კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა „გლამურის“ ფურცლებზე ოქროს კაბაში გამოწყობილი ქართველი მშვილდოსნის სექსუალური ფოტოები და რატომ ამაყობს მისით ჰოლივუდის ვარსკვლავი, მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი

ამერიკული გამოცემა ESPN აქვეყნებს ამერიკის ტოპ-ათლეტთა გალერეას სახელწოდებით: „როგორ გამოიყურებიან ტოპ-ათლეტები ტანსაცმლის გარეშე”. მსოფილოში ცნობილ ათლეტთა შორის, ვინც ამ გამოცემისთვის გაშიშვლდნენ, ერთი ქართველიც მოხვდა – ამერიკის მოქალაქე ხათუნა ლორიგი, იგივე ქვრივიშვილი. ხათუნა 42 წლისაა. ის, საკმაოდ წარმატებული და პოპულარული ადამიანია უცხოეთში – ნომერ პირველი მშვილდოსანი, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი და მწვრთნელია. მისი სპორტული კარიერა საქართველოში დაიწყო. „შიმშილის თამაშებში” მონაწილე ვარსკვლავი – ჯენიფერ ლოურენსი სწორედ ხათუნამ მოამზადა გადაღებებისთვის და მშვილდოსნობა ასწავლა. ხათუნა ამერიკის წარმატებულ ქალ მშვილდოსანთა რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, 4-გზის ოლიმპიელი და ბევრი ჯილდოს მფლობელია. ამჟამად, ამერიკელ მშვილდოსანთა შორის საუკეთესო რეიტინგი აქვს. ჩვენ ხათუნას ამერიკაში დავუკავშირდით და ვესაუბრეთ.
ხათუნა ლორიგი: მშვილდოსნობით, სრულიად შემთხვევით, მეექვსე კლასში დავინტერესდი. კლასში შემოვიდნენ და იკითხეს, მშვილდოსნობაში ვარჯიშს ვინმე თუ დაიწყებსო. იმდენად მეზარებოდა გაკვეთილებზე სიარული, მაშინვე ხელი ავწიე (იცინის). მალე საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრებებში მოვხვდი. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სპორტის ეს სახეობა საქართველოში არავის აინტერესებდა. ამიტომაც, 90-იან წლებში, შეერთებულ შტატებში წავედი. კალიფორნიაში ვცხოვრობ, ამერიკის ოლიმპიურ ნაკრებში ვირიცხები, წარმატებული მწვრთნელი ვარ. არ დამავიწყდება, ის წლები, როცა  21 წლის გოგონას, მიყიდეს თვითმფრინავის ბილეთი, ჩავჯექი და ჩამოვფრინდი ამერიკაში. თავიდან ძალიან გამიჭირდა ფინანსურად, ამას ენის ბარიერიც დაემატა. დღეს კი საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიე და ეს მხოლოდ ჩემი მონდომებისა და შრომის შედეგია. უკვე, 21 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ – ნახევარი ცხოვრება აქ გავატარე. ვერც კი წარმოვიდგენდი მაშინ, როცა მეექვსე კლასში  ხელი ავწიე, რომ ამხელა გამარჯვებას მომიტანდა ეს შემთხვევითობა. ასეთი პოპულარული გავხდებოდი, ჰოლივუდის ვარსკვლავების გვერდით მომიწევდა მუშაობა და მათი მასწავლებლობა.  აქედან ბევრ ჩემს ახლობელსა და ნათესავს ვეხმარები. წლების წინ რომ ვინმეს ეთქვა, ეს ცხოვრება გელისო, გამეცინებოდა, არ დავიჯერებდი. მომავალში კი მინდა, ავტობიოგრაფია დავწერო და წიგნის სახით გამოვცე. სხვათა შორის, პროდიუსერებმა მომაწოდეს ეს აზრი და მითხრეს, თუ ავტობიოგრაფიულ წიგნს დაწერ, ამით არაერთი ცნობილი ჰოლივუდის რეჟისორი დაინტერესდება და შესაძლოა, ფილმიც გადაიღონო. 6-7 წლის შემდეგ, აუცილებლად დავწერ ჩემზე მემუარებს.
– საქართველოში შენ შესახებ მხოლოდ მას მერე შეიტყვეს, რაც გაირკვა, რომ „შიმშილის თამაშებში” მონაწილე ვარსკვლავი, ჯენიფერ ლოურენსი სწორედ შენ მოამზადე გადაღებებისთვის და მშვილდისრის მოხმარება ასწავლე. როგორც ვიცი, ამ ფაქტს ვარსკვლავი ყველგან აღნიშნავს და ამაყობს შენით. ასეა?
– ჰოლივუდის ვარსკვლავს, ჯენიფერ ლოურენსს სროლას ორი კვირის განმავლობაში ვასწავლიდი. ჰოლივუდში ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია და  ახლა ვხუმრობ, ავტოგრაფი მაინც ჩამომერთმია ამხელა ვარსკვლავს რომ ვასწავლიდი სროლას-მეთქი (იცინის). მეც ძალიან ვისიამოვნე მასთან მუშაობით. მხიარული, უშუალო გოგონაა. ძალიან ლამაზად, თითქმის პროფესიონალივით იდგა და კარგადაც ისროდა. მოგვიანებით, როცა ფილმს ვუყურებდი, მეამაყებოდა, რომ ჰოლივუდის ბლოკბასტერში ვუყურებდი გოგონას, რომელსაც სროლა სწორედ მე ვასწავლე. სხვათა შორის,  პრემიერაზე, წითელ ხალიჩაზე ვიყავით მიწვეული მე და ჩემი ვაჟი. იქ ვნახე და  გავიცანი ბევრი ცნობილი მსახიობი – სილვესტერ სტალონე, ჯეისონ სტეტჰემი, თევი კრუზი, ჟან-კლოდ ვანდამი, შვარცენეგერი. ლოურენსთან ერთად მუშაობა კი, ძალიან სახალისო იყო. ჯენიფერი ძალიან შრომისმოყვარე და იმავდროულად, შესანიშნავი ხასიათის ადამიანია.  ძალიან საინტერესო და მხიარულია ჯენიფერი კარგად დაეუფლა სროლას და ამით ერთობოდა კიდეც. როცა ფილმში ვნახე, მინდოდა, ყველას გაეგო, რომ  ის ჩემი მოსწავლე იყო. თუმცა, მან დამასწრო და მითხრა, როდესაც ოლიმპიადის მონაწილეთა სიაში გნახეთ, ყველას ვეუბნებოდი: ეს ჩემი მასწავლებელიაო (იცინის). მიხარია, რომ „შიმშილის თამაშების“ წყალობით, მშვილდოსნობა უფრო პოპულარული გახდა. ეს უნიკალური სპორტის სახეობაა. ასაკს, სიმაღლესა და სქესს არ აქვს მნიშვნელობა.  რაც შეეხება საქართველოს, გული მწყდება, რომ ჩემი ხალხი არ მიცნობს და მიკვირს კიდეც. მე ამერიკული ოცნება არ მქონია, უბრალოდ, აქ ჩამოსულს ერთი სული მქონდა, მოქალაქე გავმხდარიყავი. ღარიბ ოჯახში ვარ გაზრდილი და ვიცნებობდი, ამერიკის მოქალაქე გავმხდარიყავი და აქედან დავხმარებოდი ოჯახს. ახლა კი ერთის ნაცვლად, ამერიკის ორი პასპორტი მაქვს (იცინის).
– როგორც ვიცი, დედა წინააღმდეგი იყო, რომ მისი გოგონა მშვილდოსანი გამოსულიყო. ახლა თუ ამაყობს შენი წარმატებებით?
– მართალია, დედას არ უნდოდა ჩემი მშვიდლოსნობა, მაგრამ, ვერ წარმოიდგენთ, დღეს როგორ ამაყობენ ჩემით დედაც და მამაც. ერთი კვირაა, რაც ამერიკაში ჩამოვიყვანე. ამაზე დიდხანს ვოცნებობდი და ეს დღეც დადგა – ჩემ გვერდით არიან.
– მოდი, ESPN-ის ფოტოსესიაზე ვისაუბროთ, სადაც მსოფლიოს ცნობილ ათლეტ სპორტსმენებთან ერთად, ბუნებაში შიშველმა ფოტოები გადაიღეთ. ადვილად დათანხმდი თამამ გადაღებებს? არ გაგიჭირდა გადაღებებზე გაშიშვლება?
– ESPN-ის ამ პროექტში ცნობილ და წარმატებულ სპორტსმენებს იწვევენ და როცა გადაღებები შემომთავაზეს, ძალიან გამიხარდა – ეგრევე დავთანხმდი. სანამ მე დამირეკავდნენ, ჩემს მენეჯერს შეუთანხმდნენ და მან ჩემს გარეშე უთხრა თანხმობა. იცოდა, რომ წინააღმდეგი არ ვიქნებოდი. ეს, ჩემი მხრიდან, ჰოლივუდისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო. თავს არ ვიქებ, მაგრამ ასაკის მიუხედავად, საკმაოდ კარგად გამოვიყურები. ჩემი ნავარჯიშევი სხეულის გამოჩენა, ყოველთვის მსიამოვნებს, საკუთარ თავში დაჯერებული ვარ. 

42 წლის ასაკში 20-25 წლის გოგოს ტანი მაქვს. ეს ბევრი ვარჯიშისა, თონის პურებსა და მწვადებზე უარის თქმის შედეგია (იცინის). რომ არ მოგატყუოთ, ყველაფერს ვჭამ, მაგრამ ზომიერად.  როცა ფოტოები ვნახე, ძალიან მომეწონა – განსხვავებული, საინტერესო, მხატვრული თვალით გადაღებული ფოტოებია. ფოტოები სან-ფრანცისკოს წითელ ტყეში, ძალიან მაღალი ხეების ფონზე გადაიღო ცნობილმა ფოტოგრაფმა, რომელმაც, სხვათა შორის, რამდენიმე თვით ადრე, ბრედ პიტთან იმუშავა. სასაცილო იცით რა იყო? ვისაც განათება ეჭირა, ის ბიჭები თვალს მარიდებდნენ. რეჟისორი კი ეჩხუბებოდა მათ, მიანათეთ, სად იყურებითო (იცინის).
– რატომ გარიდებდნენ თვალს?
– ადვილი ხომ არ არის მამაკაცისთვის, შიშველი ქალის სხეულის ყურება? (იცინის) უბრალოდ, პროფესიონალურად იქცეოდნენ. მე მსიამოვნებს ამ ფოტოების ყურება და ვისაც არ მოსწონს, ნუ შეხედავს. ქართველებმა უნდა იამაყონ, რომ ამერიკაში, 800 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მხოლოდ 24 სპორტსმენი აგვარჩიეს ფოტოსესიისთვის, მათ შორის, 23 მილიონერი ამერიკელი და ერთი ღარიბი ქართველი. მე ეს მეამაყება. არც ფული ამიღია ამაში. ძალიან მომწონს ფოტოები.
– მიზანში კარგად ისვრი. პირად ცხოვრებაში თუ გიმართლებს ამ მხრივ?
– გაგეცინებათ და მეორედ ვშორდები ქმარს (იცინის). 2020 წლის ოლიმპიურ ოქროზე ვფიქრობ, ამისთვის ვემზადები და რა დროს მამაკაცია გვერდით (იცინის). სულ ვხუმრობ, არ გამაბრაზონ, თორემ, მე თუ ადამიანი მიზანში ამოვიღე, არ ავაცდენ-მეთქი (იცინის). ამის დასტურად, 60-ამდე ოქროს მედალი და უამრავი პრიზი ინახება ჩემს სახლში და მინდა, კიდევ შევმატო.
- გვარი რატომ შეიცვალე და ქვრივიშვილი ლორიგი გახდი?
- წლებია, ლორიგის გვარით ვასპარეზობ, ასე უფრო ბევრი მიცნობს და ადვილადაც გამოთქვამენ. ეს ჩემი პირადია და ამაზე საუბარი  არ მიყვარს.
– ჟურნალ „გლამურის“ ფურცლებზეც მოხვდი. მართლა ოქროს კაბა გეცვა?
– მხოლოდ შვიდი ოლიმპიელი აგვარჩიეს, ჩაგვაცვეს ოქროს კაბები და გადაგვიღეს ფოტოები. ისეთი ვიწრო და მოტკეცილი კაბა იყო, ძლივს ჩავიცვი, მაგრამ ძალიან ლამაზი და სექსუალურია.
– ამბობენ, შვარცენეგერი შენი ფანიაო. მართალია?
– კი გავიცანი და რამდენჯერმე ვნახე. ფოტოებიც გადაიღო ჩემთან, მაგრამ არ უთქვამს, რომ ჩემი ფანია (იცინის).
– ბევრი სპორტსმენი ოცნებობს,  ცნობილი ფირმის სარეკლამო სახე გახდეს. შენ, ამაშიც გაგიმართლა და  საბურავების ფირმა „ბრიჯსტოუნის“ სახე ხარ...
– დიახ, „ბრიჯსტოუნის“ სახე ვარ. ჩემი სპონსორია და სარეკლამო რგოლებშიც ხშირად ვჩნდები ამერიკულ ტელეეკრანებზე – მანქანის საბურავს ვესვრი ისარს. სულ ხუთ სპორტსმენს აფინანსებს ეს ფირმა და მათ შორის მეც. გინდათ, საიდუმლო გაგანდოთ? ძალიან ძლიერი ბუნების ვარ და იცით როდის ვხდები ემოციური და ვტირი? როცა ქართველი ოლიმპიადაზე გადის, იგებს და ხელს გულზე იდებს – მე ქართველი ვარო. მაშინ ცრემლებს ვერ ვიკავებ (ტირის). მეამაყება და მიყვარს ჩემი ქართველები.

скачать dle 11.3