კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეროტიკული მკვლელობა

ეჩვენებოდა, რეალობას მოსწყდა, ისეთი მძაფრი იყო ნეტარების, სიამოვნების განცდა... გაიფიქრა, ნეტავი, შესაძლებელია, ადამიანი სიამოვნებისგან მოკვდესო?!  ხომ კვდება, ზოგიერთი მამაკაცი ორგაზმის დროს. თუმცა ისინი მასზე გაცილებით ხანდაზმულები იყვნენ...
ქალმა თხელი, ნატიფი თითები მკერდზე დაადო. მერე ნელ-ნელა ჩაუცურა ქვემოთ. კაცმა დაიგმინა...
– ო, რიტა!.. საოცრება ხარ, არაჩვეულებრივი... როგორ მინდა, სულ შენთან ვიყო, საოცრად აღმაგზნებ. სხვა ქალთან მსგავსი არაფერი მიგრძნია.
– მეც, საყვარელო... შიშში ცხოვრებით დავიღალე. ჩემმა ქმარმა რომ გაგვიგოს... ის... ის ნამდვილი ურჩხულია. მითხრა, თუ ღალატში გამოგიჭერ, დაგამახინჯებო. ისეთ ხსნარს შეგასხამ, კანი დაგეწვას, დაგინაოჭდეს და ნაწიბურებით დაგეფაროს. მარტო თვალებს დაგიტოვებ, რომ საკუთარი ტანჯვა და სიმახინჯე დაინახოო, – როცა ამას ამბობდა, ქალი ისეთი ლამაზი იყო, ახალგაზრდა კაცს მთელ სხეულში ჟრუანტელი უვლიდა.
– ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს პრობლემა, – გადაჭრით თქვა ქალმა, – დღეს შენ ის უნდა მოკლა. იმის გაფიქრებაც კი, როგორ კლავ მას, ექსტაზში მაგდებს. ღმერთო, შენ ჩემი რაინდი იქნები, ჩემი მხსნელი... სამწუხაროდ, არ შემიძლია მისი ისე აღგზნება, რომ გული გაუსკდეს. ჯანმრთელი გული აქვს და მძიმე მუშტი... ზოგჯერ მეშინია ხოლმე მისი.
– იქნებ მხოლოდ გემუქრება, – კაცს დიდად არ ახარებდა იმის გაცნობიერება, რომ ადამიანი უნდა მოეკლა.
– არა, მე ის მომკლავს, ჯიმი... რომ იცოდე, როგორ მძულს! მთელი ცხოვრება დამიმახინჯა. ჯიმი, მიყვარხარ და სულ მინდიხარ. როცა შენზე ფიქრს ვიწყებ, ვნება მახელებს. მომისმინე, ყველაფერს ისე მოვაწყობ, ძარცვის მცდელობას რომ ჰგავდეს... სადილის შემდეგ ყოველთვის კაბინეტში მიდის, სიგარა რომ გააბოლოს და ბეისბოლს უყუროს. ბიბლიოთეკა პირველ სართულზეა. ბაღის მხრიდან ფანჯარას ღიას დავტოვებ. ვერც შეამჩნევს. ადვილად გადაძვრები ოთახში და სანამ გონზე მოვა, ხანჯლით გულს გაუგმირავ... ო, ჯიმ, რა შეიძლება იყოს ამაზე სექსუალური?!
– ჯორჯი ნაძირალაზე მეტად ნაძირალაა, მაგრამ..
– რაო, ჯიმი?! არ მითხრა, რომ შეგეშინდა! ქალი მოეხვია და თითები მის სხეულზე რიტმულად აათამაშა. ნაზად ეხვეოდა, უსინჯავდა კუნთებს, ეფერებოდა... როცა ხელი წელს ქვემოთ ჩაუცურა, კაცს ისევ შეაჟრჟოლა, ერთიანად აცახცახდა. ქალს მაჯაში ჩაავლო ხელი და მაგრად მოუჭირა. მერე ლოგინზე დააწვინა და მთელი სხეულით ზედ დააწვა... წყვილი ნეტარებას მიეცა. როცა ერთმანეთს მოსცილდნენ, ჯიმის ბედნიერი სახე ჰქონდა.
– კარგი, გაგიკეთებ ამას... დღეს საღამოს.
– დაიხსომე, სხვადასხვა იარაღი – ხანჯლები, ხმლები, ნაჯახები იქვე კიდია, კედელზე...
ჯიმი გვიან საღამოს ბაღში ფეხაკრეფით მიიპარებოდა და იმაზე ფიქრობდა, რომ ის, რასაც ახლა გააკეთებდა, კეთილშობლიური საქციელი უფრო იქნებოდა, ვიდრე მკვლელობა. მშვენიერი რიტა, რომლის მსგავსიც არავინ ყოფილა მის ცხოვრებაში და ალბათ, არც იქნებოდა, განსაცდელის წინაშე იყო. მისი იმედი ჰქონდა და ყველაფერს გააკეთებდა, რომ მოლოდინი არ გაეცრუებინა. ამ ქალმა დაავიწყა, რისთვის ჩამოვიდა ქალაქში. დაავიწყა, რომ შეიძლებოდა, სერიოზული მემკვიდრეობის მფლობელი გამხდარიყო... როცა ბარში რიტა გაიცნო, იმ დღის შემდეგ მხოლოდ ქალის შეუდარებელი სხეული ედგა თვალწინ და მისი დაუფლების სურვილით იწვოდა.
                ***
 ჯორჯი სუფრიდან ადგა და ცოლს გაუღიმა.
– შესანიშნავი სადილი იყო, ძვირფასო. უკვე დროა, ბიბლიოთეკაში გავიდე. ბრენდი დავლიო და სიგარა მოვწიო.
– ბეისბოლი? – რიტა ქმარს კისერზე ჩამოეკიდა და თავი მკერდზე მიაყრდნო.
– ბეისბოლიც, რა თქმა უნდა. შენ რას გააკეთებ?
– ჩემს ოთახში ავალ და იქ დაგელოდები. ცოტა ბრენდის მეც დავლევ.
– ჩემო საყვარელო, – კაცი ტუჩებით ფრთხილად შეეხო შუბლზე და მკერდზე მოეფერა.
***
„ეს სიგიჟეა, – ფიქრობდა ჯიმი. ის უკვე გარკვევით ხედავდა ბიბლიოთეკაში ჩართული ტელევიზორის მოციმციმე ეკრანს და სავარძელში მჯდარი ადამიანის სილუეტს... ჰო, სიგიჟეა, მაგრამ ეროტიკული სიგიჟე... რიტამ მითხრა, რომ თავის ოთახში, შიშველი დამელოდება. ხიფათის განცდა ორივეს აღგვაგზნებს... შეუდარებელი ქალია. ვნებიანი და უშიშარი. მერე ცოტა ხანს, ალბათ, ვერ ვნახავ, სანამ წარმატებით ითამაშებს უნუგეშო ქვრივის როლს. მერე კი, სულ ერთად ვიქნებით, სრულ ნეტარებასა და ვნებით გაჯერებულ განცხრომაში.
 რიტა სულ შიშველი საწოლზე იჯდა და გაფაციცებული უსმენდა, რა ხდებოდა პირველ სართულზე. მოლოდინი მტანჯველი იყო, მაგრამ ეროტიკული. გაისმა გასროლის ხმა... მალე მეორედაც ისროლეს... შიშველ ტანზე ატლასის ხალათი მოიცვა და ფეხშიშველმა ჩაირბინა კიბე.
პოლიცია მალე მოვიდა...
– დიახ, ის არის, ჯიმი ბეკლიტი... მასზე თვალთვალი გვქონდა დაწესებული მას შემდეგ, რაც ქალბატონმა წერილით მოგვმართა... როგორც ჩანს, მანიაკია, ფსიქიკურად შეშლილი... გაგიმართლათ, რომ  იარაღი აღმოგაჩნდათ, მისტერ მეიერს...
– ჰო, – ჯორჯ მეიერსმა, რიტას ქმარმა, იატაკზე გართხმულ გვამს დახედა, – იარაღი ყოველთვის საწერი მაგიდის ზედა უჯრაში მიდევს. წარმოდგენაც კი მიჭირს, რა შეიძლება მომხდარიყო, ამ ავადმყოფს ჩემს ცოლამდე რომ მიეღწია.
– ყველაფერი კარგად არის, გვამს ახლავე წაიღებენ, – თქვა ინსპექტორმა და ცოლ-ქმარს გაუღიმა, – ახლა შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ.
რამდენიმე საათის შემდეგ შიშველი ქალი კალთაში ეჯდა ქმარს და ეხუტებოდა.
– მომიყევი... ყველა დეტალი მომიყევი, ეს ისეთი ეროტიკულია...
– ფანჯრიდან გადმოძვრა და პირდაპირ ტყვია იკრა შუბლში.
– როგორ, კედლიდან ნაჯახი არ აუღია, ხელში რომ ჰქონდა ჩაბღუჯული?
– ხელში მე ჩავუდე, როცა მეორე ტყვია გულში დავახალე... ჩემი არაჩვეულებრივი ცოლი ხარ შენ. მაინც როგორ მოიფიქრე ასეთი გენიალური გეგმა. ოღონდ ამას დიდხანს ვერ გავუძლებდი, საშინლად ვეჭვიანობდი მასზე.
– ჰო, მეც ძალიან არ მომწონდა, როცა მასთან ვწვებოდი, მაგრამ ასეთი იდეალური მკვლელობა აღარ გამოგვივიდოდა. თქვი, როგორი შესანიშნავი ცოლი გყავარ... მემკვიდრეობაში ვეღარავინ შეგეცილება...
– ჰო, ორი თვის წინ, როცა ჩემი საიდანღაც გამომძვრალი დისშვილის წერილი მივიღე, მივხვდი, რომ სერიოზული პრობლემები შემექმნებოდა. ჩემს ნახევარდას ის ანდერძი ჰქონდა, რომლის მიხედვითაც მამაჩვენმა ალიმარის საბადოებზე ნაშოვნი ქონებისა და მამულის დიდი ნაწილი მას დაუტოვა. საბედნიეროდ, ჩემი და მოკვდა და ანდერძიც გაქრა. ვიფიქრე, სამუდამოდ-მეთქი,  სანამ ეს ლაწირაკი არ გამოჩნდა...
– ნუღარ ნერვიულობ, ძვირფასო... ჩვენ ის ვეღარასდროს შეგვაწუხებს. რიტა ქმარს მოეხვია, – როგორ მიყვარხარ. შენ ერთადერთი მამაკაცი ხარ, რომელიც ისე აღმაგზნებს, რომ მგონია, სიამოვნებისგან მოვკვდები.

скачать dle 11.3