კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბიზნესიდან ისევ პოლიტიკაში, ქვეყნის სადარაჯოზე

თორნიკე არევაძე იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც საკნიდან საკანში დაატარებდნენ  და უმოწყალოდ უსწორდებოდნენ. მართალია,  რთულად მოსასმენი ისტორიაა, მაგრამ ბატონი თორნიკესთვის ეს გარკვეული სტიმული გახდა,  ბრძოლა ადამიანური ღირსებისთვის პოლიტიკიდან გაეგრძელებინა. ამჯერად ბატონი თორნიკე არევაძე კენჭს „პატრიოტთა ალიანსიდან” რუსთავის მაჟორიტარად იყრის და მიიჩნევს, რომ  ქვეყნისა და მშობლიური ქალაქის სიყვარულისთვის, მას თანაქალაქელებმა ნდობის მანდატი უნდა მისცენ.
 – ბატონო თორნიკე, პერიოდულად ყოველთვის გიწევდათ პოლიტიკურად გააქტიურება, თქვენ მოდიხართ ეროვნული მოძრაობიდან და ასევე, 2007 წლიდან 2013 წლის ჩათვლით, აქტიურად იყავით ჩართული ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში. თქვენ არც თუ ისე პატარა წვლილი მიგიძღვით მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლაში. 2013 წლის შემდეგ კი, დაუბრუნდით ბიზნესს, სადაც მოგიხდათ ყველაფრის თავიდან დაწყება. დღეს ხართ შემდგარი ბიზნესმენი, არაერთი ჯილდო გაქვთ მიღებული ექსპორტის განვითარებაში, მაგრამ ამჟამად ისევ ბრუნდებით პოლიტიკაში. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
 – თქვენ თვითონ ახსენეთ, რომ მე მოვდივარ ეროვნული მოძრაობიდან. ყოველთვის მიმაჩნდა, ვყოფილიყავი იქ, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა და სტკიოდა. ეს ყველას მოქალაქეობრივი ვალია. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კი, ქვეყანამ და მათ შორის მეც, გამოვიარეთ ჯოჯოხეთური წლები.
 – თუ შეიძლება, იმ პერიოდზე დაწვრილებით გვიამბეთ. უშუალოდ თქვენ რამდენად შეგეხოთ სააკაშვილის რეჟიმი?
– არცთუ ისე სასიამოვნო გასახსენებელია, მაგრამ რადგან ინტერვიუზე დაგთანხმდით, მოგიყვებით.
ძირძველი რუსთაველი ვარ. ამ ქალაქის ჭირიც გამივლია და  სიკეთეც. იმ პერიოდის გახსენებაც კი რთულია, არა თუ იმ განცდების, რაც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში გავიარე.  ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთგული მხარდამჭერი ვიყავი. გულანთებული ვუყურებდი ჩვენი  ახალგაზრდა, დამოუკიდებელი ქვეყნის განვითარებას. გარკვეული პერიოდი უცხოეთში მომიწია წასვლა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ქვეყანა განსაცდელში იყო და დავბრუნდი საქართველოში. დაბრუნებისთანავე დავინახე  ქართველი კაცის დაჩაგრულ-დაბეჩავებული მდგომარეობა, სადისტური რეჟიმისა და იმდროინდელი ხელისუფლების წნეხის წყალობით. სწორედ ამიტომაც,  აქტიურად ჩავერთე 2009 წელს,  საკნების აქციებში, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმართებოდა.  მე  რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონის  მიმართულებას ვკურირებდი. ამას მოჰყვა გაუთავებელი რეპრესიები, დაკავებები, გამოგონილი და აბსურდული ბრალდებები და სხვადასხვა ტიპის ზეწოლა. ადამიანები, რომლებიც ჩემს გარემოცვაში მოიაზრებოდნენ, სისტემატური ზეწოლის ქვეშ იყვნენ. ისჯებოდნენ ჩემთან ურთიერთობის გამო, ათავისუფლებდნენ სამსახურიდან. ნამდვილი ჯოჯოხეთი კი, მაინც ციხეში გატარებული წელი იყო. ჩემი დაკავებაც მოხდა კანონის სრული დარღვევით – მომიპარეს, მანქანაში ჩამტენეს, წამიყვანეს გამოგონილი ბრალდებით. სინამდვილეში, ტელეკომპანია „ობიექტივის” ეთერში გაკეთებული ჩემი განცხადების გამო დამაკავეს. მე იმ განცხადებით გავაკრიტიკე მერაბიშვილი. მერაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მის არცერთ პოლიციელზე არ ყოფილა თავდასხმა, მაშინ, როდესაც 30 ადამიანი იყო დაკავებული და ტყუილუბრალოდ იხდიდა ამ ბრალდებით სასჯელს. გამასამართლეს და მომისაჯეს ოთხ-წელიწადნახევარი. ციხეში კი ისეთ დღეში ჩამაგდეს, მისი ადამიანურ ენაზე გადმოცემა, უბრალოდ წარმოუდგენელია. მაშინ დიპკორპუსთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი ყველა დონეზე  ჩარევით მოხერხდა ის, რომ ჩვენ  პირობითი  სასჯელით გაგვათავისუფლეს. თან, მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ პოლიტიკაზე ხელი აგვეღო. თუმცა, ჩვენ არ გავჩერებულვართ და  შემდეგ იყო  უკვე 2011 წლის 26 მაისის აქციები... თანამებრძოლებთან ერთად ვიდექი რუსთაველზე  და შიშველი   ხელებით ვებრძოდით კბილებამდე შეიარაღებულ ჯალათებს.  მართალია, იმ აქციის დაშლის შემდგომ  სასწაულებრივად გადავურჩით დაპატიმრებას, თუმცა მალევე, გამოგონილი მოტივით, თითქოსდა მე სუფრაზე 2 ახმახი აზერბაიჯანელი ვცემე (არადა, კი მიყურებთ, ფიზიკურად სუსტი ვარ), ციხეში მიკრეს თავი... თუმცა, საბედნიეროდ, ხელისუფლება შეიცვალა და ჩვენ პარლამენტმა გვაღიარა, როგორც პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პატიმრები და პოლიტპატიმრის სტატუსით გაგვათავისუფლეს. 183 პოლიტპატიმრიდან მხოლოდ მე მაქვს სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი. თუმცა, ასეთი წნეხის გამო, მე არ დავცემულვარ, პირიქით, აღნიშნულმა  უზარმაზარმა ზეწოლამ და დაბრკოლებებმა, უფრო გაგვაძლიერა და მეტი მიზანდასახულობა გამიჩინა. ბრძოლა გავაგრძელე და დღეს რომ წინა ხელისუფლება აღარაა, გარკვეულწილად, ჩემი და ჩემი მეგობრების დამსახურებაცაა. 
– ბატონო თორნიკე, ამჟამად როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ, იმედი მქონდა, რომ მათ დასჯიდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, კოჰაბიტირებული ურთიერთობები მივიღეთ. ამიტომაც, საჭიროდ ჩავთვალე, რომ მაჟორიტარ კანდიდატად მეყარა  კენჭი ჩემს მშობლიურ რუსთავ-ქალაქში „პატრიოტთა ალიანსიდან“. ვფიქრობ, ჩემი ადამიანური რესურსები  სრულად არ მომიხმარებია ჩემი ქალაქისთვის, ქვეყნისთვის და მზად ვარ, ძირითადი დრო დავუთმო პარლამენტში მშრომელი ხალხის პრობლემებზე საუბარს და არა ბუსუსებიან პრეზერვატივებზე; განათლებაზე და არა თავს მოხვეულ ლგბტ აღლუმებზე. პარლამენტის მანდატის მოცემის შემთხვევაში, საშუალება მეძლევა, უფრო აქტიურად დავეხმარო მრავალჯერ იმედგაცრუებულ, გაწბილებულ ჩემს მოსახლეობას; არ მივცე იმ კანონების მიღების საშუალება, რაც საფუძველშივე კლავს ქართველი კაცის არსს; მუხლმოუდრეკელი ვიქნები თითოეული მოქალაქის სამართლიანობისთვის ბრძოლაში. ის, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე – სხვაზე აღარ დავუშვებ უსამართლობას.
– ბატონო თორნიკე,  თქვენ ბიზნესში ხართ ჩართული და ახლაც ეხმარებით რუსთაველებს...
– კომპანიის ფუნქციონირება მახსოვს, 2 000 ლარით დავიწყე. ძირითადი საქმიანობა ექსპორტია. მინერალური წყლების, ციტრუსის ექსპორტს ვახორციელებ... უცხოეთში, ევროპის ქვეყნებში  ჩვენს მინერალურ წყალზე რომ მაღალი წარმოდგენა და მოთხოვნილებაა, გარკვეულწილად, ჩვენი კომპანიის დამსახურებაცაა. ამას პლუს, დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახები. ნაციონალური ბიზნესრეიტინგების შარშანდელი მონაცემებით მე-12 ადგილი ავიღეთ. გარდა მოსახლეობისთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ერთ-ერთი სამუშაო პრინციპი იქნება ჩვენი მხარდაჭერა  მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარებისთვის.  უნდა მოხდეს მცირე მეწარმეებისთვის ხელისშემშლელი ბარიერების მოშლა.  
– ოჯახზეც გვიამბეთ...
–  ქართულ ტრადიციულ ინჟინრების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ვარ ქალ-ვაჟის ბედნიერი მამა. ჩემი ქალიშვილი 20 წლისაა და წარმატებული სტუდენტია ილიას უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. რაც შეეხება ბიჭს, ზარმაცია, მაგრამ ძალზედ ნიჭიერი. მასზე ვამყარებ ჩემს იმედებს. თუკი რამეს ვაკეთებ, ჩვენი შვილებისა და ქვეყნის მომავლისათვის მინდა. ყოველთვის ვცდილობდი,  გაჭირვებულს გვერდში ამოვდგომოდი და ციხეში ყოფნისასაც ხშირად მიფიქრია, რომ სიკეთე უკვალოდ არ იკარგება, არ ქრება... მე სიკეთით მივლია და მინდა, ასე გავაგრძელო. ჩემი რუსთაველების მხარდაჭერის იმედი ყოველთვის მექნება! რუსთავი მშრომელთა ქალაქია, დიდი ინდუსტრიული პოტენციალით და ჩემი ქალაქის რესურსები  მინიმუმამდეც არაა რეალიზებული. მე მინდა, დავუბრუნო  რუსთავსა და რუსთაველებს მომავლის იმედი და რწმენა! მე მჯერა მათი!

скачать dle 11.3