კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

ვის გამო დაფრინავენ მაიკო ჭაფოძის მუცელში პეპლები და რა არ გამოუცდია ჯერ მას

ალბათ ვერავის წარმოუდგენია „დილა მშვიდობისა, საქართველო“ მომხიბლავი, პოზიტიური და ენერგიული მაიკო ჭაფოძის გარეშე, რომელიც უკვე წლებია, მაყურებელს სხვადასხვა სახის ინფორმაციას აწვდის და მათ განწყობაზე მუდმივად დადებითად მოქმედებს.
მაიკო ჭაფოძე: წელს, რატომღაც, უარი ვთქვი ზღვაზე, არ მომინდა აქტიური დასვენება – ალბათ, მთელი წლის მუშაობამ თავისი შედეგი გამოიღო. ვარჩიე მშვიდი დასვენება. საგურამოში ვიყავი ჩემი მეგობრის აგარაკზე, შემდეგ ყვარელში, სადაც ილიას ტბაზე დავდიოდი, ასევე, წავედი არაგვისპირას.
– ზოგადად, როგორი დასვენება გიყვარს?
– იყო პერიოდი, გაგიჟებული ვიყავი კლუბებზე, ყოველდღე დავდიოდი. ბათუმშიც იმიტომ მინდოდა წასვლა, რომ კლუბებში მევლო. ერთი სული მქონდა, როდის დაღამდებოდა, რომ წავსულიყავი. მაგრამ წელს, რატომღაც, მშვიდი დასვენება მომინდა.
– გიყვარს ბუნებასთან სიახლოვე, ლაშქრობაში წასვლა?
– მოლაშქრეებთან ერთად არასდროს ვყოფილვარ. სიმართლე რომ გითხრა, არც მაქვს სურვილი, წავიდე კარვებით, დიდი ჩანთით. თუმცა, მომწონს ისინი, ვინც ამ ცხოვრების წესს ირჩევს. უბრალოდ, მე არ ვარ იმ კონდიციამდე, რომ დიდი ზურგჩანთა მოვიკიდო და ღამე კარავში გავათენო.
– სხვადასხვა კომპანიის მხრიდან ყოველთვის განებივრებული ხარ საჩუქრებით.
– როდესაც სარეკლამო შეკვეთაა, მიწევს ხოლმე მათთან ურთიერთობა. მათ, უპირველეს ყოვლისა, მოსწონთ ის, რასაც ვაკეთებთ და როგორც ვუდგებით საქმეს. ყველანი ერთად მივდივართ იმ შეთანხმებამდე: რა აჯობებს და შემდეგ კმაყოფილების ნიშნად, საჩუქრებით მანებივრებენ. თუმცა, არა მხოლოდ მე, არამედ ოპერატორსაც არ ტოვებენ უყურადღებოდ. ყველანაირი საჩუქარი ძვირფასია ჩემთვის. ამიტომაც ვუღებ ფოტოს და ვტვირთავ სოციალურ ქსელში. ერთ-ერთმა კომპანიამ პირდაპირ ეთერში ტორტით მომილოცა დაბადების დღე – ეს ყველაზე გულისამაჩუყებელი იყო.
–  ადვილად გიჩუყდება გული?
– ძალიან გულჩვილი ვარ, ყველაფერზე მეტირება, ემოციებს ვყვები. მაგრამ, მარტივად ვახერხებ თავის მოთოკვას. შეიძლება, უცებ ხმა ამიკანკალდეს, მაგრამ ერთ წამში გამოვფხიზლდე და თავს შევუძახო: მაიკო, ახლა თავი ხელში აიყვანე-მეთქი.
– როგორია შენთვის წარმატებული ქალი?
– ყველაზე დიდი წარმატება ის არის, როცა ორივე ასპექტში შემდგარი ხარ – დამოუკიდებელი ქალი სამსახურში და ასევე, ძალიან კარგი დედა, კარგი ცოლი ოჯახში. ჩემი აზრით, დამოუკიდებელი ქალი უფრო ძლიერია, სხვა ღირებულებებია მასში და უფრო მეტადაცაა დაფასებული. არ მესმის – კარიერა, ან ოჯახი და იმედი მაქვს, არასდროს დავდგები ამ არჩევნის წინაშე.
– დღეს ბევრს ლაპარაკობენ ოჯახში ქალისა და მამაკაცის უფლებებზე. როგორია ამ საკითხისადმი შენი დამოკიდებულება?
– ნებისმიერ დაწყნარებულ, დალაგებულ ოჯახში ცოლი და ქმარი ერთად იღებს გადაწყვეტილებას. ჩემს ოჯახში, ჩემი მეგობრების ოჯახში არ შევსწრებივარ ისეთ ფაქტს: კაცი ვარო და მუშტი დაერტყას. სადაც სიყვარულია, სიმშვიდეა, იქ ცოლ-ქმარი, ზოგჯერ მშობლებიც, თუ საჭიროა, ერთად იღებენ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, დათმობაზე ყველას მოუწევს რაღაც დოზით წასვლა. პირდაპირ ვერაფერს გეტყვით ამ უფლებებზე, ჯერ არ ვიცი, არ გამომიცდია და იმედი მაქვს, არც არასდროს გამოვცდი, რომ ვთქვა: ქალი ვარ და მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება-მეთქი.
– ზოგჯერ ქალებიც ბევრ რამეს იღებენ საკუთარ თავზე.
– ბოლო დროს, მგონია, რომ შეიქმნა ისეთი სიტუაცია, ქალებმა ბევრი რამ აიღეს საკუთარ თავზე. თუნდაც ის, რომ უცხოეთში წავიდნენ სამუშაოდ და გადაწყვიტეს, რომ ქმართან გაშორების შემდეგ, მარტომ გაზარდონ შვილები. მომწონს, ალიმენტს რომ აკისრებენ მეუღლეებს, ოფიციალურად მოითხოვენ ამას და ორივე მხარე თანაბრად მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში.
– ვიცი, რომ შეყვარებული ხარ.
– წარმატების ერთ-ერთი მასტიმულირებელი ძალა სიყვარულია. ძალიან მიყვარს დედა, მამა და მეგობრები, მაგრამ „ის ერთი“ რომ არის, სულ სხვანაირად გიხარია გაღვიძება, მასთან შეხვედრა. ჩვენი სამსახური ისედაც მოითხოვს ფორმაში ყოფნას, მაგრამ ორმაგი ძალა გეძლევა იმისთვის, უფრო კარგ ფორმაში იყო.
– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
– საერთო მეგობრის წყალობით გავიცანით ერთმანეთი და დავმეგობრდით. როდესაც მეგობრობით იწყება ურთიერთობა, ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი საყრდენია. ერთ დღესაც აღმოვაჩინეთ, რომ მუცელში პეპლები დაფრინავენ. ეს არის ყველაზე კარგი შეგრძნება და დღესაც დაფრინავენ ის პეპლები... ჩემთვის ძალიან ძვირფასია ეს პერიოდი: მაქვს ჩემი საქმე, დავდივარ სამსახურში და ვიცი, რომ ოჯახის გარდა, არსებობს ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებულად უხარია ჩემი წარმატება, ჩემი თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი და ძალიან სტკივა, თუ ცუდად ვგრძნობ თავს. შეუძლია, რჩევა მოგცეს, მოგისმინოს, თუ საჭიროა 2 წამში შენთან გაჩნდეს, ყველა საქმეს თავი დაანებოს და შენთან მოვიდეს მაშინ, როცა გჭირდება.
– როგორია შეყვარებული მაიკო, რომელიც სიყვარულის ნაპერწკლებს ისვრის თვალებიდან?
– მეუბნებიან, რომ მეტყობა. ხანდახან ცოტა ეჭვიანი ვარ, მინდა რომ 2-3 საათში ერთხელ შევეხმიანოთ ერთმანეთს. თუ ცოტა დიდი დრო გავიდა, ვფორიაქდები, მაგრამ საბედნიეროდ, ფორიაქის მომენტი დიდხანს არ გრძელდება. შინაგანად ვარ მზრუნველი, განსაკუთრებით ჩემი უმცროსი დის მიმართ. მას ვანებივრებ და ახლა აღმოვაჩინე, რომ დათოს მიმართაც გამიჩნდა ეს გრძნობა. ტელეფონით ვეუბნებით ერთმანეთს: ჭამე, ახლა დაისვენე, ახლა დაიძინე, გვიანია და ასე შემდეგ. ყველა ურთიერთობაშია, როცა რაღაც არ მოგეწონება და ეჭვის თვალით უყურებ. ჩვენ თითქმის გავიარეთ ეს ეტაპი, დარეგულირებული გვაქვს ეს თემა. ვენდობით ერთმანეთს, ვიცით ერთმანეთის ყველაფერი.
– აპირებთ ოჯახის შექმნას?
– ჯერჯერობით არაფერს ვაპირებთ, მშვიდად, კარგად ვართ და ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ბავშვობაში ყველას უოცნებია ქორწილზე, თეთრ კაბაზე, მაგრამ 15 წლის შემდეგ ამაზე აღარ მიოცნებია, სხვა საზრუნავები მქონდა. ზოგადად, ოცნება არ მიყვარს, რეალისტი ვარ. მიყვარს ფაქტების რეალურად აღქმა, გააზრება. თუ იქნება ქორწილი – იქნება, თუ არ იქნება – არ იქნება.

скачать dle 11.3