კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას იწვევს წყვილებს შორის ენერგეტიკული შეუთავსებლობა და რაში გვეხმარება ბალიშის ქვეშ ამოდებული დაფნის ფოთლები

სამყაროს კანონზომიერებას ექვემდებარება დედამიწის ყველა მცხოვრები. ყველაფერს თავისი დრო და გარკვეული მიზანი აქვს. ხოლო, როგორ უნდა მიხვდეთ, ვინ არის თქვენთვის ენერგეტიკულად მისაღები სასიყვარულო ურთიერთობებისთვის; როგორ უნდა მოიქცეთ თუ  რჩეულთან ურთიერთობისას იღლებით ან ხშირად გეცვლებათ გუნება და ეს სიტუაცია სისტემატურ ხასიათს იღებს, ამაზე ვესაუბრეთ  ენერგოთერაპევტ-ეზოთერიკს, ქალბატონ მანანას, რომელმაც მეტად საინტერესო ინფორმაცია და რჩევები მოგვაწოდა.

 – ქალბატონო მანანა, როდის იწყება შეყვარებულებს შორის ენერგეტიკული უთანხმოება და რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ დროს?
– იმის შესახებ, რომ უხილავი ენერგეტიკული სამყაროა ჩვენ გარშემო, ბევრს საუბრობენ. მაგრამ, რეალურად, რა როლს თამაშობს ის ჩვენს ცხოვრებაზე, ამაზე ცოტამ თუ იცის. არადა,  უიღბლო სიყვარული და ოჯახში დაწყებული უსიამოვნებები უხილავი ენერგეტიკული სამყაროს შედეგია, რომელიც თითოეული ადამიანის გარშემო ტრიალებს. პარტნიორებს შორის ისეთი  ენერგეტიკული ველის შერწყმა უნდა ხდებოდეს, რომ ერთი საერთო ენერგოველი წარმოიქმნას. ეს ორ, შეყვარებულ ადამიანს კიდევ უფრო აახლოებს და იცავს გარშემო მიმდინარე ნეგატიური ენერგიების ზემოქმედებისგან. ამიტომ, ყურადღებით უნდა მოეკიდოთ მომავალი სასიყვარულო პარტნიორის ენერგეტიკული ველის თავისებურებას. ერთ-ერთი საშიში სიმპტომია, როცა თქვენს რჩეულთან ურთიერთობისას იღლებით და ხშირად გეცვლებათ განწყობა. თუ ეს სიტუაცია სისტემატურ ხასიათს მიიღებს, აუცილებლად დაფიქრდით, რა იწვევს ამას.
– თუ ასეთი ურთიერთობა დიდხანს გრძელდება, რა შედეგებამდე მიგვიყვანს?
– დროთა განმავლობაში, ორ ადამიანს შორის ენერგეტიკული შეუთავსებლობა იწვევს კონფლიქტებს, გაუგებრობებს, დაძაბულ სიტუაციებს. როგორც ენერგოსპეციალისტი, გეუბნებით, რომ ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საფუძველია პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმა, რომლის დროსაც საერთო აურა წარმოიქმნება, რაც მათ კიდევ უფრო იზიდავს, აახლოებს და იცავს გარშემო მყოფების ცუდი მზერისა თუ თვალისგან. ასეთ შემთხვევაში, ოჯახიც მყარია და მეუღლეებიც მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს ერთმანეთის გვერდით. პირადად მე,  ბევრი მინახავს სიყვარულის გრძნობას გადაყოლილი და დაღუპული. როცა გიყვარს, გგონია მთებს გადადგამ, ყველა პრობლემას მოაგვარებ, ვერავინ შეგაჩერებს და წინააღმდეგობასაც ადვილად გადალახავ. ეს ბუნებრივია. თუმცა, ისიც ხომ უნდა გაითვალისწინო, რომ ყველას თავისი ენერგეტიკული ველი აქვს და თუ შეყვარებული წყვილის ველები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ამას უბედურების მეტი არაფერი მოაქვს. უმჯობესია, სანამ ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, მანამდე ჩაწვდეთ რჩეულის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს. ასე, საბედისწერო შეცდომებისგან დაზღვეული იქნებით. სულაც არ არის იმის გარკვევა რთული, თუ როგორ უნდა მიხვდეთ, ვინ არის თქვენთვის ენერგეტიკულად მისაღები, მით უმეტეს – ვინ უნდა აირჩიოთ მომავალ მეუღლედ და სასიყვარულო პარტნიორად. მაგალითად, თუ თქვენს რჩეულთან ინტიმური ურთიერთობისას იღლებით, ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენი ენერგეტიკული ველები შეუსაბამობაშია. ანუ, თქვენი პარტნიორი ენერგეტიკულად აბსოლუტურად განსხვავდება თქვენგან. თქვენი რჩეული თქვენგან გაცილებით მეტ ენერგიას იღებს, ვიდრე შეგიძლიათ, მას გაუნაწილოთ და მისცეთ. მისგან წამოსული ენერგია კი იმაზე მეტია, ვიდრე შეგიძლიათ მიიღოთ და ეს თქვენში არასასურველ და არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. როცა ცხოვრების თანამგზავრს ირჩევთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება რჩეულთან დამოკიდებულებისას განწყობის ცვალებადობას. კონკრეტული ადამიანის ენერგეტიკის ცოდნა დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ უსიამოვნებებს და თქვენს მომავალსაც ბედნიერი გარემო შეუქმნათ. არ ღირს გარისკვა, როცა საქმე ბედს ეხება. აქ ყველა დეტალი გასათვალისწინებელია, თუნდაც ენერგეტიკულად. სამყაროში ხომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია. რაც არ უნდა დააჯეროთ თავი, რომ ჯადო და თვალი არ არსებობსო, რეალობას ვერსად გავექცევით. თუ კარგად და საღი თვალით შევაფასებთ ფაქტებს ირგვლივ, მიხვდებით, რომ ავი თვალიც და ჯადოც საუკუნეების განმავლობაში იყო აღიარებული და მისგან დაზარალებული, არაერთი ადამიანი არსებობს. ეს საკითხი წლების განმავლობაში აქტუალური იყო და დღესაც ასეა. უბრალოდ, ტერმინოლოგია შეიცვალა და ჯადოს და ავი თვალის მაგივრად, ამბობენ ენერგეტიკული ზემოქმედების შედეგიო. როგორც მოდა, ადამიანები და ურთიერთობები იცვლება და იხვეწება, ასევეა ეზოთერიკაც. ის დღითი დღე უფრო პრაქტიკული ხდება ადამიანისთვის და თუ მას თქვენს ცხოვრებას კარგად „მოარგებთ“, გაითვალისწინებთ ამ დარგში აპრობირებულ მეთოდებს, მაშინ ბედზე საწუწუნო აღარაფერი გექნებათ. პირადად მე, როგორც ენერგოთერაპევტს, მიმაჩნია, რომ ამ დაავადებას ენერგეტიკული ვირუსი იწვევს და ის ძალიან საშიში, სახიფათოა ნებისმიერი ადამიანისთვის. ამ დაავადებისგან ყველაზე უკეთ დაცული ჯანმრთელი ენერგეტიკული გარსის მქონე ადამიანია. ასეთი გარსი კი ფიზიკური ჯანმრთელობის საწინდარია. ყველაზე ჯანმრთელი აურა მას აქვს, ვინც ბოროტებას არ სჩადის, არ არის ძუნწი, არ ამოძრავებს სამაგიეროს გადახდის სურვილი, არ წუწუნებს ხშირად, არ წყევლის გამუდმებით საკუთარ დაბადებას და სუფთა აზრები, ფიქრები, მიზნები, მოქმედებები ახასიათებს თუ ამოძრავებს. როცა  ხვდებით, რომ ვინმეს თქვენი შურს ან თქვენს მიმართ რაიმე ცუდი განზრახვა ამოძრავებს, აიღეთ ახალმოწყვეტილი დაფნის ხის ტოტები, გადააწანით ერთმანეთს, შეკარით წითელი ძაფით და დაიდეთ ბალიშის ქვეშ. ყოველი დაძინების წინ, შეყავით ხელი ბალიშის ქვეშ. შეეხეთ დაფნის ტოტებსა და ფოთლებს და იფიქრეთ იმაზე, რომ ცუდს არავის უსურვებთ; გინდათ, თქვენ გარშემო ყველა კარგად იყოს; რომ, რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველა საქმე გამოგივათ და ხვალინდელი დღე უკეთესი და წარმატებული იქნება. როდესაც ხელით ეხებით დაფნის ტოტებს, ამ დროს მავნე ენერგეტიკული ზემოქმედებისგან თავისუფლდებით. ასევე, უბრალო, სუფრის მარილს უდიდესი ენერგეტიკული მაჩვენებლები აქვს. თუ მას სასიკეთო ენერგიებით დამუხტავთ, მაშინ უდავოდ დაგეხმარებათ ცხოვრების სასიკეთოდ წარმართვაში, ჯადოს და ავი თვალის ზემოქმედების აცილება-განეიტრალებაში. აიღეთ ერთი მუჭა მარილი, ჩაყარეთ თქვენივე ხელით შეკერილ პატარა ნაჭრის ტომსიკაში და ჩამოკიდეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში მუხის ტოტზე. უმჯობესია, მუხა მრავალწლოვანი იყოს. მუხის ტოტზე ჩამოკიდებული მარილიანი ტომსიკა, დადებითი ენერგიით დაიმუხტება. თუ კარიერაში არ გიმართლებთ, მაშინ მუხის ენერგიით დამუხტული მარილი ჩანთით ატარეთ. თუ პირად ცხოვრებაში გაქვთ პრობლემები, მაშინ ბალიშის ქვეშ დაიდეთ და იძინეთ მშვიდად, მომავლის იმედით.

скачать dle 11.3