კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ინტიმური საუბრები

აღარ ვიცი, ვის ვენდო
წლების წინ ოჯახი სიყვარულით შევქმენი. მე და ჩემს მეუღლეს სამი შვილი გვყავს, უმცროსი – ნია  6 წლისაა. 17-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ჩემს მეუღლეზე ერთხელაც არ მიეჭვიანია. ამის მიზეზს არასოდეს მაძლევდა და მეც ბრმად ვენდობოდი. ბევრი მეგობარი მყავს და ჩემს სახლში ხშირად ვიკრიბებით ხოლმე. ჩემი მეუღლე ყოველთვის ხელს გვიწყობდა, რომ კარგი დრო გაგვეტარებინა. ერთი დაქალი მყავდა – ლანა. გათხოვილი იყო და ორი შვილი ჰყავდა. ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, ჩემთან ახლოს ცხოვრობდა და თითქმის სულ ჩემთან იყო. ყოველდღე ერთად ვსვამდით ყავას, თუ რამეს აღვნიშნავდით, სულ მეხმარებოდა საჭმელების მომზადებაში. მოკლედ, ჩემს ოჯახში ისე იყო, როგორც საკუთარ სახლში. გადავწყვიტე ნია მომენათვლინებინა. ერთ დღეს ჩემი მეუღლე ეზოში მანქანას რეცხავდა და თავისი ტელეფონი მომცა, არ დამისველდესო. როგორც კი ტელეფონი სახლში შემოვიტანე, შეტყობინება მოუვიდა. არც დავფიქრებულვარ ისე გავხსენი, იმიტომ კი არა, რომ ვიეჭვიანე, ვიფიქრე, ვინმე ახლობელი იქნება და მე ვუპასუხებ-მეთქი. გავხსენი და ეს ჩემი უახლოესი დაქალი წერს: რამდენ ხანში მოიცლი ჩემთვისო. თვალებს არ ვუჯერებდი, მისი ნომერი ასჯერ მაინც გადავამოწმე. გავგიჟდი, მაგრამ არ შევიმჩნიე და ჩემი ქმრის სახელით გავუბი ლაპარაკი. მაშინ ყველაფერი ცხადი გახდა. ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ და მე ამის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა. რომ არა ეს შემთხვევითი ფაქტი, ბავშვსაც მოვანათვლინებდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი ქმრის საყვარელი იყო და ბავშვის მონათვლაზე დამთანხმდა. მოკლედ, შეხვედრის დროსა და ადგილზე შევუთანხმდი, მომწერა, ჩემთან სახლში ამოდიო. ჰოდა, ჩემი ქმრის ნაცვლად დათქმულ დროს მე რომ მივადექი, ძალიან დაიბნა, კარი რომ გააღო და მე დამინახა, სულ გაფითრდა. მერე აღარ მახსოვს, რა მოხდა, ბოლო ხმაზე ვკიოდი, მეხვეწებოდა, ჩემს ქმარს არაფერი უთხრაო, მუხლებში ჩამივარდა. მართლაც არაფერი მითქვამს. სახლში დაბრუნებულმა ჩემს ქმარსაც არანაკლები დღე ვაყარე, ორივე მარწმუნებდა, რომ უბრალო ფლირტი იყო და სერიოზული არაფერი მომხდარა. თუმცა, ეს არც ერთს არ ამართლებდა. მას შემდეგ მისი ფეხი ჩემს სახლში აღარ ყოფილა. მე მაინც სულ დაძაბული ვიყავი, ჩემი ქმრის ტელეფონს რეგულარულად ვამოწმებდი, მაგრამ რადგან საეჭვო აღარაფერი შემიმჩნევია, ცოტა დავწყნარდი.  ორი წელი ისე გავიდა, რომ ლანასთვის გამარჯობაც არ მითქვამს. ჩემი დაბადების დღე მოდიოდა, გადავწყვიტე, გრანდიოზულად აღმენიშნა. ჩემი ქმარი ძალიან აქტიურობდა, ერთად შევარჩიეთ რესტორანი, დამყვებოდა მაღაზიებში, მარჩევინებდა კაბას, ფეხსაცმელს... მოკლედ, ძალიან მონდომებული ჩანდა. ბევრი ხალხი დამიპატიჟა, მათ შორის თითქმის ყველა ჩემი ნათესავი და მეგობარი. თვითონ იმ დილით გამომიცხადა სამსახურის საქმეზე მოულოდნელად გორში მაგზავნიან, საღამოს გვიან დავბრუნდები და პირდაპირ რესტორანში მოვალო. მე გამოვეწყვე და წავედი დაბადების დღის აღსანიშნად. ის დროდადრო მირეკავდა და მეკითხებოდა, რა სიტუაცია იყო, თან მეუბნებოდა, როგორც კი თბილისში ჩამოვალ, პირდაპირ მანდ მოვალო. ღამის პირველი საათი დაიწყო, სტუმრებმა დაშლა დაიწყეს, ჩემი მეუღლე ისევ არ ჩანდა. დავურეკე და ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ვიფიქრე, დაუჯდა-მეთქი. მოკლედ, არ მოვიდა. დაღლილი და გაბრაზებული სახლში ტაქსით დავბრუნდი და რას ვხედავ, მთელი ჩვენი საერთო დანაზოგი და ჩემი ყველა ოქროს ნივთი გამქრალია. სახლი არეულ-დარეული, მისი ტანსაცმელი წაღებული.  თავიდან ვერ მივხვდი რა მოხდა, ვიფიქრე, ვინმემ გაგვძარცვა-მეთქი. ძალიან ცუდად გავხდი. მაშინვე ჩემს და-ძმას დავურეკე. როცა ისინი მოვიდნენ და ვცდილობდით, გაგვეანალიზებინა, რა მოხდა, მობილურზე ჩემი ქმრისგან შეტყობინება მივიღე: „არ ინერვიულო, მე და ლანა საბერძნეთში წავედით. იმედია, გაბრაზება მალე გადაგივლის.” ვერ აღგიწერთ, რა დამემართა. ტკივილის, დამცირების, შეურაცხყოფის განცდა ერთდროულად დამეუფლა. მეგონა, ცხოვრება დამთავრდა, ყველაფერი თავზე დამემხო. ამ ამბის მერე წელიწად-ნახევარი გავიდა და ჯერ კიდევ არ ვარ ბოლომდე გამოსული იმ შოკიდან. ძალიან მინდოდა, რომ ჩემი ისტორია თქვენს მკითხველამდე მომეტანა, გამეფრთხილებინა, არავინ მოუშვან ზომაზე მეტად ახლოს, შესაძლოა, ადამიანს მთელი ცხოვრება იცნობდე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ამოიცნო.
თამთა, 43 წლის.

скачать dle 11.3