კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ჩვენს დროში ღვთის სახელს ხშირად არაეკლესიურ გარემოში, თავყრილობებსა და პირადი საუბრების დროს მოიხსენიებენ. ეს არ მომწონს. როგორ უყურებს ეკლესია უფლის ასე ხშირად, ტყუილუბრალოდ ხსენებას?
პასუხი: რაც უფრო ხშირად მოიხსენიებს ადამიანი ღვთის სახელს, მით მეტი მადლი შეემატება მას. მაგრამ, უფლის ყოველ ხსენებას თავისი დრო და წესი აქვს – თუ ღმერთის მოხსენიება ადამიანს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად სჭირდება და საზოგადოებაზე საკუთარი აზრების თავს მოსახვევად, ეს ცოდვაა. უფალი გვეუბნება: „არა ამოიღო სახელი ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“ – ღმერთის მოხსენიება მოკრძალების, შიშისა და სიყვარულის გარეშე, არ შეიძლება. საუბარში უფლის მოხსენიება უნდა ხდებოდეს მხოლოდ მის სადიდებლად, მისი სახელისა და ნების განსამტკიცებლად.
კითხვა: რატომ არ ცნობს ქრისტიანული რელიგია რეინკარნაციას – ადამიანის ხელმეორედ დაბადებას?
პასუხი: რეინკარნაციას მართლმადიდებლობა არ ცნობს, რადგან ადამიანი ერთხელ იბადება და არასდროს განმეორდება. ის ღვთის ხატია და თავის ხატად და მსგავსად, უფალმა მხოლოდ ერთხელ შექმნა. თუმცა, ადამიანი გარდაცვალების შემდეგ არ წყვეტს არსებობას. მეორედ მოსვლისას აღდგება თავისივე სხეულით, უხრწნელი ხორცით.
კითხვა: როგორ დავიცვათ თავი სექტანტთა ქადაგებებისგან?
პასუხი: სექტანტებისგან ეკლესიური ცხოვრება და მართლმადიდებლობის ღრმა ცოდნა დაგიცავთ. ამისთვის საჭიროა, ეკლესიაში იაროთ და გყავდეთ მოძღვარი, რომელიც გასწავლით გზას, როგორ დაიცვათ თავი არა მარტო სექტანტებისგან, არამედ ყოველი უკეთურებისგან.
კითხვა: სავალდებულოა თუ არა ეკლესიაში შესვლისას სანთლის ანთება?
პასუხი: სანთელი – ეს ლოცვის სიმბოლოა. ამავე დროს ის ტაძრის შესაწირიც გახლავთ. თუმცა, ადამიანისთვის ტაძარში შესვლა არ უნდა იყოს განპირობებული მხოლოდ სანთლის შეძენის აუცილებლობით. მთავარია, როგორი გულით შეხვალთ და რას შესთხოვთ უფალს.

скачать dle 11.3