კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის მიშა შაყულაშვილი სოფო ბედიასთან დაშორების გამო უფლის მადლობელი და ვინ დაანგრია მათი ოჯახი

კომპოზიტორისა და მომღერლის, მიშა შაყულაშვილის შემოქმედებითი ცხოვრება ბოლო დროს პასიურია და მას გული წყდება, რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახერხებს. ამ ეტაპზე მისთვის მთავარი შვილზე ზრუნვაა, რომელთანაც დიდ დროს ატარებს. ყოფილ მეუღლესთან, სოფო ბედიასთან კი არანაირი ურთიერთობა არ აქვს.
მიშა შაყულაშვილი: ღვთის წყალობით, ჯანმრთელად და ნორმალურად ვარ, მაგრამ ახლა არაფერს ვაკეთებ. შემოქმედებაში ახალი არაფერია, იმიტომ რომ, ამ ქვეყანაში არაფერი ხდება. ცოტა ხნის წინ „X ფაქტორშიც“ ვცადე მონაწილეობა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ამპარტავნებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ წესით, ჟიურიში მე უნდა ვმჯდარიყავი და ისინი შემეფასებინა. ყველამ მითხრა, როგორ გაგიბედეს გამოშვებაო?! თუმცა, ზოგის შეფასებას საერთოდ არ უნდა მოუსმინო. ჩემმა მენტორმა, თამთა გოდუაძემ სწორად მითხრა, შენ ჩამოყალიბებული მომღერალი ხარ და მე ვერ გადაგაკეთებო. თუმცა, გადაკეთება ვის სჭირდება, ეს არ მესმის. იქ იმიტომ გავედი, რომ მაყურებლისთვის თავი გამეხსენებინა და ელემენტარული, რესტორნებიდან წამოსულიყო შემოთავაზება, მაგრამ იმდენად მალე დამთავრდა ყველაფერი, სასურველი შედეგი ვერ მივიღე. მერე ყაზახეთში წავედი და იქ მშვენივრად ვმუშაობდი, მაგრამ ახლა ისევ აქ, ჩვენს არაჩვეულებრივ ქვეყანაში ვარ (იცინის). ხანდახან ეჭვიც მეპარება, ნუთუ ისეთი ცუდი მომღერალი ვარ, რომ რესტორანშიც კი არ მოინახა ჩემი ადგილი-მეთქი. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ ცოტა გულდასაწყვეტია, ჩემზე ბევრად ნაკლები მომღერლები რომ მუშაობენ და მე – ვერა. როგორც ამბობენ: „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“. შეგიძლია, თამამად დაწერო ჩემზე: „ამჟამად უსაქმური მიშა… შაყულაშვილი“ (იცინის). ხანდახან რაღაც გამოჩნდება ხოლმე და როგორღაც თავის გატანას ვახერხებ. თან, მარტოხელა კაცი ვარ და ჩემს თავს მივხედავ. თუმცა, შვილი მყავს და ძალიან ვწუხვარ, რომ მას ფინანსურად ვერ ვეხმარები.
– სოფოსთან დაშორების შემდეგ, შვილზე გარკვეული ფინანსური პასუხისმგებლობები არ გაქვს?
– ანუ, ალიმენტი დამაკისრეს თუ არა?! მადლობა სოფოს, რომ ასე არ მოიქცა. თუნდაც დამაკისროს, რა მნიშვნელობა აქვს? არანაირი შემოსავალი არ მაქვს და მაკისროს და იყოს. ცუდი გაგებით არ ვამბობ, გულწრფელ მადლობას ვეუბნები სოფოს და ძალიან ვწუხვარ, რომ მას გვერდით ვერ ვუდგევარ ჩვენი შვილის აღზრდის ფინანსურ მხარეში. ალბათ, გადმომხედავს ღმერთი, სულ ასე არ ვიქნები. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანს ვაკეთებ, ლოცვებში ვიხსენიებ და მისით ვსულდგმულობ.
– ურთიერთობაში, დროის თვალსაზრისით გაქვთ შეზღუდვები?
– გინდა სოფოს ყველაფრისთვის მადლობა ვუხადო? (იცინის) არანაირი შეზღუდვა – როცა მინდა, სადაც მინდა და რამდენ ხანსაც მინდა, ვნახავ ჩემს შვილს. ბავშვი ოფიციალურად ჩემი ფანია, სულ მამა აკერია პირზე. ძალიან ხშირად ვართ ერთად. სკოლაში ყოველდღე ვაკითხავ.
– მშობლების განშორება როგორ გადაიტანა?
– ბავშვისთვის ეს სამუდამო ლაქად დარჩება. მას არ აინტერესებს მშობლების სურვილი. უნდა, გვერდით საკუთარი დედა და მამა ჰყავდეს. რომ მივდიოდი და ღამით მათთან აღარ ვრჩებოდი, წუხდა და ტიროდა. მანამდე ყოველთვის ჩვენთან ეძინა და თავიდან ვერ იგებდა, რა მოხდა. მეკითხებოდა: მამა, რატომ მიდიხარ? რატომ არ რჩები ჩვენთან? მერე, ნელ-ნელა გააცნობიერა. სოფომ თავის ცხოვრება მალევე მოიწყო. გათხოვდა და ღმერთმა ბედნიერად ამყოფოს. მაგრამ, ბავშვი ვერც ჩემ გვერდით აიტანს სხვა ქალს და ვერც დედამისის გვერდით – სხვა კაცს.
– თუმცა სოფოს ჰყავს მეუღლე... აქვს ბავშვს პროტესტის გრძნობა ან დისკომფორტი მამობილთან ურთიერთობაში?
– ეგ მე არ ვიცი. მამობილი და მსგავსი რამ არ არსებობს. დედას და მამას ვერავინ შეგიცვლის. სულ რომ ოქროს კოშკები აუგოს მან, ვერასოდეს ჩემი ნახევრის ნახევარიც ვერ გახდება ნიკას თვალში. მე რომ ცოლი მოვიყვანო და სულაც გადააკვდეს ჩემს შვილს, ის სოფოს ვერასდროს შეცვლის. ელემენტარული პატივისცემა თუ ექნება იმ ადამიანის, რატომაც არა, დედამისის მეუღლეა. დისკომფორტს რაც შეეხება, ჩემს შვილს რომ ვინმემ დისკომფორტი შეუქმნას, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება. შვილი ისეთი თემაა, მტყუან-მართალს აღარ კითხულობ. ჩემი შვილის დისკომფორტს ნებისმიერს ძვირად დავუსვამ, ვინც არ უნდა იყოს.
– სოფოსთან თუ ინარჩუნებ ურთიერთობას?
– არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. თუ ბავშვთან დაკავშირებით რამეა საჭირო, სოფოს დედა ან ბებია მიკავშირდება. შვილს სწორედ ისინი მიზრდიან და ამისთვის უღრმესი მადლობა მათ. რადგან სოფო დაკავებულია, დღე და ღამე კონცერტები აქვს, თუ ბავშვს რამე სჭირდება, ის ბებიების მეშვეობით მატყობინებს. პირადად ჩვენ არც ურთიერთობა გვაქვს და არც ურთიერთობის სურვილი.
– ანუ, ზოგივით, მეგობრებად დარჩენა არ გამოგივიდათ.
– ვერასდროს ვიქნები იმ ადამიანის მეგობარი, რომელიც ჩემი ცხოვრების ქალი იყო. ძალიან ახლო მეგობარი გოგონები მყავს, ალალი დებივით არიან ჩემთვის, მაგრამ ქალთან, რომელიც შენი ცოლი იყო და გიყვარდა, დაშორების შემდეგ მეგობრობა ვერ წარმომიდგენია. დღევანდელმა, „ძალიან ევროპელმა ტიპებმა“ შეიძლება, ეს ქაჯობად ჩათვალონ, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა ვიყო სოფოს მეგობარი?! ახლა გამოუვალი სიტუაცია თუა და ბებიები სახლში არ არიან, მაშინ შეიძლება, თვითონაც მომწეროს ბავშვთან დაკავშირებით. დაშორების შემდეგ საუბარი გვქონდა, მაგრამ მანამ, სანამ გათხოვდებოდა. მერე გათხოვდა, ოჯახი აქვს და რისთვის უნდა დამირეკოს ან დავურეკო?! ერთი თვის დაშორებულები ვიყავით, როცა თავისი დიდი სიყვარულის შესახებ გამოაცხადა, ვინც ახლა ჰყავს. თუმცა, მე სოფოს დაკარგვა კი არა, ოჯახის დანგრევა განვიცადე, რადგან საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ჩემი მშობლები 14 წელი იყვნენ დაშორებულები, მერე შერიგდნენ. მაგრამ ვიცი, მშობლების გაშორება რასაც ნიშნავს ბავშვისთვის. ამიტომ, არ მინდოდა, ჩემს შვილსაც ეს ეწვნია.
– დაშორებასთან ერთად გრძნობებიც დამთავრდა? შერიგება არ გიცდია?
– არ დავმალავ, რომ დაშორების შემდეგ სოფოსთან შერიგებაზე ვფიქრობდი. მძიმე მომენტია ოჯახის დანგრევა და ღმერთმა არავის გამოაცდევინოს, მაგრამ დღეს უფალს მადლობას ვეუბნები, არა იმიტომ, რომ ოჯახი დამენგრა, არამედ იმიტომ, რომ სოფო აღარაა ჩემ გვერდით. ღმერთი გაშორებს იმას, რაც მოსაშორებელია. სოფოც მოსაშორებელი იყო და მომაშორა. ალბათ, მეც მოსაშორებელი ვიყავი მისთვის. დანარჩენი: სად ნახა ერთ თვეში სიყვარული, როგორ შეუყვარდა ასე ძალიან ამხელა სიყვარულის მერე, ერთი თვის თავზე, ყველა გადაცემაში როგორ გამოჭენდა და ყვებოდა, რა ბედნიერი იყო... თავად მას ჰკითხე, როცა ჩაწერ.
– ძალიან მალე, ერთ თვეში რომ მოხდა ეს ამბავი, ეჭვის ან ბრაზის მომენტი არ გქონდა?
– რა სისულელეა. მე ქალს, რომელსაც ვუყვარვარ და მიყვარს, სხვა კაცთან რომ დავინახავ, იქ უკვე მომენტალურად წაშლილია ყველაფერი. სოფო ბედია ნახევარ საათში გამოვიგლოვე. დაშორებისას არა, უკვე გითხარი, შერიგებასაც ვგეგმავდი-მეთქი, მაგრამ მერე, ძმაკაცმა „ფეისბუქზე“ მანახა ამჟამინდელ ქმართან ერთად ფოტოებში. ეს დავინახე თუ არა, ნახევარ საათში სოფო ბედია ჩემთვის ცარიელი ადგილი გახდა და დღემდე ასეა. თვითონაც მიკვირს, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ სოფო ჩემთვის ასეთი უმნიშვნელო იქნებოდა, მაგრამ უფალი დიდია. მას შემდეგ მქონდა სერიოზული ურთიერთობა და ვფიქრობდი, რომ ცოლი მომეყვანა. გეტყვი, რატომ ვამბობ, რომ ნიკუშა მშობლების გვერდით ვერავის აიტანს: მიუხედავად იმისა, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ერთ მომენტში ნიკუშასგან აგრესია ვიგრძენი ამ ქალისადმი და მივხვდი, ჩემმა შვილმა ის ვერ აიტანა. ჩემი მხრიდან უარის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ეს იქცა. ღმერთმა შემახვედროს კარგ გოგოს და  ოჯახიც შემაქმნევინოს. ალბათ, შვილები კიდევ მეყოლება და ყველა ძალიან მეყვარება, მაგრამ ნიკა ყოველთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან ის ტრავმირებულია მშობლების განშორების გამო და ეს ტრავმა ბოლომდე გაჰყვება. ამიტომ, მშობელი სანამ ნაბიჯს გადადგამს, მანამდე უნდა დაფიქრდეს და ეგოისტურად არ მოიქცეს. ჩვენი ოჯახი სოფომ დაანგრია. არ ვამბობ, რომ მე ფრთაშესხმული ანგელოზი ვარ. შეიძლება, მასზე მეტად დამნაშავეც ვიყავი, მაგრამ ოჯახი მე არ დამინგრევია. ეს ნაბიჯი მან გადადგა და ღმერთმა სიკეთით ამყოფოს.
– ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– არაფერი, სრულიად თავისუფალი, სიმპათიური მამაკაცი ვარ (იცინის). თუ ღირსეულ ქალს შევხვდები, ოჯახს ხვალვე შევქმნი, თუმცა შვილზე ძალიან არავინ მეყვარება.
– რწმენაზეც გკითხავ. ყოველთვის რელიგიური იყავი?
– მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში დავიბადე, უფლის ყოველთვის მწამდა, მაგრამ ოჯახის დანგრევამდე ასე ახლოს არ ვიყავი ეკლესიასთან. ჩემმა მამაომ, ვინც მე და სოფოს ჯვარი დაგვწერა და ჩვენი შვილი მონათლა, მითხრა: მიშიკო, სანამ ყველაფერი, რაც გაგაჩნდა, ერთ წამში არ გადაგალეწა თავზე, სხვანაირად ვერ მიგიყვანა თავისთან ღმერთმაო. უფალმა უკეთ იცის, რა არის ჩვენთვის სასარგებლო და ვცდილობ, მისი გზით ვიარო. კარგი მორწმუნე ვარ-მეთქი, ამას არ ვამბობ, მაგრამ როგორც შემიძლია, ვცდილობ.

скачать dle 11.3