კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 გოდერძიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოდერძი, რომელიც ირანული წარმოშობისაა და ძლიერ მმართველს ნიშნავს.
„1721 წელს თუმანიშვილების საკომლოების ნუსხაში მოიხსენიება გივი, მდივნის ყმა, გოდერძიშვილი“.
გიორგი გოდერძიშვილი მოიხსენიება ქაიხოსრო ციციშვილის მიერ მებურ მებურიშვილისთვის გაცემული ყმების ნასყიდობის წიგნში.
საქართველოში 1 594 გოდერძიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 648, ახმეტაში – 254, სიღნაღში – 124. არიან სხვაგანაც.
ხახანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხახანა.
1700-1719 წლებში თუმანიანთ ყმების განულების ნუსხაში მოიხსენიება ვინმე ხახანაშვილი.
ამ გვარის შესახებ, ისტორიულ წყაროებში საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
საქართველოში 806 ხახანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 785, გორში – 12, ქუთაისში – 9.
გრიგორაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გრიგოლი.
1823 წელს პატარა ენაგეთში მოიხსენიებიან სოლომონ გრიგორაშვილი, მისი მეუღლე და შვილები.
საქართველოში 96 გრიგორაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 61, ქუთაისში – 12, ბორჯომში – 4. არიან სხვაგანაც.
ნერსეზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნერსე. ამ სახელით ბევრი პიროვნებაა ცნობილი საქართველოს ისტორიაში.
გვხვდება გვარი ნერსეზოვიც, რომელიც რუსული გაფორმებით ასე ჩაუწერიათ. ამ გვარის წარმომადგენლები სინამდვილეში ნერსეზიშვილები არიან, ქართველები.
საქართველოში 186 ნერსეზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 31, თელავში – 29, რუსთავში – 6. არიან სხვაგანაც.
ჭამელაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ჭამელა.
თიანეთში მცხოვრებ გიორგი ჭამელაშვილს შეეძინა ქალიშვილი, რომელიც მონათლა მღვდელმა აბრამ თეთრაძემ და სახელად მარიამი უწოდა. ნათლია იყო გულუა ჩივაძე.
საქართველოში 69 ჭამელაშვილი ცხოვრობს. თბილისში – 53, გარდაბანში – 10, დმანისში – 2. არიან სხვაგანაც.
ადოლაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ადოლა.
ვარციხელმა სახელმწიფო ყმამ სოლომონ ადოლაშვილმა ცოლად ითხოვა ვარდისუბნელი სახელმწიფო ყმის, ნიკოლოზ თეგაძის ასული ეკატერინე. ეს მოხდა 1871 წელს.
საქართველოში 27 ადოლაშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 17, თბილისში – 8, გარდაბანში – 2.
ღონენაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ღონენა.
დიდ დალეთში მოიხსენიება რევაზა ციციშვილის ყმა გიორგი ღონენაშვილი.
საქართველოში 38 ღონენაშვილი ცხოვრობს. გორში – 13, თბილისში – 11, რუსთავში – 2. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3