კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩხუბისთავი ბოჩია


დიდი დამრტყმელი და ჩხუბისთავი იყო ბოჩია. ერთ მშვენიერ დღეს ირაკლის (აბაშიძე)  ეუბნება:
– წამოი, ბიჯო, გევიაროთ ბაღის კიდეზე და ვიღადაოთო.
ქუთაისის ბულვარი გასათხოვარ-ცოლსათხოვების ცნობილი გადასანახულებელი იყო. დასხდნენ შუა ბულვარში ირაკლი და ბოჩია. უცებ გაჩერდა შავი „ზიმი“, გადმევიდა იქიდან ბიჭი – ბუღასავით აქვს კისერი. კია შკაფივით. მოპირდაპირე მხარეს გაჩერდა „ვოლგა“ და გადმეიკვრანჩხა ქვასანაყისხელა გოფრეიუპკიანი გოგო. წევიდნენ ერთმანეთისკენ. გედირია ბოჩია და მიაძახა ბუღას: – არ შეცთე, ბიჯო, არ მეიყვანო მაი ცოლად, თვარა გადაგიჯიშებს ოჯახსო. გამოქანდა ბუღა, დაუშვა საწნახელივით მუშტი ბოჩიას თავში. სტაცა ხელი ბოჩიამ ნაგვის ურნას და ჩამოამხო თავზე. იქანე ამბავი ატყდა – ძაღლი პატრონს ვერ იცნობდა.
ბოჩიე ჩხუბობსო – მოცვივდნენ „კუსოჩნიკები“. გააქანეს ბოჩია და ირაკლი განყოფილებაში.
– რა ვუყო ახლა ამ შობელძაღლებს. იმფერი ოჯახის შვილები მაინც არ იყვნენ. რანაირად გამოვამწყვდიო ციხეშიო, – იყვირა მილიციის უფროსმა (ჯერაც არ ჩაესვა!) და მოჩხუბრებს მიუბრუნდა, – ვითომ არაფელი მომხთარიყოს. გაგათავისუფლებთ, თუ მილიციის სკოლაში წახვალთო.
ირაკლიმ წარბები აათამაშა: – დიდად ძვირფასი წინადადებაა, ჩემო ამხანაგო ბატონო, მარა პოეტი კაცი ვარ, ლექსებს ვწერ და არ გამოვა მაი საქმეო.
შენ რას იტყვი, – გადახედა ბოჩიას უფროსმა.
მე მამას ვკითხავ, ბატონოო, – დაიმორცხვა ბოჩიამ.
ჰაიტ, შე მამაძაღლო, დღეში თითო კაცს რომ მილახავ, მაგას არ ეკითხები მამაშენს და მილიციის სკოლაში შესვლაზე გინდა მისი თანხმობაო? იღრიალა უფროსმა და მუშტი ასწია.
კარგა მითეთქვეს ჩვენი მოღადავეები და გამოყარეს გარეთ.

скачать dle 11.3