კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელია მომაკვდინებელი ოთახის მცენარეები და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ

მშვენიერება მაცდურია! – ფრაზა, რომელიც ბუნების ერთ-ერთ ულამაზეს ქმნილებას, ქალს ეძღვნება, როგორც ჩანს, ყოველივე მშვენიერზე ვრცელდება. ბევრი ძალიან ლამაზი  მცენარე, რომელიც ამშვენებს სახლებსა და ბაღებს, შეიძლება, მომაკვდინებელი იყოს. თუმცა, ამის მიუხედავად, ამ ყვავილების სილამაზით ყველა ტკბება, ალბათ – მსხვერპლიც. სანამ მათ შინ მიიტანდეთ, დარწმუნდით, რომ შხამიან მცენარეს არ იძენთ, რაც თქვენ და ოჯახის წევრებს საფრთხეს შეგიქმნით. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, თუ სახლში ბავშვები გყავთ.
ზოგიერთ შხამიან მცენარეს ისეთი მძიმე დაავადებების გამოწვევა შეუძლია, როგორებიცაა: დამბლა, გულის გაჩერება, კომა, სისხლდენა კუჭში და სიკვდილიც კი. შხამიანი მცენარეების შესახებ გვესაუბრა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სამკურნალო მცენარეების სექტორის ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის მეცნიერების აკადემიური დოქტორი, ქალბატონი როზა ბიძინაშვილი.
– ოთახის მცენარეები სახლში ჰაერს ასუფთავებენ და დეკორატიული ფუნქციაც აკისრიათ. თუმცა, ზოგიერთი მათგანი ძალიან საშიშია სიცოცხლისთვის. ჩვენს სამშობლოში არაერთი შხამიანი მცენარე ხარობს. შეხებით ადამიანი არ იწამლება, მაგრამ მათი ნაყოფის ან ფოთლის გასინჯვა შესაძლოა, საბედისწერო გამოდგეს როგორც ადამიანის, ასევე, სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის.
– ყველასთვის ცნობილი რომელი მცენარეებია განსაკუთრებით შხამიანი?
– ყველაზე საშიში ტოქსიკური ყვავილია ყველასთვის ცნობილი ქოთნის ოლეანდრა, რამაც შეიძლება გარდაცვალება გამოიწვიოს. მისი ყველა ნაწილი ტოქსიკურია, განსაკუთრებით ფოთლები. ძალიან შხამიანი წვენი აქვს. მისი ფოთოლი, ღერო, ტოტი არ დაღეჭოთ, არ შეაჭამოთ ცხოველებს ან ფრინველებს, რადგან ისინი სწრაფი სიკვდილით დაიხოცებიან. ამიტომაც არის, რომ ამ მცენარის ფოთლებსა და ყვავილებზე ხშირად ნახავთ მკვდარ ბუზებსა და მწერებს, რაც მცენარის მომაკვდინებელი შხამით არის გამოწვეული. მასთან შეხების შემდეგ ხელები აუცილებლად უნდა დაიბანოთ. ოლეანდრას მონათესავეა შხამიანი სტროფანტუსი. შავკანიანთა ველური ტომები, რომლებიც  გასულ საუკუნეში ტბა ტანგანიკისა და მდინარე ზამბეზის მიდამოებში ცხოვრობდნენ, ძლიერ აფასებდნენ სტროფანტუსს. მის წვენში ამოვლებული ისარი მყისიერად კლავდა ადამიანებსა და მხეცებს. სტროფანტუსის შხამი სწრაფად აჩერებს გულის მოქმედებას. მის თესლებს ამჟამადაც აგროვებენ ძლიერ შხამიანი ნივთიერების, სტროფანტინის მისაღებად. სტროფანტუსი და ოლეანდრა, შეიძლება ითქვას, საშიში „ძმები“ არიან. ძალიან საშიში მცენარეა კალა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას სასიკვდილო შედეგს იწვევს. ასევე სურო, რომელიც ხშირად საცხოვრებელი სახლის კედლებზეც აქვთ გაშენებული; იწვევს სუნთქვის დარღვევას, პარალიზებას, პირღებინებას. ძალიან პოპულარული მცენარეა დიფენბახია, რომელსაც შეუძლია ყელის ტკივილის გამოწვევა. თუ მისი წვენი ბავშვის ორგანიზმში მოხვდა, შედეგი ფატალურია. ბელადონა ცნობილია, როგორც ყველაზე შხამიანი ყვავილი დასავლეთ ნახევარსფეროში. ის შეიცავს პოტენციურ მომაკვდინებელ ალკალოიდებს. მისი ორგანიზმში მოხვედრა იწვევს ბუნდოვან ხედვას, თავის ტკივილს, ჰალუცინაციებს, ბოდვასა და კრუნჩხვებს. ატროპინი, რომელსაც შეიცავს ბელადონა, შესაძლებელია მომაკვდინებელი იყოს ადამიანისთვის. ის ნერვული სისტემის ბლოკირებას ახდენს, რაც იწვევს გულის გაჩერებას. ასევე, ყველასთვის ცნობილი ნარცისი და ირისი, ორივე  ძალიან ტოქსიკურია. მისი ბოლქვის შეჭმა სასიკვდილო შედეგის მომტანია... ასევე, ძალიან საშიში და შხამიანია სამფერა ია, ამორფალუსი, ალოკაზია.
– გარეგნული ნიშნებით თუ შეგვიძლია მივხვდეთ, რომელი მცენარეა შხამიანი?
– არა, გარეგნული ნიშნებით ვერ მიხვდებით... შხამიანი მცენარეები განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. მაგალითად, შროშანას ყვავილი ძალზე ლამაზი და სურნელოვანია, მაგრამ ძლიერ შხამიანი. შხამიანია, არა მარტო ყვავილი, არამედ დანარჩენი ნაწილებიც. ყველაზე მეტად შხამიანია ყვავილობის პერიოდში. სურნელების გამო მას ფუტკარი ეტანება. პირუტყვი არ ეტანება, მაგრამ თუ შეჭამა, მოიწამლება. ჩვენში ამ მცენარის ყვავილით, განსაკუთრებით გადაყრილი თაიგულების შეჭმის შედეგად იწამლებიან ბატები და იხვები.
– თაფლის ჭამისას თუ ვართ დაზღვეული, რომ ფუტკარმა ის შხამიანი ყვავილისგან არ მიიღო?
– იშვიათი შემთხვევაა, რადგან შხამიანი მცენარეები გამონაკლისის გარდა არ არის სურნელოვანი. ფუტკარი კი არომატულ, ეთერზეთულ ყვავილებს ეტანება.
– საშიშია თუ არა სახლის პირობებში მცენარეებისგან სამკურნალო საშუალებების დამზადება და რომელი სამკურნალო მცენარეებია ყველაზე შხამიანი?
– ავიცენა ამბობდა, რომ ყველა მცენარე შეიძლება, იყოს წამალიც და შხამიც. ყველაფერი დამოკიდებულია დოზებზე, მიღების დროსა და ხანგრძლივობაზე, ავადმყოფობის მდგომარეობაზე წამლის მიღების მომენტში. არასწორმა გამოყენებამ და გამოუცდელმა თვითმკურნალობამ შეიძლება, გამოიწვიოს მოწამვლა ზოგიერთი არაშხამიანი მცენარითაც. თითქმის ყველა სამკურნალო მცენარე შეიცავს შხამებს. რაც უფრო მეტი სასარგებლო თვისება აქვს მცენარეს, იმდენად უფრო მომწამვლელია. დაუშვებელია სახლის პირობებში ნაყენებისა და ნახარშების დამზადება იმ მცენარეებისგან, რომლებიც შეიცავს ძლიერმოქმედ ნივთიერებებს. ესენია: დეზურა, ეფედრა, იფნურა, ლენცოფა, ლემა, ლანცეტა, ხარისთვალა, შხამა, ფინი, ყოჩივარდა... ყველასთვის ცნობილი ალოე ვერაც კი, რომელსაც არაერთი დაავადების სამკურნალოდ ვიყენებთ სახლის პირობებში და მართლაც ბევრი სამკურნალო თვისება გააჩნია: აშუშებს ჭრილობას, გამოიყენება კოსმეტიკაში, კურნავს დაზიანებებს... ძალიან საშიშია და დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ. ალოე ხელს უწყობს უჯრედების სწრაფ დაყოფას. თუკი ორგანიზმს სიმსივნისკენ აქვს მიდრეკილება, ის ხელს შეუწყობს მის პროვოცირებას. ასევე, საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ქრისტესისხლა, რომლის რძეწვენი იხმარება მედიცინაში წყლულისა და კანის დაავადებათა სამკურნალოდ. ის შხამიანი მცენარეა და ზედმეტი დოზით მიღება მომაკვდინებელია. ასევეა, აბუსალათინი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და კოსმეტიკაში. ლიტერატურაში აღწერილია ისეთი შემთხვევებიც, როცა შემოდგომაზე, აბუსალათინის სრული სიმწიფის დროს, მის ნათესზე გავლილი ცხენები მასობრივად მოწამლულან. საკმარისია ორი მილიგრამი აბუსალათინის მიღებაც კი ლეტალური შედეგის გამოსაწვევად.
– არის მცენარეები, რომელთაც აგროვებენ და ახმობენ სახლის პირობებში. გახმობის შედეგად კარგავს თუ არა მცენარე მომწამვლელ ნივთიერებებს?
– მცენარეების შეგროვებისა და გახმობისას მუდმივად უნდა გახსოვდეთ, რომ ბევრი მათგანი შეიცავს ძლიერმოქმედ  შხამიან ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმისთვის მავნე და უაღრესად საშიშია. მცენარეების უმეტესობა არ კარგავს ტოქსიკურ თვისებებს გაშრობის ან თერმული დამუშავების შემდეგაც. არასწორად გამოყენებისა და თვითმკურნალობის შემთხვევაში, მრავალმა არაშხამიანმა მცენარემაც შეიძლება, გამოიწვიოს მოწამვლა.
– რა სიმპტომები ახასიათებს მცენარით მოწამვლას და რა  უნდა მოვიმოქმედოთ  მოწამვლის შემთხვევაში?
– შხამიანი მცენარეების მიერ გამოწვეული ნიშნები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და აგრეთვე, ამა თუ იმ დაავადებას. ამიტომ, ზოგჯერ მოწამვლის გამომწვევი მიზეზის დადგენა ძნელდება და სხვადასხვა დაავადებაში გვერევა. კლინიკური სურათი ასეთია – პირღებინება, შესუსტებული პულსი, კუჭ-ნაწლავის ძლიერი აშლილობა, მადის დაკარგვა. ექიმის გამოძახებამდე საჭიროა ორგანიზმიდან შხამის სწრაფი გამოდევნა, რაც პირველ ხანებში მიიღწევა თბილი, მარილიანი წყლით (4-5 ჭიქა) და პირღებინებით. ამ პროცედურის შემდეგ საჭიროა კუჭის ამორეცხვა ძალიან დაბალი კონცენტრაციის პერმანგანატიანი ხსნარით ან თბილი რძით. შხამიან მცენარეებთან შეხებისას, არ დაგავიწყდეთ ხელების გულმოდგინედ დაბანა.

скачать dle 11.3