კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი ეძებს ფარმაცევტს

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-34(817)

 ჯონ მოზესი თავის ოთახში დაბრუნდა და თბილისში გასამგზავრებელ სამზადისს შეუდგა, რომ გაუჩინარებულ პავლე გოკიელზე ნადირობისთვის პირადად ეხელმძღვანელა. მას შემდეგ, რაც მოზესი საქსის კორპორაციაში გადავიდა სამუშაოდ, უშუალოდ ოპერაციაში მონაწილეობა პირველად უწევდა და ძველი გამოცდილება უნდა გაეხსენებინა. საქართველოს დედაქალაქში ის ტურისტად მიემგზავრებოდა და პატარა, კერძო სასტუმროში აპირებდა დაბინავებას, რომ თვალში არავის შეჩხეროდა. მოზესი ტურისტის შესაბამისად, ნახევრადსპორტულად გამოეწყო და მაქს ბოლის სახელზე დამზადებული ყალბი პასპორტი ჩაიდო ჯიბეში. მაყუჩიანი პისტოლეტი და ადამიანზე სანადირო სხვა მოწყობილობა კი, ვინმე ოტო მაიზერს გაატანა, რომელიც თბილისში, შვეიცარიის საელჩოში მუშაობდა და მისი დიპლომატიური ბარგი არ იჩხრიკებოდა. მაიზერს მოზესი დიდი ხანია, იცნობდა, მსგავს საქმეებში იყენებდა და ფულს უხდიდა. მათი თანამშრომლობა კი მაშინ დაიწყო, როცა უნგრეთში მომუშავე მაიზერმა მოზესის „ქოფაკებისთვის“ ბუდაპეშტში ორი ჩანთა იარაღი ჩაიტანა, სადაც ისინი ოპერაციას ატარებდნენ.
თბილისში ჩასული მოზესი ჯერ ზურაბ ნინიძეს უნდა შეხვედროდა, გასაუბრებოდა მას და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყო ნადირობა პავლე გოკიელზე, რაშიც მას მაიორი, კარლ პალიკი და უმა შარმი დაეხმარებოდნენ. მოზესმა თავისი ხელქვეითები ციურიხიდან გამოფრენის წინ გააფრთხილა, რომ თბილისში ჩამოდიოდა და ზურაბ ნინიძეს დაკონტაქტებოდნენ. როგორც კი ჩამოფრინდა, დაბინავდა და ამის შესახებ პალიკსა და შარმს აუწყა. ზუსტად ერთ საათში კი  „ცოლ-ქმარმა“ მას მაიორი ნინიძე მიუყვანეს სასტუმროში. მოზესმა სტუმარი შეათვალიერა, რომელიც სამოქალაქო სამოსში იყო გამოწყობილი და მუქი სათვალე ეკეთა. შემდეგ მრავალმნიშვნელოვნად მოავლო თვალი ოთახს, რაც იმას ნიშნავდა – აქაურობა შეიძლება ისმინებაო და ოთახში შეკრებილებს უთხრა:
– აქ ჩახუთულობაა. ჯობია, სუფთა ჰაერზე გავიდეთ.
ოთხეული სასტუმროს ეზოში ჩავიდა და პატარა ვერანდაზე მოკალათდა, რომელიც მტკვრის თავზე, კლდეზე იყო გადაკიდებული. „ცოლ-ქმარი“ სკამზე ჩამოჯდა. მოზესმა კიდევ ერთხელ აათვალიერ-ჩაათვალიერა მაიორი და ხელის ჩამოურთმევლად გაეცნო მას:
– მე მაქს ბოლი ვარ. შვეიცარიელი ტურისტი. თქვენ კი მაიორი ნინიძე, ხომ?
– თბილისში ყველგან და ყველაფერს თვალი და ყური აქვს და არაა სასურველი, ასე ხმამაღლა გვარ-სახელების დაკონკრეტება, – ინგლისურადვე მიუგო ინგლისურად მოლაპარაკე მოზესს ნინიძემ, რომელიც შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს, რადგან შვეიცარიელმა ხელის ჩამორთმევის ღირსადაც არ ჩათვალა. მოეჩვენა, რომ ბოლი მას აგდებულად ექცეოდა, რაც არ გამოჰპარვია მოზესს და მაიორს უთხრა:
– რატომღაც, მხოლოდ თქვენ არ აღმოგაჩნდათ თვალ-ყური, მაიორო და პროფესორი გაგექცათ. თუ არ ვცდები, თქვენ ამ საქმეში ორმოცდაათი ათასი ევრო გადაგიხადეს და ორმოცდაათი ცენტის სამუშაოც კი ვერ შეასრულეთ. აბა, ბრძანეთ, რას და როგორ აპირებთ?
– ფულის ხსენებაზე, ნინიძეს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ თავს მოერია და მოზესს მტკიცედ უთხრა:
– პროფესორს ვიპოვი და კონტრაქტს სრულად შევასრულებ. ასე რომ, ნუ ღელავთ.
– მე არ ვღელავ, ასაღელვებელი უფრო თქვენ გაქვთ. როდესაც ამდენ ფულს იღებთ, საქმე არ უნდა ჩააგდოთ და სერიოზული ხალხი არ უნდა დააღალატოთ. ასე საქმეები არ კეთდება.
– მოდი, ნუ ვიდავებთ და საქმეზე გადავიდეთ. თქვენ, მე მგონი, გაინტერესებდათ, თუ როგორ ვაპირებ პროფესორის მოძებნას, ხომ?
– როგორ? – მოკლედ თქვა მოზესმა.
ნინიძემ მოზესს დაწვრილებით უამბო გოკიელის გაუჩინარების ამბავი და ბოლოს უთხრა:
– თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ გოკიელს ვიღაც შინაური, ანუ პოლიციელი დაეხმარა გაქცევაში. ყოველ შემთხვევაში ის გააფრთხილა ვიღაცამ და პროფესორიც გაიქცა.
– ვინ და რატომ შეიძლებოდა მას დახმარებოდა? – იკითხა მოზესმა, ნინიძემ კი მიუგო:
– ბევრი ვიფიქრე ამ საკითხზე,  ბატონო ბილ და იმ დასკვნამდე მივედი, რომ სავარაუდოდ, პროფესორს, რომელიმე განკურნებული ავადმყოფის ახლობელი დაეხმარა. ასეთი სულ ოთხია და სწორედ ახლა ვარკვევ მათ ვინაობას. იმედია, სწორ გზაზე ვდგავარ და სულ მალე სასურველ შედეგსაც მივიღებთ.
– დააჩქარეთ, მაიორო, დრო არ ითმენს. პროფესორი ცოცხალი ან მკვდარი მჭირდება. უმჯობესია, ცოცხალი, რადგან არავინ უწყის, რა მოუვა თავში მიმალულ პროფესორს.
მოზესი რეი საქსის სიტყვებს იმეორებდა, რომელსაც ეშინოდა, რომ პროფესორ პავლე გოკიელს თავისი წამლის ფორმულა ინტერნეტით ან სხვა საშუალებებით არ გაესაჯაროებინა. ამიტომ, თბილისში გამოფრენამდე საქსმა მოზესი დაიბარა და უთხრა:
– სწრაფად და ეფექტურად უნდა იმოქმედო, ჯონ. რა იცი, თავში რა მოუვა ამ გაქცეულ და უმართავ პროფესორს, რომელიც თურმე მხოლოდ იმაზე ოცნებობს, ყველა კიბოიანს უფასოდ მიაწოდოს თავისი წამალი და განკურნოს. ასეთმა მავნე აზრებმა ის შეიძლება, სიგიჟემდე მიიყვანოს და თავისი წამლის ფორმულა ინტერნეტით ან სხვა გზით გაავრცელოს მსოფლიოში. აბა, შენ იცი, ჯონ, არ დაუშვა ასეთი რამ. სწრაფად და ეფექტურად იმუშავე და მუდმივად საქმის კურსში მამყოფე...
– რას გულისხმობთ, ბატონო ბოლ, ისეთი რა უნდა მოუვიდეს თავში მიმალულ პროფესორს, რომ რაიმე ზიანი მოგიტანოთ? – ვერ მიხვდა ნინიძე მოზესის სიტყვების აზრს და გაეცინა. მოზესმა კი, რომელსაც ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, ენაზე იკბინა და გაიფიქრა, – რას ვყრანტალებო... ნინიძეს კი უთხრა:
– დრო ფულია, მაიორო. სანამ ცხელია, მანამ უნდა ჭედო ფოლადი, – არ გაგიგონიათ? რა იცი, სად გადაიკარგება ეგ თქვენი პროფესორი და ეძებე მერე მთელ დედამიწაზე. სანამ ჯერ ქვეყნიდან არ გასულა, მანამდე უნდა მოვიხელთოთ. რაც უფრო მეტხანს გაიწელება ძებნა, მით უფრო მეტი ფული დაიხარჯება. ჩვენ კი ფულის განიავება არ გვიყვარს და ამას ვგულისხმობდი.
 – გასაგებია, ბატონო ბოლ, – მიუგო მოზესს ნინიძემ. გულში კი გაიფიქრა: „რაღაცას მატყუებს ეს ბოლი, მაგრამ მაინც მივხვდები. მაინც, რა უნდა მოიმოქმედოს ისეთი გოკიელმა, რაც ასე აშინებთ ამათ?..“
– მოდი, ახლა თქვენი მოქმედების გეგმა გამაცანით, მაიორო. ანუ, ის, თუ როგორ აპირებთ მიმალულ პროფესორზე გასვლას? – უთხრა მოზესმა ნინიძეს.
– როგორც უკვე მოგახსენეთ, ვფიქრობ, რომ პროფესორი იმ ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტის რომელიმე ახლობელმა გააქცია, სავარაუდოდ, პოლიციელმა. მე დღესვე დავადგენ მათ ვინაობას. შემდეგ გავარკვევ, ჰყავთ თუ არა მათ პოლიციელი ნათესავები და თუკი ასეთი აღმოჩნდება, უკვე მე ვიცი, როგორც მოვიქცევი.
– როგორ? ჩვენც გვითხარით, – ჩაეცინა მოზესს და „ცოლ-ქმარს“ გადახედა. ისინი უხმოდ უსმენდნენ მოზესისა და ნინიძის დიალოგს.
– მოვიტაცებ. ვაწამებ და ყველაფერს დავაფქვევინებ, – მოკლედ და ნათლად მიუგო მოზესს მაიორმა.
– განკურნებულებს რომ პოლიციელი ახლობელი არ აღმოაჩნდეთ, მაშინ რას იზამთ? – იკითხა მოზესმა.
– მაშინ თავად განკურნებულებს მოვიხელთებ. ოთხივეს ვაწამებ და ერთ-ერთი ხომ იტყვის სიმართლეს?
– უხეშად მუშაობთ, – თავი გააქნია მოზესმა,  – თქვენი ვერსია რომ მცდარი იყოს და პროფესორის მფარველი სულ სხვაგან ტრიალებდეს?
– გამორიცხულია, – მტკიცედ და თავდაჯერებულად თქვა ნინიძემ, – პროფესორს მხოლოდ ამ წრიდან თუ გააფრთხილებდა და დაეხმარებოდა ვინმე. სხვა, გამორიცხულია.
– კარგი. დავუშვათ, მართალი ხართ. მაგრამ, იმას როგორ ხსნით, რომ ინფორმაცია, რომელსაც სულ რამდენიმე ადამიანი ფლობდა, პროფესორისთვის გახდა ცნობილი? ეჭვი არავიზე გაქვთ?
– ეს ინფორმაცია სულ სამმა ვიცოდით – მე, ჩემმა უფროსმა და მოსამართლემ, ვინც დაპატიმრების სანქცია გასცა. მე და ჩემი უფროსი გამორიცხულები ვართ. გადავამოწმე მოსამართლე და ისიც გამოირიცხა. რჩება ერთი რამ, ანუ ის, რომ ვიღაცამ ჩემი ფოსტა გატეხა და იქიდან შეიტყო, რომ გოკიელის დაპატიმრებას ვაპირებდი. მოსამართლეს ფოსტით მივწერე და ფოსტითვე გამომიგზავნა დაპატიმრების სანქცია.
– რატომ ფიქრობთ, რომ მოსამართლე სუფთაა?
– იმიტომ რომ, მას უკვე ვესაუბრე.
– თქვენი მეთოდით.
– არა, ბატონო ბოლ, არ გახდა საჭირო. მე მასზე კომპრომატი მაქვს და გავახსენე ამის შესახებ.
– იქნებ, მას ვიღაც სხვასთან წამოსცდა და ამ სხვამ გააფრთხილა პროფესორი?
– არა, არა. ზუსტად გავარკვიე. მოსამართლე სუფთაა. ვიღაცამ ჩემი ფოსტა გატეხა და იქიდან გავიდა ეს ინფორმაცია.
– იქნებ, მოსამართლის ფოსტიდან?
– ამას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ინფორმაცია სწორედ ჩემი ფოსტიდან გავიდა, – მტკიცედ თქვა ნინიძემ, – თავს დავდებ ამაზე და ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული.
– თუ მასეა, როგორც თქვენ გგონიათ, მაშინ გამოდის, ვიღაც კუდზე გაზით და გითვალთვალებთ.
– როგორც ეტყობა, კი.
– მაშინ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ.
– ფრთხილად ვიქნები და გპირდებით, სულ მალე ჩაგაბარებთ პროფესორს.
– მაინც, რამდენ ხანში?
– მაქსიმუმ, ერთ კვირაში.
– ერთი კვირა ძალიან დიდი დროა – თავი გააქნია მოზესმა.
– მე ვამბობ – მაქსიმუმ ერთ კვირაში, თორემ ვეცდები, რაც შეიძლება მალე გავაკეთო ეს.
– მოდი, შეთანხმებულად ვიმოქმედოთ, – უთხრა მოზესმა ნინიძეს, – ახალ ინფორმაციას რომ შეიტყობთ, დამირეკეთ, შევხვდეთ და მითხარით. უჩემოდ ნურაფერს მოიმოქმედებთ. შევთანხმდით?
– შევთანხმდით, – მიუგო ნინიძემ და წამოვიდა. გზაში კი მის სიტყვებზე ფიქრობდა: პროფესორს თავში რა მოუვაო და წამოიძახა, – რა მოუვა პროფესორს და ის, რომ შეიძლება მან თავისი წამალი ინტერნეტით გაავრცელოს. აი, რისი ეშინიათ ამ უცხოელებს. სწორედ წამლის გამო დასდევდნენ კუდში. როგორც ეტყობა, გოკიელმა მართლაც გამოიგონა კიბოს წამალი და ან არ ყიდის, ან ძალიან ძვირად ყიდის, ანდა, სულაც ისეთი პირობა წამოუყენა მათ, რომ ახლა ასეთ დევნაშია. მეც ხომ არ ჩავერთო?.. კი, შეიძლება, მაგრამ ჯერ გოკიელი უნდა ვიპოვო.
***
მაიორი ნინიძე რომ წავიდა, ჯონ მოზესმა თავის ხელქვეით „ცოლ-ქმარს“ უთხრა:
– მოკლედ, ჩვენი გეგმა ასეთია – როგორც კი პროფესორს ცოცხალს ან მკვდარს ჩავიგდებთ ხელში, ამ არარაობას, მოღალატე მაიორს გავასაღებთ. გასაგებია?
– გასაგებია, – მიუგეს მოზესს პალიკმა და შარმმა.
– არ მოდუნდეთ. თქვენ ეს ჩემგან არ გესწავლებათ, მაგრამ საქმე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და სწორედ ამიტომ ვარ აქ. ბატონმა საქსმა თქვა, რომ თუკი ყველაფერი წარმატებით დასრულდება, მაშინ ძალიან დიდ პრემიებს მიიღებთ. ახლა კი წადით და თუ საჭირო იქნა, თვითონ დაგირეკავთ. თუ თქვენ დაგჭირდით, დამირეკეთ.
პალიკი და შარმი რომ წავიდნენ, მოზესმა ნახევარი საათი მოიცადა. შემდეგ ფოტოაპარატი გადაიკიდა, სასტუმროდან გამოვიდა და ძველი თბილისის ქუჩებს ფეხით ჩაუყვა. რიყეზე, სკვერში შეყოვნდა, სკამზე ჩამოჯდა და ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ისვენებდა. სინამდვილეში კი მოზესი ოტო მაიზერს ელოდებოდა, რომელსაც მისთვის მაყუჩიანი პისტოლეტი და ადამიანზე სანადირო მოწყობილობები უნდა გადაეცა. ათიოდე წუთის შემდეგ მაიზერიც გამოჩნდა. ის ტურისტივით იყო გამოწყობილი. რეზინის ფეხსაცმელი ეცვა. კისერზე ფოტოაპარატი ჰქონდა ჩამოკიდებული, ხოლო იარაღითა და სხვა მოწყობილობებით სავსე, მცირე ზომის, შავი ტყავის ჩანთა კი მარჯვენა მხარზე ჰქონდა გადაკიდებული. მაიზერი მოზესისგან სულ რაღაც ორმოცდაათიოდე მეტრში იმყოფებოდა. ამ დროს მისი შემხვედრი მიმართულებით მოძრავი, ოციოდე წლის სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა რომ გაუსწორდა მაიზერს, უცებ ტყავის ჩანთა მოაგლიჯა მხრიდან, თან ხელი ჰკრა და წააქცია, თავად კი მთელი ძალით გაიქცა მარცხენა სანაპიროს მიმართულებით... ეს ყველაფერი მოზესის თვალწინ მოხდა. მან ისიც კარგად დაინახა, თუ როგორ გამოეკიდნენ გამტაცებელს სკვერში მორიგე დაცვის სამსახურის თანამშრომლები. გამოცდილმა მოზესმა უცებ „მოტვინა“ ყველაფერი და მაიზერს ანიშნა – სასწრაფოდ წადიო. შემდეგ თავადაც გაეცალა იქაურობას და უსაფრთხო ადგილზე რომ გავიდა, მაიზერს მობილურით დაურეკა:
– სად ხარ?
– სიონის ეკლესიასთან. ეს აქვეა, შუშის ხიდის პირდაპირ.
– მანდ იყავი. მოვალ, – მიუგო მოზესმა მაიზერს. შემდეგ ტელეფონი გამორთო და მტკვარში გადააგდო, მოზესთან შესახვედრად გაემართა, თან მოქმედების გეგმას აწყობდა.
ხუთიოდე წუთის შემდეგ მოზესი და მაიზერი სიონის შესასვლელთან შეხვდნენ ერთმანეთს. მოზესმა მას ფეხით გასეირნება შესთავაზა და „ტურისტები“ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაუყვნენ ორთაჭალისკენ. მოზესმა სანამ თბილისში  ჩამოვიდოდა, საგულდაგულოდ შეისწავლა ძველი თბილისის ქუჩები და ჩაფიქრებული გეგმის განსახორციელებლად მიჰყავდა მაიზერი.
– ძალიან სამწუხარო რამ მოხდა, ჯონ. აბა, რას ვიფიქრებდი, რომ ქალაქის ცენტრში ასე თავხედურად გამძარცვავდნენ, – თავს იმართლებდა მაიზერი.
– ჩვენს საქმეში ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, – მშვიდად მიუგო მოზესმა. მან კი თქვა:
– ყველაფერს ვერ გაითვალისწინებ. ასეთი რამ შეიძლება, შენც მოგსვლოდა.
– მე არ მომივიდოდა, – მშვიდად გაიმეორა მოზესმა და დააყოლა, – ასეთი რამ მხოლოდ კრეტინებს ემართებათ.
– შენ გინდა თქვა, რომ კრეტინი ვარ? – აღშფოთდა მაიზერი, მოზესმა კი ცივად მიუგო:
– კრეტინზე უარესი ხარ, ოტო, ბევრად უარესი. როდესაც ჩანთით მაყუჩიანი პისტოლეტი და სხვა აკრძალული ნივთები გადაგაქვს, კეთილი უნდა ინებო და ეს ჩანთა საიმედოდ დაიჭირო. შენ კი ვერც საქონელი გადმომეცი და დიდი დარტყმის ქვეშ დამაყენე მეც. არა და აქ ყალბი პასპორტით ვარ ჩამოსული და ასეც რომ არ იყოს, რომ ჩამავლონ, საშინელება მოხდება, – მოზესი გაჩერდა და მაიზერს ბოროტი მზერა ესროლა, თან დააყოლა, – რომ დამიჭირონ, ერთი ისაა, რომ დავალებას ვერ შევასრულებ, დიდ პატიმრობას მომისჯიან და რაც მთავარია, ჩემი ბოსის ნდობას დავკარგავ. ამ ყველაფერში მხოლოდ და მხოლოდ შენ იქნები დამნაშავე.
– როგორ უნდა ჩაგავლონ, ჯონ, ეს ხომ გამორიცხულია?
– კრეტინო, დავიწყოთ იმით, რომ შენი ჩანთის გამტაცებელი პოლიციამ დააპატიმრა და ეს ჩემი თვალით დავინახე. შემდეგ ის, რომ როდესაც ჩანთის შიგთავსს ნახავენ, ძებნას დაგიწყებენ. იქ, სკვერში ყველგან ვიდეოკამერებია და ერთ-ერთი აუცილებლად დაგაფიქსირებდა. ვიდეოკამერის საშუალებით შენზე გამოვლენ და აგიყვანენ. შენ კი მე ჩამიშვებ და წრეც შეიკვრება. ახლა გასაგებია ყველაფერი?
მაიზერი გაფითრებული მიაბიჯებდა სანაპიროზე და მოზესის სიტყვებს იაზრებდა. ასიოდე მეტრი რომ გაიარეს, მაიზერი გაჩერდა და მოზესს ჰკითხა:
– რას მირჩევ, ჯონ, რა უნდა ვქნა და როგორ მოვიქცე?
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3