კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საეჭვო კამპანია

კურკური სომხურად

 სანამ ჩვენ წინასაარჩვენოდ ვემზადებით, მთიან ყარაბაღს ამ ჩვენი სეპარატისტული აფხაზეთის დელეგაცია ესტუმრა. მათთვის, იმ ორთათვის, ფრიად სასიხარულო მოტივით: ერთად აღნიშნეს „მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებელი რესპუბლიკის“ 25 წლისთავი. ეს ამბავი აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ოფიციალურმა საიტმა აუწყა დანარჩენ სამყაროს.
ჩვენებური სეპარატისტები ფრიად წარმომადგენლობითი შემადგენლობით იმყოფებოდნენ ამ ჩვენი მეზობელი სომხეთის შვილობილ თვითაღიარებულ ერთეულში: „საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე“ კან ტანიას, თვით „ვიცე-პრეზიდენტ“ ვიტალი გაბნიასა და აფხაზეთის „პარლამენტის ვიცე-სპიკერ“ ვაგაშან კოსიანს დაუფასებია ყარაბაღელი სეპარატისტები.
მათ ვალში (ტკბილმოუბრობის მხრივ) არც მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტი“ ბაკო სააკიანი დარჩენია და მხარეებმა იმედიც გამოთქვეს, რომ აფხაზებსა და ყარაბაღელებს შორის მეგობრობის მარადიული,  მტკიცე ბაგირები გაიბმება.
ჩვენებურმა სეპარატისტებმა ყარაბაღელ კოლეგებს მემორიალიც შეუმკეს ყვავილებით (მოეწონათ სახელმწიფობანას თამაშ-თამაში), გამოფენაშიც მიიღეს მონაწილეობა („ფულის მიმოქცევა სომხეთში“) და თუმცა ოფიციალურ ინფორმაციებში არაფერი იყო ნათქვამი ჩვენი მეზობელი სომხეთის ოფიციალური პირების მონაწილეობაზე, გავრცელდა ფოტოსურათები, რომელზეც ამ ჩვენს სეპარატისტებს გულითადად უჭახუნებს ჭიქებს ამ ჩვენი მეზობელი  სომხეთის პრეზიდენტი (ჩვენ რომ გვეფიცება, ვაღიარებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასო).
ჩვენ არ ვიცით, რა მოტივით გადაწყვიტა პრ.-მა სარგისიანმა ამ ჩვენს სეპარატისტებთან პურის ჭამა, მაგრამ ვიცით, რომ მსგავს ქმედებას დიპლომატიური სკანდალი უნდა მოჰყვეს (თუ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ლეთარგიულ ძილს არ შეუპყრია!), იმიტომ რომ, მეზობლობა ორმხრივია და პლატონური სიყვარული, ჩვენ რომ ვემეგობრებით და ამ დროს სარგისიანი ამ ჩვენს სეპარატისტებს ეკურკურება, არ მოსულა, ოღონდ, მეორე მხრივ, იქნებდა, ფერი ფერსო?! უპოვია სარგისიანს თავისი შესაფერი კამპანია?! –

скачать dle 11.3