კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპოვა ლავრენტი ბერიამ ბრიტანეთის „ექსტრემალური უსაფრთხოების“ სრული გეგმა

ლავრენტი ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე მას ინგლისის ჯაშუშობა დასდეს ბრალად და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცილისწამება ამ ფარსში... ისტორიკოსი, დაზვერვის ისტორიის სპეციალისტი, დოქტორი და „კაგებეს“ თადარიგის პოლკოვნიკი – არტემ გევორგიანი წერს: „გენერალური პროკურორი რუდენკო ხრუშჩოვისა და დანარჩენ შეთქმულთა „ჯაჭვგამობმული ძაღლი“ იყო და რასაც ავალებდნენ, იმას აკეთებდა. ინგლისის სასარგებლოდ „ჯაშუშობაც“ სწორედ ხრუშჩოვისა და კომპანიის იდეა იყო, რათა მარშალ ბერიას მკვლელობა გაემართლებინათ... სხვათა შორის, ბევრ პარტიულ ფუნქციონერს სჯეროდა ბერიას ინგლისის აგენტობა, რადგან ლავრენტი პავლოვიჩზე ჯერ კიდევ იატაკქვეშ, არალეგალურ მოღვაწეობისას დადიოდა მსგავსი ხმები და მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ, რომ ის „ჩეკას“ დავალებას ასრულებდა, უფრო სწორად კი, „ჩეკას“ წინამორბედი, არალეგალური ორგანოს დავალებას... ხრუშჩოვმა, როდესაც ის პოლიტბიუროს წევრი გახდა, ამ ისტორიაზე სრული სიმართლე გაიგო, მაგრამ ბოროტად გამოიყენა ეს ამბავი და უსინდისო ინსინუაციაც მზად იყო...
სინამდვილეში, ყველაფერი სრულიად სხვაგვარად მოხდა. ამ ისტორიას ბრიტანელები დღემდე საიდუმლოდ ინახავენ, რცხვენიათ და მიაჩნიათ, რომ ასეთი გაბითურებულები არც მანამდე და არც ამის შემდეგ არ ყოფილან.
განსაიდუმლოებულ სადაზღვერვო დოკუმენტებში აღწერილი „მშრალი სტილი“ ოდნავ გავაცოცხლე და ეს ისტორია ასეთია: 1917 წელს ბაქოში ბარონ როტშილდის ნავთობკონსორციუმში ახალგაზრდა ინჟინერი ნორმან ლოურენსი მუშაობდა. სინამდვილეში, ეს 23 წლის სიმპათიური ახალგაზრდა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის „მი 6-ის” თანამშრომელი გახლდათ და კავკასიაში იმიტომ გამოგზავნეს, რომ დაშლის პირას მყოფ რუსეთის იმპერიაში „სავარაუდოდ მომავალ“ სამთავრობო პარტიებში საიმედო კავშირები გაება, რაც შემდგომში ბრიტანეთის ინტერესებს გამოადგებოდა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ნორმან ლოურენსი მაღალი კლასის მზვერავი იყო. შესაბამისი სასწავლებელი წარჩინებით ჰქონდა დამთავრებული და მუშაობა იცოდა... მან სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც სრულიად ნორჩ სტუდენტ ბერიაში ბოლშევიკი იატაკქვეშელი ამოიცნო, დაუახლოვდა და ნელ-ნელა შეუდგა მის დამუშავებას გადასაბირებლად. იმ პერიოდში ბერია სულ რაღაც 17 წლის იყო და მასზე 6 წლით უფროსი ლოურენსი რას წარმოიდგენდა, რომ დაზვერვის მომავალ ასთან და სპეცსამსახურის მომავალ მარშალთან ჰქონდა საქმე. ჭკვიანმა ბერიამ თავის პირველ კურატორ ბერზინს უმალვე აცნობა ლოურენსის „ხლაფორთობის“ შესახებ და სთხოვა, ეს ინფორმაცია კავკასიის კურატორ კიროვისთვის მიეწოდებინა. ბერზინი კი კიდევ უფრო „მაღლა ავიდა“ და ბოლშევიკთა მთავრ კონსპირატორს – სტალინს აცნობა. კობამ ჯეროვნად შეაფასა ახალგაზრდა ბერიას გამჭრიახობა და ბერზინის მეშვეობით, ნება დართო, რომ სადაზვერვო თამაშში ჩართულიყო... შემდგომ, მოვლენები საუკეთესო დეტექტიური ჟანრის მსგავსად განვითარდა და „გადაბირებულ“ ბერიას კლანჭებში თავად ლოურენსი მოექცა. ბრიტანელი მზვერავი თავის უფროსობას წლების განმავლობაში ლუბიანკაზე დაწერილ დეზინფორმაციას აწვდიდა. რომელიც მასთან „წყაროს“ (ბერია) მიჰქონდა. მეკავშირედ ამ თამაშში ვინმე ალისა არმანი იყო, რომელიც „მი 6-ში“ მუშაობდა. სინამდვილეში ისიც, ბერიას მიერ იყო გადაბირებული და თავის შეფზე, ნორმან ლოურენსზე, რომელიც მისი საყვარელიც გახლდათ, ბერიასთან ამომწურავი ინფორმაციები მიჰქონოდა... მოგვიანებით კი, როდესაც ბერია საქართველოს „ჩეკას“ უფროსი გახდა, ქალმა (არმანმა) თავისი შეფის საიდუმლო სეიფს გასაღები მოარგო და 1928-1930 წლების განმავლობაში საბჭოთა დაზვერვას უკვე ხელთ ჰქონდა ბრიტანეთის სადაზვერვო ქსელის ძირითადი მონაცემები ევროპაში და რაც მთავარია, საბჭოთა კავშირში... მოგვიანებით, ანუ 30-იანი წლების მიწურულს, უკვე „ენკავედეს“ მინისტრ ბერიას სეიფში ინახებოდა ბრიტანელი კრიპტოგრაფების მიერ შედგენილი საიდუმლო კოდი და საბჭოთა დაზვერვა თითქმის სრულად აკონტროლებდა ბრიტანეთის დიპლომატიური კორპუსის ყველა საიდუმლო მიმოწერას... ყველაზე მთავარი ამ ისტორიაში ის იყო, რომ ნორმალ ლოურენსი 1940-1950 წლებში იკავებდა „მი 6-ის“ სპეციალური საბჭოს ერთ-ერთი წევრის პოსტს. ეს საბჭო კი უშუალოდ ამუშავებდა სახელმწიფოს „ექსტრემალური უსაფრთხოების“ გეგმებს და მათ განკარგულებაში იყო ყველა საიდუმლო თავდაცვითი ნაგებობისა თუ სისტემის განლაგების კოორდინატები, მათზე მიბმული ყველა მონაცემი.  ეს საბუთები ლოურენსის სეიფში იდო. ბერიას აგენტმა არმანმა მისი სრული ფოტოგრაფირება შესძლო და ბერიას გადასცა. საბჭოთა კავშირს მთელი 10 წლის განმავლობაში ჰქონდა ხელთ ბრიტანეთის უსაფრთხოების სისტემა და სურვილის შემთხვევაში, ამ სახელმწიფოს განადგურება 2 კვირაში შეეძლო... ეს ამბავი მხოლოდ 1951 წელს გახდა ცნობილი ბრიტანული დაზვერვისთვის და მართალია, არმანმა მოასწრო გაქცევა, მაგრამ, როცა ამის შესახებ თავად ლოურენსმა შეიტყო, საკუთარ კაბინეტში მოიკლა თავი... ბერიას სუპერეშმაკობისა და სუპერგამჭრიახობის მეშვეობით, ისე გამოვიდა, ვითომ გადაბირებულმა ბერიამ თავადვე გადაიბირა ბრიტანელი მზვერავის მეკავშირე და მთელი 31 წელი ისე ამუშავა თავის სასარგებლოდ, ამის თაობაზე არავის გასჩენია ეჭვი.
ამგვარად, „ბრიტანეთის აგენტმა“ ბერიამ მოახერხა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი დაზვერვის ისე გაბითურება, რომ თითქმის 70 წლის შემდეგაც კი, გველის ნაკბენივით ახსოვთ ეს ბრიტანელებს“.

скачать dle 11.3