კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო აღარ არის ბაბი კირკიტაძე ვაკაჭის ცოლი და ილო ბეროშვილის საყვარელი

მსახიობ, მომღერალ და მომავალ იურისტ ბაბი კირკიტაძის გვერდით ნამდვილად არ მოიწყენთ. პოპულარული „შალვა რამიშვილის შოუდან“ გახდა, ახლა კი „ილო ბეროშვილის შოუდან“ გვახალისებს. ამ ზაფხულს, მართალია, დასვენება ვერ მოახერხა, მაგრამ ზღვის სანაპიროზე ჯგუფ „რეზო და ბავშვებთან“ ერთად კონცერტები გამართა და არაერთი სასიამოვნო წუთი აჩუქა დამსვენებლებს. თუ რატომ მოუხდა იმიჯის შეცვლა და რის გამოა ის სასურველი სარძლო, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ბაბი კირკიტაძე: იღბლიანი ვარ, რადგან ერთმა ქასთინგმა გადაწყვიტა ჩემი პოპულარობა. აღმოჩნდა, რომ კარგი პროდუქტი ვიყავი. დღეს ეკრანზე ვჩანვარ და ვიცი, ბევრ ადამიანს შევაყვარე თავი. 
– შალვა რამიშვილი, საკმაოდ სკანდალურად წავიდა ტელევიზიიდან. ეს სკანდალი შენც შეგეხო?
– რასაკვირველია, ეს ფაქტი ამ შოუში ყველას შეგვეხო. რამდენიმემ დატოვა კიდეც შოუ. სკანდალის ნაწილი მე არ ვყოფილვარ და ვფიქრობ, ეს იყო გაუგებრობა მხოლოდ ორ ადამიანს შორის და მგონი, მოგვარდა. სულ ვხუმრობ, რაც შალვა წავიდა, ვაკაჭის ცოლი და ილოს საყვარელი ვეღარ ვარ-მეთქი (იცინის). იმ შოუში კარგად მქონდა მორგებული ცოლისა და საყვარლის როლი. ახლა კი მხოლოდ მომღერალ©©ი და წამყვანი ვარ. დაიხურა „შალვა რამიშვილის შოუ“ და ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა (იცინის). იცით, რა მიხარია? ჩემს თავზე ჭორები არ გამიგია – არც პოლიტიკოსის საყვარლობას მაბრალებენ და არც ბიზნესმენისას, ეტყობა, ჩემს ნერვებს უფრთხილდებიან. ისე, იმდენად ვაჟკაცური ტიპი ვარ, ძალიანაც რომ უნდოდეთ, ვერავის საყვარლობას ვერ მაბრალებენ (იცინის).
– გარდა ამისა, იურიდიულზეც ხომ სწავლობ?
– კი, ვსწავლობ. მეოთხე კურსზე ვარ და ვამბობ, სასურველ სარძლოდ ვითვლები – ცეკვა-თამაში მიყვარს და თან, დიპლომიც მექნება-მეთქი (იცინის). დიპლომიანი იურისტი და უდიპლომო მსახიობი – ორი ადამიანი ზის ჩემს ტყავში. მაგრამ, მე მაინც მიმაჩნია, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი დოპინგი მაინც სცენაა. თეატრალურში მინდოდა ჩაბარება სამსახიობოზე. ამაზე ვოცნებობდი ბავშვობიდან, მაგრამ ოჯახის წევრებმა, არ გაბედოო. ჰოდა, ავდექი და იმათ ჯიბრზე, იურიდიულზე ჩავაბარე. დავამტკიცე, რომ მაგარი გოგო ვარ და ყველაფერი შემიძლია. ამ ეტაპზე რასაც ვაკეთებ, მომწონს. იურისტის პროფესიას ვერ გავაგრძელებ და მხოლოდ დიპლომით დავკმაყოფილდები. იმედია, ეს დიპლომი  გათხოვებაში დამეხმარება (იცინის).
– ესე იგი, რომ გათხოვდები, სამზარეულოში სიმღერ-სიმღერით გააკეთებ საჭმელს და თან, დედამთილს იურიდიულად გაურჩევ საქმეს. ისე, იმერული ხასითიდან ყველაზე მეტად რას ავლენ?
– (იცინის). იმედია, გასარჩევად არ მიდგება საქმე, თორემ ზუსტად ვიცი, ერთით ნოლს წააგებს. სხვათა შორის, დედაჩემი მიბიძგებს პოლიტიკისკენ, მაგრამ არაფერი გამოუვა (იცინის). რომ დავფიქრდი, ხმა ბოხი და მკაცრი მაქვს, კი იქნება ჩემი წინასაარჩევნო გამოსვლები ხალხისთვის დამაჯერებელი. თან, ჩემს სათქმელს ამომრჩეველს, ორიგინალურად, სიმღერით ვეტყვი და სიმღერ-სიმღერით მომცემენ ხმას (იცინის). რა ვქნა, არ მინდა პოლიტიკოსობა. ყველაზე დიდ სიამოვნებას სცენაზე დგომა მანიჭებს და პოლიტიკის გამო ამას ვერ დავთმობ. თან, აბაზანაში მიყვარს სიმღერა და რომ დავიწყებ, მეზობლები იცინიან, დაიწყო ბაბის აბაზანური სამოთხეებიო. რა ჯობია, დიდხნიან აბაზანის სამოთხეებს? რომელი პოლიტიკა შეედრება? (იცინის). რაც შეეხება იმერულ ხასიათს, კუდაბზიკობა არ მახასიათებს, მაგრამ სტუმართან მიმართებაში, ნამდვილი იმერელი ვარ. დედაც და მამაც იმერლები არიან – ორგზის იმერელი ვარ და მეუბნებიან, ამიტომ ხარ ასეთი გემრიელი და მარიალიანი გოგოო (იცინის).
– ბაბი, როგორ გაატარე ზაფხული, იყო ბევრი რომანტიკული შეხვედრა, ფლირტი? პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ვერც რომანტიკული შეხვედრებისთვის მოვიცალე და ვერ ფლირტისთვის.  ეს ზაფხული ვერ გავატარე გიჟურად, სამაგიეროდ, ხმის იოგები დავიხიე (იცინის). სოლო კონცერტები გვქონდა ბათუმში ბენდ „რეზო და ბავშვებთან“ ერთად და ამისთვის ვემზადებოდით. ნამდვილი საგიჟეთი გამოვიარეთ იმ პაპანაქება სიცხეში, მაგრამ შედეგი ამ ნერვიულობად ღირდა. პირად ცხოვრებაში არაფერიც არ ხდება. თუმცა, თაყვანისმცემლების სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩუვი. ძირითადად, სოციალური ქსელებით მიკლებენ (იცინის). შეყვარებული არ ვარ და ჩემი თანამშრომლები მეხუმრებიან, ბიჭს როგორ შეაყვარებ თავს, შენ ხარ ჩვეულებრივი კაციო (იცინის). ყველასთან ძმაკაცური მიჭირავს და არ ვიპრანჭები. ძმაკაცური გოგო ვარ, ფლირტის მომენტები და ქალური სინაზეები არ მახასიათებს. ალბათ, მოვა დრო და ეგეც იქნება. 
– თუ შენი კანის ფერით ვიმსჯელებთ, ზღვაზე გასვლაც ვერ მოასწარი. ასეა?
– სულ ორჯერ ვიყავი აუზზე, ზღვაში არც ჩავსულვარ.
– გარეგნულად შეცვლილი ხარ. რას უკავშირდება ეს ცვლილება?
– არა მარტო გარეგნული, არამედ შინაგანი ცვლილებებიც მოხდა ჩემში – 12 კილო დავიკელი და სხვანაირად ვუყურებ რაღაც-რაღაცეებს. დიდი ხანია, არ მინახავს მეგობრები და რომ მნახეს, მითხრეს, რა მოხდა ასეთი, გაზრდილი გვეჩვენებიო (იცინის). ასე რომ, სულ რაღაც ერთ თვეში გავიზარდე და დიდი გოგო გავხდი (იცინის). წონა რომ მქონდა, თან ხმაც მამაკაცური მაქვს – ბოხი, მამალი ქალი ვიყავი. ახლა გავნაზდი და ქალური გავხდი (იცინის). თუმცა, ნაზი და ფისო გოგო არც ახლა ვარ, იმ მამალი ქალის თვისებები გადმომყვა (იცინის). რომ გავხდი, ისეთი ნაზი ადამიანის შეხედულება მაქვს, სანამ ხმას ამოვიღებ, ნამდვილი ფისო გეგონებით. მაგრამ, სულ ვხუმრობ, რაც არ უნდა შევიცვალო, ნაზი და ფისო გოგო ვერ გავხდები, ჩვეულებრივი მამალი გოგოშკა ვარ-მეთქი (იცინის).
– მერე, მამალი გოგოები რომ იგინებიან, ესეც „მოსულა“?
– სხვათა შორის, პირველად რომ მითხრეს, შეიგინეო, ისე დავიძაბე, ოცი დუბლი გავაფუჭე, სანამ სკეტჩი ჩაწერეს. ბოლოს, როგორც იქნა, შევიგინე. ახლა, კიდევ კარგი, გინება აღარ მჭირდება და სიმღერით გადმოვცემ საგინებელს (იცინის). არ მიყვარს, გოგო რომ იგინება, მაგრამ ხანდახან გიწევს. არ დამავიწყდება, საჭესთან ვიჯექი და ვიღაც უნამუსო ისე გადმომიხტა, კინაღამ გადავვარდი მტკვარში. ამ დროს არ შემეგინებინა? ავნერვიულდი და მამაპაპური სართულიანები გავუგზავნე (იცინის). ცოტა სექსიზმი გამოვავლინე, მაგრამ რა ვუყო, როცა საჭესთან ზიხარ, ხანდახან ესეც საჭიროა. მადლობა ღმერთს, ასეთი სექსიზმის გამოვლენა ხშირად არ მიწევს.
– როგორ ემზადები ახალი სეზონისთვის? იმიჯშეცვლილი შოუში სექსი-ფისო გოგო იქნები?
– ჩემს ხასიათში სექსი-ფისოს როლი არ ჯდება. ამიტომ, ისევ მამალი ქალი ვიქნები. ეს უფრო მიხდება და კარგადაც გამომდის.

скачать dle 11.3