კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაატარეთ მეტი დრო ერთად


ბევრი წყვილის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა მათი  სასიყვარულო ცხოვრება  მონოტონურ ერთფეროვნებას ემსგავსება. თუ ცოლ-ქმრიდან ერთ-ერთმა მაინც   არ იზრუნა იმაზე, რომ გაამრავალფეროვნოს და რაღაც ახალი შესძინოს მათ ურთიერთობას, ყველაფერი ჩვეულ ყოველდღიურობას   დაემსგავსება, სიყვარული  მოვალეობის გრძნობაში გადაინაცვლებს.
 თუ  დაკვირვების შედეგად, ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ საღამოებს ატარებთ მხოლოდ  ტელევიზორის ყურებაში  ქმართან ერთად, უნდა იმოქმედოთ. გთავაზობთ სიას, თუ რა უნდა გააკეთოს წყვილმა, რომ თავი დააღწიოს ყოველდღიურ რუტინას, გაიმრავალფეროვნოს ყოველი დღე,
მაშ ასე, რა უნდა გააკეთოთ თქვენს მეორე ნახევართან ერთად? –  ყურადღებით წაიკითხეთ:
• გაიხსენეთ თქვენი პირველი პაემანი და ისევ გაიმეორეთ – ეს უდიდეს სიამოვნებას მოგგვრით და თან, დაგაბრუნებთ წარსულში – იმ ბედნიერ დღეს, როცა ერთმანეთი შეგიყვარდათ!
• მოაწყეთ პიკნიკი, თუნდაც შვილებთან ერთად.
• ერთად წადით კინოში ან თეატრში.
• გაიმრავალფეროვნეთ შაბათ-კვირა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და  თქვენს შრომისუნარიანობასაც აამაღლებს.
• ერთად შეცვალეთ ბინის ინტერიერი. გამოცვალეთ ავეჯი, შპალერი. 
• წადით საყიდლებზე და იყიდეთ საჩუქრები ერთმანეთისთვის.
• ითამაშეთ სახალისო თამაშები.                                                          ააწყეთ ერთად დიდი პაზლი. კარგი იქნება, თუ ასეთ თამაშებში მონაწილეობას მთელი ოჯახი მიიღებს.
• მოუწყვეთ ერთმანეთს ერთი ან ორდღიანი გასვლა ქალაქგარეთ.
• ბოულინგი – შეიძლება სულაც არ გამოგდიოდეთ, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია ერთად ყოფნა.
• გაუკეთეთ ერთმანეთს მასაჟი.
• ირბინეთ ერთად დილაობით, თან ივარჯიშებთ!
• გადაიღეთ საერთო ვიდეოები, რომლებიც თქვენს ბედნიერ წამებს ასახავს.
• ივახშმეთ ორიგინალურ და დასამახსოვრებელ ადგილას.
• ერთად უყურეთ ვარსკვლავებს, თუნდაც მანქანის სახურავზე. ეს ძალიან რომანტიკულია. ალბათ, ფილმებშიც გინახავთ მსგავსი სცენები, მიბაძეთ მათ!
• გაისეირნეთ პარკში, სადაც იქნება უამრავი ატრაქციონი, ექსტრემი და გართობა. შვილების წაყვანაც დასაშვებია.
• წადით აკვაპარკში, ბევრი იცურავეთ, დაისვენეთ. ამას არაფერი ჯობია!
• გაუკეთეთ ერთმანეთს ორიგინალური სიურპრიზები – მაგალითად, მოუწყვეთ თქვენს ქმარს რომანტიკული საღამო სანთლებით, გემრიელი ვახშმით და ზედმეტად გამომწვევი ტანსაცმლით ან მის გარეშეც, მთავარია, დასამახსოვრებელი იყოს. ის ხომ თქვენი მეუღლეა, მიეცით თქვენს ფანტაზიას გასაქანი.
• წვიმის დროს, უბრალოდ, დატკბით წვიმის წვეთებით – ბევრ შემთხვევაში, სულაც არ არის აუცილებელი, გქონდეთ თან ქოლგა. პირიქით, გაიხსენეთ, რა რომანტიკულია თუნდაც წვიმაში ხეტიალი და ერთმანეთის კოცნა!
დაბოლოს, ყველაზე მთავარი, გიყვარდეთ ერთმანეთი იმაზე მეტად, ვიდრე გუშინ და იმაზე ნაკლებად, ვიდრე ხვალ გეყვარებათ!

რა ხდის ქალს
სექსუალურს?
შვიდი   დეტალი, რასაც ყველა ქალმა უნდა მიაქციოს ყურადღება
უამრავი ადამიანი მიიჩნევს, რომ ქალი სექსუალურია იმ შემთხვევაში, თუ ის მოდელივით გამოიყურება, აკმაყოფილებს კონკრეტულ სტანდარტებსა და  პარამეტრებს. მაგრამ, ეს ამ ფართო ცნების მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სინამდვილეში, სექსუალურობა არა მხოლოდ სხეულის სილამაზესა და სექსუალურ სამოსშია, არამედ იმაში, თუ როგორ წარმოაჩენს ქალი თავს.
გთავაზობთ  შვიდ   დეტალს, რომელიც ქალს წარმოუდგენლად მიმზიდველს ხდის.

მაშ ასე,  რა ხდის ქალს სექსუალურს
თავდაჯერებულობა
თუ ქალი საკუთარ თავში დარწმუნებულია, გარშემომყოფებიც ირწმუნებენ, რომ ის განსაკუთრებულია. მიაქციეთ ყურადღება სიარულის მანერას: გაიმართეთ, თავი მაღლა ასწიეთ, წინ იყურეთ და გაიღიმეთ.

ქარიზმა
ქალთა უმეტესობა ფიქრობს, რომ მამაკაცებს იდეალური გარეგნობის ქალები მოსწონთ. რეალურ ცხოვრებაში მსგავსი ლამაზმანები კაცებს აშინებთ. ასეთი ქალები ხშირად მარტოსულები და უბედურები არიან. მამაკაცს უპირველესად ქარიზმა იზიდავს. შინაგანი ძალა, გონიერება და იუმორის კარგი გრძნობა სექსუალურობის საწინდარია.

ვნება
ვნებიანი ქალები სექსუალურები არიან. ვნება არა მხოლოდ საწინააღმდეგო სქესის მიმართ ვლინდება, არამედ რაიმე ჰობის მიმართაც. ქალი, რომელიც ვნებიანად ეკიდება საყვარელ საქმიანობას, სექსუალურია.

სიკეთე
დღეს საკმაოდ რთულია კეთილი ადამიანის პოვნა. სულის სიღრმეს ვერასოდეს შეცვლის უბადლო გარეგნობა.

იდუმალება
სექსუალური ქალი მუდამ იდუმალია. ის არ იხსნება ბოლომდე. თუმცა, იდუმალებაც, როგორც ყველაფერი დანარჩენი, ზომიერი უნდა იყოს.

ელეგანტურობა
არ არის აუცილებელი, სექსუალური სამოსი ძვირად ღირებული და მეტისმეტად მოტმასნილი იყოს. ქალურად და ელეგანტურად ჩაცმულ, მოვლილ ქალს ვერცერთი მამაკაცი გვერდს ვერ აუვლის.

ინტელექტი
ხშირად გაცნობა ფიზიკური მიმზიდველობით იწყება, მაგრამ თუკი ადამიანს ამის გარდა, სხვა  არაფერი გააჩნია, პარტნიორს ვერაფრით გააკვირვებს, ურთიერთობა ამ ეტაპზე მთავრდება. ქალში ყველაზე სექსუალური გონებაა. მამაკაცები აფასებენ ქალს, რომელთანაც ნებისმიერი თემის განხილვა შეიძლება.

скачать dle 11.3