კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ატარებთ ჩანთას, თქვენს საიდუმლოებებს გამოავლენს

 შეიძლება  უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანის ხასიათის თავისებურებების ამოცნობა იმითაც არის შესაძლებელი, თუ როგორ ატარებს ის ჩანთას.
გთავაზობთ   ჩანთის ტარების რამდენიმე ვარიანტს. ნახეთ, რომელია თქვენი და წაიკითხეთ თქვენი ხასიათის თავისებურებების შესახებ.   შესაძლოა განცვიფრებულიც კი დარჩეთ.
ა ვარიანტი – როცა ძირითადად ჩანთა ზურგზე გაქვთ მოკიდებული;
ბ  ვარიანტი – გიყვართ ჩანთის კისერზე ჩამოკიდება და წინა მხარეს, მუცელთან ატარებთ;
გ ვარიანტი –  ჩვეულებრივად მხარზე გაქვთ გადაკიდებული;
დ ვარიანტი – მხარზე ჯვარედინად გადაკიდებულს ატარებთ;
ე ვარიანტი – გირჩევნიათ, ჩანთის სახელურზე ხელი გქონდეთ მოკიდებული. ასე უფრო საიმედოა.
შედეგები
ა ვარიანტი
ენერგიული და მეგობრული პიროვნება ხართ. მუდამ   იბრძვით უსამართლობის წინააღმდეგ. არ უშინდებით მკვეთრ გამონათქვამებს. ხართ პირდაპირი,  თამამი   და მოურიდებელი. იმავდროულად,  ბავშვივით ალალი და მიამიტი, საკუთარ ინტერესებს ყველაფერზე წინ აყენებთ. არ ფიქრობთ, რომ ამით სხვას შეიძლება, უხერხულობა, უსიამოვნება შეუქმნათ. უშიშარი ხართ და ამიტომაც, თქვენზე გაბრაზება არ შეიძლება.
ბ   ვარიანტი
კარგად შეგიძლიათ   საკუთარი თავისა და ემოციების   კონტროლი.   საკუთარი თავის ფასი ზუსტად იცით.  კომპლიმენტსაც და კრიტიკასაც უემოციოდ ხვდებით. სხვისი აზრი არ გაინტერესებთ. იცნობთ  საკუთარ მინუსებსა და პლუსებს. თუ რჩევას გკითხავენ, შეულამაზებელ სიმართლეს მიახლით პირში. პირფერობა არ გამოგდით.
გ ვარიანტი
გარშემო მყოფებში სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. მაგრამ, ხანდახან, როცა უგუნებოდ  ხართ, არ გიყვართ სხვისი   მითითებების შესრულება.  ინტელექტი გამოგარჩევთ. კარგი მოსაუბრეც ხართ და მსმენელიც. დადებითი თვისებებით ხართ აღსავსე. აქტიური ადამიანი  ბრძანდებით და   გადაწყვეტილებების მიღებისას აჩქარება არ გჩვევიათ.
დ   ვარიანტი
უამბიციო ხართ.  დიდად   არ ისწრაფვით კეთილდღეობისა და ლიდერობისთვის. უფრო არისტოკრატიული, შემოქმედებითი  ნატურა   ხართ. ფული იმ შემთხვევაში   გაგიჩნდებათ, თუ მემკვიდრეობას მიიღებთ.  პრინციპში,   თქვენ არც გსურთ, იყოთ მილიონერი. თქვენ გსურთ, იცხოვროთ მილიონერივით – აი, თქვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია.  მაგრამ,  როგორ? – ამაზე ფიქრი  გეზარებათ.
ე ვარიანტი
თქვენში მუდამ ორი პიროვნება ცხოვრობს.  ამიტომაც თქვენთან ურთიერთობა და თქვენზე დაკვირვება მეტად საინტერესოა. სწრაფად შეგიძლიათ სამოსის, სამსახურის, მისამართის, აზრისა და მანერების შეცვლა.  კარგი მოსაუბრე  ხართ. გარშემო მყოფების მიმართ  კი, მეგობრული.   ნებისმიერი სიტუაციიდან სწრაფად პოულობთ   გამოსავალს. თქვენ გვერდით  მყოფი ადამიანები  მუდამ  მზად უნდა იყვნენ მოულოდნელობებისთვის.

скачать dle 11.3