კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გულვერდაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გულვერდა. გულვერდა სპარსული სიტყვაა და ვარდის მბოძებელს ნიშნავს.
„1818 წელს სოფელ მარაბდაში გულვერდაშვილის ქალიშვილი ბარბარე სოსია ბერაშვილს მოუნათლავს“.
„ტბისში მცხოვრები გიორგი გულვერდაშვილი ნათლავს შვილს, თევდორეს. მისი მიმრქმელი ყოფილა თავად შერმაზან ჩერქეზიშვილის ასული დარია“.
საქართველოში 190 გულვერდაშვილი ცხოვრობს. თბილისში – 91, თეთრი წყაროში – 31, გარდაბანში – 22. არიან სხვაგანაც.
გურჯიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გურჯი.
გურჯი თურქული სიტყვაა და ქართულად დაუმორჩილებელს ნიშნავს.
„1819 წელს გურჯიშვილი სოფელ წინწყაროში მოიხსენიება“.
სოფელ წინწყაროში მცხოვრები გურჯიშვილები ბერძნებად აღიარეს და გვარი გურჯიევად გადაუკეთეს. ასევე, ზოგი ქართველიშვილი ჯერ გურჯიშვილებად, შემდეგ კი გურჯიევებად ჩაწერეს. თურქეთში გადასახლებული ბერძენიშვილებიც გურჯიევებად მონათლეს.
საქართველოში 70 გურჯიშვილი ცხოვრობს. თბილისში – 34, ბოლნისში – 17, ხაშურში – 9. არიან სხვაგანაც.
ჩიფირაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩიფა.
ჩხიკვთაში მცხოვრებმა ზაქარია ჩიფირაშვილმა 1874 წელს დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მონათლა შვილი, ნინო. მიმრქმელი იყო ჩხიკვთელი დიმიტრი საგინოვი.
1873 წელს სოფელ ჩხიკვთაში მოიხსენიება სოლომონ ჩიფირაშვილი.
საქართველოში 46 ჩიფირაშვილი ცხოვრობს. გურჯაანში – 30, თბილისში – 4, თელავში – 2. არიან სხვაგანაც.
დესპოტიშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი დესპოტა, რომელიც ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს. ძველი აღმოსავლეთის მიწათმფლობელურ მონარქიებში დესპოტი იყო უმაღლესი მმართველი, რომელსაც ჰქონდა განუსაზღვრელი უფლებები. დესპოტი გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს სასტიკ ადამიანს, რომელიც სხვებს მის ნებაზე მოქცევას აიძულებს.
1873 წლის კამერალურ აღწერაში, თეთრი წყაროს რაიონის სოფელ კოდაში მოიხსენიებიან ივანე, გიგოლა, გიორგი და დავით დესპოტიშვილები.
საქართველოში 80 დესპოტიშვილი ცხოვრობს. თეთრი წყაროში – 52, თბილისში – 24, მარნეულში – 4.
ბაზიერაშვილი
გვარის ფუძეა საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვა ბაზიერი, რაც ქორ-შევარდენთა სანადიროდ დამგეშავ მწვრთნელს ნიშნავს.
1721 წლის აღწერაში მოხსენიებულია ყაფლანიშვილების მემამულე გიორგი ბაზიერაშვილი, რომელიც ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა სოფელ ქციაში.
საქართველოში 108 ბაზიერაშვილი ცხოვრობს. თელავში – 74, თბილისში – 29, გურჯაანში – 5.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3