კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თანხას ინახავენ ზურაბ ჯაფარიძე და მისი მეუღლე ანაბრებზე

საქართველოს პარლამენტის წევრი და აწ „გირჩის“ თავკაცი ზურაბ ჯაფარიძე 1976 წლის პირველ იანვარსაა დაბადებული. მისი პირველი პროფესია ექიმობაა, კერძოდ, არის ზოგადი პროფილის ექიმი, რადგან დაუმთავრებია თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი „მომავლის ექიმი“, თუმცა არ ვიცით, რომელ წლებში. ასევე, არ ვიცით, რომელ წლებში სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, რომელშიც მიიღო კვალიფიკაცია – სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი და ასევე, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში, სადაც მიიღო მაგისტრის სერტიფიკატი პროექტის მართვაში.
ზურაბ ჯაფარიძის შრომითი ბიოგრაფია 1998 წელს დაწყებულა  პროექტში „ხარისხის მხარდაჭერა საქართველოში“ სადაც კოორდინატორის თანაშემწედ 2000 წლამდე იმუშავა. 2000 – 2002 წლებში იყო ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დირექტორის მოადგილე, ხოლო  2002-2003 წლებში – საქართველოში ეუთოს მისიის სასწავლო პროგრამების ასისტენტი. შემდეგ დაწინაურდა და 2006 წლამდე საქართველოში ეუთოს მისიის სასწავლო პროგრამების ოფიცრადაც იმუშავა. 2005-2011 წლებში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი გახლდათ, 2006 – 2008-ში კი – გაეროს მოსახლეობის ფონდის სამხრეთ კავკასიის პროექტის რეგიონული კოორდინატორი. იმავდროულად, 2006-2011 წლებში EC/SPAMGO პროექტის მართვის კონსულტანტიც იყო. 2008 წელს შპს „აბგ პროფსერვის გრუპის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა (2010 წლამდე). შემდეგ კი 2011 წლამდე, „აივ პრევენცია საქართველოში” USAID-ის პროექტის ტექნიკურ ექსპერტად იმუშავა.  იმის პარალელურად, რომ 2010-დან 2012 წლამდე ჟურნალ „ტაბულას” კოლუმნისტი იყო. ასევე, 2011 წლიდან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორიცაა. ხოლო 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით.
შესაბამისად, ბ-ნი ჯაფარიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაციაც 2012 წლით თარიღდება, რომელიც მან პარლამენტის წევრის ამპლუაში შეავსო. იმხანად ოჯახის წევრებად არავინ მიუთითებია, უძრავ ქონებად – საცხოვრებელი ბინა თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე (105 კვ. მ.), მოძრავ ქონებად კი – 2003 წლის ავტომანქანა „ჰიუნდაი ტერაკანი“. იმ პერიოდში ის საბანკო ანაბარზე 20 000 აშშ დოლარსაც ინახავდა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2011 წლის განმავლობაში ზურაბ ჯაფარიძემ, როგორც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მენტორმა, 2 500 ლარი აიღო, როგორც „ტაბულის“კოლუმნისტმა, 4 250 ლარი, როგორც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორმა, 1 237, ხოლო, როგორც თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა და პროექტის მართვის კოლეჯის  კოორდინატორმა, 47 300 ლარი, როგორც ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ ექსპერტმა კი, 10 919 ლარი.
ზურაბ ჯაფარიძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, ასევე, პარლამენტის წევრის ამპლუაში შევსებულის და ოჯახის წევრებად მიუთითა 1976 წელს მოსკოვში დაბადებული მეუღლე ნატა ქორიძე და ორი შვილი: 2003 წელს დაბადებული ალექსანდრე რაზმაძე და 2013 წელს დაბადებული ეკატერინე ჯაფარიძე. ოჯახის უძრავ ქონებას დაემატა ნატა ქორიძის საცხოვრებელი ბინა თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე (78 კვ. მ.). ზურა ჯაფარიძე ანაბარზე ამჟამად ინახავს 25 496 აშშ დოლარს, ხოლო მისი მეუღლე კი – 16 413 აშშ დოლარსა და 2 796 ევროს. 2015 წლის განმავლობაში ზურაბ ჯაფარიძემ, როგორც პარლამენტის წევრმა, 60 285 ლარი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა, 44 660 ლარი.
რაც შეეხება სხვა წლებს: 2012 წლის განმავლობაში ზურაბ ჯაფარიძემ, როგორც თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა, 43 510 ლარი აიღო, როგორც პარლამენტის წევრმა, სამ თვეში, 12 714 ლარი. 2013 წლის განმავლობაში ბ-ნმა ჯაფარიძემ, როგორც პარლამენტარმა, 60 285 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ კი სახმინისტრის აპარატში იმავე თანამდებობაზე – 33 418 ლარი; ზურაბ ჯაფარიძის ოჯახის 2014 წლის შემოსავლები უცნობია, რადგან მისი 2015 წლის დეკლარაცია არ იძებნება.

скачать dle 11.3