კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ასალაგმები

ანუ ენის ხაფანგში გაბმულები

ის, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს ენა არც, მაინცდამაინც, უჭრით და ვერც ტკბილმოუბრობით დაიკვეხნიან, მათ სამწყსოს, ანუ მოსახლეობას შესანიშნავად მოეხსენება, ანუ მოგვეხსენება.
ხოლო, რაკი არც რუსთაველს სწყალობენ, „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ ან, გნებავთ, „ასი მტერი ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებსო“, თუნდაც, „პირზე მომდგარსა სიტყვასა, განა ყველასა თქმა უნდა“, შარშიც ხშირად ეხვევიან, განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ, როდესაც ენას ლაგამი ყველაზე სუსტად აქვს მოჭერილი.
ამ ხაფანგს ვერც ბ-ნი ბურჭულაძე ასცდა, კერძოდ, იმ მიზნით, რომ ამომრჩეველთა გულები მოენადირებინა, გვაუწყა, რომ აქვს გეგმა, რის მიხედვითაც (მომყავს ციტატა): „დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს, ჩვენ ამას გავხდით ერთ მილიონს.“
და ამ განაცხადისთვის ინსტრუქციის მოყოლება არ დაესრულებინა (განა უპოვართა რიგების გამრავლებას აპირებს, მეტ დახმარებას), რომ მორიგი მარგალიტიც შემოგვთავაზა, თემაზე, რომ აჭარაში მაღალჩინოსნები აჭარლები უნდა იყვნენ.
ამჯერადაც ციტატას მოვიშველიებ: „გარდა იმ გაჭირვებისა, რაც აჭარაში არის. აჭარის პოლიციის უფროსი არ არის აჭარელი, არც სუს-ის უფროსია აჭარელი, არც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, არც ბათუმის მერი, არც მთავარი პროკურორი ყოფილა აჭარელი, აჭარის იუსტიციის სამინისტროში მაღალჩინოსნები არ არიან აჭარლები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ არის აჭარელი. რა ხდება, კადრები არ გვყავს აჭარაში?!“
ცხადია, რომ ქვეყანაზე დაფიქრებული პოლიტიკოსი იტყოდა, არ არის აჭარიდანო, თუმცა ისიცაა, რომ დაფიქრებული.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, ზოგადად, ამ ჩვენი პოლიტსპექტრის ლექსიკაში მოჭარბდა კუთხურობის ელემენტები: ვითომ ვერ ხვდებიან, რომ ერთადერთი, რაც ერთიანი დაგვრჩა, ჩვენი ცნობიერებაა?! ანუ ეს იერიშები უნებლიეა და მხოლოდ მათი სუსტად განვითარებული რუხი ნივთიერებაა ამაში დამნაშავე?! –

скачать dle 11.3