კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი დღეებია კარგი ყურძნის მოსაკრეფად მთვარის ფაზების მიხედვით და რომელ დღეს მოკრეფილი ნაყოფი იქნება გაჯერებული ჰარმონიულობით

ვინაიდან საქართველო ვაზის ქვეყანაა, უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა რთველი. იმისთვის, რომ მთელი წლის შრომა დაუფასდეთ, მეურნეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ასტროლოგიური რუკა, რომელიც კონკრეტული კულტურის დარგვა-დაბინავებისთვის სასურველ დროზე მიგვითითებს. მზისა და მთვარის პერიოდების გათვალისწინება კარგი მოსავლისა და ჯანსაღი პროდუქტის საწინდარია. ასტროლოგიისა და სოფლის მეურნეობის ურთიერთკავშირის შესახებ უფრო დაწვრილებით ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილს ვესაუბრეთ.
–  რთველის სეზონი იწყება, რა უნდა გაითვალისწინონ მევენახეებმა ამ დროს ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით?
– საქართველო ღვინის კულტურის ქვეყანად ითვლება. მსგავსი ქვეყნებია საბერძენეთი, რუმინეთი და ასე შემდეგ. საქართველში შედარებით ღრმა წარსულიდან იღებს სათავსე ღვინის კულტი და ღვინის კულტურა. სექტემბერი, ეს მეტად მნიშვნელოვანი ასტროლოგიური თვეა. 23 სექტემბერი შემოდგომის დღეღამსწორობის პერიოდის, ანუ 23 სექტემბერს მზე გადაკვეთს ეკვატორს და სამხრეთ ნახევარსფეროში გადავა. 23 სექტემბერს მთავრდება პერიოდი, როცა ნებისმიერი ნაყოფი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მაქსიმალურ სიმწიფეს აღწევს. როცა მზე გადაკვეთს ეკვატორს და სამხრეთ ნახევარსფეროში გადავა, ხილი აღარ მწიფდება და იწყებს ლპობას. შესაბამისად, დღეღამსწორობის პერიოდამდე არის კარგი ხილის აღება, მათ შორის, ყურძნის მოსავლისაც.
–  საუკეთესო პერიოდი როდის არის ყურძნის დასაკრეფად?
–   არსებობს მთვარის კალენდარი, რომელიც სასურველია, ყველა მეურნეს ჰქონდეს. იქ განმარტებულია დღეები, თუ რომელ ფაზაში უკეთესია მოსავლის აღება, დარგვა, მორწყვა და ასე შემდეგ. რაც შეეხება კონკრეტულად ყურძენს, ყურძნის დაკრეფის საუკეთესო პერიოდია, როცა მთვარე ვერძის ზოდიაქოში იმყოფება. შედარებით ნაკლებად კარგია, როცა მთვარე არის მშვილდოსანში და ცუდი არ იქნება, როცა მთვარე გადავა ლომში:
მთვარე ვერძის ზოდიაქოში არის  17, 18 სექტემბერს; ხოლო მშვილდოსანში –  8, 9 სექტემბერს. სხვათა შორის, 9-ში ძალიან კარგი დღეა, რადგან ამ დღეს იუპიტერი გადავა სასწორის ზოდიაქოში. ამ დღეს აღებული ნაყოფი გაჯერებული იქნება ჰარმონიული ენერგიით.
მთვარე ლომის ზოდიაქოში არის 29, 30 აგვისტოს.
–  მთვარის კალენდრის მიხედვით, კიდევ რა არის გათვალისწინებული?
–   მთვარის დღეები მჭიდრო კავშირშია ყველაფერთან. უძველესი ეპოქიდან მოყოლებული დიდ ყურადღებას აქცევდნენ მთვარის ფაზებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხებოდა დათესვას, მოსავლის აღებას. მაგალითად, ყურადღებას აქცევდნენ, როდის უნდა დაერგოთ ვაზი. ამ მხრივ რჩევებს მივცემ მევენახეებს და კარგია, თუ გაითვალისწინებენ. ვაზის დარგვა სასურველია ახალი მთვარის პერიოდში ან მთვარიანობისას. ანუ, როცა მთვარე იმყოფება ლომის  ზოდიაქოში. საერთოდ, ვაზთან და ყურძენთან მიმართებაში ძირითადი ზოდიაქო ვერძი, ლომი და მშვილდოსანია. ლომი მართავს საქართველოს; მშვილდოსანი –  ესპანეთს, პორტუგალიას; ვერძი –  საფრანგეთის სამხრეთ ნაწილს. ცეცხლის სტიქიის ქვეყნებში ეს კულტურა ყველაზე მეტადაა პოპულარული და გახარებული. შესაბამისად, ვაზის დარგვაც სასურველია მაშინ, როცა მთვარე ლომის ზოდიაქოში ან ახალმთვარიანობის პერიოდში იმყოფება. ლომი ეს არის საქართველოს მმართველი ზოდიაქო. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე კარგად ვაზი საქართველოში ხარობს. გასხვლა კარგია კლებადი მთვარის დროს, განსაკუთრებით იმ დღეებში, როცა მთვარე იმყოფება ცეცხლის სტიქიის ნიშნებში (ლომი, ვერძი, მშვილდოსანი). მორწყვა არ შეიძლება მაშინ, როცა მთვარე ჰაერის სტიქიის ზოდიაქოშია (მერწყული, ტყუპები, სასწორი). შეწამვლა მხოლოდ და მხოლოდ კლებადი მთვარის დროსაა შესაძლებელი; მოსავლის აღება კი, როცა მთვარე იმყოფება ვერძის ზოდიაქოში. ახალი მთვარის დროს კარგია ყურძნის დაღვინება, რადგან ამ პერიოდში ღვინო ძალიან კარგად დუღს. ღვინის ჭურჭელში გადასხმა  ხდება კლებადი მთვარის დროს. ეს არის უძველესი ფორმულა, რომელსაც მევენახეები იყენებდნენ, რათა კარგი ღვინო გამოსვლოდათ.
–  მთვარის ფაზების მიხედვით დაწურული ღვინო სიმთვრალეზე თუ მოქმედებს?
–   ზოგადად, ყურძენი მაგიური ხილია. ის ძველად გამოიყენებოდა სხვადასხვა რიტუალში: ახალმთავრიანობის დაწყებიდან მთელი კვირის განმავლობაში, ყოველდღე მწვანე ყურძნის ჭამა ხელს უწყობდა შემოსავლების ზრდას. სავსემთვარიანობის დროს მიირთმევდნენ ყურძენს, რათა გაეძლიერებინათ წინასწარმეტყველური უნარი. ასევე, რჩეულის გულის მოსაგებად მიჯნურები საკუთარი ხელით აჭმევდნენ საყვარელ ადამიანს შავ ყურძენს. სხვათა შორის, ყურძნის ჩირი, ქიშმიშიც მაგიურია. მიიჩნევდნენ, რომ ის მამაკაცებში ენერგიას აძლიერებდა. რაც შეეხება თრობას, რა თქმა უნდა, მთვარის ფაზები მოქმედებს ცუდ და კარგ სიმთვრალეზე. საერთოდ, ღვინის სმის კულტურა უძველეს დროში განსხვავებული იყო, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. თანამედროვე ადამიანი ღვინოს სვამს ბარბაროსულად. ასე ღვინოს ძველ რომში მონებს ასმევდნენ. ღვინო, ზოგადად, სასარგებლო პროდუქტია –  საუკეთესო ანტიოქსიდანტი, უჯრედების დაბერებას უშლის ხელს. არ არსებობს დაავადება, რომელზეც ღვინის ზომიერად მიღება კარგ გავლენას არ ახდენდეს.
–   ყურძნის დაწურვის საუკეთესო პერიოდი როდისაა?
–  ყურძნის კრეფა თუ 23 სექტემბრამდეა კარგი, საუკეთესო პერიოდი მის დასაწურად 23 სექტემბრის შემდეგაა. ამ რიცხვის შემდეგ ნებისმიერი ხილი კარგავს თავის საუკეთესო თვისებებს და იწყებს ლპობას. რაც შეეხება მთვარის ფაზას, მთვარე აუცილებლად უნდა იყოს ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშანში (ლომი, ვერძი, მშვილდოსანი).
– ბევრი მითი არსებობს მეღვინეობის მფარველი ღვთაებების შესახებ...
 –  დიახ. ძველ საბერძნეთში, ელადაში, იმართებოდა დღესასწაულები, რომელსაც ერქვა „დიონისეს ისტერიები“. დიონისე იყო მეღვინეობის მფარველი ღვთაება და მითის თანახმად, დიონისე მოდიოდა აღმოსავლეთიდან დიდებით, გვირგვინით, ხილით. მის გარშემო ცეკვავდნენ, მას კი მოჰქონდა ყველასთვის სიხარული და ბედნიერება, თუმცა ეს დიდხანს არ გრძელდებოდა. დიონისეს ჰყავდა მტერი გოლიათები,  რომლებიც გლეჯდნენ მის სხეულს და ის იძულებული იყო, ამ გოლიათებს ქვესკნელში დამალვოდა. ზევსი ყოველ წელს აბრუნებდა დიონისეს, ანუ „ისტერიები“ მეორდებოდა. ძველ ბერძნებს ჰყავდათ ქალღმერთი პერსეფონა. ეს ღმერთები, როგორც ჩანს, მიწის სტიქიას განასახიერებდნენ. ძველ კულტურებში, მაგალითად, რომში, დიონისეს მაგვარი ღმერთი იყო ბახუსი, ეგვიპტეში –  ხატორი.

скачать dle 11.3