კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედნიერებას წარმატება მოაქვს



ბედნიერება  ადამიანის  სულიერი და ემოციური მდგომარეობაა, რომელიც  მასში სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს. ბედნიერების გამომწვევ ზოგად მიზეზებში ერთ-ერთი   უმთავრესია  საკუთარი განწყობა ბედნიერებისადმი.
ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ რაღაც, რათა ვიყოთ უფრო ბედნიერნი, ხოლო ბედნიერება ის ძირითადი საფუძველია, რომელსაც მოაქვს წარმატება.
დაიმახსოვრეთ და თუ არ დაგავიწყდებათ, შეძლებთ, იყოთ ბედნიერი.
ბედნიერებას მოაქვს წარმატება და არა – ბედნიერება წარმატებას.
ყოველი ჩვენგანი მიისწრაფვის წარმატებისკენ, რადგან გვჯერა, რომ ის ბედნიერებას მოგვიტანს, მაგრამ ამით  მხოლოდ ილუზიას ვიქმნით. მაგალითად, ვცდებით, როცა თავს ვირწმუნებთ შემდეგი ფრაზებით:
მე ვიქნები ბედნიერი, როცა დამაწინაურებენ!
მე ვიქნები ბედნიერი, როცა დავიკლებ წონაში!
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ  როდესაც შენ აღწევ მიზანს,  მხოლოდ ცოტა ხნით ხარ ბედნიერი. ხოლო შემდეგ სხვა,  ახალ  მიზანს ისახავ.
შეიძლება ფიქრობთ, რომ ბედნიერება დამოკიდებულია დიდ გამარჯვებასა და მიღწევებზე, მაგრამ ამაშიც  ცდებით.
ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რთულია, იყო ბედნიერი. ისინი იღებენ ფაქტს, რომ უბრალოდ დაიბადნენ, აქვთ მონოტონური ცხოვრება და არაფერის შეცვლა არ შეუძლიათ. თუმცა, ნებისმიერი ფსიქოლოგი გეტყვით, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი ჩვენზე და ჩვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.
მთავარი პრობლემა ისაა, რომ ვერ ვხედავთ ბედნიერებას ყოველდღიურობაში და ველოდებით რაღაც გრანდიოზულს მაშინ, როცა ბედნიერება ჩვენ გვერდითაა.

ამოვიცნოთ
 ცხოვრების
 თანამგზავრი

 ნებისმიერი  ქალი საპირისპირო სქესთან  ურთიერთობის დაწყებისას იმედოვნებს, რომ შეძლებს, იპოვოს ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი. მამაკაცი, თავის მხრივ, ქალებს აშკარად ჰყოფს პოტენციურ ცოლებად, საყვარლებად  და გასართობ, „ერთჯერად გოგონებად“. ამიტომ მისი რეალური მიზნების გარკვევა საკმაოდ რთულია.
1. შეყვარებული კაცი უხვად ავლენს ემოციებს
საკუთარი გატაცების ობიექტზე ლაპარაკის,  ან მისი ხსენების დროსაც კი, შეყვარებული მამაკაცი იცვლება – მის თვალებში ჩნდება  ნაპერწკალი,  ხდება უფრო ემოციური და აღელვებული. თუ ქალი მასში მხოლოდ მეგობრულ გრძნობებს იწვევს, მაშინ კაცი ინარჩუნებს სიმშვიდეს და გულგრილიც შეიძლება ვუწოდოთ.   
2. სექსუალური გატაცების გამოხატვა
თუ მამაკაცსა და ქალს შორის მეგობრული ურთიერთობებია, მაშინ სექსუალური კონტექსტი მათ შორის არ არსებობს. მამაკაცი  მეგობარს, როგორც ქალს, ისე არ უყურებს.  შეყვარებული წყვილები, რომლებიც ორიენტირებულები  არიან გრძელვადიან რომანზე, ქორწილითა და ბავშვებით, აუცილებლად ისაუბრებენ ამაზე. ყოველგვარი ნართაულებისა და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.
3. ნათესავებისა და მეგობრების გაცნობა
საწყის ეტაპზე მამაკაცი ნათესავებს უმალავს თავის მეწყვილესთან ურთიერთობას, რადგან საკუთარ გრძნობებში დარწმუნებული არ არის. ნაკლებ სავარაუდოა, რომ იგი მშობლებს გააცნობს საყვარელს, მაგრამ შეიძლება, თავის წარმოსაჩენად მეგობრების წრეში მიიყვანოს. მომავალი მეუღლის კანდიდატს კაცი აცნობს მეგობრებს, ნაცნობებს, დებსა და ძმებს, ბოლოს კი როცა მისი გრძნობები უკვე საკმაოდ გარკვეული და მყარია, მშობლებს წარუდგენს. სხვა შემთხვევაში თავისი მრავალი კომპლექსიდან გამომდინარე, ამას არ გააკეთებდა.
4. მამაკაცების დამოკიდებულება საკუთარი დაპირებების მიმართ
კაცმა შეიძლება, არ დარეკოს, დააგვიანოს შეხვედრაზე ან, საერთოდ არ მოვიდეს, მხოლოდ ერთ შემთხვევაში – ის არ არის დაინტერესებული მოცემული ურთიერთობით ან საერთოდ გულგრილია. ვნებით შეპყრობილი კავალერი იქნება დაჟინებული და ინიციატივიანი, სერიოზული მიზნების მქონე – შეუდრეკელი და საკუთარ თავში დარწმუნებული.

რა სურთ კაცებს?

ქალებს ჰგონიათ, რომ თავისი სიყვარულით ნებისმიერ მამაკაცს გააბედნიერებენ, მაგრამ არც ისე მარტივად არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მამაკაცებს ძალიან უნდათ, რომ მათი ესმოდეთ. მაშ ასე, რა სურთ კაცებს:
• იგრძნონ თავი ძლიერებად – ისინი მამაკაცები არიან, შესაბამისად, აუცილებელია მათი ძალაუფლების აღიარება. მამაკაცი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ  ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის. შეიძლება, ფემინისტი იყოთ და სულ არ ეთანხმებოდეთ ამას, მაგრამ ეს არ დაანახვოთ! ამას ყოველთვის უკურეაქცია მოსდევს,
• სითამამე – ურთიერთობაში მათთვის აუცილებელია, თავისუფლად და თამამად გრძნობდნენ თავს. ნუ შეეცდებით მათ ჩარჩოებში მოქცევას, თქვენ ეს მაინც არ გამოგივათ, სამაგიეროდ ურთიერთობას ძალიან დაძაბავთ.
• საკუთარ თავში დარწმუნებული – თქვენთან ურთიერთობისას მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული. ის ძლიერია, თამამია, შესაბამისად, მას აქვს თავდაჯერებულობის მაღალი კოეფიციენტიც. აგრძნობინეთ, რომ ის მართავს, თუმცა არ უთხრათ, რომ თქვენ ხართ კისერი და მიმართულებას თქვენ აძლევთ.
• კაცს  სჭირდება ქალი, რომელიც იქნება კარგი მეგობარი, საყვარელი, მოსაუბრე… მოკლედ რომ ვთქვათ, მრავალფეროვანი არსება.  ურთიერთობის ფსიქოლოგია უპირველესად, ერთმანეთის გაგებაზე, საერთო ინტერესების გაზიარებაზეა დაფუძნებული. რადგან მამაკაცი მონადირული ინსტინქტებით ხასიათდება, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არ იყოთ ბოლომდე ამოხსნილი,  ანუ   აუცილებლია, შეინარჩუნოთ მრავალფეროვნების გარკვეული ხარისხი.
• ის გრძნობს პასუხისმგებლობას თქვენ მიმართ – ნამდვილი მამაკაცი აცნობიერებს ურთიერთობის მნიშვნელობას და ვალდებულებას. მისთვის ხართ სუსტი არსება, რომელზეც უნდა იზრუნოს. შესაბამისად, მიეცით სივრცე ამისთვის. მათ თუ სურთ, ყველაფერს გააკეთებენ თქვენთვის.

скачать dle 11.3