– წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ არც არაფერს გამოვრიცხავ. ამ შემოთავაზებაზე, თამამად ვამბობ, უარს ნამდვილად არ ვიტყვი.
– სოციალურ ქსელში ფოტოები ვნახე, სადაც გვირგვინი გადგას თავზე. რა ხდება,  დედოფლობაც მოირგე?
– (იცინის). დედოფლობა მოვირგე და ძალიანაც მომიხდა გვირგვინი თავზე. დახურულ საღამოზე ვიყავი მიწვეული და დავინახე თუ არა, ეგრევე თავზე დავიდგი. რომ წამოვედი, სახლში წამოვიღე. ასე რომ, დედოფლობას ვუმიზნებ. გვირგვინი არ მინდა – უკვე მაქვს (იცინის).

скачать dle 11.3