კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაშია ქეთი სვანიძისთვის ინტიმურ სცენებში მონაწილეობა მისაღები და სჭირდება თუ არა მას მამაკაცისგან მანქანა და „ბანტები”

რუსთაველის თეატრის მსახიობს, ქეთი სვანიძეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს გამოვლილი. მსახიობი გაგრაში დაიბადა, თუმცა, სამი წლისა, ომში მამის გარდაცვალების შემდეგ, დევნილად იქცა და მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს. დაუღალავი შრომის შედეგად ოცნება აიხდინა, რუსთაველის თეატრში მოხვდა და დღეს როლისთვის უარს არაფერზე ამბობს. 
ქეთი სვანიძე: ყველასთვის რთულ პერიოდში დავიბადე. სამი წლის ვიყავი, ომი რომ დაიწყო, რომელშიც მამა დამეღუპა და დავობლდი. მე და დედა მარტო დავრჩით და დანარჩენ დევნილებთან ერთად, აფხაზეთიდან აქ მოგვიწია წამოსვლა. მე გაგრიდან ვარ. იქიდან წამოსვლის პერიოდი კარგად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ის სირთულეები და გაჭირვება, რომელიც აქ ჩამოსულებმა გამოვიარეთ. სტუდქალაქში შეგვასახლეს, სხვათა შორის, დღესაც იქ, ოღონდ ცოტა უკეთესი მდგომარეობით ვცხოვრობთ. მაშინ კი ყველაფერი ნულიდან, ცარიელი ხელებით დავიწყეთ. არაფერი გვქონდა, არანაირი საყოფაცხოვრებო პირობა და სულ ვამბობ, რომ დედაჩემი – ესმა მიქელაძე, გმირია. მან შეუძლებელი შეძლო და არასდროს არაფერი დაუკლია ჩემთვის. ცარიელი ხელების მიუხედავად, ყველგან მატარებდა: დავამთავრე მუსიკალური შვიდწლედი, კონსერვატორიის ნიჭიერთა ათწლედი, ვცეკვავდი „ერისიონში“, მოვხვდი ოპერის ბავშვთა გუნდში და სპექტაკლებს ვთამაშობდი. იმ პერიოდში სახელმწიფო დახმარება გვქონდა რვა ლარი და მართლა მის იმედად ვიყავით. ნათესავები გვეხმარებოდნენ, მაგრამ ისეთი გაჭირვება იყო თბილისში, თვითონაც ძალიან უჭირდათ. მახსოვს, ცეკვასა და სიმღერაზე ფეხით დავდიოდით და უმეტესწილად, მშივრები ვიყავით. თუმცა, მარტო ჩვენ არა, მთელი საქართველო განიცდიდა გაჭირვებას. ყველა ამ დღეში იყო, მაგრამ ჩვენ ისიც გვემატებოდა, რომ აწყობილი ცხოვრება დავტოვეთ და ყველაფრის თავიდან დაწყება ასეთ გაჭირვებაში გვიწევდა. დღეს, მადლობა ღმერთს, კარგად ვარ – ჩემი საქმე, ხელფასი მაქვს და ოჯახსაც ვარჩენ. ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო დედაჩემის კარგად ყოფნისთვის, მაგრამ ალბათ, მე ვერ მოვუხერხებ ჩემს შვილს იმდენს, რამდენიც დედამ მე გამიკეთა. გმირობასთან ერთად, დედა ჩემზე ბევრად გემოვნებიანია. მახსოვს, პირველ კლასში პალტო არ მქონდა და დევნილებისთვის დარიგებული „ადიელისგან” პონჩო გამიკეთა, მოაქარგინა და ზამთარი მასში გავატარე. საბედნიეროდ, მან ფარ-ხმალი არ დაყარა და მეც მივყევი.
– პროფესიას რაც შეეხება?
– დედას უნდოდა, ოპერის მომღერალი გამოვსულიყავი. მეც მინდოდა, მაგრამ ჩაბარების მომენტში ასაკით პატარა ვიყავი და ვოკალის პედაგოგმა მირჩია, 2-3 წელი მომეცადა. თუმცა, იქ მიღებული გამოცდილება დღეს ძალიან მეხმარება. ერთ სპექტაკლში საკმაოდ რთული არიის შესრულება მომიწია და სასწაულად გამიხარდა, როცა სპექტაკლის შემდეგ მეუბნებოდნენ, ოპერის მომღერალი გვეგონეო. მსახიობობას რაც შეეხება, როგორც დედა მეუბნება, ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვყოფილვარ, როცა ვამბობდი, მსახიობი უნდა გამოვიდე-მეთქი. თუმცა, ვცეკვავდი კიდეც, თან, საკმაოდ სერიოზულად ვუდგებოდი ამ საქმეს. 13 წელი გავატარე „ერისიონში“ – მექართულე ვიყავი. მაგრამ თეატრალურზე რომ ვაბარებდი, იძულებული გავხდი, მასზე უარი მეთქვა, რადგან ცალ-ცალკე ორივე ძალიან დიდ დროს მოითხოვდა და ერთად არ გამოდიოდა.
– საინტერესოა შენი რუსთაველის თეატრში მოხვედრის ისტორია.
– თეატრალურს რომ ვამთავრებდი, იმ პერიოდში ბატონმა რობიკომ ათი სტუდენტი რეჟისორი აიყვანა ჩემი კურსიდან. ერთ-ერთი იყო რეზო შატაკიშვილი, რომელიც დგამდა სპექტაკლს – „საბავშვო ზღაპარი” და როცა მასში მონაწილეობა შემომთავაზა, სიხარულით დავთანხმდი. რომ გავიგე, სპექტაკლი რუსთაველის თეატრში დაიდგმებოდა, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. რუსთაველის თეატრის სცენა ხომ ჩემთვის საოცნებო იყო და ვფიქრობდი, მერე იმას მაინც ვიტყვი, რუსთაველის თეატრის სცენაზე მაქვს ნათამაშები-მეთქი (იცინის). მეტი ამბიცია მართლა არ მქონია. იქ მუშაობის პროცესში ბატონი რობიკოც გვესწრებოდა. მერე ორჯერ სპექტაკლზე მნახა და როცა ყველაფერი დამთავრდა, სამი დღის შემდეგ დამირეკეს რუსთაველიდან, თეატრში ხართ დაბარებულიო. თუმცა, მიზეზი არ უთქვამთ. მეგონა, ქასთინგი ტარდებოდა და რადგან მოსამზადებლად მხოლოდ ერთი დღე მქონდა, ისე ვინერვიულე, სიცხემ ამიწია. ჩემი მეგობარი ლელა ახალაიაც იყო დაბარებული. სცენაზე ბატონი რობიკო რომ გამოვიდა, ნერვიულობისგან კანკალმა ამიტანა. ვიფიქრე, ახლა დაიწყებს ქასთინგს-მეთქი. ჰკითხეს, რა ქნან ახლა ამ გოგოებმაო და ბატონმა რობიკომ უპასუხა: არაფერი, რეპეტიციებზე მოვიდნენ, თეატრში უნდა იარონ და ამ სპექტაკლში მიიღონ მონაწილეობა. მოკლედ, მიიღეთო. დედას ვფიცავარ, იმ მომენტში უკან გავიხედე, ნამდვილად მე მითხრა-მეთქი?! (იცინის) ის ემოციები და სიხარული არასდროს დამავიწყდება.
– შენი სიტყვებია: როლისთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელიო. რა იგულისხმე?
– შეიძლება, ადამიანმა იფიქროს, რომ ყველას თავს მოვუგრეხ, მაგრამ აქ სხვა რამ იგულისხმება. როლის გამო მართლა ყველაფერს გავაკეთებ. ბევრი მეკითხება, რატომ არ ვიცვლი ვარცხნილობას, იმიჯს და ასე შემდეგ. თეატრში რომ მითხრან, თავი გადაიპარსე, გახდი ან რამე მსგავსი, ერთი წამით არ დავფიქრდები, ყველაფერს გავაკეთებ როლის გამო.
– როცა ინტიმური სცენებია?
– ჯერჯერობით არ შემხვედრია სამარცხვინო და არაესთეტიკური სცენა. თეატრში ყველაფერი ესთეტიკის ფარგლებშია. არ მქონია ისეთი მარაზმი და „პახაბნი“ სცენა, რომ უარის თქმა დამჭირვებოდა. მსახიობისთვის მიკოცნია, თამამადაც მცმია, მაგრამ მიმაჩნია, რომ თეატრში ყველაფერი უნდა გააკეთო. შეიძლება, იყოს სექსის სცენა, მაგრამ თუ სპექტაკლში არაფერია სათქმელი და მარტო სექსი უნდა მიიტანო მაყურებლამდე, ამას არ დავთანხმდები. მოკლედ, ბევრ რამეს გააჩნია. კინოში ინტიმური სცენა კიდევ სხვა თემაა და აქ კიდევ ბევრი სხვა ფაქტორია. არის ფილმები, რომელშიც არ ღირს ამის გაკეთება და პირიქით, შესაძლოა, ყველაფერი ღირდეს.
– სერიალ „ხელოვნურ სუნთქვაში“ გამოჩნდი. გარიგების სცენაში, ალბათ, ცოტა სასაცილოცაა ამაზე აზრი გკითხო.
– სხვათა შორის, გარიგება ჯერ კიდევ აქტუალურია, შეიძლება თბილისში ნაკლებად, მაგრამ ბევრგან ასეა. მე ამის მომხრე ნამდვილად არ ვარ, რადგან ვფიქრობ, მეორე ნახევარი თვითონ უნდა იპოვო.
– რაც შეეხება პირად ამბებს, გათხოვილი არ ხარ და არც ყოფილხარ, არა?
– არა და არც ვყოფილვარ (იცინის). ახლაც, ჯერჯერობით მარტო ვარ. მარტივად ვერ ვწყვეტ  გათხოვების ამბებს. თუმცა, ახლა არც შეყვარებული ვარ.
– თაყვანისმცემლებისგან სამახსოვრო საჩუქრები არ მიგიღია?
– კი, მახსოვს ერთხელ, ადრე, იმხელა ფუმფულა სათამაშო ძაღლი მომიტანეს, ცალკე მანქანაში ედოთ და ოთხი კაცი მეხმარებოდა სახლში ატანაში (იცინის). იყო საჩუქრები ვიღაცეებისგან, რომელიც არ მივიღე, რადგან ზოგი სხვანაირად იგებს ამას.
– უარის მიღება რომ უჭირს, ასეთი თაყვანისმცემელი არ გყოლია?
– კი, ერთი თაყვანისმცემელი მყავს, უკვე ათი წელია. ვერ იგებს და ალბათ, მთელი ცხოვრება ვერ გაიგებს უარს (იცინის). შეუძლია, მთელი დღე და ღამე მირეკოს, თან, დარწმუნებულია, რომ არაფერი შეიცვლება, მაგრამ იქნებ ხმა მაინც გავიგოო (იცინის). გულცივი გოგო არ ვარ, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ, რაც უფრო ნაკლები ურთიერთობა გვექნება, დავიწყება შედარებით ადვილია.
– წარმატებული კარიერა გაქვს, გარეგნობაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ. პრეტენზიული ხარ ბიჭებთან მიმართებაში?
– ბევრი ფიქრობდა, რომ პრეტენზიული ვარ, რადგან ამდენ ხანს სერიოზული ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ არა – მანქანებსა და „ბანტებს” არ ვითხოვ, არც ორმეტრიან ცისფერთვალება ბიჭს ველოდები. შეიძლება, ჩემზე დაბალიც მომეწონოს და შემიყვარდეს, სიყვარული კიდევ სხვა რამეა. ერთადერთი, საქმიანი ადამიანები მიყვარს. მესმის, თავის რეალიზება ადვილი არაა, მაგრამ მეც რთული გზა გავიარე. პირველ კურსზე სწავლისას ძალიან ბევრჯერ რესტორანში მიცეკვია მეგობრებთან ერთად, მათ შორის ახალი წლის ღამესაც. ხან ფლაერებს ვარიგებდი და ხან რას ვაკეთებდი. აქედან გამომდინარე მოვიდა ის, რაც დღეს მაქვს. სახლში არავინ არაფერს მოგართმევს. ახლაც აქტიურად ვმუშაობ. თეატრში დავით საყვარელიძე დგამს ბასა ჯანიკაშვილის „გაბრაზებულ ჩიტს“ და ოქტომბერში, ალბათ, პრემიერა გვექნება. ასევე, უცხოელ რეჟისორთან მაქვს კინოგადაღება, საკმაოდ რთულად სათამაშო, ფსიქოლოგიურ დრამაში. იქ გაუპატიურების სცენაში მომიწევს თამაში.

скачать dle 11.3