კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბლოკავენ თუ არა ნიკა ქაცარიძეს ტელევიზიები პოლიტიკური შეხედულების გამო და რაზე ნერვიულობის დროს არ უჭამია მას ერთი კვირის განმავლობაში

მსახიობ ნიკა ქაცარიძისთვის სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბიზნესმენ ბარხატაშვილის როლში გამოჩენა არცთუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა, რადგან შესრულებული როლის გამო მაყურებლისგან მან ბევრი უარყოფითი შეფასება დაიმსახურა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, უარყოფითი შეფასებების მიზეზი მხოლოდ როლი კი არა, მისი პროფესიონალიზმი და გარეგნობაც გახდა, რაც ძალიან სწყინს.
ნიკა ქაცარიძე: „ჩემი ცოლის დაქალებამდე“ სერიალ „შუა ქალაქშიც“ ვიყავი, „ტიფლისშიც“ და სხვა პროექტებშიც, მაგრამ ჩემს გამოჩენას ისეთი ცუდი რეაქცია არსად მოჰყოლია, როგორიც ბარხატაშვილის როლს „ჩემი ცოლის დაქალებში“. კომენტარები პირადად მე არ წამიკითხავს, მაგრამ მითხრეს, რომ ძალიან მლანძღავენ.
– მოდი, გავმიჯნოთ – შენ, ანუ მსახიობს გლანძღავენ თუ პერსონაჟს?
– პერსონაჟსაც და მსახიობსაც. თუ ისე კარგად ვითამაშე, რომ როლისადმი აქვთ უარყოფითი დამოკიდებულება, მაშინ დავმშვიდდები. მაინც მგონია, რომ მსახიობსაც გულისხმობენ – არაესთეტიკური ტიპები არ გვინდა კადრშიო. ეს მილიონერი, გაზულუქებული „თბილისელები“, რომლებმაც საქართველო ხელში ჩაიგდეს და შუაზე გაიყვეს, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და სხვა არავინ აღელვებთო. რა თქმა უნდა, საწყენია, როცა პიროვნულად გეხებიან, მაგალითად, როცა წერენ: აი, ეს უნიჭო მსახიობები, სხვა ათამაშეთ, ვინმე ნიჭიერი მოგეძებნათო. მაგრამ თუ პერსონაჟზეა საქმე, ლანძღონ რამდენიც უნდათ. ისე, ერთმნიშვნელოვნად მაგარს ვერაფერს ვითამაშებ. ჩემზე ასჯერ მაგარ მსახიობებზე ამბობენ საშინელებებს. ზურა ყიფშიძესა და ზაზა პაპუაშვილს აკრიტიკებენ და მე რა უნდა ვთქვა?! თუმცა, თავისთავად არასასიამოვნოა, როცა ნაკლებად ნიჭიერს მიწოდებენ და ამბობენ, ეს მსუქნები კადრიდან მოაშორეთო.
– ყველაზე მეტად რომელი შეფასება გეწყინა?
– მოაშორეთ კადრიდან ეს ღორებიო, ეს იყო კატასტროფული სიტყვა ჩემთვის. ერთი კვირა ისე ვინერვიულე, საჭმელი არ მიჭამია. ვერ გავიგე, საზოგადოებას მსუქანი მსახიობებიც ხომ სჭირდება?!
– ამ სერიალის პერსონაჟების იდენტიფიცირებას ხშირად ახდენენ ხოლმე მაყურებლები მათთვის ცნობილ რეალურ ადამიანებთან. ბარხატაშვილებსაც ხომ არ ჰყავთ კონკრეტული პროტოტიპი?
– კი, თუმცა ვინ, ამას ცოცხალი თავით არ ვიტყვი (იცინის), რადგან ძალიან ცნობილი და ბარხატაშვილების მსგავსად, ხელისუფლების ტიპები არიან. დღეს მათნაირი ბანდიტები არიან ხელისუფლებაში, იმიტომ რომ, ფული აქვთ. აბა, კორპუსების აშენებას ხომ უნდა „ვლასტი“? თბილისში გქონდეს სამშენებლო კომპანია, ნიშნავს, რომ მთავრობის წევრი ხარ ან მათი მოკავშირე. რეალობაში ბარხატაშვილების პროტოტიპებიც შეიძლება, ძმები იყვნენ. ხომ იცით, თბილისში ბევრი „ძმები“ არსებობს და მე ყველას რაღაც თვისება მოვპარე (იცინის).
– სხვა პროექტებზეც ვისაუბროთ. შენი სახელი და გვარი „ანეკდოტებთან“ ასოცირდება. რამე საფირმო ანეკდოტი არ გაქვს?
– ძალიან რთულია იმდენი ანეკდოტიდან ერთის ამორჩევა, მაგრამ ერთი ძალიან მაგარი ანეკდოტი გავიგე ახლახან თელავში, კახელი ბავშვები ითვლიან დახუჭობანას თამაშისას: „აცა, ბაცა, ვირმა შაგ...“. ვისაცა შას... ის გავიდა და ვინც გავიდა იმას უხარია (იცინის).
– ერთ-ერთი წარმატებული როლი გქონდა სერიალ „ტიფლისში“. ახალ პროექტებშიც ხომ არ აგრძელებ GDS-თან თანამშრომლობას?
– ერთ რამეს ვიტყვი, ტელევიზიებმა საქმე გაახურეს დამოკიდებულებით: ვისისტი ხარ? ქოცი ხარ თუ ნაცი? არავისტი არ ვარ! მე მსახიობი ვარ. GDS-ზე არ გადამიღებენ, თუ მიშისტი ვარ და „რუსთავი 2-ზე“ არ გადამიღებენ, თუ ოცნების მხარეს ვარ. ფეხებზე მკიდია ეს ყველაფერი. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ჩემი პროფესიით ვემსახურები ჩემს ქვეყანას. რეალურად კი, ეს დამოკიდებულება მსახიობებს ხელს გვიშლის. რამდენიმე მსახიობმა პოლიტიკური ნიშნით დატოვა „ჩემი ცოლის დაქალები“. ზოგს რომ ვუთხრი, „რუსთავი 2-მა“ დამიძახა სერიალში სათამაშოდ-მეთქი, მითხრეს: შენ მიშისტი და ნაციონალი ხარო? არ მესმის ასეთი დამოკიდებულების!
– თუმცა, უკვე ბევრი მსახიობი მონაწილეობს ერთდროულად GDS-ისა და „რუსთავი-2-ის“ პროექტებში. პირადად შენთვის უთქვამთ უარი პოლიტიკური შეხედულებების გამო?
– რა ქნან ამ გაჭირვებულმა მსახიობებმა, მონაწილეობენ, რადგან არსებობს მატერიალური დაინტერესება. ჩემთვის პირდაპირ არ უთქვამთ უარი პოლიტიკური შეხედულებების გამო, მაგრამ ხომ იგრძნობა. პოლიტიკური წნეხი მუშაობს ყველგან და მათ შორის მსახიობებშიც. ძალიან რთული საკითხია, არ შეიძლება პოლიტიკური ნიშნით გამორჩევა. თუ მსახიობი კარგია, რა შუაშია პოლიტიკა?!
– ანუ, რადგან ახლა „ჩემი ცოლის დაქალებში“ ხარ GDS-ის პროექტებში ვეღარ იქნები? ამის თქმა გინდა?
– დიდი შანსია, რომ GDS-მა დამბლოკოს, რადგან ახლა „რუსთავი 2-ში“ ვარ. ისიც შესაძლებელი იყო „რუსთავი 2-ს“ არ გადავეღე. მოკლედ, ასეთი საოცრებები ხდება.
– ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდი, განსაკუთრებით მომწონს გეის როლის შესრულებაო.
– საუბარში ვთქვი ასეთი რამ, მაგრამ შემდეგ ჟურნალისტმა გააკეთა განსაკუთრებული აქცენტი. უბრალოდ, ჩემთვის საინტერესოა ჩემგან განსხვავებული გმირის თამაში. თუ ჩემი გმირი მე მგავს, ნაკლებად საინტერესოა მასზე მუშაობა. გეის როლს რომ ასრულებ, რაღაცნაირად ერთობი. თუმცა, რატომ მაინცდამაინც გეის, ჩემთვის ძალიან საინტერესოა რიჩარდ მესამის როლი და ბევრი სხვა. ისე, ჩემ გარშემო ძალიან ბევრი გეია: ტელევიზიებში, თეატრში, მწერლებში, მხატვრებში. თითქოს მთელი სამყარო გეი გახდა. თუმცა, გადასარევი ხალხია, მე არაფერს მიშავებენ. ნაზი ბიჭები არიან, არ გეძველბიჭებიან და არც არაფერი. უნდათ, თმას მოუშვებენ, უნდათ, დახეულ ჯინსს ჩაიცვამენ და თუ უნდათ, ნაზად ილაპარაკებენ. ასეთი გააჩინა სამყარომ და მე ხომ ვერ შევცვლი?! ვინმემ რომ მითხრას, შენ რატომ ხარ ასეთიო, ხომ ჩავარტყამ თავში რაღაცას?! ისიც ასეთია და იყოს, ოღონდ აღლუმებს ნუ მომიწყობს რუთაველზე, ქაშუეთთან და ისე იყვნენ. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მიყვარს ქეიფი, დალევა და აბსოლუტურად ჯიგარი, ხოშიანი ქართველი ვარ. თუმცა, მსახიობი ვარ და ყველასთან შემიძლია საერთო ენის გამონახვა. ნიჭიერება იმაშია – შენ გაუგო. აბა, ის როგორ გამიგებს, როცა ვეტყვი, რომ მე ხუთლიტრა-ნახევარ ღვინოს ვსვამ?! აუცილებლად იტყვის: „ვაიმე, ქაჯი, ნუ“. მე კომუნიკაბელური ვარ და არავის ვაგრძნობინებ ჩემს უპირატესობას, თუნდაც ამასთან დაკავშირებით.
– თქვი, გეი არ გეძველბიჭებაო. ძველბიჭობა და ქუჩის პერიოდი იყო შენს ცხოვრებაში?
– სკოლის პერიოდში იყო – გარჩევები და ჩხუბები გოგოს თუ სხვა მიზეზის გამო. თვალიც ხშირად დამლილავებია (იცინის).
– „წამალთან“ დაკავშირებული პრობლემები?
– „წამალთან“ დაკავშირებული პრობლემა არასდროს მქონია. თუმცა, ჩემ გარშემო მთელი თბილისი წამალდამოკიდებულია. პლანი – კი, ბატონო, ახლაც მოვწევ, თუმცა იშვიათად, განწყობას გააჩნია. მაგალითად, თუ სოფელში ვარ, ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი და ფილოსოფიურ ხასიათზე დავდექი, მაშინ შეიძლება, მოვწიო. აი, საზოგადოებაში, რადგან მსახიობი ვარ,  ვინმეს გასართობად, პლანს არასდროს მოვწევ.
– პირად ამბებში რა ხდება?
– დავქორწინდი და ოქტომბერში ბავშვს ველოდები. ჩემი მეუღლე არქიტექტორი ნინო ბერიძეა. რაღაცის დაპროექტება მინდოდა, მის ფირმაში მივედი და ერთმანეთი იქ გავიცანით. მერე „ფეისბუქზე“ დავიმეგობრე და მიწერ-მოწერა დავიწყეთ. ამასობაში ერთმანეთი შეგვიყვარდა, დავქორწინდით და პატარას ველოდებით. თუმცა, სქესი ჯერ არ ვიცი. მიმაჩნია, რომ ამ საკითხში მოულოდნელობებია საჭირო. მოკლედ, წინასწარ არ ვიცი, ბიჭი იქნება თუ გოგო და როგორი მამა ვიქნები მე. ვნახოთ, ყველაფერი წინაა.

скачать dle 11.3