კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ უძილობა და თავის ტკივილები გაწუხებთ, ჭამეთ ბევრი კამა


კამა შეიცავს დიდი ოდენობით C, B1, B2, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს. ასევე, მდიდარია უჯრედისით, რისი წყალობითაც, წმენდს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.
მათთვის, ვინც მუდმივად ცომეულსა და მშრალ საკვებს მიირთმევს, აუცილებელია,  დღეში ერთი კონა კამა შეჭამოს. ასევე, ის მნიშვნელოვნად ამაღლებს პოტენციას.
კამა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა, შარდის გამომყოფი, საჭმლის მომნელებელი, სისხლის წარმომქმნელი სისტემებისთვის, სტაფილოს წვენთან ერთად. ის ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხსნის უძილობას, აქვეითებს არტერიულ წნევას ჰიპერტონიული დაავადების დროს, აცხრობს გულის არეში არსებულ ტკივილებს ქრონიკული კორონარული უკმარისობისას.
კამის წყალი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას და ნაწლავებიდან აირთა გამოდევნას. კამას წარმატებით იყენებენ მარილების ჩალაგების პროფილაქტიკისთვის, დიაბეტისა და სიმსუქნის სამკურნალოდ. დამამშვიდებელი ეფექტი აქვს სტენოკარდიის, ნევროზის, მუცლის კუნთების სპაზმის დროს.
კამის ყოველდღიურად საკვებში გამოყენება, აცხრობს ჩირქოვან პროცესებს და ეხმარება ორგანიზმს სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებაში, ხსნის კუნთების სპაზმს, აადვილებს სისხლის მიდენას ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსკენ, აქვეითებს წნევას სისხლძარღვებში, ასტიმულირებს შარდის გამოყოფას,  აცხრობს ანთებას, აქვს გულის მუშაობის მატონიზებელი ეფექტი, აუმჯობესებს ძილს, აადვილებს ნაღვლის გამოყოფას, კარგია შეკრულობისას, აჩქარებს წყლულების, პოსტოპერაციული ჭრილობებისა და ძვლოვანი ქსოვილის შეხორცებას.
*თუ უძილობა გაწუხებთ, აიღეთ ერთი სადილის კოვზი კამის გამხმარი თესლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და გადაწურეთ. გადაწურულ ნაყენს დაამატეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი და მიირთვით.
*თუ თავის ტკივილები გტანჯავთ, კამის ნაყოფის ნაყენი უნდა სვათ: ერთ სადილის კოვზ ხმელ კამას უნდა დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენოთ 15 წუთი და გადაწუროთ, უნდა მიიღოთ 1 სადილის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, ცივი.
*ჰიპერტონიული დაავადების დროს კარგია, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიირთვათ შემდეგი ნაყენი: 3 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ კამას დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთს ადუღეთ, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ და მდუღარე წყლით თავდაპირველ ოდენობამდე შეავსეთ.
*ცისტიტის დროს 1 სუფრის კოვზი კამის თესლი დაფქვით, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააგრილეთ და დალიეთ ნალექიანად. უმჯობესია, დღეში ორჯერ მიიღება. სვით 2 კვირის განმავლობაში.

ბადრიჯანი ბევრ დაავადებას კურნავს
ბადრიჯანი, მასში შემავალი ნივთიერებების ბიოლოგიური აქტიურობის გამო დადებით გავლენას ახდენს ბევრი  ორგანოს ფუნქციასა და ზოგად მდგომარეობაზე. კერძოდ, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციას, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, ხელს უწყობს თირკმელების მუშაობას, ასუფთავებს ნაწლავებსა და სანაღვლე გზებს.  ბადრიჯნის ხშირად ჭამა კარგია მათთვის, ვინც მიდრეკილია გულისა და სისხლძარღვების პათოლოგიებისადმი, რადგან მას ორგანიზმიდან გამოაქვს ეგრეთ წოდებული ცუდი ქოლესტერინი, ხოლო მასში შემავალი მინერალების – კალიუმისა და ნატრიუმის მარილების წყალობით, გულის მუშაობა უმჯობესდება.
ბადრიჯანი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. კოლაგენის წყალობით კი, კანი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ელასტიკურობასა და ახალგაზრდობას.
საკვებ რაციონში ბადრიჯნის სისტემატურად ჩართვის შემთხვევაში, ღვიძლის ფუნქციაც ნორმალიზდება. სპილენძის, რკინის, კობალტისა და მანგანუმის საშუალებით ორგანიზმში უმჯობესდება სისხლის წარმოქმნა. ბადრიჯანი დადებით გავლენას ახდენს ელენთისა და ძვლის ტვინის ფუნქციებზე. აქედან გამომდინარე, ანემიით დაავადებულთათვის მეტად სასარგებლოა. ის ხელს უწყობს ერითროციტების  ანუ სისხლის წითელი ბუთულების წარმოქმნას და ნორმაში მოჰყავს ჰემოგლობინის დონე.
დაბალი კალორიულობის გამო ბადრიჯანი თამამად შეიძლება, მიირთვან ჭარბი წონის ადამიანებმა. ის კარგად ანაყრებს, თანაც აუმჯობესებს ნაწლავების ფუნქციას. ამისთვის კარგია ორთქლზე მომზადებული და არა შემწვარი ბოსტნეული.
მას, ასევე აქვს სუსტი და ეფექტური შარდმდენი მოქმედებაც, ამიტომაც სასარგებლოა თირკმლის ქრონიკული პათოლოგიისას.
ბადრიჯნის წვენს აქვს მკვეთრად გამოხატული ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედება, ეფექტურად ებრძვის ინფექციებს. კარგია ჭრილობებისა და წყლულების მოსაშუშებლად, აგრეთვე პოდაგრის სამკურნალოდ, რადგან ხელს უშლის შარდმჟავას დაგროვებას სისხლსა და მთლიანად ორგანიზმში. ბადრიჯანი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვისაც, რადგან აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში.
ბადრიჯანს ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი სითხე და ხსნის შეშუპებას, დადებით გავლენას ახდენს თირკმელებზე შარდკენჭოვანი დაავადებისას. თუ მწეველი ხართ, ბადრიჯნის ჭამა გადაგაგდებინებთ ამ მავნე ჩვევას. ბადრიჯანი შეიცავს ნიკოტინის მჟავას, რომელიც ეხმარება მწეველს დისკომფორტის გადალახვაში.

რა იწვევს გულძმარვას და როგორ დავაღწიოთ მას თავი
გულძმარვა ბევრს აწუხებს და ის  უმეტესწილად გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების, კუჭ-ნაწლავთა ტრაქტის კიდევ სხვა ფუნქციური დარღვევების მიზეზია.
მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს რეკომენდებულია კარტოფილის წვენის, სელის თესლის ნაყენის, ძირტკბილას ფესვების ნახარშის მიღება.
ასევე, გულძმარვა შეიძლება, ადამიანს დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროსაც აწუხებდეს.
ქრონიკული გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების დროს გულძმარვის თავიდან ასაცილებლად:
* კარგია კარტოფილის წვენი. დალიეთ დღეში 3-4-ჯერ ახალგამოწურული უმი კარტოფილის წვენი, 15-20 წუთით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 კვირას.
*10 გრამ დაქუცმაცებული ძირტკბილას ფესვები და 6 გრამი ფორთოხლის დაფქული ქერქი აურიეთ ერთმანეთში, დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ, ვიდრე ნახევარი არ აორთქლდება. შემდეგ დაამატეთ 60 გრამი თაფლი და დალიეთ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი ერთი თვეა. ეს რეცეპტი ეფექტურია კუჭში მაღალი მჟავიანობის დროს.
*აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის დაქუცმაცებული მრავალძარღვა, ალოეს ფესვები, თავშავა, კრაზანა, კვლიავის ნაყოფი. ამ ნარევის 1 სუფრის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, ნელ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 15 წუთი. გაგრილების შემდეგ გაფილტრეთ. 2-2 სუფრის კოვზი ნაყენი დალიეთ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. რეკომენდებულია დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს.
*2 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 2-3 საათი, გაფილტრეთ. შემთბარი ნაყენი დალიეთ ძილის წინ, თუ გულძმარვა უპირატესად ღამე გივითარდებათ. ეს რეცეპტი ეფექტურია კუჭის ძლიერი სეკრეციის დროს.
 კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს:
*ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობით აფთიაქში ნაყიდი ფარსმანდუკი,  გვირილა, კრაზანა, ძირტკბილას ფესვები. ამ ნარევის ერთი სუფრის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 2-3 საათით, შემდეგ გაფილტრეთ. ნაყენი დალიეთ შემთბარი, თითო ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-4 კვირას.

შინდი იმუნიტეტს ამაღლებს
შინდი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს. მისი ნაყოფი რეკომენდებულია გასტრიტის, ანუ კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადების დროს.
ფაღარათის საწინააღმდეგოდ შინდის დანაყილ ნაყოფს აურიეთ თაფლი და კვერცხის გული. ეს უებარი, კუჭში შემკვრელი რეცეპტია ამ დისკომფორტის დროს. 
შინდის ნაყოფი რეკომენდებულია ეგზემისა და კანის სხვადასხვა დაავადების დროს. პექტინების დიდი ოდენობით შემცველობის გამო შინდის ნაყოფი აჩქარებს ორგანიზმის გაწმენდას მეტაბოლიზმის ცალკეული პროდუქტებისგან, ხელს უწყობს შარდისა და მჟაუნმჟავას გამოდევნას. ასევე, შინდით მკურნალობენ პოდაგრას, სისხლნაკლებობას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. ანემიის, ვიტამინების ნაკლებობის, ორგანიზმის დასუსტების, ზოგადად იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში, აუცილებელია შინდის როგორც ცოცხალი, ასევე ხმელი ნაყოფის მიღება.
შინდის ნაყოფის ჭამა კარგია ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების დროს.

თუ ნაადრევად დაბერება არ გსურთ,  ხშირად გამოიყენეთ საკვებში საკაზმები
სწორი კვება სულაც არ ნიშნავს, რომ საყვარელ საჭმელზე უარი თქვათ. უბრალოდ, უნდა მოერიდოთ თეთრ ფქვილს, შაქარსა და ცხიმს.
მიირთვით, რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ასევე, რძის ნაწარმი. სითხეებიდან კი – მინერალური წყალი, ნატურალური წვენები და ჩაი. დღის განმავლობაში ლიტრ-ნახევარი სითხე მაინც უნდა მიიღოთ, რაც ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებისა და წიდების გამოდევნაში დაგეხმარებათ.
მწვანე ჩაის ფოთლები C ვიტამინის, ფტორისა და თუთიის საბადოა. ამიტომ, დალიეთ დღეში ოთხი-ხუთი ჭიქა მწვანე ჩაი. ეს ხელს უწყობს საჭმლის მონელებასა და ტოქსინების გამოდევნას.
საკვებში გამოიყენეთ საკაზმები, რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და ცხიმების დაშლას.
ეგზოტიკური ხილი – ბანანი, მანგო, ანანასი, კივი, პაპაია და ასე შემდეგ, შეგიძლიათ, ნებისმიერი რაოდენობით მიირთვათ. მათში ბევრია რომელინისა და პაპაინის ფერმენტები, რაც ეხმარება საჭმლის მონელება-გადამუშავების პროცესს. ასევე, მკვეთრად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.
 თუ ჭამის შემდეგ კუჭის არეში ტკივილსა და სიმძიმეს გრძნობთ, პერიოდულად გაწუხებთ გულისრევის შეგრძნება, გულძმარვა, ესე იგი, უნდა ივარაუდოთ, რომ  გასტრიტი გაქვთ. ამის მიზეზი კი, შესაძლოა, იყოს არასწორი კვების რეჟიმი, სტრესი, ალკოჰოლი, ნიკოტინი, მედიკამენტები. ეცადეთ, გასტრიტი არ გამწვავდეს და რთულ ფორმაში არ გადაიზარდოს. ამისთვის, მოერიდეთ მშრალ საკვებს, მწარე და ცხარე პროდუქტებს, ალკოჰოლს. დღის განმავლობაში რეგულარულად მიირთვით საკვები, 3-ჯერ, მცირე ულუფებით და ლუკმები კარგად დაღეჭეთ. დილით, უზმოზე კი კარგია ჰერკულესის ფაფა.
თუ კუჭის არეში ტკივილი და სიმძიმე გაწუხებთ, დაიცავით დიეტა. გამორიცხეთ ალკოჰოლი, ამოიღეთ მენიუდან ხორცის ნახარში, ძეხვეული, ცხიმიანი ყველი, შემწვარი ხორცი, მოხარშული კვერცხი და შებოლილი ნაწარმი.

скачать dle 11.3