კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

როგორ გახდა ანი ჯაჯანიძე საბერძნეთის პირველი მოცეკვავე და რა შეცდომების დაშვების უფლებას აღარ მისცემს ის საკუთარ თავს

ანი ჯაჯანიძის კარიერა, დაახლოებით ერთი წელია, საბერძნეთში ძალიან წარმატებით გრძელდება. ანის ბერძენი მეწყვილე ჰყავს, რომელთან ერთადაც საბერძნეთის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, წყვილი ძალიან ბევრ ტურნირში ასპარეზობს წარმატებულად.
ანი ჯაჯანიძე: საქართველოში მე და ჩემი მეწყვილე, იაკობ ყუფუნია, დავშორდით. რაღაც უთანხმოება გვქონდა და დავრჩი ასე – მეწყვილის გარეშე. საქართველოშიც არიან კარგი მოცეკვავეები, მაგრამ კარგი პირობები ვერ ვნახე და გადავწყვიტე, უცხოეთში მომეძებნა მეწყვილე. ძალიან დამეხმარა როსტომ აროშვილი – ჩემი მწვრთნელი. მისი რჩევით, რამდენიმე პედაგოგთან გავაგზავნე ჩემი მონაცემები, რომ ვეძებ მეწყვილეს. მომწერეს: კარგი ბიჭები გვყავს და საბერძნეთში ჩამოდიო. სწორედ იმ დროს საბერძნეთში ტარდებოდა ტურნირი. მე და ჩემი მეწყვილე ვაპირებდით იქ წასვლას. თან, ათი წელია, დედაჩემი საბერძნეთში ცხოვრობს. ვიფიქრე, წავალ, ტურნირსაც დავესწრები, დედასაც ვნახავ, დავისვენებ და „პრობსაც“ გავივლი-მეთქი. ჩემი ახლანდელი მეწყვილე მომეწონა: კარგი ბიჭია, კარგი სიტუაციაა, მწვრთნელიც კარგი გვყავს. 
–  როგორც მივხვდი, ერთ-ერთი საუკეთესო მეწყვილე გყავს.
– საბერძნეთში პირველები ვართ – საბერძნეთის ჩემპიონები გავხდით. აქ საუკეთესო მოცეკვავეა, ისევე, როგორც ჩვენი წყვილი. გვინდა, საერთაშორისო ასპარეზზეც მივაღწიოთ წარმატებას.
– როგორ შეეგუვნენ ბერძენი გოგონები იმ ფაქტს, რომ საბერძნეთში ქართველი გოგონა გახდა ასეთი წარმატებული ბიჭის მეწყვილე და ერთად ამდენს მიაღწიეთ?
– არ მინდა, თავი შევიქო, მაგრამ საბერძნეთში ისეთი მაღალი დონე არ არის და ამიტომაც ჩამომიყვანეს მე. კარგი ბიჭია და რა თქმა უნდა, ბევრს ენდომებოდა მასთან დადგომა. თან, აქ გოგონები ცოტა შურიანები არიან. ჩემ გარშემო – ნაკლებად, მაგრამ არსებობს ეს პრობლემა. თუმცა, ძალიან კარგი ხალხია, მეგობრებიც მყავს და მათთან ერთად კარგად ვერთობით.
–  რა წარმატება მოგიტანათ ამ ერთმა წელმა თქვენ?
– რამდენიმე ტურნირზე გამოვედით. ეს ერთი წელი მაინც გაცნობის პერიოდი იყო – უნდა გაგიცნონ, როგორც წყვილი. ვმონაწილეობდით სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე, მსოფლიოს ღია ჩემპიონატებზე და კარგ შედეგებს ვიღებდით. 24-ეულში შევდიოდით ხოლმე მსოფლიოს ღია ჩემპიონატებზე, რომელიც ხშირად იმართება – რეიტინგულია და რაც უფრო ბევრ ქულას აიღებ, მით მეტად მიდიხარ წინ. ივნისში საერთაშორისო კონკურსზე ვიყავით ღია ჩემპიონატზე და მეხუთე ადგილზე გავედით. ვიბრძოდი ნახევარფინალისთვის და ვერ წარმოვიდგენდი, ფინალშიც თუ გავიდოდით.
– ალბათ, მაინც რთულია სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობა.
– ბავშვობაში მოცეკვავეებს რომ ვუყურებდი, რომლებიც სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობდნენ და ქართული გვარი ჰქონდათ, ვამბობდი: როცა გავიზრდები, ამას არასდროს ვიზამ, რაც უნდა მოხდეს, საქართველოს წარვადგენ-მეთქი. მაგრამ, ცხოვრება რთულია და მომიწია ამის გაკეთება.
– შენ და შენი მეწყვილე მხოლოდ პარტნიორები ხართ თუ სხვა გრძნობაც გაკავშირებთ ერთმანეთთან?   
– ძალიან კარგი მეგობრები ვართ, კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ისეთი პროფესია გვაქვს, დღის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებთ – ერთად ვვარჯიშობთ, ერთად ვასწავლით. ცოტა რთულია, პირადი ცხოვრება ავიწყო, მაგრამ ჯერჯერობით ჩემს მეწყვილესთან ერთად არაფერს ვაპირებ. არ მინდა, პირადი ცხოვრება და პროფესია ერთმანეთში ავურიო. მომავალში ვნახოთ, რა იქნება. მიყვარს როგორც ადამიანი, რომელსაც შევეჩვიე, მთელი დღე ერთმანეთს ვუყურებთ, მაგრამ ის, რომ მიყვარდეს და მისდამი ჩემი ემოცია შეიძლება, სხვა გრძნობაში გადაიზარდოს – ამაზე ჯერ არ ვფიქრობ.
– როდესაც საქართველო დატოვე, საკმაოდ რთული პერიოდი გქონდა. შენ და იაკობი დაშორდით, რომელიც მხოლოდ მეწყვილე არ იყო, შეყვარებულები იყავით. ვინ დაგეხმარა ამ პერიოდის გადალახვაში?
– ეს პერიოდი ძალიან რთული იყო ჩემს ცხოვრებაში და არავინ დამხმარებია. ზაფხულში ჩამოვედი, დედაჩემმა კი ოქტომბრამდე ვერ მოახერხა ათენიდან სალონიკში ჩამოსვლა. ტრენერთან ერთად ვცხოვრობდი, რომელმაც შემიფარა, სანამ ფეხზე დავდგებოდი და ბინას ვიქირავებდი. მთელი დღე გიჟივით ვვარჯიშობდი, არც სახლში მინდოდა, არც არსად. მთელი დღე დარბაზში ვიყავი, ოღონდ რამე მეკეთებინა და არაფერზე მეფიქრა. ძალიან რთული იყო, ისევ და ისევ საკუთარმა თავმა გადამალახვინა და დრომ... მერე მოშუშდა ყველაფერი.
– თქვი, რომ პროფესიას და გრძნობებს ერთმანეთში არ ავურევო. ეს იმიტომ, რომ ამ კუთხით ცუდი გამოცდილება გაქვს?
– კი. ჩემმა მწვრთნელმაც ორივე გაგვაფრთხილა: არანაირი პირადი ურთიერთობა, რადგან პირადში თუ რაღაც მოხდება, მერე წყვილიც დაიშლებაო. მართალიც არის, მაგრამ ყველაფერი ხდება.
– მეუღლესთან დაშორებაც საკმაოდ მტკივნეულად გადაიტანე... შემდეგ იყო შენი და იაკობის ამბავი.
– ძალიან გამიცრუვდა იმედები, მაგრამ თბილი ადამიანი ვარ, ბოროტებას გულში არ ვიტოვებ. პირიქით, ვცდილობ, სიკეთის კეთებით განვაგრძო ცხოვრება. ზოგადად, დავრწმუნდი, რომ სიჩქარე არაფერში ვარგა. უკვე 25 წლის გავხდი და შეცდომების დაშვების დრო აღარ მაქვს. ქორწინება იყო თუ სხვა რაღაც, რა შეცდომაც მაშინ დავუშვი, ვფიქრობ, აღარ უნდა გავიმეორო. ახლა კონცენტრირებული ვარ კარიერაზე, რომ წინ წავიდე. ასე რომ, პირადი მეორე პლანზეა. როცა რაღაცას  საკუთარ თავს აბრალებ, უფრო კარგი ხდება ურთიერთობა – რაღაცეებზე უკან იხევ. მაგრამ, როცა ამას მხოლოდ შენ აკეთებ, სხვა კი ფიქრობს, რომ მხოლოდ ის არის მართალი, ეს ურთიერთობა არ გამოდის.
– არ გამოგიჩნდნენ ბერძენი თაყვანისმცემლები?
– არის ყურადღება, სიმპათია... საქართველოში რომ გაივლი, ლამაზად გამოპრნაჭული, არ არსებობს, ბიჭმა თვალი არ გამოგაყოლოს. აქაც გამოგაყოლებენ, მაგრამ ისეთი ყურადღება არ არის, როგორც საქართველოში. ამიტომაც, ამ მხრივ, წყნარად ვარ: არავინ  მაწუხებს. თან, ძალიან წყნარები არიან. საქართველოში მამაკაცი შეიძლება, პატარა რაღაცაზე აფეთქდეს. რა თქმა უნდა, ესენი მამაკაცურები არიან, მაგრამ ქალებს ძალიან აფასებენ, მით უმეტეს, მეუღლეს. ღალატის თემა ქორწინების შემდეგ დახურულია, ცოლების ერთგულები არიან.

скачать dle 11.3