კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

რატომ დაალურჯა ნატუკა გულისაშვილმა ირაკლი ჩოლოყაშვილი და როგორ იფრინა მან კარებმოგლეჯილი თვითმფრინავით სიმღერ-სიმღერით

მსახიობი და ტელე-რადიოწამყვანი, ნატუკა გულისაშვილი, ორჯერ გადაურჩა სიკვდილს. ბედისწერის სჯერა და იცის, რაც შუბლზე აწერია, არ ასცდება. თუმცა, თვითმფრინავში მას მერე აღარ ჩამჯდარა, რაც სიკვდილს ჩახედა თვალებში. სად მიართვეს მას ღორის სწორი ნაწლავი დასაგემოვნებლად, რისთვის „ჩაიზმანა“ მეორადებში შვიდ ლარად და რის გამო დააქვს შვიდი წლის ჰამბურგერი მანქანით, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნატუკა გულისაშვილი: ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ მირჩევნია, უცხოეთში ვირტუალურად ვიმოგზაურო, საქართველო კი მიწაზე მყარად მდგომმა მოვიარო. ერთი სიტყვით, მოტანტალე ადამიანი ვარ (იცინის). ჩემოდანი სულ მზად მაქვს და ზუსტად ვიცი, სად რა უნდა წავიღო.  სხვათა შორის, არასდროს მიმქონდა ჩემოდნით გამოსასვლელი ტანსაცმელი და ქუსლიანი ფეხსაცმელი. ერთხელ, სასაცილო ამბავი დამემართა. მოკლედ, ოზურგეთში გვქონდა გასტროლი. სპექტაკლი რომ დასრულდა, გადაირივნენ, ბანკეტი გავმართეთ და უნდა წამობრძანდეთო. არადა, არ მაქვს გამოსასვლელი ტანსაცმელი წაღებული. ახალი გახსნილი იყო მეორადები. მე და ჩემი მეგობარი შევედით და შვიდ ლარად მაგრად „გავიზმანეთ“. ისე გამოვიპრანჭეთ, ყველა გადაირია, რა ლამაზები ხართო (იცინის). ძალიან მიყვარს შავ ზღვაზე დასვენება. იქ ოთხივე სტიქიის ელემენტი – მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი, ერთდროულად შეიგრძნობა.
– ეს ოთხივე სტიქია წელს შეიგრძენი?
– ცოტ-ცოტა შევიგრძენი, რადგან მცირე დროით მომიწია ზღვაზე დასვენება. მაგრამ, სამაგიეროდ, ამ ზაფხულს, ბევრი ადგილი მოვიტანტალე და კმაყოფილი ვარ (იცინის). როგორც გითხარით, მირჩევნია, მიწაზე მყარად ვიდგე – მატარებლით, ავტობუსით ან მანქანით გადავადგილდე, ვიდრე თვითმფრინავში ჩავჯდე და ვიფრინო. თვითმფრინავის პანიკურად მეშინია და ამის მიზეზიც მაქვს. ახლა მიწევს ჩემი ახლო მეგობრის ქორწილში, იტალიაში ჩაფრენა და როგორ გადავიტან ფრენას, ამაზე უკვე ვნერვიულობ.
– ასეთი რა მოხდა, რომ თვითმფრინავის პანიკური შიში გაქვს და ვირტუალურად როგორ მოგზაურობ უცხოეთში?
– თეატრალური სარდაფიდან ვიყავით გასტროლებზე მიწვეული იუგოსლავიაში. იქიდან რომ ვბრუნდებოდით ბელგრადიდან მოსკოვში მოვხვდით ტურბულენტურ ზონაში. ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში მინახავს. თვითმფრინავი თითქოს დაიკუჭა, დახარა ცხვირი, აწია კუდი და პირდაპირ დედამიწისკენ დაეშვა. არ დამავიწყდება, როგორ ჩაირბინა სალონი სტიუარდესამ თავდაყირა და თან ყვიროდა: მამა, პამაგიო. შესასვლელი კარი კი მოძვრა და გადმოვარდა სალონში. ილუმინატორში რომ გავიხედე, სრული სიბნელე იყო და უცბად, თვითფრინავი შევარდა სინათლეში. აღმოვჩნდი, საქორწინო ტორტის თავზე. ღრუბლები ისეთი ქუნქულა და ლამაზი იყო, ასე მეგონა ტორტის თავზე ვიჯექი. პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, იმქვეყნად მივდიოდი. რომ მოვბრუნდი ამქვეყნად და ღრუბლებზე აღმოვჩნდი, მივხვდი, გადავურჩი სიკვდილს. სხვათა შორის, სასმელი მომიტანეს და მითხრეს, დალიე და ნერვიულობა მოგეხსნებაო. პირველად მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა – ყელში არ გადადის (იცინის). საჭმელი რომ მოგვიტანეს, გამიხარდა. ვიფიქრე, ნახევარი გზა უკვე გავლილია-მეთქი. მაგრამ რა მაჭმევდა? ჭამის მადა მქონდა დაკარგული. გვერდით ირაკლი ჩოლოყაშვილი მეჯდა და სულ დავალურჯე ჩქმეტით, თან, სიმღერით ვამბობდი... ვაიი... ვუიიი (იცინის). მოკლედ, როგორც იქნა ჩავფრინდით მოსკოვში და იქიდან უნდა გადმოვფრინდეთ თბილისში. გავიხედეთ, მოადგა თვითმფრინავს სახანძროები, სასწრაფოს მანქანები და მოაყენეს  დიდი მანქანა, რომელზეც იდო უზარმაზარი ყუთი. ვიკითხეთ, რა ხდებაო და აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავს „პრედახრანიწელი“ ჰქონდა გადამწვარი. წარმოიდგინეთ, ესეც შემთხვევით გაიგეს, თორემ ცაში აფრენამდე დავენარცხებოდით მიწას. ასე გადავრჩი სიკვდილს მეორედაც. თუმცა, მჯერა, რაც ადამიანს გიწერია, არ აგცდება. ამის მერე ბევრი გასტროლი იყო, მაგრამ ფრენის შიშის გამო, უარი ვთქვი. სულ ვამბობ, ჩემი წონის ადამიანი არ უნდა დაფრინავდეს, მანქანით უნდა დადიოდეს-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, ფრთხილი და დაკვირვებული მძღოლი ვარ. როცა საჭესთნ ვჯდები, მაშინ ვხდები მამაკაცური და მავიწყდება, რომ ქალი ვარ.
– წონა ახსენე. ვიცი გურმანი ხარ. ყველაზე უცნაური საჭმელი რა გაგისინჯავს?
– მე ვარ გურმანი, მაგრამ არა – რისკიანი! ერთი სასაცილო ამბავი გამახსენდა: მოკლედ, კახეთში დამპატიჟეს, ღორი დაკლეს. ხორცი არ მიყვარს, მაგრამ უარი ვერ ვთქვი. მითხრეს, ახლა ჩვენს გურმან გოგოს, „დედოფლის მწვადი“ უნდა გაჭამოთო. კი დამაინტერესა როგორ მზადდებოდა, მაგრამ ახლოს არ მიმიშვეს, მითხრეს, ამას მხოლოდ კაცები ამზადებენო. ვიფიქრე, „წერეთლის მწვადი“ გამიგია, მაგრამ ეს „დედოფლის მწვადი“ ნეტავ, რა არის-მეთქი? მოკლედ, ველოდე დიდი ამბით. მომიტანეს, დავხედე და ვიფიქრე, ალბათ, ჩალაღაჯია-მეთქი. არადა, არ ჰგავს. ბოლოს გავარკვიე, რომ ეს იყო  შემწვარი ღორის სწორი ნაწლავი. „დედოფლის მწვადი“ კი ერქვა, მაგრამ  იმას რა მაჭმევდა? ასე რომ, თუ არ ვიცი, რა დევს თეფშზე, იმას არ ვეკარები. ახალი გახსნილი იყო თბილისში ჩინური რესტორანი და ჩემმა მეგობარმა, რომელიც მოსკოვიდან ჩამოვიდა, ამ რესტორანში გადაიხადა დაბადების დღე. ვიფიქრე, ჩინური რესტორანია და კერძებში გველი, ბაყაყი ან რვაფეხა არ შემომაპარონ-მეთქი და არაფერს დავაკარე პირი. გავიხედე, მოიტანეს კიტრისა და პომიდვრის სალათა, რადგან ვიცანი ინგრედიენტები, ის გადმოვიღე და დავიწყე გემრიელად ჭამა. უცნაური გემო კი ჰქონდა, რაღაც მომჟავო-მომწარო, მაგრამ ვიფიქრე, ეტყობა, ჩინური სანელებლებითაა შეკაზმული-მეთქი. არადა, ვინც სალათა გადმოიღო, ყველამ დაანება თავი ჭამას და გვერდზე გადადო. უცბად, ვისი დაბადების დღეც იყო, მოიხმო ოფიციანტი და უთხრა, სალათა წაიღეთ და გამოცვალეთო. აღმოჩნდა, კიტრი იყო მწარე, მე კიდევ გამწარებული ვჭამდი და მეგონა, ჩინური საიდუმლო რეცეპტით იყო მომზადებული (იცინის). კიდევ ვამბობ, მიყვარს უცხო გემოების გასინჯვა, გურმანიც ვარ, მაგრამ ვერაფრით შევჭამ კუს წვნიანს, გველის მწვადს ან რვაფეხას. მართალია, უცხოეთში ფრენის შიშით ვერ დავდივარ, მაგრამ შეიძლება ითქვას, გერმანია, ჩინეთი, ამერიკა, ირანი, პაკისტანი, იტალია და ინდოეთი ვირტუალურად მაქვს მოვლილი.
– ეს როგორ გავიგოთ?
– ხომ ამბობენ, კონკრეტული ქვეყნის სამზარეულო ამ ქვეყნის შესახებ გაძლევს ინფორმაციასო, ჰოდა, მე საქართველოში მაქვს დაგემოვნებული ჩინელის, ამერიკელის, ირანელის, გერმანელის, პაკისტანელის, იტალიელისა და ინდოელის  მიერ მომზადებული კერძები. ერთხელ, ოჯახში დაგვპატიჟეს და მოგვიტანეს გერმანელის მიერ მომზადებული კერძი. რომ დავხედე, ვიფიქრე, ახალი კარტოფილის სეზონი არ არის და ნეტავ, სად იშოვეს-მეთქი. აღმოჩნდა, რომ პატარა თეთრი ხახვი იყო მოხარშული და შეზავებული მოტკბო კეტჩუპით. კი ბატონო, შევჭამ მოხარშულ ხახვს, მაგრამ კიბორჩხალისა და კრევეტებისგან შორს ვარ. თუ ვიზუალურად არ მომწონს, იმ საჭმელს ვერ შევჭამ. ყოველთვის მშურს მისი, ვინც ნერვიულობის დროს არ ჭამს. მე, როცა ვნერვიულობ, უფრო მეტს ვჭამ. არ მიყვარს სტრესში ორგანიზმის ჩაგდება, მაგრამ ახლა მინდა, საზამთროს დიეტა დავიცვა და განტვირთვის დღეები მოვიწყო. მე დიეტით კი არა, სწორი კვებით ვიკლებ. ასეთი რეჟიმით, ორ თვეში 16 კილო დავიკელი. „უგულავას დიეტამ“ კი დამღუპა – ჯერ დავიკელი და მერე სასწაულად მოვიმატე. არასდროს მქონია მუცლის არეში ცხიმები და ჩამილაგდა. იყო დრო, ჩანთით სულ ჩურჩხელა დამქონდა. ახლა კი, ჩემს მანქანაში 7 წლის „ჰამბურგერი“ დევს და რომ დავხედავ, აღარ მინდება ჭამა, თვალით ვჭამ (იცინის). ახლა ვფიქრობ, ასეთივე ბუტაფორიული ტორტი, „პონჩიკი“ და აჭარული ხაჭაპურიც სულ თან ვატარო. იქნებ ამათ ჭამას ასე გადავეჩვიო. მანქანით სულ დამაქვს საპიკნიკე ატრიბუტიკა და ახლა იძულებული ვარ, მანქანაში საკონდიტრო გავხსნა (იცინის).

скачать dle 11.3