კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

როდის არ შესწირავს საკუთარ თავს მსხვერპლად ნინო ლეკვეიშვილი

„ვიცე-მის საქართველო 2007“ ნინო ლეკვეიშვილი, ალბათ, ყველას ახსოვს, რომელიც წლების წინ, ნინო ლიკუჩოვასთან ერთად მონაწილეობდა კონკურსზე „მის საქართველო.“ ის წელი განსაკუთრებით სკანდალური იყო, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ნინომ კი მას შემდეგ ოჯახი შექმნა, უსაყვარლესი ბიჭის დედა გახდა და არაერთ კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა.
ნინო ლეკვეიშვილი: „მის საქართველოს“ პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. გარკვეული სტრესი კი იყო, მაგრამ მას მერე დიდი დრო გავიდა. ყველა გოგონას ოცნებაა, თავზე გვირგვინი დაიდგას, მაგრამ ის სკანდალი, რაც ამას მოჰყვა, იმ დროს რთულად გადასატანი იყო. პატარაც ვიყავი და ყველაფერს მძაფრად განვიცდიდი. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ჩემი პირადი  სააშკარაოზე გამოიტანეს. ყველა განიხილავდა, თან უარყოფით ასპექტში და ამას ძალიან განვიცდიდი. მაგრამ, თავად კონკურსი ძალიან წარმატებული იყო ჩემთვის. ამის მერე გავედი „ელიტზე“, წავედი მილანში სამუშაოდ, სადაც საკმაოდ წარმატებული სამოდელი კარიერა მქონდა. კარლ ლაგერფილდთან შოუ-რუმში ვიმუშავე, „ლორეალის“ რეკლამაში გადამიღეს. მათი სახისა და თმის მოვლის საშუალებების სახე ვიყავი. პარის ჰილტონთანაც ვიმუშავე შოუ-რუმში. კავალისთანაც ვმუშაობდი და ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა – მის კლუბშიც დავდიოდით, სადაც ძალიან კარგად ვერთობოდით, სხვადასხვა ფართები ეწყობოდა. კავალიც ხშირად დადიოდა იქ, ასევე, ცნობილი მოდელები, ვარსკვლავები და ჩემთვის იმ ასაკში ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შოკისმომგვრელიც კი. შესაბამისად, არაფერს ვნანობ.
– აგრძელებ სამოდელი კარიერას?
– ბოლო პერიოდში ორ კონკურსზე ვიყავი. ერთ-ერთი იყო „მის ევრაზია“, სადაც „მის ბრილიანტ სმაილი“ გავხდი – შვედურმა კომპანიამ თავისი პროდუქციის სახედ ამირჩია. შემდეგ ვიყავი „მის ტურიზმ-უნივერსზე“, რომელიც ლიბანში ჩატარდა. იმ დროს ლიბანში დაძაბულობა იყო, რევოლუცია და ეპიცენტრში მოვხვდით. შემეშინდა, ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი სტრესი იყო და უკან წამოვედი.
– ცოტა ხნის წინ საკმაოდ თამამი ფოტოები დადე. ახალი იმიჯით გამოჩნდი საზოგადოების წინაშე.
– დრო რომ გადის, ალბათ, უფრო მეტად ავლენ ქალურობას და მეც ჩემი ქალურობა გამოვავლინე. 14 წლიდან მოდელი ვარ და შესაბამისად, საცურაო კოსტიუმებში ფოტოს გადაღება არასდროს ყოფილა პრობლემა. ცოტა შოკში კი იყო ხალხი.
– როგორც გავიგე, მეუღლეს დაშორდი.
– ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთად ვზრდით დათას, შეხმატკბილებულად. ძალიან კარგი მამაა და უპრობლემო ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, რაღაცეებში ვერ გავუგეთ ერთმანეთს, საერთო ინტერესებიც აღარ გვქონდა. თორემ დღეს ისეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს,  ჩვენზე ყოფილ ცოლ-ქმარს ვერ იტყვი. ერთად ვუხდით ბავშვს დაბადების დღეს, ერთად მიგვყავს სკოლაში. ჩვენთვის მთავარი დათაა.
– მეუღლეებთან უკვე ორჯერ მოგიწია დაშორება. აპირებ მესამედ გათხოვებას?
– ჩემს პირველ ქორწინებას ქორწინებას ვერც დავარქმევ და ვერც აღვიქვამ ასე. ეს იყო ერთთვიანი თანაცხოვრება, რასაც მერე სკანდალი და დიდი ამბები მოჰყვა. ამ ამბის გახსენება არც მინდა. ჩემი ქორწინება იყო გუგასთან, რომელიც 4 წელი გაგრძელდა და დათაც გვეყოლა. ამჟამად გვერდით საყვარელი მამაკაცი არ მყავს. ველოდები პრინცს, ვიღებ ახალ ფოტოებს, ახალ იმიჯს ვირგებ და მოვა, ალბათ. ზოგჯერ მამაკაცებს გვერდით ლამაზი ქალი აკომპლექსებთ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მე ძალიან თამამი ვარ. ჩემთვის მისაღებია, რომ მამაკაცი იყოს მამაკაცი და მე მას რაღაც უნდა შევუთანხმო. არც იმის ამბიცია მაქვს, რომ მან ყველაფერი უნდა დამიჯეროს. მე გავყვები მას ურთიერთშეთანხმებულად, მაგრამ ვაღიარებ, მინდა,  გვერდით მყავდეს ძლიერი მამაკაცი, რომელსაც დავეყრდნობი და არა პირიქით – ის დამეყრდნობა.
– რა არის საჭირო იმისთვის, რომ მამაკაცთან სერიოზული ურთიერთობა დაიწყო?
– ჩემთვის მთავარი იყო და არის სიყვარული. რომ მიყვარს, ვბრწყინავ, მიხარია, თვალებში შევციცინებ. არ შემიძლია უსიყვარულო ურთიერთობა რაღაც დოგმების გამო. ჩემი მიზანია დიდი, ბედნიერი ოჯახი, ბავშვები. დადებითი უნდა იყოს, რადგან მე პოზიტიური ვარ, მსუბუქი, არ მიყვარს წარსულზე ჩაციკვლა და ისიც ასეთი უნდა იყოს. რაღაცეებს არ უნდა გამოეკიდოს, არ უნდა გაართულოს. არ ვარ ურთიერთობაში რთული, ბევრ რამეს არ ვითხოვ, არ ვარ პრეტენზიული.
– როგორ უნდა იყოს ოჯახში ქალსა და მამაკაცს შორის უფლებები გადანაწილებული?
–  გააჩნია, რა არის მისთვის კომფორტული, რა მოსწონს და უნდა. მინდა, რომ ვიმუშავო, მამაკაცმაც იმუშაოს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ერთპიროვნულად მივიღებ გადაწყვეტილებას და ჩემი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. როცა ურთიერთობა მაქვს, მამაკაცის აზრი ჩემთვის გადამწყვეტია. რა ჯობია, როცა ისეთი მამაკაცი გყავს გვერდით, მოდუნდები, თავს მხარზე დაადებ და იცი, რომ ის ყველაფერს მოაგვარებს. თუმცა, შენც არ უნდა იყო პასიური – უნდა იმუშაო, სადილიც უნდა გააკეთო, თავსაც მოუარო. სიყვარულის მოფრთხილება ძალიან რთულია, შეცდომებს ორივე მხარე უშვებს. იცი, რას დავაკვირდი: ყველა ქართველ კაცს მოსწონს, როცა ლამაზი ქალია მის გვერდით, მაგრამ როცა ის ქალი დეკოლტეს ან მოკლე კაბას იცვამს, ეს აღარ მოსწონთ. არადა, რაღაც ინტრიგა უნდა ჰქონდეს ქალს ჩაცმულობაში.
– როგორ უყურებ ღალატის თემას?
– მე ვერ გავიგო, სხვებმა იცოდნენ და მე ბედნიერი ვიყო – სირაქლემის პოზაში ნამდვილად ვერ ვიქნები. ღალატი უკვე ურთიერთობის დასასრულს ნიშნავს. არასდროს მქონია შემთხვევა, ჩემ გვერდით მამაკაცი იყოს და მე, უბრალოდ, სხვა მომნდომებოდეს. შესაბამისად, მას რატომ უნდა მოუნდეს სხვა? საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვა არ შეიძლება იმის გამო, რომ ურთიერთობა გადაარჩინო. ეს ბავშვზეც ცუდად მოქმედებს და რა თქმა უნდა, შენზეც. შვილი ყველაზე მთავარია, მაგრამ შენც ხომ გინდა პირადი ბედნიერება, რომ მარტო არ იყო... მარტოობაა იმ ადამიანთან ცხოვრება, ვინც არ გიყვარს და აღარ გინდა. „მეზობელი რას იტყვის,“ – ამის გამო შენი პირადი ცხოვრება არ უნდა გაწირო.

скачать dle 11.3