კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა საერთო აქვთ ცხრა თვის ფეხმძიმე ინდირა ჯგერნაიას შვილსა და ანრი ჯოხაძეს და როდის დაუდგნენ გვერდში მას სრულიად უცხო მამაკაცები

24 წლის მომღერალი ინდირა ჯგერნაია მაყურებლისთვის ცნობილი სხვადასხვა კონკურსიდან გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ეკრანზე ისე აქტიურად აღარ ჩანს, სიმღერას მაინც არ ღალატობს და ეს სფერო მისი ყოველდღიური სამსახურია. ყველაფერთან ერთად, მომღერალი დედობისთვის ემზადება. სულ მალე ქვეყანას პატარა ანდრია მოევლინება.
ინდირა: უკვე მეცხრე თვეში ვარ, მაგრამ ამის მიუხედავად, აქტიურად ვმუშაობ. ფეხმძიმობის პერიოდში ქუთაისში ვარ, თუ არ ჩავთვლით, ექიმებთან ვიზიტებს, რისთვისაც ჩამოვდივარ ხოლმე თბილისში. ფეხმძიმობა ავადმყოფობა არ არის, ამიტომ ჩვეულ რიტმში ვაგრძელებ ცხოვრებას. აქ ერთ-ერთ რესტორანში ვმღერი ყოველ საღამოს. ბავშვის სახელი მე შევარჩიე, მამამისთან შეთანხმებით. თავიდან არ უნდოდა ეს სახელი, რაც მას მოსწონდა, მე არ მომწონდა და აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა მთელი 9 თვის განმავლობაში, მაგრამ, ბოლოს მაინც ანდრიაზე შევთანხმდით. 
– ბავშვის მამასთან დაქორწინებული არ ხარ და ამ ფაქტმა ბევრი მითქმა– მოთქმა გამოიწვია.
– ამ თემაზე იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ გადავწყვიტე, ტაბუ დავადო და აღარ ვისაუბრო. ჩვენ არ ვართ დაქორწინებულები და ერთად არ ვცხოვრობთ. მაგრამ ჩემი შვილი სიყვარულის ნაყოფია. ბავშვის მამა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა პროცესში აქტიურადაა ჩართული – თითოეული ანალიზიდან დაწყებული, ექოსკოპიითა და ბავშვის გულის ცემით დამთავრებული. ინფორმირებულია ყოველი ექიმთან კონსულტაციის შესახებ და ასე შემდეგ. მე მგონი, საქართველოში ნაკლებად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მამები შვილებს უარყოფენ. მე ასეთი წარმოდგენა მაქვს და იმედია, არ ვცდები.
– ბევრს ჭორაობდნენ შენს ფეხმძიმობაზე. შენამდე რა კომენტარები მოდიოდა?
– ბევრი ცრუ ინფორმაცია გახმაურდა და დაიწერა. იყო სტატიები ძალიან სკანდალური სათაურებით და ისეთი ტექსტებით, რაც მე რეალურად, არ მითქვამს. სოციალურ ქსელშიც ბევრი უარყოფითი კომენტარი კეთდებოდა. მესმის, რომ ცნობილი ვარ და ჩემი პირადი ცხოვრებაც აინტერესებს საზოგადოებას, მაგრამ, ვფიქრობ, ქვეყანაში ბევრად მნიშვნელოვანი რამეები ხდება და ჩემი ფეხმძიმობა რატომ იქცა ტრაგედიად და საყოველთაო განსჯის საგნად, ვერ გავიგე. ყველას რომ არ ეყვარება ინდირა ჯგერნაია საქართველოში, ეს გასაგებია, მაგრამ გაუთავებელი განსჯა მაინც მეტისმეტია. კაცი ხომ არ მომიკლავს, ბოლოს და ბოლოს, შვილს ვაჩენ.  აუცილებლად უნდა აღვნიშნო იმ სრულიად უცხო ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც ჩემს პირად „ფეისბუქზე” უამრავ თბილ და პოზიტიურ შეტყობინებას მიგზავნიდნენ. ასეთი ადამიანების  გვერდში დგომამ  გამაძლებინა და მომიყვანა აქამდე. მწერდნენ ჩემი ასაკის გოგოებიც და ბევრად უფროსი ქალბატონებიც. წარმოიდგინეთ, მამაკაცებიც კი მწერდნენ – შენ ძალიან ვაჟკაცური გოგო ხარ და ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგიო. ბევრი მწერდა საკუთარ ისტორიას. ზოგი ისეთ რამეს მეუბნებოდა, რომ ჩემი სიტუაცია იმასთან შედარებით არაფერია.  ამდენი პოზიტივის ფონზე, ნეგატივზე ნამდვილად აღარ ვფიქრობ. თუმცა, უნდა ვაღიარო, თავიდან ძალიან ვნერვიულობდი. ყველა უარყოფით შეფასებას ყურადღებას ვაქცევდი და ამის გამო, ექიმთანაც მომიწია დამატებითი ვიზიტები და გარკვეული მკურნალობის გავლა. თან, ამ პერიოდში ვერანაირ დამამშვიდებელ პრეპარატს ვერ ვიღებდი, რომ ბავშვისთვის არ მევნო, მაგრამ რამდენიმე დღე მაინც მივიღე დამამშვიდებლები. მალევე მოვერიე თავს. მე ხომ მარტო ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივეცე სასოწარკვეთას. ეს პერიოდი გადავლახე, ახლა ყველაფერი კარგადაა, მხოლოდ კარგზე ვფიქრობ.
– შენს „ფეისბუქ-გვერდზე” გეწერა – მიმიფურთხებია ისეთი ქალისთვის, ვინც იმაზე დამიწყებს საუბარს, რომ არაკანონიერად ვაჩენ შვილსო. ეს ვინმეს ეძღვნებოდა კონკრეტულად?
– არა, ეს ისე, ზოგადად. თუმცა, იმ პერიოდში მომდიოდა ისეთი შეტყობინებები, რისი პასუხიც იყო ეს. ერთი მწერდა დაახლოებით ასეთი შინაარსის შეტყობინებას: შენ თუ გგონია ბავშვით კაცს დააკავებ, ძალიან ცდებიო. მე ვუთხარი, შვილს იმისთვის არ ვაჩენ, რომ მამაკაცი იყოს ჩემს გვერდით. მე მინდოდა შვილი და ამიტომაც ვაჩენ-მეთქი.
– რა რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ ორსულად იყავი?
– როდესაც გავიგე, ორსულად ვიყავი, პირველი რეაქცია რაც მქონდა, იყო ის, რომ ჩემს თავს ვუთხარი: უნდა გავჩუმდე და სადამდეც „გავქაჩავ,” არ უნდა გავამჟღავნო-მეთქი. ვიცოდი, რომ განსჯის საგანი გავხდებოდი. მართლაც გარკვეული პერიოდი არავისთვის არაფერი მითქვამს. რა თქმა უნდა, გამიხარდა. მე ვფიქრობ, როდესაც ქალს უფალი აჯილდოებს იმით, რომ დედა გახდეს, ეს შანსი ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას. ეს ბედნიერება არცერთმა ქალმა არ უნდა გამოტოვოს.
– როგორ მიიღეს ეს ფაქტი შენი ოჯახის წევრებმა?
– ძალიან ნორმალური რეაქცია ჰქონდათ. ყველამ იცოდა, რომ შვილი მინდოდა და ადრე თუ გვიან მაინც გავაჩენდი, მიუხედავად იმისა, ვიქნებოდი თუ არა ქორწინებაში. ყველა იყო ამ აზრს შეგუებული. ზოგადად, ბავშვები ძალიან მიყვარს. ყველაზე კომფორტულად მათთან ვგრძნობ თავს. პირადად მე მინდა, რომ ოთხი შვილი მყავდეს. ფეხმძიმობის პროცესი ძალიან კარგად მიდიოდა და იმედი მაქვს, მშობიარობაც ასევე, უპრობლემოდ ჩაივლის. მეგობრები დამცინიან, ვანდამური ორსულობა გაქვსო.
– პირველად ვის გაუმხილე, რომ ორსულად იყავი?
– პირველად ბავშვის მამას ვუთხარი. მან ძალიან ჩვეულებრივად მიიღო ეს ამბავი. მერე ვუთხარი დედაჩემს, რომელიც ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარია და მაქსიმალურად მიდგას გვერდში. ასევე, მხარში მიდგანან ჩემი და-ძმა. ჩემს ძმას ერთი სული აქვს, როდის დაიბადება პატარა. ჩემი და აქ არ არის და შორიდან მგულშემატკივრობს.
– რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც გაიგე, რომ დედა უნდა გახდე?
– საბედნიეროდ, ჩემს შემთხვევაში, არ იყო იმის გასაჭირი, რომ საკუთარ თავზე ამეღო ყველანაირი პასუხისმგებლობა და გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი. მაგრამ, მე ვგრძნობ უფლის მხარდაჭერას და უფრო მეტად გავძლიერდი. ბევრად უფრო მაგრად ვდგავარ და მოტივირებული ვარ. ბევრი ორსულისგან გამიგია, რომ ძალიან ნაზი და მგრძნობიარე გახდა. ჩემს შემთხვევაში, პირიქით მოხდა, ორსულობის პერიოდში ბევრად უფრო აქტიური ვარ, პასუხისმგებლობა ვიგრძენი. უფრო ანჩხლი გავხდი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ბავშვის დაცვის  გარკვეული ინსტინქტები გამომიმუშავდა. ჯერ არ დამინახავს და სულ მასზე ვფიქრობ, ალბათ, რომ გაჩნდება, სულ გავგიჟდები.
– როგორ გეგმები გაქვს მშობიარობის შემდეგ. თუ წარმოგიდგენია, როგორი დედა იქნები?
– ჩემები მეუბნებიან, ძალიან გიჟი დედა იქნებიო. მშობიარობის დრო რომ მოახლოვდა და უკვე ჩალაგებული მაქვს ჩანთა და ვემზადები, ყველაფერზე ვფიქრობ. რამდენადაც ორსულობის პერიოდში აქტიურად ვცხოვრობდი, ალბათ, მთლად ასე ვეღარ ვიქნები მშობიარობის მერე. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ ჩემს შვილს არ ეყოლება ძიძა. დღის განმავლობაში მე ვიქნები მასთან ერთად. აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობასაც და ამაში დედაჩემი შემიწყობს ხელს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემს შვილს შევუქმნა ის პირობები, რაც მე დამაკლდა ცხოვრებაში. ვისაც როგორ უნდა ისე დაეხმაროს ჩემს შვილს, მაგრამ მე არავისგან არაფერს ველოდები. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი მაქვს. 
– მშობიარობაზე ვინმე დაგესწრება?
– არა, ეს მკაცრად მაქვს გადაწყვეტილი. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ მგონია, რომ მშობიარე ქალისა და ექიმების გარდა, არავის თანდასწრება არ არის საჭირო. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, ბუნებრივად მემშობიარა. დედაჩემს ეშინოდა და მეუბნებოდა, საკეისრო გაიკეთე, შენ ტკივილს ვერ გაუძლებო. ისე მოხდა, რომ რაღაც პერიოდი ბავშვი იჯდა მუცელში და ექიმი მეუბნებოდა, თუ ამ მდგომარეობაში იქნება, მოგვიწევს საკეისრო კვეთის გაკეთებაო, მე სულ ველაპარაკებოდი და დამიჯერა, გასწორდა და ბუნებრივად ვიმშობიარებ.
– ბავშვის ნათლია მართლა ანრი ჯოხაძე იქნება?
– დიახ. როდესაც პირველად გამოვჩნდი „ჯეოსტარზე,” იმ პერიოდიდან ვმეგობრობ მასთან. ანრის უყვარს ნიჭიერი ადამიანები და მე ძალიან ბევრი სიკეთე მახსოვს მისგან. შინაგანად, ხასიათებითაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს.  ისე მოხდა, როდესაც გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, ზუსტად იმ პერიოდში იყო ანრი ჩემთან და მითხრა, მე მოგინათლავ შვილსო. თან, ისე დაემთხვა, რომ ანრისაც ანდრია ჰქვია ნათლობის სახელი. ბევრი ნათლია არ ეყოლება. ისეთი ნათლიები მინდა ჰყავდეს, ვისთანაც ხშირი ურთიერთობა ექნება.

скачать dle 11.3