კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რატომ ამზადებდა სტალინი რომის პაპის ვიზიტს საბჭოთა კავშირში

სტალინის სახელის „გასაშავებლად“ ანტისტალინისტი ცილისმწამებლები საბჭოთა ბელადის ანტიქრისტიანობას ასახელებენ. სინამდვილეში კი, რომ არა სტალინი, ქრისტიანობა და ქრისტიანული ტაძრები განადგურდებოდა და ამქვეყნად უღმერთობა იბატონებდა... მწერალ-ისტორიკოსი ანატოლი მედვედევი წერს: „ეგრეთ წოდებულ ხრუშჩოვისეული „დათბობის“ პერიოდში, ერთი ცრუმკვლევრისა და ცრუექსპერტის, ვინმე კონდრატ სახალინოვის სტატია გამოქვეყნდა ცენტრალურ პრესაში. მასში ის სტალინს კულტურის გამანადგურებელს უწოდებს და ამბობს, თითქოს სტალინის ბრძანებით, რუსეთსა და საბჭოეთის ქრისტიანულ ტერიტორიაზე ათასობით ეკლესია-მონასტერი განადგურდა, რაც მტკნარი სიცრუეა... ყველაზე მეტი ტაძარი საბჭოეთში 1919-1922 წლებში დაინგრა, ანუ იმ დროს, როდესაც ლენინი ცოცხალი იყო, ხელთ ეპყრა სრული ძალაუფლება და მართლმადიდებელ ქრისტიანობასთან შეურიგებელი ბრძოლა გამოაცხადა. ეს კამპანია კი შესაბამისი ბრძანებით გააფორმა, რომლის ნომერიც იყო ¹13-666/2... ბრძანება 1919 წლის 1 მაისს, პოლიტბიუროს სხდომაზე განიხილეს და იმ დღესვე დაამტკიცეს. საგულისხმოა, რომ ამ სხდომას არ ესწრებოდა სტალინი, რომელიც ამ დროს ყაზანში იმყოფებოდა გადაუდებელ საქმეზე. ორი დღის შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო და პოლიტბიუროს სხდომაც სწორედ ამ დღისთვის იყო დანიშნული. თუმცა, ტროცკისა და მისი მომხრეების ზეწოლით, ლენინმა ეს სხდომა ორი დღით ადრე, სტალინის გარეშე ჩაატარა და ასე გაჩნდა ¹13-666/2 ბრძანებულება, რომელსაც მოგვიანებით თავად სტალინმა უწოდა – სატანური... ამ ბრძანებულებაში თეთრზე შავად ეწერა, რომ „ჩეკას“ ორგანოებს სასტიკი და შეურიგებელი ბრძოლა უნდა ეწარმოებინათ სასულიერო პირების წინააღმდეგ და მკაცრად დაესაჯათ ისინი ცრუ აგიტაციისთვის (ქრისტიანული ქადაგებებისთვის). მათი სადგომები და შეკრების ადგილები (ეკლესია-მონასტრები და სენაკები) კი მიწასთან გაესწორებინათ... იმ წლეებში, „ჩეკას“ 95 პროცენტს ლენინი და ტროცკი აკონტროლებდნენ და სტალინი მხოლოდ იწყებდა „ჩეკას“ ხელში ჩაგდების პროცესს. ამიტომ, განადგურდა ათასობით ქრისტიანული ნაგებობა და დახვრეტილი, დაპატიმრებული და გადასახლებული იქნა ათასობით ღვთისმსახური, რომ არაფერი ვთქვათ მორწმუნე მრევლზე... 1922 წლიდან კი, როდესაც სტალინი გენერალური მდივანი გახდა, მან ამ ჯოჯოხეთური კამპანიის ხელის შეშლა დაიწყო და პირველი მსხვილი უთანხმოება ტროცკისთან სწორედ ამ საკითხზე ჰქონდა. სტალინს, მიუხედავად ყველაფრისა, ზუსტად 20 წელი დასჭირდა ლენინის ამ სატანური ბრძანების გასაუქმებლად. 1939 წლის 11 ნოემბერს ¹1697/13 ბრძანებულება გამოსცა, რომელშიც ასევე თეთრზე შავად ეწერა: „ჩეკას“, მილიციასა და ყველა სხვა უფლებამოსილ უწყებასა და ქვედანაყოფს ეკრძალებათ მორწმუნე ქრისტიანებთან და მღვდელმსახურებასთან ბრძოლა მათი რწმენის გამო. ამ ბრძანებულების დამრღვევი კანონის შესაბამისი წესით დაისჯება...“ კანონი კი მაშინ ადამიანის დევნისთვის 12 წლით სჯიდა დამნაშავეს. სტალინის ინიციატივით, კანონმდებლობაში შესაბამისი შესწორება შევიდა და პირადად სტალინისვე ძალისხმევით დაისაჯა „ჩეკას“ მაღალჩინოსანი ზინოვი ბრანკინი, რომელმაც მოსკოვის პოკროვსკის ტაძრის მღვდელმსახური მამა სერგი (უშაკოვი) მრევლის წინ წვერით ათრია და უცენზურო სიტყვებით გალანძღა. ბრანკინს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და გააციმბირეს. საგულისხმო ფაქტია, რომ ამ ინციდენტის დროს ბრანკინთან ერთად მაშინდელი მოსკოვის ქალაქის თავი, ნიკიტა ხრუშჩოვიც იმყოფებოდა, რომელიც მანქანაში იჯდა და არც კი გადმოსულა იქიდან. როდესაც საქმის ვითარება სტალინს მოახსენეს, მან ხრუშჩოვი დაიბარა, სასტიკად გაკიცხა და თხუთმეტდღიანი სასჯელი დააკისრა, რომლის დროსაც მოსკოვის თავი საბჭოეთის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს დიდი ცოცხით გვიდა და მოქმედ ეკლესიებს ალაგებდა.
ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში სერგი უშაკოვი ეპისკოპოსი გახდა – სტალინს ორჯერ შეხვდა და პირისპირ ესაუბრა, ხოლო საბჭოთა ბელადის გარდაცვალების შემდეგ, ბოროტმა ხრუშჩოვმა 1953 წლის მიწურულს ის უშიშროებას დააპატიმრებინა და ცილისმწამებლური ბრალი დასდო ჯაშუშობაში. ამის მიზეზად კი, მამა სერგის ვატიკანში ვიზიტი დასახელდა, რომელიც პირადად სტალინის დავალებით შედგა... მამა სერგი 1961 წელს გათავისუფლდა ციხიდან (ის 1977 წელს ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა), ციმბირის პერმის მამათა მონასტერში მოღვაწეობდა და თავის დღიურებში სტალინზე წერდა: „იოსებ სტალინი ჭეშმარიიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო და ამაში მე მასთან მრავალსაათიანი საუბრების შემდეგ დავრწმუნდი. მან უზადოდ იცოდა რჯულის კანონი, ბიბლია, სახარებები, ღრმად ერკვეოდა თეოლოგიაში და მიაჩნდა, რომ ეკლესიას ფუნდამენტური როლის თამაში შეეძლო მსოფლიო პოლიტიკაში. ამიტომაც, მიმავლინა რომის პაპთან...“
საგულისხმოა, რომ სტალინი რომის პაპის საბჭოთა კავშირში ვიზიტს ამზადებდა 1953 წლის სექტემბერ-ოქტომბერში. მოლაპარაკება მიღწეული იყო და ამ მოვლენას საბჭოთა ბელადის სიკვდილმა შეუშალა ხელი.
მამა სერგის დღიურებში ვკითხულობთ: „ვატიკანიდან დაბრუნებული სტალინს კუნცევოში ვესტუმრე. მან თავის კაბინეტში მიმიწვია. ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა, რომ გაიგო, პონტიპიკოსი საბჭოთა კავშირში ვიზიტზე თანახმა იყო, მითხრა:
– მეუფეო, რომის პაპის ჩვენთან ვიზიტი ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა იქნება და მთელ მსოფლიოს დავანახვებთ, რომ ჩვენ ნამდვილად არ ვართ უღმერთოები, როგორც ამას გვაბრალებენ.
– თქვენ უკვე დაანახვეთ ეს ყველას, ჯერ კიდევ 1939 წელს, როდესაც ეკლესიის დამცველი კანონი გამოეცით,  – მივუგე სტალინს.
სტალინს ულვაშებში ჩაეცინა და მიპასუხა:
– მე მხოლოდ ლენინის სატანური ბრძანებულება გავაუქმე, მეუფეო, რომელსაც ეშმაკის გრიფი ¹666 ჰქონდა.
იოსებ სტალინს იმ საღამოს ბევრი ვესაუბრე და გამომშვიდობების წინ მითხრა: რომ გარდავიცვლები, ქრისტიანულად დამკრძალეთო...
ქრისტიანად შობილი იოსებ ჯუღაშვილი ქრისტიანულად გააპატიოსნეს და წესი მას რუსეთის პატრიარქმა და მამა სერგიმ აუგეს.“

скачать dle 11.3